Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

მაკიაჟის ხელოვნება — როგორ გავიკეთოთ თვალის მაკიაჟი

თვალის მაკიაჟი Eye-Makeupთვალის მაკიაჟის გაკეთება ერთგვარი ხელოვნებაა,თუმცა თუ ტექნიკას დაეუფლებით და ზოგად წესებს გაითვალისწინებთ,ყველაფერი შესანიშნავად გამოგივათ.ეს პოსტი ზუსტად იმას ემსახურება,რომ ისწავლოთ თვალის მაკიაჟის გაკეთების ტექნიკა,ანუ ჩვენებურად– ‘თვალების ჩახატვა” 🙂

ხარისხიანი მაკიაჟის გასაკეთებლად რამოდენიმე ნიუანსი უნდა გაითვალისწინოთ.მოდით დანმიმდევრულად მივყვეთ.

სახის მაკიაჟის გაკეთების შესახებ თანმიმდევრულ პოსტს შემდეგში დავწერ,ეხლა კი,რადგან წინა პოსტი თვალის მაკიაჟის შესახებ იყო,ამ პოსტში მარტო თვალის მაკიაჟის გაკეთებაზე ვისაუბრებთ.

თვალის მაკიაჟი Eye-Makeup

სანამ მაკიაჟის ტექნიკას დაეუფლებით,უნდა დაადგინოთ,რა ტიპის სახე გაქვთ და თვალების როგორი განლაგება და ფორმა გაქვთ,რადგან ყველა ტიპის სახეს თავისებური სტილის მაკიაჟი უხდება.

კონკრეტულად თვალებს რაც შეეხება,არსებობს შორს დასმული თვალები და ახლოს დასმული თვალები.

ჩრდილების დადების ზონები ფერების მიხედვით კარგად არის ნაჩვენები ამ სურათებზე:

შორს დასმული თვალები ასე გამოიყურება

შორს დასმული თვალები.თვალის მაკიაჟი

და მას ამგვარი ჩრდილების ტონების განლაგება უხდება:

შორს დასმული თვალები.თვალის მაკიაჟი

შორს დასმული თვალები რომ ვიზუალირად ერთმანეთთან დავაახლოვოთ,მათ შორის მანძილი ვიზუალურად  უნდა შევამციროთ.ამის მიღწევა შეიძლება მუქი ფერის ჩრდილის თვალის შიდა კუთხეებზე დადებით.ეფექტურია თვალის შიდა კუტხეების სავი ფანქრიტ შემოხატვა.თვალის ნაპირებში ღია ფერის ჩრდილი დაიდეთ,ამგვარად თვალები უფრო დაუახლოვდება ერთმანეთს ვიზუალურად.ფერების კონტური გადღაბნეთ.

ახლოს დასმული თვალები ასე გამოიყურება:

ახლოს დასმული თვალები.თვალის მაკიაჟი

და მას ამგვარი ჩრდილების ტონების განლაგება უხდება:

ახლოს დასმული თვალები.თვალების მაკიაჟი

ახლოს დასმული თვალებს შორის სივრცე ვიზუალურად რომ გავზარდოთ,ამისათვის შიდა მხრეს,წარბის ქვეშ და ცხვირსა და თვალის უპის შორის ვიყენებთ ღია ფერს,თვალების გარე ნაპირის ზონებში კი მუქ ჩრდილებს.

თვალის მაკიაჟის გაკეთებისას ეს თანმიმდევრობა დაიცავით:

  1. თვალის გაწმენდა თვალის ზონას მოაცილეთ მაკიაჟის ნარჩენები).მაკიაჟის დადებამდე თვალის კრემი არ წაისვათ.ზონა აბსოლუტურად მშრალი უნდა იყოს.
  2. ვიდებთ თვალის კორექტორს —ეს არის ერთგვარი თვალის ტონალური,რომელიც ერთ ტონს აძლევს თვალის გარშემო ზონას,ფარავს შეშავებულ ზონებს.
  3. გადაისვეთ პუდრი ან ფერუმალინი(რუმიანა) თხელი ფენით.ეს იმისთვის არის საჭირო,რომ შემდგომში გამოყენებულ ჩრდილებს და ფანქარს კარგი ‘შეჭიდება’ ჰქონდეს კანთან.
  4. ვიდებთ ჩრდილებს(ეს თემა დაწვრილებით ქვემოთ განვიხილოთ)
  5. ვისმევთ ფანქარს ან ლაინერს.(ლაინერით უფრო აკურატულად შეიძლება თვალის კუთხეებში ‘ისრების’ გაკეთება)
  6. ბოლო შტრიხია ტუშის წასმა ან ხელოვნური წამწამების დადება.

