Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Category Archives: ზოგადი

საით მივექანებით?

შენ არასდროს შეგიძლია დაგეგმო მომავალი წარსულით

– ედმუნდ ბურკი.

ადამიანს, როგორც გონიერ არსებას ყოველთვის აქვს მოთხოვნილება იცოდეს, თუ როგორი იქნება მისი მომავალი. ის მუშაობს დღეს, რომ შექმნას მისი მომავალი, თუმცა ჩვენ დროში ყველაფერი გართულდა!

ტექნოლოგიურმა ბუმმა და სოციალურმა პრაქტიკებმა შეცვალა ჩვენი რეალობა. ნათელი გახდა, რომ ჩვენი მომავალი სულ სხვაგვარი იქნება. ჩვენი შვილები კი, თითქოს უკვე სხვა პლანეტაზე იცხოვრებენ. თუ ადრე წარსული იყო საფუძველი, რომ გვეწინასწარმეტყველებინა მომავალი, ეხლა წარსული აღარაა გარანტი იმისა, რომ გვექნება წარმოდგენა მომავალზე. ყველაფერი , რაზეც ოცნებობდნენ ფუტუროლოგები და წერდნენ ფანტასტები–უფრო სწრაფად მოხდა, ვინემ ვიფიქრებდით.

განაგრძე კითხვა

Romsat

კამერებიცოტას გაგაცინებთ:

რამდენიმე თვის წინ (აი, გაგანია მოსმენების ამბებზე,) ოფისში ამოდის ერთი ხნიერი ბატონი.ჯერ რაღაც იკითხა და ვუპასუხე,მისამართი შეეშალა. მერე კითხულობს: “ბიძია,აქ რას ვაჭრობთ?” , “ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები გავქვს, ბატონო”,,,მამაკაცი დაიძაბა,გაიტრუნა და ჩურჩულით მკითხა : “ეხლა ჩვენ გვისმენენ?” ,,,ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ არ გამცინებოდა,,თავაზიანად მივუგე  — ” რას ამბობთ, ბატონო, ჩვენი ორგანიზაცია ყიდის და ამონტაჟებს სათვალთვალო კამერებს, მაგალითად, მაღაზიებში რომ კიდია”,,,უნდა გენახათ როგორ ამოისუნთქა ადამიანმა,,,თითქოს ის იყო და ატომურ იარაღზე საიდუმლო უნდა გაემხილა და მოსმენის შეეშინდა 🙂 რა ქნას 🙂

მოკლედ, მიხვდით ალბათ ჩემი საქმიანობის სფერო რას ეხება,,,აგერ უკვე წელიწადნახევარია რომსატში ვმუშაობ და განრიგის და სხვა საქმეების გამო ისე ვარ დაკავებული, რომ აქამდე ერთი პოსტი ვერ მივუძღვენი  ჩემ სამსახურს. ეხლა კი მოვიცალე, თან კლავიატურაზე ჩემი წკაპუნი არავის უშლის, მარტო ვარ ოფისში 🙂

ოფისში საკმაოდ მშვიდი და მეგობრული გარემო გვაქვს, ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს,,,დაკისრებულ მოვალეობასაც კარგად ვართმევ თავს. ჩემი პოზიცია ოფისში — მენეჯერია…ერთადერთი რთუი ჩემ სამსახურში–გზა არის,,,ძალიან ვიღლები გზაში,რადგან ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში მიწევს გასვლა,მაგრამ შეღავათსაც მიკეთბენ, 10 საათის ნაცვლად 11-ზე ვიწყებ მუშაობას 🙂

განაგრძე კითხვა

მოვლენების მატერიალიზაცია მიმდინარეობს კვანტურ დონეზე

ძალიან საინტერესო ნაშრომია,
ქალბატონ თამარ კვარაცხელიას ბლოგზე წავაწყდი და ჩემ მკითხველსაც მინდა გაგიზიაროთ მისი პოსტი.

