Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

როგორ გამოიყურება მოვლილი ქალი

მანდოლოსნის გარეგნობის შეფასებაში ერთდროულად არის ჩართული რამოდენიმე კრიტერიუმი,რადგან გარეგნობაზე მარტო ერთი კომპონენტი არ მეტყველებს,ეს არის კომპონენტთა კომპლექტი,რაც საეთო ჯამში გვიქმნის ქალის გარეგნობაზე წარმოდგენას.მე არ ვსაუბრომ ქალის სილამაზეზე!მიმაჩნია,რომ ყველა ქალში არის რაღაც,რაც მას მომხიბვლელს ხდის,მთავარია მან ამის წარმოჩენა შეძლოს,თუმცა იყოს მოვლილი–––ეს ყველას შეუძლია!და არ აქვს მნიშვნელობა მას როგორი ნაკვთები აქვს,როგორი სხეულის ფორმა და სიმაღლე….

დღევანდელი ადამიანის შეხედულებით ზუსტად მოვლილი ქალი იღებს უფრო კარგ შეფასებას,ვიდრე გინდაც ლამაზ ნაკვთიანი,თუმცა მოუვლელი.რას ნიშნავს იყო ‘მოვლილი’ ?ზუსტად ამ ნიუანსებზე მინდა საუბარი,რადგან თავის მოვლა ქალის სილამაზის უმთავრესი შემადგენელი ნაწილია.

მოდით,ჩემ აზრს გაგაცნობთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ჩამოვწერ პრიორიტეტების მიხედვით.

1. თმა

როგორც კვლევებმა აჩვენა,პირველი,რითიც ქალი ადამიანს ამახსოვრდება–––ეს არის თმა.იგულისხმება თმის ფერი,ვარცხნილობა და რა თქმა უნდა მისი მდგომარეობა(სუფთა ან ჭუჭყიანი).მოვლილ ქალს,რა თქმა უნდა, გამოარჩევს მოვლილი თმა–––მოვლილ ქალს ყოველთვის კარგი ვარცხნოლობა და მოვლილი თმა აქვს.არ არის აუცილებელი,მუდამ განსაკუთრებული ვარცხნილობა გვქონდეს,მთავარია თმა სუფთა იყოს და მოწესრიგებული.ისიც გასათვალისწინებელია,რომ ქალმა უნდა იცოდეს სიტუაცის შესაფერისი ვარცხნილობის შერჩევა.

2. წარბები

წარბის ფორმა ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსია ქალის გარეგნობაში.წარბის ფორმა ზოგჯერ რადიკალურად ცვლის ქალის  იერს,თუმცა ძალიან ძნელია შესაფერისი ფორმის ‘პოვნა’.მინახია რამოდენიმე გოგო,რომლის სახეც რადიკალურად შეცვლილა წარბების კორექციის შემდეგ.არ აქვს მნიშვნელობა კორექტირება არის შეტანილი წარბის ფორმაში თუ არა,მთავარია ის მუდამ აკურატული გქონდეთ,ამისათვის მინიმუმ ორ კვირაში ერთხელ სჭირდება წარბებს მოვლა(ზედმეტი თმის მოცილება,რომელსაც ‘გაპუტვას’ ვუწოდებთ 🙂 ) არაააკურატული წარბები ძალიან ცუდად ხვდება თვალში 😦 .

3. სახის კანის მდგომარეობა

მოვლილ ქალს ყოველთვის აქვს სურვილი,რომ მისი კანის მდგომარეობა იდეალურთან მაქსიმალურად დაახლოებული იყოს :)(რა კარგად გამომივიდა) .მან კარგად იცის,როგორ კვებოს და დაატენიანოს სახის კანი,ამიტომ ის ახალგაზრდობასაც უფრო ხანგრძლივად ინარჩუნებს.მოვლილ სახეზე მაკიაჟიც ბევრად უკეთ ჯდება.სახის კანს რომ ჯანმრთელი იერი ქონდეს,ის ოდნავ გარუჯული უნდა იყოს,განსაკუთრებით ზაფხულში(მეტი არ მოგივიდეთ,რადგან ზედმეტი გარუჯვა კანის დაბერებას იწვევს,რასაც ფოტოდაბერება ჰქვია).

4. მაკიაჟი

თანამედროვე ქალი პრაქტიკულად წარმოუდგენელია მაკიაჟის გარეშე,მეტსაც ვიტყვი––კარგ ტონად არც ითვლება აბსოლუტური ნატურალურობა.მაგალიტად,ტუშის გარესე წამწამები გახუნებულად გამოიყურება და თვალი თავის სილამაზესაც კარგავს.ტონალური და კორექტორი კარგი გამოსავალია,თუ სახის კანი იდეალური არ არის.რუჟით კი სახის მოყვანილობის კორექტირებაც კი შეიძლება.მსუბუქი მაკიაჟი ყველა სიტუაციას მოერგება,თუმცა აუცილებელია სადრღესასწაულო მაკიჟის დაუფლებაც.არ გდაგავიწყდეთ,რომ გემოვნებიანი მაკიაჟის გაკეთებისას აქცენტი მხოლოდ თვალზე ან ტუჩზე კეთდება.

5. ხელები

შეიძლება სულ არ გქონდეთ მანიკური გაკეთებული(ჯობს სულ არ გქონდეთ მანიკური,ვიდრე მძველებული),მაგრამ აუცილებელია,რომ ფრჩხილების ფორმა იყოს ლამაზი და ხელი კარგად გამოიყურებიოდეს,იყოს დატენიანებული და მოვლილი.

6.  ტანისამოსი

მოვლილი ქალი ყოველთვის სიტუაციიდან გამომდინარე ირჩევს ტანისამოსს.

აი ზოგადაც ის მაჩვენებლები,რაც ერთობლიობაში ქალზე გვიქმნის წარმოდგენას.ჩემის აზრის ეს ნიუანსები ყველა გოგომ უნდა გაითვალისწინოს.არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ,მაგრამ მე ყოველთვის ვცდილობ,რომ მოვლილი ვიყო და ეს მეტყობოდეს კიდეც!

Advertisements

11 responses to “როგორ გამოიყურება მოვლილი ქალი

  1. იალინდა ივნისი 21, 2012, 11:43 AM

    საკმაოდ დროული და კარგი პოსტია, ქეთუსი. ერთადერთი, რასაც ჩამოთვლილ კომპონენტებს დავამატებდი, არის წონა, რომელიც მუდმივ კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს 🙂

    • ketusi.com ივნისი 21, 2012, 6:02 PM

      მადლობა,იალინდა
      არა, ვთვლი,რომ გადამწყვეტი არ არის წონა,რადგან ჭარბწონიანიც კარგად უნდა გამოიყურებოდეს.რა ქნას,თუ ვერ ხდება?ეგებ მოსწონს კიდეც თავისი წონა.მთავარია ადამიანი მოვლილი იყოს,თორე ჭარბი წონა მეორეხარისხოვანია.

  2. kevana ივნისი 21, 2012, 5:58 PM

    კი გეთანხმები. მაგრამ ყველას არ შეუძლია იყოს მოვლილი. მე მაგალითად, მე3 პუნქტს ნუ მიხსენებენ, პრობლემური სახის კანი მაქვს, ადვილად ღიზიანდება და მერე დიდხანს არ გადადის ლაქები… ხოდა, ზოგისგან (ვითომ ჩემზე გული რომ შესტკივა) ისე ვარ თავმობეზრებული, ლამის ჩადრით ვიარო :დდდ

    • ketusi.com ივნისი 21, 2012, 6:05 PM

      კანტან დაკავშირებით,ქეთ,ვიგულისხმე არა პრობლემური კანი,არამედ ის,რისი ტავიდან აცილება მარტივი მანიპულაციით არის შესაზლებელი.მაგალიტად:აქერცვლა,ჭარბი ცხიმიანობა,გამონაყარი,რომლიც დაფარვა შეიძლება.
      თუ პრობლემური კანია,ეს სხვა საკითხია და ამ კატეგორიაში არ ვთვლი

  3. naniko ივნისი 22, 2012, 10:47 AM

    კარგი პოსტია. ამ შემტხვევაში ჩვენი შეხედულებები აბსოლუტურად ემთხვევა. მოვლილი, მოწერიგებული ქალი უფრო მეტად თავდაჯერებულიც არის, რაც კიდევ უფრო მეტ შარმს მატებს მას. ვფიქრობ, ქალი ყოველთვის მზად უნდა იყოს, იმისთვის, რომ თუნდაც დაუგეგმავად ან შემთხვევით მოხვედრილ ნებისმიერ სიუუაციაში ირგვლივ მყოფებზე დადებითი გავლენა მოახდინოს. საკუტარ სახლსში მოულოდნელად მოსულ სტუმარზეც.

  4. A Magazine ივნისი 22, 2012, 8:58 PM

    ქეთუსი, ფანტასტიურად ჩამოაყალიბე ყველა მნიშვნელოვანი ნაწილი. ვცდილობ ყველანაირად გამოვიყურებოდე მოვლილი და უზომოდ მსიამოვნებს თვითონ პროცესი, იქნება ეს სახის ნიღაბი, მანიკური-სპა, თმების შეღებვა თუ სხვა რამ.
    ვთვლი, რომ იყო მოვლილი ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული მოვლენა და ფუფუნება, ეს არ ნიშნავს იყო იდეალური, ეს არის ანა ბანა იმისა რაც ყველა ადამიანი განურჩევლად სქესია უნდა ცდილობდეს რომ იყოს:)

    • ketusi.com ივნისი 23, 2012, 11:04 AM

      მადლობა
      რა თქმა უნდა, იმაში,რომ იყო მოვლილი არაფერია განსაკუთრებული.საზოგადოებაში რომ გადიხარ,როგორც მინიმუმი აკურატულად მაინც უნდა გამოიყურებოდე.

  5. ლიზიკუნა ივნისი 26, 2012, 12:12 AM

    დაზუსტებით ვიცი რომ ხალათით და ჩუსტებით არასოდეს გავალ მაღაზიაში თუნდაც ძალიან ახლოს მქონდეს. არცერთ ქალს არ ეპატიება მოუწესრიგებლობა. ამისთვის ყოველთვის მოინახება დროც და საშუალებაც, მთავარია მონდომება. ნურცერთი ქალი ნუ იტყვის რომ სად მაქვს ამის დროო. ეს ტყუილია. ქალი ქალად რომ გრძნობდეს ტავს ის ყოველთვის თავს უნდა უვლიდეს. და აქ არ არის აუცილებელი ძვირადღირებული სალონები და ასე შემდეგ. პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა ეპრანჭებოდე.

    • ketusi.com ივნისი 28, 2012, 2:01 AM

      მართალია,რომ იყო მოწესრიგებული––ამას დიდი დრო არ სჭირდება, უბრალოდ შინაგანი კულტურა უნდა გქონდეს.

  6. nestandarejan ივლისი 8, 2012, 10:50 AM

    ვამატებ ორ კომპონენტს, რომლებზეც ქალებმა განსაკუთრებით უნდა იზრუნონ : მუცელი და წელი, იმიტომ, რომ ამათი სილამაზის გარეშე,სხვა რაც უნდა ჰქონდეს მოვლილი და ლამაზი, ვერ აღვიქვამ !!!

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: