Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Category Archives: საზოგადოება და ურთიერთობები

დაუბანელი ევროპა….

Isabella_of_Portugal_by_Titianმე-19 საუკუნემდე ევროპაში საშინელი ველურობა მეფობდა.დაივიწყეთ იმის თაობაზე,თუ რას გვაჩვენებენ ფილმებში ან ვკითხულობთ რომანტიული ჟანრის რომანებში.სიმართლე —- ის ბევრად ნაკლებ სურნელოვანია…… ეს ეხება არა მარტო შუასაუკუნეებს,არამედ ნაქებ აღორძინების ხანასაც,რადგან პრინციპულად არაფერი შეცვლილა.

რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს,ევროპული ყოფის  თითქმის ყველა უარყოფით მხარეში დამნაშავე ქრისტინული რელიგიაა,პირველ რიგში—კათოლიკური.

ანტიკურ სამყაროს ჰიგიენური პროცედურები ითვლებიოდა  ერთ-ერთ მთავარ სიამოვნებად..საკმარისია გავიხსენოთ ცნობილი რომაული თერმები(აბანოები).ქრიეტიანობის გამარჯვებამდე მარტო რომში ფუნქციონირებდა ათასზე მეტი აბანო!ქრისტიანებმა  კი ,უპირველეს ყოვლისა,მმართველობაში მოსვლისას,დახურეს ყველა აბანო.

იმ დროინდელი მოსახლეობა ბანაობას საეჭვოდ მიიჩნევდა:თვლიდნენ,რომ ბანაობისას იხსნება ფორები და მათი მეშვეობით ორგანიზმში ავადმყოფობა ხვდებოდა,ამიტომ ბანაობა დაავადების რისკს ზრდიდა,ამის კი ეშინოდათ,თან ცივი წყლისგან გაციებას ერიდებოდნენ…მაშინ,როდესაც მდინარესი უამრავი სიბინძურე ისხმებოდა და ამავე მდინარიდან იღებდნენ სასმელ და დასაბან წყალს—არ არის გასაკვირი,რომ წყლის შიში ქონდათ.იყო მეორე მიზეზიც,თუ რატომ არ ბანაობდნენ:სიშიშვლე ცოდვად ითვლებოდა.თუმცა ასე უფრო მოგვიანებით მე-18,მე-19 საუკუნეებში ფიქრობდნენ და ამიტომ არ ბანაობდნენ. ცხელი აბაზანის მიღება არარეალური იყო! შეშა ძვირი ჯდებოდა.შეშის ძირითად მომხმარებელს—წმინდა ინკვიზიციას,თავად მძლივს ჰყოფნიდა შეშა, ამიტომ თავისი უსაყვარლესი კოცონზე დაწვა ჩაანაცვლეს სხვა სახის მოკვდინებით.

განაგრძე კითხვა

რა სურთ მამაკაცებს?!

ქალი და მამაკაცი,სექსირა სურთ მამაკაცებს? რა უყვართ მათ?

ბოლო ორი საუკუნე იმის ბჭობაში არის კაცობრიობა,თუ რა სურთ ქალებს!ეს უსამართლოდ მიიჩნიეს ავტორიტეტულმა უნუვერსიტეტებმა და სერიოზული კვლევები ჩაატარეს,იმისათვის,რომ გაეგოთ მამაკაცებს რაღა სურთ!

გამოვლინდა ხილული თუ უხილავი ფაქტორები,რომლებიც ამაღლებენ მამაკაცის ლიბიდოს ,რაც სექსუალური აქტისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღების წინაპირობაა.

განაგრძე კითხვა

Facebook-იდან მომღიმარი მამა გაბრიელი და ლოცვის ვირტუალური ძალა ^^

Facebook’s message

ჩემ ბავშვობაში რამდენჯერმე დამხვდა შემოსასვლელ კართან წერილი უაზრო შინაარსით, თუმცა საკმაოდ მტკიცე ჩაგონებით , რომ თუ ამ წერილს 22 კაცს არ გაუგზავნიდი ან დედა მოგიკვდებოდა ან თავადვე მოვკვდებოდი. ზოგჯერ ბოლომდეც არ ჩავიკითხავდი, ისე ვხევდი და ვაგდებდი და ჰოი,საოცრებავ, აგერ უკვე 37 წლის ვარ და ჯერ კიდევ ცოცხალი და მით უფრო საოცრებაა , რომ დედაც კი ცოცხლი მყავს ! იმ თაობას “ბნელ კომუნიზმის თაობას” უწოდებენ ეხლა , თუმცა რაოდენ საკვირველი არ უდნა იყოს,ზოგიერთ  დღევანდელ “გაცისკროვნებულ” ახალგაზრდებში იგივე “სიბნელის” მაჩვენებელი ნიშნები შეიმჩნევა!

განაგრძე კითხვა

ყველა ადამიანი — ადამიანი არ არის,განსაკუთრებით ჩინელი (შოკისმომგვრელი ვიდეო)

cryშორს ვარ სტერეოტიპებისგან,შოვინიზმისგან და ფაშიზმისგან, თუმცა ნანახმა სრულად შემიცვალა მსოფლმხედველობა!

ერთეულ ადამიანებში  სისასტიკე თითქოს გასაკვირი არ უნდა იყოს,მართლაც არსებობენ იმდენად სასტიკი ადამიანები,რომლებისთვისაც ადამიანის ტანჯვა წარბს არ შეუხრის და ადამიანის სიცოცხლე მათთვის ფასეულობას არ წარმოადგენს.სისასტიკეს კიდევ რარაც ‘გამართლება’ აქვს ომიანობის დრო ან დანმაშავის დასჯვის დროს…

როდესაც ადამიანი სხვა ადამიანის სიცოცხლეს არაფრად აგდებს მით უმეტეს თუ  ეს სიცოცხლე 2 წლის ბავშვს ეკუთნის — ამას გამართლება არ აქვს!

როდესაც რამოდენიმე ადამიანი გულგრილად ავლის-ჩაუვლის სასტიკად დაშავებულ ადამიანს,მით უფრო 2 წლის ბავშვს— ამას გამართლება არ აქვს!

განაგრძე კითხვა

ინტერვიუ სპეციალურად მათთვის, ვისაც თვითმკვლელობისკენ აქვთ მიდრეკილება

suicide

მინდა შემოგთავაზოთ სტუმრის მორიგი პოსტი,ამჯერად თვითმკვლელობის ფსიქოლოგიაზე.სტატია მომაწოდა ფსიქოლოგმა გიორგი დონაძემ ,რომელიც აგრეთვე გამოქვეყნდა გაზეთში “ქართული სიტყვა”

განაგრძე კითხვა

2012 ოსკარის დაჯილდოების წითელი ხალიჩა

Emma Stone Oscars 2012კვირას,26 თებერვალს შედგა რიგით 84-ე ოსკარის დაჯილდოება,რომელზეც საუბარს არ ვაპირებ,რადგან ამაზე ისდაც ბევრგან დევს ინფორმახცია.სათაურში ნახსდებებ  ‘წითელ ხალიჩაში’  რას ვგულისხმოვდი,ყველა ქალბატონი მიხვდება და ზოგიერთი მამაკაციც! ანუ მინდა დაჯილდოებაზე მისულ ქალბატონების სამოსის შესახებ ვიჭორაოთ 🙂 .

ცერემონიაზე მისული ყოველი მონაწილის გასვლა წითელ ხალიჩაზე უკვე მოვლენაა და თითოეული სტუმარი ხდება მილიონობით ადამიანის მკაცრი კრიტიკის ქარ-ცეცხლში.აბსოლუტურად უზადოდ ჩაცმული უნდა იყო ამ დროს!საკმარისია აქსესუარი ან თმის ვარცხნილობა ვერ შეარჩიო გემოვნებიანად და ძვირადღირებული დიზაინერული კაბაც კი ვერ ‘გიშველის’ ! ამ პოსტში კი ჩემი გემოვნებით შევაფასე სელებრითები და მაინტერესებს ჩემი გემოვნება თქვენსას თუ ემთხვევა.

აქ ყველა ცნობილ სახეს ვერ დავდებდი,ცხადია,ამტომ რაც ყველაზე მეტად მომხვდა თვალში იმათ სურათებს დავდებ და თან ცალ-ცალკე მათ ვინც მომეწონა და ვინც არა(რა არ მომწონს,ისიც მიწერია)

განაგრძე კითხვა

‘სუნიანი’ ფიქრები )))

ოცდამეერთე საუკუნეა გარეთ!

ოცდამეერთე!

ისეთ ხანაში ვცხოვრობთ,როდესაც ადამიანის კომფორტზე ზრუნვამ პიკს მიაღწია!

ყველაფერი გვაქვს იმისათვის,რომ ადამიანმა საკუთარ თავს მინიმალური ძალისხმევის შედეგად მოუაროს და საზოგადოებაში მეტ-ნაკლებად აკურატულ ფორმაში გამოჩნდეს!

განაგრძე კითხვა

როცა ისინი ასე მიდიან

ადამიანის სიკვდილი ჩემში ყოველთვის სევდას იწვევდა,სულ ერთია ვიცნობდი ადამიანს,თუ არა,სიკვდილისთვის ყველა ცოდვად მიმაჩნდა ყოველთვის,გარდა ერთი კატეგორია ადამიანებისა.

ეს ადამიანები ნარკომანები არიან.შეიძლება გამამტყუნოთ, მაგრამ ნამდვილად არ მეცოდება ადამიანი, რომელიც თავისი ნებით ხდება ნარკოდამოკიდებული—-საკუთარ განაჩენს თავადვე აწერს ხელს.ეს ისეთი სენია,რომლითაც ძირითადად ზრდასრული ადამინები ავადდებიან,ამიტომ მათ სრულად აქვთ გათვითცნობიერებული ,თუ რა დამღუპველ გზაზე დგებიან.მათი ნაადრევი  სიკვდილი ხომ გარდაუვალია(მე მოხუცებული ნარკომანი არ მინახია).ამიტომ ვერაფრით ვამართლებ ისეთ ადამინს, რომელიც ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებული ხდება.
განაგრძე კითხვა

შვილი ’გვჭირდება’ ?

–არ გჭირდები?
–არა,არ მჭირდები.
–კი,აბა,როგორ არ გჭირდები!
–აბა რაში მჭირდები?
–გჭირდები(აქ უკვე თვალები დაუსველდა)
–არა,არ მჭირდები

განაგრძე კითხვა

Lady GAGA კვლავ გახდილი და კვლავ ექსტრავაგანტული

Lady Gaga-მ მოახერხა და მთელი პლანეტა აალაპარაკა!

ვინ არის ის და რითი გამოირჩევა?

–ოოო, ამ კითხვაზე პასუხი ძალიან გრძელი იქნება!

განაგრძე კითხვა

ვარხალალა ზეიმები

’ვარხალალა’  რა სასაცილო სიტყვაა,ხო? ამ დიტყვის სინონიმია კიდევ ’დომხალი’ ,’ქოთქოთი’ –ეს სიტყვებიც საკმაოდ  სასაცილო ჟღერადობისაა 🙂 ცოტა უფრო ლიტერატურული შესატყვისი სიტყვა–არეულობა,ქაოსი!

მაგრამ დღეს მე რასაც შევესწარი ზუსტად რომ ’ვარხალალა’ იყო,და არ აქვს აზრი ,რომ გავაკეთილშობილოთ ეს მოვლენა და გინდაც ‘ქაოსი’ვუწოდოთ.მოვყვები თავიდან….

მეგობარს წავყევი დღეს თბილისი ცენტრალში,გასართობი ცენტრი ”მულტი-პულტი” აწყობდა ივენთს.

განაგრძე კითხვა

ჩვენნაირად არ ფიქრობ — შენ თავს დააბრალე!

”ადამიანთა მოდგმის საბოლოო დანიშნულება მდგომარეობს უმაღლეს მორალურ სრულყოფილებაში”–ასე წერდა კანტი…

სამწუხაროდ  ბევრს არ აქვს გააზრებული და გათავისებული ეს  …

ხშირია ისეთი სიტუაცია, როდესაც ადამიანები ერთმანეთს არ უსმენენ,ან არც უნდათ მოსმენა და ამავდროულად თავიანთ სათქმელს ისეთი ჟინით გახვევენ თავს გარშემომყოფებს,იმდენად არიან საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულები, რომ განსხვავებული აზრის არამცთუ მოსმენა,არამედ იმთავითვე აღკვეთა უნდათ.ცინიკური და დამცინავი ტონით  ცდილობენ სხავას მათთან კამათის სურვილი დაუკარგონ და არც შეურაცხყოფას და შანტაჟს ერიდებიან.

განაგრძე კითხვა

სურნელიანი ფიქრები

ამასწინათ რესტორანში რომ არამწეველების დარბაზში ადგილილ აღარ იყო,სხვაგან წასვლას ისევ  შემოთავაზებულ მწეველების  დარბაზში დასხდომა ვამჯობინეთ.ასე ’შევცურეთ’ დარბაზში არსებულ თეთრ კვამლში და რომ იტყვიან “как ёжик в тумане” ცოტა ბოდიალის მერე კი მივაკვლიეთ ჩვენს მაგიდას.კარგი ადგილი იყო,კურთხე იყო და მთელი დარბაზი, როგორც ხელისგულზე,ისე ჩანდა.

განაგრძე კითხვა

გაავრცელეთ , დაეხმარეთ , დაალაიქეთ….ბულშით >:)

სოციალური ქსელი Facebook იმისთვისაა შექმნილი,რომ ადმიანებმა სიახლეები ერთმანეთს გავუზიაროთ და…. ნუ,არ დავიწყებ ეხლა ყველა პლუს-მინუსის ჩამოთვლას…

ამ ბოლო დროს შეტანილმა ცვლილებებმა კი მთელი პირადი ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადა.ასე,მაგალითად,თუკი როდესღაც რაიმე ბმულზე კომენტარი გქონდა გაკეთებული და ის ბმული თუ სხვამ დააშეარა,ჩემი კომენტარიც იქვე გამოჩნდება!

სიახლე subscribe უკვე ბევრმა აიტაცა და წარმატებითაც იყენებს სხვისი wall-ის ’სათვალთვალოდ’ !ხო ’სათვალთვალოდ’ –იმიტომ რომ ადამიანი თუ შენი მეგობარი არაა,მაინც შეგიძლია მისი ყველა გამოქვეყნება ნახო!ხოდა,მეც ვეტაკე და ვიღაცას subscribe ქონდა მარკ ცუკერბერგზე და მეც პირველ რიგში ის ’გამოვიწერე’ ,რა,მეტყვის რამეს თუ რა?თავისი მოფიქრებული საშპიონო ღილაკია 🙂  –ნუ, ამბობენ,რომ ეგ თვითონ,მექანიკურად ემატებაო,მაგრამ მე კარგად მახსოვს,რომ ’ჩემი ნებით’ დავიმატე subscribe-ში.

განაგრძე კითხვა

ჩახუტებისა და თბილი სურვილების დღე

ეხლა უნდა მოგიყვეთ დღევანდელ ,2 სექტემბრის ”ჩახუტების დღეზე” .

ამგვარი ივენთები საზღვარგარეთ ხშირად ეწყობა,ჩვენთვის კი მაინც ახალი ხილია,სულ რამოდენიმეჯერ ჩატარდა საქართველოში.დღეს ბლოგერ ადოს დაგეგმილი ივენთი იყო და ნებისმიერს შეეძლო დასწრებოდა,რადგან ანონსი ბევრად ადრე გაკეთდა სოციალური ქსელის (FB)მეშვეობით : ჩახუტებისა და თბილი სურვილების დღე.

განაგრძე კითხვა

სსრკ და სტალინი — მხოლოდ ფაქტები

ინტერნეტში ძრომიალისას ამ სტატიას წავაწყდი და გულდასმით წავიკითხე. ძალიან მომეწონა ის, რომ მშრალი ფაქტებით საუბრობს ავტორი,ყოველგვარი მიკერძოების გარეშე.

თუ ძალიან გაგიჭირდათ რუსულიდან გადმოთარგმნა, მაშინ მე ვეცდები ვთარგმნო.

წაიკითხეთ! ეს უნდა ვიცოდეთ!

Read more of this post

ასეც ხდება

რა აღარ ხდება სამყაროში,კი არა და ქვეყანაში,კი არა და ბარემ ვიტყვი პირდაპირ –საქართველოში!სიურპრიზებს კი ვართ მიჩვეულები,უფრო მეტად ’ტვინის გამორეცხვებს’ ,მაგრამ მაინც ხდება ხოლმე ისეთი მოვლენები,რომლებიც მაინც აღშფოთებას იწვევს.ვერ ვიტყვი,ყველაზე,რა თქმა უნდა(ზოგს ისიც ახარებს,რომ შუქი გვქონია და ასფალტი–ნუ,გადასახადებს არ იხდიან ეტყობა)იმიტომ რომ ბევრს სულ მცირედი და მარაზმულიც კი ყოფნის სრული ბედნიერებისთვის!მაგრამ ,მოდი ასე ვიტყვი–საზოგადოების ერთი ნაწილი სახტად დარჩა ამ ბოლო დღეების შემყურე.
განაგრძე კითხვა

სტუმარი ღვთისაა,მაგრამ ზოგი ეშმაკის შემოგზავნილს გავს

Read more of this post

მე–ინტრიგანი!

Read more of this post

მინდა კარნავალიიიიიი


განაგრძე კითხვა