Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

კომფორტი ჩვენს ცხოვრებაში

comfortყველა ადამიანს საკუთარი წარმოდგენა აქვს კომფორტზე.შეიძლება ერთმა თქვას,რომ რბილ სავარძელში მოკალათება და ტელევიზორის ყურება,ფინჯანი ცხელი ჩაით ხელში — არის მისთვის კომფორტის მაჩვენებელი.სხვა კი ფიქრობდეს, რომ კომფორტი—ეს არის აკურატული სახლი და კომფორტული გარემო,ზოგისთვის კომფორტი კი ის არის, რომ ბავშვებს მათი საკუთარი ოთახი ქონდეთ.არიან ისეთი ადამიანებიც,ვინც არც კი ჩაფიქრებულან ამის თაობაზე.

ყველა ადამიანი თავისი,მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი კრიტერიუმებით ქმნის იმ შკალას,თუ რა დონის კომფორტია მისთვის სასურველი და რაც მთავარია—ხელმისაწვდომი!დროც იცვლება და ახალი ტექნოლოგიების შემოსვლასთან ერთად ჩვენი მოთხოვნილებების იცვლება.მაგრამ ერთი, რაც ადამიანს ყოველთვის ცხოვრების მიზნად ქონდა დასახული—ეს არის საკუთარი თავისთვის უფრო მეტი კომფორტის შექმნა!

ფაქტიურად,ადამიანი თავისი ცხოვრების განმავლობაში ხომ მუდმივად უკეთესი კომფორტისთვის შრომობს!comfortნებისმიერი შემოსავალი ხომ  საკმარისი რაოდენობის საკვების შეძენას და კომფორტის უზრუნველყოფას ხმარდება!რაც მეტია შემოსავალი—მით მეტი შესაძლებლობა გეძლევა,რომ შენი ცხოვრება მეტად კომფორტული იყოს.მაღალი ტექნოლოგიებიც ხომ იმიტომ ვითარდება,რომ კაცობრიობის ცხოვრება გახდეს უფრო მეტად კომფორტული.ამით აიხსნება ის სწრაფვა,რომ ადამიანი მუდამ ცდილობს,რომ მის გარშემო ლამაზი და კომფოტრული ნივთები იყოს.დიახ,მარტო კომფორტიც არ არის საკმარისი—-ნივთი ესთეტიურადაც უნდა გვსიამოვნებდეს!ლამაზი და კონფორტული —- თვალსაც და სხეულსაც რომ სიამოვნებდეს,შრომას რომ ამსუბუქებდეს—-ამ ნიუანსების გათვალისწინებით იქმნება ყველაფერი,რაც კი შექმნილა!

comfortჩვენ ისე ვცხოვრობთ,რომ არც ვუკვირდებით თუ რა დონის კომფორტი გვაქვს ჩვენს ირგვლივ.ოდესღაც ყოველი საგანი,რომელიც ადამიანის კომფორტისთვის შეიქმნა—-ფუფუნების საგნად ითვლებოდა,თუმცა გადის დრო,ის საგანი სულ უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება და აი უკვე ფუფუნების საგნიდან გადაიქცევა აუცილებელ საგნად.ასე შევეჩვიეთ იმას,რომ ონკანში წყალი მოგვდის,თან მარტო ცივი კი არა, ცხელიც!ასე მივეჩვიეთ, რომ სალში ავტომატური სარეცხის მანქანა გვიდგას,არადა იყო დრო,როდესაც ჩვეულებრივი სარეცხის მანქანაც კი ფუფუნება იყო.გაიხსენეთ თქვენ ბავშვობაში როგორი ტელევიზორები იყო!ეხლა კი თხევად კრისტალური ტელევიზორებიც კი აღარ არის ფუფუნების საგანი!მეტი კომფორტის მოთხოვნილებამ აიძულა ადმიანი,რომ ურმიდან ავტომანქანაში ‘გადამჯდარიყო’  🙂

მაღალტექნოლოგიურ ერაში ვცხოვრობთ და ვთვლი,რომ დღევანდელი მაღალი დონის კომფორტი უფრო სწრაფად გაუფერულდება და მოძველდება,ვიდრე ეს ათწლეულების წინ ხდებოდა.

ადამიანებსაც კი ვაფასებთ იმის და მიხედვით,თუ რა დონის კომფორტს იქმნის ის მის გარშემო ან სურვილიcoffee set მაინც აქვს,რომ შეიქმნას.და რაც უფრო მეტი კომფორტის მოთხოვნილება აქვს ადამიანს,მით უფრო მეტი წონა აქვს ადამიანების თვალშიც,რადგან ზოგადად,ადამიანები მივეჩვიეთ კომფორტს.აბა განსაჯეთ,სტუმრად ყოფნისას ერთნაირი სიამოვნებით დალევთ მორტმეულ ყავას ყურმოტეხილი ფინჯანიდან ან ლამაზ ფაიფურის ფინჯანიდან?ჩვენ ხომ ესთეტიკურადაც უნდა მოგვწონდეს ნივთი,რომ თავი კომფორტულად ვიგრძნოთ და ამიტომ იმ ადამიანის მიმართ უფრო მეტი პატივისცემა გვიჩნდება,ვინც ამ დონის კომფორტს შემოგვთავაზებს.საბოლოო ჯამში მაინც ადამიანის ბუნების მახასიათებლებს ვეხებით 🙂

comfortმე რაც შემეხება,გეტყვით,რომ სამაოდ დიდ მოთხოვნებს ვუყენებ საკუთარ თავსაც.ჩემთვის საკმარისი არ არის ნებისმიერ სავარძელში მოკალათება და  ტელევიზორის ყურება.მე მინდა,რომ უახლესი დიზაინის სავარძელში ვიჯდე და დიდ,პლაზმურ ტელევიზორს ვუყურებდე!ყოველთვის მაქვს ინტერესი ,რომ შევიძინო ისეთი საოჯახო ტექნიკა ან ინსტრუმენტი,რაც ჩემ შრომას გააადვილებს.მაქვს სურვილი მქონდეს უკეთესი სახლი,უკეთესი ავეჯი,უკეთესი სამსახური,უკეთესი მანქანა…..ამ სიის უსარულოდ გაგრზელება შეიძლება…..

და ასევეა უმეტესი თქვენტაგანიც. და ზუსტად ეს სწრაფვაა სტიმული იმისა,რომ ჩვენი ცივილიზაცია განვითარდეს.

რას იტყვით,გიფიქრიათ ამ ყველაფერზე?

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის კომფორტი?

და რა არის თქვენთვის კომფორტულობის პიკი?

Advertisements

16 responses to “კომფორტი ჩვენს ცხოვრებაში

  1. MrsMarch მარტი 16, 2012, 7:16 AM

    ახალი დიზაინი უხდება ბლოგს: )

  2. kevana მარტი 16, 2012, 11:37 PM

    ჩემთვის საკმარისია გარს მყავდნენ ჩემები (იმ შემთხვევის გამოკლებით, როცა დასვენება და განმარტოება მინდა :დ), საჭირო და აუცილებელი ნივთები.. საერთოდ, ძალიან პრეტენზიულიც არ ვარ 🙂 ცოტაც მყოფნის რომ თავი ბედნიერად ვიგრძნო ^^

  3. lidschool მარტი 17, 2012, 12:07 AM

    კომფორტი – ლუდი, ჩიფსები და კარგი ფეხბურთი 😉

  4. ლიზიკუნა მარტი 17, 2012, 11:16 AM

    რა ვქნა ჩემთვის კომფორტი არის კარგი სახლი, კარგი ავეჯი, კარგი ტექნიკა და უზრუნველი ცხოვრება. ერთი მოსამსახურეე სახლში და ერთი ძიძა ბავშვებისთვის დედაჩემს რომ არ უმწარებდნენ სიცოცხლეს))) არასოდეს არ ვიტყვი რომ მცირედი მაკმაყოფილებს. სულაც არა. მიყვარს კომფორტული ცხოვრება, რამდენად გამომდის ეს უკვე მეორე საკიტხია

  5. Keti მარტი 17, 2012, 12:31 PM

    კომფორტს ნივთები არ ქმნიან მხოლოდ, გარემოა მთავარი და ადამიანების ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება. შეიძლება თავს მყუდროდ და კომფორტულად ხის ქოხშიც გრძნობდე და შეიძლება სასახლეშიც კი ვერ იპოვნო კომფორტული ადგილი. აი, მეორე ფოტოზე რომ გარემოა, იქ საერთოდ ვერ დავიძინებდი. რადგან ცივია ძალიან. შეიძლება ჰამაკში უკეთ მეძინოს, ვიდრე ასეთ ბინაში. ნივთებზე ასე დამოკიდებული არასდროს ვყოფილვარ და არ მიმაჩნია, რომ ეს კარგია.

    • ketusi.com მარტი 17, 2012, 1:40 PM

      კი, გარემო უმთავრესია,კარგ სიტუაციაში,შეიძლება ხის უხეშ სკამზეც კარგად იგრზნო ტავი,პოსტში კი ყურადღება ზოგად კომფორტზე მაქვს გამახვილებული ყურადღება,ანუ მაინც,რა იქმნდება,გინდაც ეს კომპიუტერი,გინდაც მიქსერი–ხელით თქვეფის ნაცვლად—ეს ყველაფერი იმ დონის კომფორტია, რომ უკვე აუცილებლობაა.

  6. Salome მარტი 24, 2012, 1:27 PM

    კარგი პოსტია..
    მაგრამ ჩვენ ცხოვრებაში კი არა ჩვენს ცხოვრებაში : )

  7. karamelka მარტი 31, 2012, 3:11 PM

    ზოდიაქოს ნიშნით ვარ კურო. ზოგადად არ მჯერა ამ რაღაცების მაგრამ, რაც ჩემს ზოდიაქოს ნიშანს ახასიათებს თითქმის ყველაფერი ემთხვევა. მათ შორის არის კომფორტის მოთხოვნილება. მიყვარს ნებისმიერი ნივთი თუ ის ცხოვრებას მიადვილებს ან ესთეტიურ სიამოვნებას მანიჭებს. ყველაზე მთავარი ისაა რომ სახლს ვისურვებდი უაღესად კომფორტულს 🙂

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: