Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Tag Archives: სახლი

სახლის აურა — თქვენი ბედნიერების ულევი წყარო!

aura-4ყველა ჩვენთაგანი ვიზიდავთ (ან უკუვაგდებთ) განსაზღვრულ ადამიანებსა თუ სიტუაციებს.თუ მიიჩნევთ, რომ ბოლო დროს თქვენ იზიდავთ არა იმას, რაც ან ვინც გინდათ — სასწრაფოდ რაღაც უნდა შეცვალოთ!სცადეთ დაიწყოთ სახლის ენერგეტიკული ფონის შეცვლით,ამით თქვენს ცხოვრებაში ბედნიერებასა და წარმატებას მოიზიდავთ.

ჩვენ სამყაროში ყველაფერი ურთიერთკავშირშია.ამგვარად, ჩვენს შინაგან მდგომარეობას განაპირობებს გარე გარემოებები.თქვენს ემოციებს,გრძნობებს,განწყობებს შესწევთ უნარი თქვენს გარშემო შექმნას შესაბამისი ინფორმაციული ველი,რომელსაც ექნება ზემოქმედდება იმ ადგილზე, სადაც ხშირად იმყოფებით,მაგალითად თქვენს სახლზე.შემდეგ კი ამ შენობის აურა იმოქმედებს იმ ადამიანებზე, რომლებიც იქ ხშირად იმყოფებიან ან ცხოვრობენ.

განაგრძე კითხვა

ჩემი ოცნების სახლი

სახლიჯერ კიდევ პალეოლითის ხანაში,როდესაც ადამინი პითეკანთროპი იყო და არა ’ადამიანი’ ,ის უკვე ხვდებოდა,რომ უამინდობისას რაიმეს უნდა შეეფარებინა თავი და ამიტომ გამოქვაბულებში სახლდებოდა. მაშინ მას გონებამ უკარნახა  ”კარების’ შემცვლელი მოეფიქრებინა –ეს კი  უკვე კომფორტზე ზრუნვაა!რაც უფრო ვითარდებოდა ადამიანი, მით უფრო მეტად უჩნდებოდა მას სურვილი ქონოდა საკუთარი კერა–სადაც თავის ოჯახს აცხოვრებდა.ასე ნელ-ნელა ’გაჩნდა’ მცნება ”სახლი”.აგერ უკვე ათასწლეულები გავიდა და შეიცვალა ყველაფერი, თუმცა სურვილი, რომ ადამინს თავისი,კომფორტულად მოწყობუილი ’ბუნაგი’ ქონდეს–ისევ აქტუალურია და სხვანაირად ვერც კი წარმოგვიდგენია!

განაგრძე კითხვა

დაისვენეთ ფასანაურში

ფასანაურის ტყეშემოდგომა  ძალას იკრებს და უკვე გადავეწყვეთ სწავლა-მუშაობის რეჟიმზე. ლოგიკური კითხვა წარმოიშვება ხოლმე  : როგორ გაატარე ზაფხული?სად დაისვენე? …ყველა თავის ამბავს ყვება,გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს,წუწუნებენ,თუ თბილისში მოუწიათ დარჩენა.მეც მინდა ჩემი ამბავი მოგიყვეთ,იმიტომ რომ მინდა გაგაცნოთ ან შეგახსენოთ ისეთ საკურორტო ადგილის არსებობა, როგორიც ფასანაურია. შარშან მანგლისში დასვენნებაზე პოსტი დავწერე ,რამაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა,ამიტომ მოდით,ეხლა ფასანაურს გაგაცნობთ,რა იცი,ეგებ მოიხიბლოთ ამ ადგილით და იქ გადაწყვიტოთ დასვენება 😉

ინტერნეტშიც ნახავთ ინფორმაციას იმაზე, რომ ფასანაური არ არის სოფელი–ეს არის დაბა (დუშეთის მუნიცეპალიტეტში),ის მთიულეთის გულია,როგორც იქაურები ამბობენ. ეს საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული, თუმცა პატარა დაბაა,რომელიც ოდითგანვე საკურორტო ზონად ითვლება.ბავშვობაში,ცხოვრებაში პირველად,უცხოელი ტურისტი იქ ვნახე.შორტებიანი გერმანელი ქალები და კაცები მაშინ ძალიან უჩვეულო სანახავი იყო.

განაგრძე კითხვა

ინტერიერის დიზაინი — სტილთა ნაირსახეობები (ნაწილი 5)

функционализм ,funchionalizm,ფუნქციონალიზმი“ჰაი-ტექი”

ეს არის მაღალი ტექნოლოგიების თანამედროვე სტილი.მისთვის დამახასეათებელია უახლესი მასალების და ტექნიკის უახლესი  მიღწევების გამოყენება.ავეჯი,მიუხედავად მისი მაქსიმალური ფუნქცილნალურობისა,ექსტრავაგანტული და არატრადიციული ფორმისაა.ამგვარ ინტერიერში იყენებენ საყოფაცხოვრებო ტექნიკას საუკეთესო მსოფლიო დონის დიზაინერების ორიგინალური საავტორო გაფორმებით.

განაგრძე კითხვა

ინტერიერის დიზაინი — სტილთა ნაირსახეობები (ნაწილი 4)

 მოდერნი modern “მოდერნი” 

ინტერიერის დიზაინის XIX – XX სს სტილმა –მოდერნმა ინტერიერის დიზაინის სფეროში შემოიტანა აბსოლუტურად ახალი დეკორის ელემენტები.ავსტრიასა და გერმანიასი მას იუნგერდსტილს უწოდებენ,საფრანგეთში — არ ნუვოს,იტალიაში–ლიბერთის,რუსეთსა და ინგლისში–მოდერნს.”მოდერნის” სტილის ძირითადი მახასიატებელი არის ის,რომ ის განსხვავდება ინტერიერის დიზაინერული გადაწყვეტილებების თავისუფლებით.ეს სტილი ხაზს უსვამს მლობელის ინდივიდულაობას და განუმეორებლობას.
განაგრძე კითხვა

ინტერიერის დიზაინი — სტილთა ნაირსახეობები (ნაწილი 3)

empire,ამპირი,ампир

“ამპირი”

“ამპირი” —  საფრანგეთში ნაპოლეონ ბონაპარტის იმპერიის პერიოდში, XIX საუკუნის პირველ ნახევარში შეიქმნა. ეს სტილი მთელ ევროპაში გავრცელდა, განსაკუთრებით პოპულარული კი რუსეთში გახდა. ეს სიტყვა ფრანგულად იმპერიას ნიშნავს. ამ სტილის სამაგალითო ნიმუში რომის ხელოვნება იყო.ეს სტილი არის ფართის დეკორის მოტივბის ორი ელემენტის ტრადიციული ანტიკური ხელოვნების დეკორის ელემენტების და ძველეგვიპტური კულტურის ელემენტების  ურთიერთშერწყმა.”ამპირის” სტილში შესრულებული ინტერიერი ხასიათდება ნაძერწი და ჩამოსხმული  ელემენტების სიმდიდრით.მარტივად რომ ვთქვათ — ეს სტილი ასხივებს საზეიმო ბრწყინვალებას.

განაგრძე კითხვა

ინტერიერის დიზაინი — სტილთა ნაირსახეობები (ნაწილი 2)

baroque ბაროკო барокко

“ბაროკო”

“ბაროკო”  ხელოვნებაში პერიოდიცაა და სტილი, რომელიც ამ პერიოდში დომინირებდა. ბაროკოს სტილი იყენებდა გაზვიადებულ მოძრაობასა და წმინდა, ადვილად აღსაქმელ დეტალებს დრამის, სიმძაფრის, გრანდიოზულობის გადმოსაცემად სკულპტურაში, ფერწერაში, ლიტერატურასა თუ მუსიკაში. სტილი ჩაისახა დაახ. 1600 წლისთვის რომში, იტალია, და შემდეგ მთელს ევროპას მოედო.ბაროკოს სტილში შესრულებულ დიზაინს ახასიატებს კაშკაშა ფერები,სინათლის და ჩრდილის მდიდრული თამაში,ინტერიერის ელემენტების რთული,რკალისებრი კიდეები.

განაგრძე კითხვა

ინტერიერის დიზაინი — სტილთა ნაირსახეობები (ნაწილი 1)

კლასიკადღეს ვერც კი დაადგენთ ინტერიერის გაფორმების  რომელი სტილია უფრო პოპულარული.რამდენი ადამიანიც არსებობს —ინდენი აზრია ფართის გაფორმების ამა თუ იმ სტილისტური მიმართულების უპირატესობის შესახებ.ზოგიერთი ადამიანი მარტო ერთ რომელიმე სტილს კი არ ანიჭებს უპირატესობას,არამედ რამოდენიმე სტილის კომბინაციას.მაგალითად, ბერძნულ-რომაულ კლასიკურ სტილში გადაწყვეტილ ინტერიერში შეძლება შეტანილი იყოს თანამედროვე დიზაინში შესრულებული ნივთები.

განაგრძე კითხვა

ქეთუსი იკეთებს წინსაფარს…..

ketusi.comთქვენ ზუსტად იცით თქვენზე რა წარმოდგენა აქვს თქვენს ნაცნობებს?არა,მეგობრებს და ნათესავებს არ ვგულისხმობ.აი უბრალოდ ნაცნობებს— ვისაც მარტო ესალმებით,ან ზოგჯერ მოიკითხავთ ხოლმე,ან რაიმე წვრილმანი საქმე გაკავშირებთ…. ამასწინათ აღმოვაჩინე,რომ ჩემზე ოდნავ მცდარი წარმოდგენა ექმნებათ,თუმცა არ ვიცი ეს უნდა მესიამოვნოს,თუ მეწყინოს 🙂 ძალიან ხომ არ დაგაინტრიგეთ? ეხლავე აგიხსნით ყველაფერს.

განაგრძე კითხვა

კომფორტი ჩვენს ცხოვრებაში

comfortყველა ადამიანს საკუთარი წარმოდგენა აქვს კომფორტზე.შეიძლება ერთმა თქვას,რომ რბილ სავარძელში მოკალათება და ტელევიზორის ყურება,ფინჯანი ცხელი ჩაით ხელში — არის მისთვის კომფორტის მაჩვენებელი.სხვა კი ფიქრობდეს, რომ კომფორტი—ეს არის აკურატული სახლი და კომფორტული გარემო,ზოგისთვის კომფორტი კი ის არის, რომ ბავშვებს მათი საკუთარი ოთახი ქონდეთ.არიან ისეთი ადამიანებიც,ვინც არც კი ჩაფიქრებულან ამის თაობაზე.

განაგრძე კითხვა

რა ჩავიცვათ და როგორ შევხვდეთ ახალ 2012 წელს

ოჰ,ეს ახალი წელი!ერთი წამის ამბავია,არადა როგორ ვემზადებით!ნაძვის ხეს ვდგამთ,სახლს ვრთავთ,საახალწლო მენიუს ვადგენთ და რაც კიდევ უფრო რთულია–ამ ყველაფერს ვამზადებთ.მაგრამ არის ერთი რამ,რაზეც ბევრად უფრო ადრე იწყებს ფიქრს ქალი.ეს ფიქრი მოსვენებას არ გვაძლევს,ვეძებთ ინფორმაციას ყველგან,რათა არაფერი შეგვეშალოს და ამ საზეიმო განწყობას ჩვენი თვითკმაყოფილი ღიმილიც შევმატოთ.რა არის ეს? რა და უამრავი ქალისთვის უმთავრესი–რას ვიცმევთ!საქმე რთულდება, თუ ახალ წელს რესტორანში ან კლუბში ვხვდებით,თუმცა სახლში ახალი წლის შეხვედრაც ’სრულ აღჭურვილობას’ მოითხოვს.

განაგრძე კითხვა

შეგვახედე სახლში და გააღე გარდერობი

მეც ჩავერთე ამ თეგ თამაშში,და დავწერ პოსტს,როგორც ადოს აქვს დაწერილი.
მართალია,სახლშის მრავალი წერტილი რემონტის მდგომარეობაშია,ამჟამად მეტად ინტენსიურად შემოსასვლელის რემონტი კეთდება,იატაკი დავაცემენტეთ,კედლები იშპაკლება,დაბლა დაფენილი მაქვს რაღაცეები,რომ მტვერი ყველგან არ გავიდეს და რავი,ძალიან დიდი დისკომფორტი კი მექმნება ამ რემონტისგან და დომხალი მაქვს სახლში,ჩემი ოთახი ამ ყველაფრისგან ’ისვენებს’ ,ასე რომ კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩემ სახლში :),ოღონდ არ შეგეშინდეთ 🙂
გააგრძელე კითხვა

11.03.11


განაგრძე კითხვა