მივუბრუნდეთ მეოთხე პუნქტს—ჩრდილების დადებას.

პირველი რაც დაგჭირდებათ —  თვალის ჩრდილების კარგი პალიტრაა.ჩრდილების ბევრნაირი სახეობა არსებობს ტექსტურის მიხედვით : დაპრესილი მშრალი ჩრდილები,მშრალი ფხვიერი ჩრდილები,ჩრდილი-მუსი, კრემის ტექსტურიანი ჩრდილი,ფანქარი-ჩრდილი.ასევე დაგჭირდებათ თვალის კონტურული ფანქრები,ლაინერი,ტუში.

eye make-up.თვალის მაკიაჟი .ჩრდილების პალიტრა

მაკიაჟის დადებისას მთავარია გაითვალისწინოთ ეს წესები:

  • პირველ რიგში იდებენ ღია ფერის ჩრდილს
  • მუქი ფერის ჩრდილის მიღება შეიძლება იმ ფერის ფანქრის წასმით და შემდგომ ფუნჯით გადღაბვნით
  • მაკიაჟის გაკეთებისას ძირითადად 3 ფერს გამოიყენებენ,აქედან ერთზე კეთდება აქცენტი
  • ფერებს შორის გადასვლა რბილი უნდა იყოს,ანუ კონტური არ უნდა იყოს გამოყოფილი,ამისათვის კიდეების ფუნჯით გადღაბვნაა საჭირო.
  • თვალის შიდა ქვედა უპეზე წასმული შავი ფანქარი თვალს ვიზუალურად აპატარავებს და სიგრძეს უმატებს
  • თვალის ქვედა შიდა უპეზე წასმული თეთრი ფანქარი ვიზუალურად თვალს აფართოებს
  • თვალის ფანქრის წასმა უნდა დაიწყოთ გარე კიდიდან ცენტრისკენ
  • თვალს რომ ბრწყინვალება შეჰმატოთ,თვალის შიდა კუთხეში დაისვით წითელი წერტილი,ეს მარტივი იქნება წითელი ტუჩსაცხის და ტუჩის ფუნჯის მეშვეობით
  • თუ თვალის შიდა უპეზე ისმევთ შავ ფანქარს,ის ზედა ქუთუთოს შიგნითა მხარესაც წაისვით–უკეთესი ეფექტი ექნება
  • წარბის ქვეშ ღია ფერის,სასურველია პერლამუტრის ეფექტით,ჩრდილი წაისვით
  • ჩრდილის წასმისას მიმართულება აიღეთ თვალის  გარე ნაპირიდან ცენტრისკენ

რამოდენიმე დასურათებულ მაგალითს შემოგთავაზებთ:

თვალის მაკიაჟი

 ამ სურათზე ნაჩვენები თანმიმდევრობაა:

  1. თეთრი ჩრდილი თვალის ზედა ქუთუთოზე
  2. თვალის გარე ნაპირზე ყავისფერი ჩრდილის დადება
  3. ჩრდილის კონტურის გადღაბვნა
  4. შავი ფანქრის წასმა ზედა და ქვედა ქუთუთოზე
  5. ქვედა ქუთუთოზე ფანქრის ფუნჯით გადღაბვნა
  6. ტუშის წასმა

 

თვალის მაკიაჟი

ამ სურათზე ნაჩვენები თანმიმდევრობაა:

  1. თვალის ზედა ქუთუთოზე ვერცხლისფერი ჩრდილის დადება
  2. თვალის ზედა ქუთუთოს გარე მხარეს შავი ჩრდილის დადება
  3. კონტურების გადღაბვნა
  4. შავი ფანქრის წასმა ზედა ქუთუთოზე და ქვედა ქუთუთოს კიდეზე(შუიდან ნაპირამდე)
  5. წვედა ქუთუთოზე წასმული ფანქრის ფუნჯით გადღაბვნა
  6. თვალის შიდა უპეებზე შავი კონტურის გაკეთება
  7. ტუშის წასმა და ხელოვნური წამწამების დაწებება

შემდეგ სურათებზეც იმავე ტექნიკით არის შესრულებული მაკიაჟი:

თვალის მაკიაჟი თვალის მაკიაჟი თვალის მაკიაჟი თვალის მაკიაჟი

ასევე სცადეთ სხვა ტიპის მაკიაჟი:

თვალის მაკიაჟი თვალის მაკიაჟი  თვალის მაკიაჟი   თვალის მაკიაჟი eyes-makeup თვალის მაკიაჟი eyes-makeup თვალის მაკიაჟი

eyes-makeup თვალის მაკიაჟი eyes-makeup თვალის მაკიაჟი

ეს ყველაფერი,რაც შეეხებოდა მაკიაჟის ტექნიკას,თვალის მაკიაჟის მრავალფეროვნება შეგიძლიათ იხილოთ ამ პოსტში

მე კი აქ დაგემშვიდობებით მომდევნო პოსტამდე.თუ პოსტი მოგეწონათ,მისი გაზიარება არ დაგავიწყდეთ,გამეხარდება,თუ კომენტარებში თქვენს აზრსაც გამოთქვამთ.

მაკიაჟი makup

Advertisements

33 responses to “მაკიაჟის ხელოვნება — როგორ გავიკეთოთ თვალის მაკიაჟი

  1. Pingback: მაკიაჟის ხელოვნება — თვალები « Ketusi's Blog

  2. აივის მიდებულ-მოდებული ბლოგი მაისი 11, 2012, 9:29 PM

    როდესმე დადგება ნეტა დღე ამას ჩემით რომ გავიკეთებ ან საერთოდ თუ გავიკეთებ ^_^

  3. Pingback: როგორ გამოიყურება მოვლილი ქალი « Ketusi's Blog

  4. სესილი სექტემბერი 17, 2012, 2:13 PM

    სად შეიძლება კარგი მაკიჟის გაკეთება?

  5. leworld იანვარი 8, 2013, 11:51 AM

    მინდა გითხრა რომ ძალიან გამომადგა და ახლაც სარკეში თავს ვიწონებ ჩემი თვალებით ამდლობა :*

  6. salimani იანვარი 10, 2013, 6:30 PM

    ყოჩაღ, მართლა ძალიან მომეწონა, შენს ბლოგს ეხლა წავაწყდი ინტერნეტში, კარგია რომ ყველაფერს ესე დაწვრილებით ხსნი და თან მარტივად…

  7. სოფიო მარტი 7, 2013, 6:30 PM

    მშვენიერი ბლოგია,უამრავ საინტერესო ინფორმაციას გავეცანი…

  8. mari აპრილი 15, 2013, 9:14 AM

    მშვენიერია…..სესილი მე გეტყვი ჩემს კოსმეტოლოგს სადაც მუშაობს და ძალიან კარგად აკეთებს მაკიაჟს..გადასარევი გოგოა…..

  9. mak მაისი 12, 2013, 3:59 PM

    გაიხარე,როგორც მე გამახარე:)სულ მინდოდა ჩემით თვალის ასე “ჩახატვა”:)ვცდი და ნამდვილად გამომივა.მადლობა!

    • ketusi.com მაისი 14, 2013, 11:19 PM

      ძალიან მიხარია ხოლმე,როდესაც ასე აგებათ ჩემი პოსტები.შენც მადლობა,რომ კომენტარის დაწერა არ დაგავიწყდა ^_^

  10. taisia19 ივნისი 18, 2013, 12:49 AM

    მუდმივად ფანქრით “გადღაბნილი” ჩემი თვალები თქვენი პოსტის წყალობით დაიხვეწა 🙂

  11. NO ONE სექტემბერი 17, 2013, 2:39 PM

    KARGI BLOGIA, MAGRAM IQNEB MITXRAT FARTO TVALEBS RA TIPIS MAKIAJI UXDEBA? UNDA VIXMARO FANQARI TU ARA?….

  12. violet სექტემბერი 27, 2013, 3:04 PM

    mxolod panqris wasma,mombezrda…minda cota upro lamazad chavixato tvalebii da siaxle shevitano chemi saxis vizualshi…da mipasuxet tu sheidzleba

  13. Irina Gogisvanidze სექტემბერი 30, 2013, 2:12 AM

    didi madloba chemo kargo,aseti saintereso da damakmayopileblad axsnili masalisatvis

  14. salome ოქტომბერი 16, 2013, 6:48 PM

    zalian momecona..madloba keti,rom gvexmarebi da ar gezareba

  15. Pingback: როგორ გავიკეთოთ მაკიაჟი სწორად | ქალთა კლუბი

  16. Tamuna ოქტომბერი 6, 2017, 2:00 PM

    Gamarjoba,zalian momecona makiajze zalian damexmaret,exla mainteresebs camcamebis dasagrzeleblad romeli cebo gamivikeno rom male ar mozvres.ramdenime vcade da 1 saatshi zvreba.madloba

    • ketusi.com ნოემბერი 30, 2017, 1:33 PM

      კი, ძალიან უხარისხო წებოები იყიდება, ეგებ ბრენდულ მაღაზიაში შეიძინოთ, ვულევუში ან ისიპარიშ, მაგათი არ მიცდია

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: