Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Tag Archives: ფეისბუქი

Facebook-იდან მომღიმარი მამა გაბრიელი და ლოცვის ვირტუალური ძალა ^^

Facebook’s message

ჩემ ბავშვობაში რამდენჯერმე დამხვდა შემოსასვლელ კართან წერილი უაზრო შინაარსით, თუმცა საკმაოდ მტკიცე ჩაგონებით , რომ თუ ამ წერილს 22 კაცს არ გაუგზავნიდი ან დედა მოგიკვდებოდა ან თავადვე მოვკვდებოდი. ზოგჯერ ბოლომდეც არ ჩავიკითხავდი, ისე ვხევდი და ვაგდებდი და ჰოი,საოცრებავ, აგერ უკვე 37 წლის ვარ და ჯერ კიდევ ცოცხალი და მით უფრო საოცრებაა , რომ დედაც კი ცოცხლი მყავს ! იმ თაობას “ბნელ კომუნიზმის თაობას” უწოდებენ ეხლა , თუმცა რაოდენ საკვირველი არ უდნა იყოს,ზოგიერთ  დღევანდელ “გაცისკროვნებულ” ახალგაზრდებში იგივე “სიბნელის” მაჩვენებელი ნიშნები შეიმჩნევა!

განაგრძე კითხვა

ფეიჯმანია ^_^

Like Facebook Page მოგეხსენებათ,Facebook რამდენად ‘მდიდარია’ გვერდებით,Page ხომ თითქმის ყველას აქვს და ზოგს რამოდენიმეც (გვ)აქვს 🙂 მე, მაგალითად,ერთი ბლოგის ფეიჯი მაქვს —Ketusi’s Blog (სასწრაფოდ დაალაიქეთ! 🙂 ) ,კიდევ ორი საქმესთან დაკავშირებული გვერდი(ფეიჯი) და რამოდენიმე სახალისო.ხომ იცით რამდენ შესაძლებლობას გვაძლევს ეს დალოცვილი სოციალური ქსელი,ხოდა ძალიან კარგი მიგნებაა გვერდის სახელწოდების წინადადებაში გამოყენება,ეს ‘დათაგვით’ ხდება მარტივად,ანუ სახელწოდების წინ რომ ნიშან  ‘@’-ს აკრეფ,იგივენაირად,როგორც მეგობრის დათაგვისას ხდება, ოღონდ აქაც პირობაა, რომ ეს გვერდი მანამდე მოწონებული —და-Like-კებული უნდა გქონდეს!

განაგრძე კითხვა

facebook-ის ექაუნთი რომ გამიუქმდეს

სანამ ადომ არ დამთაგა ამ თაგ თამაშში,წესიერად არც მიფიქრია იმაზე, თუ ჩემს ცხოვრებაში რამდენი ადგილი უჭირავს facebook-ს და რა მოხდება თუკი facebook-ის ექოუნთი გამიუქმდება.თავიდან გონებაში ყველა პლუს-მინუსი ავწონე და ჩავთვალე,რომ დიდი არც არაფერი მოხდებოდა,მერე კიდეც გადამავიწყდა ამ პოსტის ’ვალი’ რომ მქონდა.

მაგრამ ვინ რა დაგავიწყა!

გააგრძელე კითხვა

დავაკავშიროთ ბლოგი Facebook-ს და Twitter-ს

ბლოგის ფუნქციებში არის ისეთი კარგი ფუნქციაც,როგორიცაა მექანიკური გაზიარება Facebook-სა და Twitter-ის მეშვეობით.
Read more of this post

Facebook Badge-ის დამატება ბლოგზე

ჩვენს Facebook -ის პირად გვერდთად დაკავშირება რომ შეძლოს ბლოგის სტუმარმა,ამისათვის გვჭირდება ბლოგზე განვათავსოთ ჩვენი Facebook ემბლემა.
ეს ძალიან ადვილი გასაკეთებელია.
Read more of this post