Ketusi's Blog

take it easy,it's just life

როგორ შევქმენი სილამაზე — Ke Li Decor

თაიგული პასტელის ფერებში

“ნებისმიერი შემოქმედების უმაღლესი ამოცანაა არაჩვეულებრივის პოვნა ჩვეულებრივში და ჩვეულებრივის ფანტასტიკაში” (დიდრო)

ვინც მიცნობს, იცის რომ შემოქმედი ადამიანი ვარ,,,არც კი ვიცი როგორ ვახერხებ დროის გამონახვას შემოქმედებისთვის! მაგრამ მხოლოდ მაშინ ვქმნი, როდესაც ამის განწყობა მაქვს, აუცილებლად კარგი განწყობა! ამიტომაცაა, რომ ჩემი შექმნილი ნივთები პოზიტიური ენერგეტიკით სავსენი არიან!

გახსოვთ ალბათ, რამდენი ნამუშევარი მაქვს დეკუპაჟის სტილში, ბოთლების რამდენნაირი დეკორი გავაკეთე. აი ლინკიც! ადრე დადებულ პოსტში მოგიყევით რამდენი ტიპის ხელაქმე მეხერხება,,

სულ რაღაც ახალის ძიებაში ვარ, მიყვარს ახალი ტექნიკის დაუფლება, განვითარება!

ასე მოხდა წელსაც! აღმოვაჩინე,რომ ყველასთვის კარგად ნაცნობი გირჩებისგან საინტერესო რამის შექმნა შემეძლო!

ბევრი ხელოვანი მუშაობს გირჩებზე, მაგრამ მე–მე ვარ! და მე შევენი ჩემი ექსკლუზივი! ეს არის ჩემებურად გადაკეთებულ ქოთანში მოთავსებული გირჩებისგან დამზადებული ყვავილები!..

აი ჩემი პირველი ქმნილება ამ სტილში! პირველივე არაჩვეულებრივი გამოვიდა, იმედია , დამეთანხმებით!

ბევრი ვიფიქრე თუ როგორ მომეხსენიებინა ეს ნამუშევარი … ქოთანი გირჩის ყვავილებით?– არ მომეწონა…ბოლოს დავარქვი “თაიგული”..მართალია, არ არის სტანდარტული გაგებით თაიგული,მაგრამ განა შემოქმედებას ეს ხელს უშლის?

ამგვარად წავიდა და წავიდააა.. შევქმენი უამრავი ვარიაცია, ვიყენებდი უამრავნაირ მასალას,ბუნებრივს,ხელოვნირს,,და რაც მთავარია, შევქმენი ექსკლუზივი!

და ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ფიჭვის გირჩებით! მართალია, დიდი შრომა იხარჯება გირჩის დამუშავებაზე, შეღებვაზე, მაგრამ ეს ამად ღირს! მუშაობის პროცესიც ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა!

ცოტა ხანში ჩემი დაც ავიყოლიე, ლიზი…

მიუხედავად იმისა,რომ ერთნაირ ტექნიკაში ვასრულებთ ნამუშევრებს, საკუთარი ხედვა გაგვაჩნია ფორმებისაც და ფერისაც!

აი ლიზის რადმენიმე ნამუშევარი:

გამოწვევა იყო ჩემთვის ყვავილების იმიტაციის თაიგულების შექმნა! ვთვლი, რომ ტავი გავართვი და ასე შეიქმნა ვარდების, პიონების, ყვითელგულა ანემონების, გვირილების , ყაყაჩოების , კროკუსების იმიტაციის თაიგულები!

პარალელურად იყო ფიქრი FB გვერდის სახელზე,, მე ხომ მქონდა ჩემი ხელნაკეთი ნივთების გვერდი, მაგრამ გადავწყვიტეთ გვქონოდა საზიარო…ასე წარმოიქმნა გვერდი Ke Li Décor ! აქ ორივე ვდებთ ჩვენ ნამუშევრებს და რეალიზაციასაც აქედან ვეწევით! ძალიან მიხარია, როდესაც ჩვენი ნამუშევარს შეიძენებ და აღტაცებულები არიან!

ჩემი “თაიგულების” პარალელურად სხვა მეთოდებითაც ვმუშაობ…ასე შევქმენი ბევრად ადრე ‘ბარაბაშკას’ სახლები, რაც ძალიან მოთხოვნადი გახდა და ვაპირებ კიდევ გავაკეთო!

ასევე გავაკეთე გვირგვინები! ყვავილებიანი, ნიჟარებიანი, ქაღალდის ყვავილებიანი სურათების დასაკიდი ჩარჩოები!

უნდა ნახოთ, რამდენი საახალწლო თემის ნამუშევარი მაქვს! დაწყებული ნაძვის ხეებით და კედელზე ან კარზე დასაკიდი გვირგვინებით, დასრულებული ნაძვისხის სათამაშოებით! მაგრამ მათი დრო ჯერ არ მოსულა, ამიტომ აკურატულად არიან შენახული ყუთში და თავის დროს ელოდებიან!

ხოდა ასე, ჩემო მეგობრებო, ვქმნი და სიამოვნებასაც ვიღებ ამით! ბევრ რამეს პარალელურად ვხვეწავ, ახალს ვიგონებ,,,

ჩემი შემოქმედების სრული კოლექცია შეგიძლიათ ნახოთ ჩემ პირად პროფილზე აი აქ , ზოგადად კი ჩემი და ჩემი დის ნამუშევრები ჩვენ გვერდზე — Ke Li Decor … თუ ამავდროულად ჩვენ გვერდს მოიწონებთ და გააზიარებთ, მადლობელი დაგრჩებით!

ჩვენი დეკორატიული ნამუშევრები სასაჩუქრე შეფუთვით მიეწოდება მსურველს,,კურიერის მეშვეობით კი ყველა რეგიონში ვგზავნით! შეკვეთის მურველი გვერდის მეშვეობით დაგვიკავშირდით!

ჩვენ კი გავაგრძელებთ საინტერესო და ლამაზ ნივთების შექმნას! დავხვეწთ და გავაუმჯობესებთ ტექნიკას, მოვიგონებყ ახალ-ახალ დიზაინს!

როგორც ჭკვიანმა ადამიანმა თქვა — ”იყო უდიდესი ოსტატი, არ ნიშნავს აღიარო შენი სრულყოფილება”,,,უდიდეს ოსტატამდე ბევრი გვიკლია, მაგრამ გვაქვს სწრაფვა სრულყოილებისადმი!

ამჯერად ამით გემშვიდობებით!

წარმატებას გისურვებთ!

2 responses to “როგორ შევქმენი სილამაზე — Ke Li Decor

  1. ტრამვაის ვატმანი ნოემბერი 3, 2021, 3:38 AM

    ვაა, ქეთუსიიი, დაბრუნდიი? ❤

შენი კომენტარი