პიროვნული ზრდის სამყარო

099დოქტორ ჯო დისპენზა გახდა ერთ-ერთი, ვინც მეცნიერული თვალსაზრისით პირველად გამოიკვლია – ტვინის ზეგავლენა რეალურ მოვლენებზე. თეორიამ – კავშირი მატერიასა და გონებას შორის- მას მოუტანა მსოფლიო აღიარება. მთავარი აღმოჩენა მდგომარეობს იმაში, რომ გონებაპრაქტიკულად, ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებს ფიზიკურ გრძნობებს, სულიერისგან. უხეშად, რომ ვთქვათ, თავში არსებული ნაცრისფერი უჯრედები, ერთმანეთისგან ვერ ანსხვევებს მატერიალურს, წარმოსახვისგან ანუ აზრებისგან.

View original post 1,583 more words

სახლის აურა — თქვენი ბედნიერების ულევი წყარო!

aura-4ყველა ჩვენთაგანი ვიზიდავთ (ან უკუვაგდებთ) განსაზღვრულ ადამიანებსა თუ სიტუაციებს.თუ მიიჩნევთ, რომ ბოლო დროს თქვენ იზიდავთ არა იმას, რაც ან ვინც გინდათ — სასწრაფოდ რაღაც უნდა შეცვალოთ!სცადეთ დაიწყოთ სახლის ენერგეტიკული ფონის შეცვლით,ამით თქვენს ცხოვრებაში ბედნიერებასა და წარმატებას მოიზიდავთ.

ჩვენ სამყაროში ყველაფერი ურთიერთკავშირშია.ამგვარად, ჩვენს შინაგან მდგომარეობას განაპირობებს გარე გარემოებები.თქვენს ემოციებს,გრძნობებს,განწყობებს შესწევთ უნარი თქვენს გარშემო შექმნას შესაბამისი ინფორმაციული ველი,რომელსაც ექნება ზემოქმედდება იმ ადგილზე, სადაც ხშირად იმყოფებით,მაგალითად თქვენს სახლზე.შემდეგ კი ამ შენობის აურა იმოქმედებს იმ ადამიანებზე, რომლებიც იქ ხშირად იმყოფებიან ან ცხოვრობენ.

განაგრძე კითხვა

ქვებით შექმნილი ლამაზი დეკორი

qva (1)ყველაზე მარტივი დეკორის ნედლეული რომ ქვა არის,ალბათ ყველა შევთანხმდებით.ქვის ზომა და ტიპის მიხედვით მისი ინტერიერში,ექსტერიერში და მშენებლობაში გამოყენების უამრავი ხერხი არსებობს.ზუსტად ამაზეა ეს პოსტი.მინდა საინტერესო იდეები მოგაწოდოთ,ისეთები, რომელსაც თავადაც გააკეთებთ,პროფესიული ჩარევის გარეშე.ამისათვის დაგ ჭირდებათ მხოლოდ სასურველი ზომისა და ფორმის ქვების შეგროვება.

 

  1. ქვებისგან შექმნილი დასაფენები

შერჩეული სილიკონის ან რეზინის დასაფენზე მარტივად შეგვიძლია დავაკრათ კენჭები,ძალიან ორიგინალური გამოდის.

dasafeni (1)

განაგრძე კითხვა

ნინო კობაიძის პოეზია

13607008_1649206255398371_3727389148199234798_nსტუმრის პოსტის სტატუსით გთავაზობთ ეზიაროთ ნინო კობაიძის პოეზიას,,,,

ქალბატონ ნინოს ერთი წიგნი უკვე გამოცემული აქვს და სულ მალე გამოქვეყნდება კიდევ ერთი ლექსთა კრებული.

 

 

 

ბორბალი

სიჩუმე ზოგჯერ რა სანატრელი,

ზოგჯერ კი არის აუტანელიც,

ერთი ესაა, ფიქრი არ გვტოვებს

ახდენილიც და აუხდენელიც.

ბედის ბორბალი მუდამ ტრიალებს,

არ გაჩერდება, სანამ იქნები,

სულ არ ადარდებს შენი კივილი

მაინც არ ტოვებ, გვერდში მიყვები.

მალე სიბნელე სინათლეს შთანთქავს,

ჩაეწურება ესე საღამოს,

მოიძებნება სადმე მავანი,

რომ თავის ნებით ვინმეს აამოს?

განაგრძე კითხვა

ფერადი სააღდგომო კვერცხები

65719519_ciplyataსააღდგომო თემატიკაზე რამდენიმე პოსტი მაქვს და დარწმუნებული ვარ, ეს პოსტიც დაგაინერესებთ,,,

სააღდგომოდ კვერცხების წითლად შეღებვა ჩვეულებრივი ამბავია.მოდით ,არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ წითელი ფერით და ფერთა სხვა გამაც ვცადოთ…რა თქმა უნდა მარტივი იქნებოდა საკვები საღებავებით კვერცხების შეღებვა, მაგრამ ასევე შეგვიძლია ნატურალურისაღებაბი ბუნებრივი მასალისგან მივიღოთ.

მე თქვენთვის მოვიძიე ინფორმაცია, თუ რომელი ხილი თუ ბოსტნეული უნდა გამოვიყენოთ, რომ ხალისიანი ფერებად შევღებოთ კვერცხები!

განაგრძე კითხვა

13 საინტერესო ფაქტი სიზმრების შესახებ

dreamსიზმრები ჩვენი ცხოვრების ერთ ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული სფეროა.რომაულ ერაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც სენატს განსახლველად რომელიმე კონკრეტულ სიზმარს წარუდგენდნენ ხოლმე ანალიზისა და ახსნისთვის.ითვლებოდა,რომ სიზმრები — ეს იყო ღმერთების გზავნლები.სიზმრის ამომხსნელები სამხედრო მაღალჩინოსნებს ბრძოლებშიც და კამპანიებშიც დაჰყვებოდნენ!ჩვენ ისიც ვიცით,რომ უამრავმა ხელოვან ადამიანმა შთაგონება და კრეატიული იდეები  მიიღო სიზმრებიდან.

მაგრამ რა ვიცით ჩვენ სიზმრების შესახებ?

მინდა 13 საინტერესო ფაქტი წარმოგიდგინოთ.

განაგრძე კითხვა

ფერთა თერაპიის მეთოდები წითელი ფერით

colorofinfluence10ფერთა თერაპია—ადამიანის ჯანმრთელობაზე დადებითი ზემოქმედების მოხდენა ფერის მეშვეობით.

ფერთა თერაპიის უდიდეს ძალაზე ძალიან დიდი ხანია არის ცნობილი.ამ ფაქტს ჯერ კიდევ არისტოტელე ჩვენს წელთაღრიცხვამდე 300 წლით ადრე აღნიშნავდა.ავიცენაც ასევე კურნავდფა თავის პაციენტებს ფერების მეშვეობით.ჯერ იდევ უძელეს ეგვიპტეში აგებდნენ განსაზღვრული ფერის ნაგებობებს ან ტაძრებში გამოყოფილი ქონდათ ცალკეული დარბაზები,სადაც შეისწავლიდნენ ფერთა ზეგავლენას ზოგად  განწყობასა  და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.ნიუტომა განსაზღვრა შეფარდება ფერსა და მუსიკალურ ბგერას შორის,რამაც ხელი შეუწყო ფერთა თერაპიაში მოცემული მიმართულების განვითარებას.

განაგრძე კითხვა

დაუბანელი ევროპა….

Isabella_of_Portugal_by_Titianმე-19 საუკუნემდე ევროპაში საშინელი ველურობა მეფობდა.დაივიწყეთ იმის თაობაზე,თუ რას გვაჩვენებენ ფილმებში ან ვკითხულობთ რომანტიული ჟანრის რომანებში.სიმართლე —- ის ბევრად ნაკლებ სურნელოვანია…… ეს ეხება არა მარტო შუასაუკუნეებს,არამედ ნაქებ აღორძინების ხანასაც,რადგან პრინციპულად არაფერი შეცვლილა.

რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს,ევროპული ყოფის  თითქმის ყველა უარყოფით მხარეში დამნაშავე ქრისტინული რელიგიაა,პირველ რიგში—კათოლიკური.

ანტიკურ სამყაროს ჰიგიენური პროცედურები ითვლებიოდა  ერთ-ერთ მთავარ სიამოვნებად..საკმარისია გავიხსენოთ ცნობილი რომაული თერმები(აბანოები).ქრიეტიანობის გამარჯვებამდე მარტო რომში ფუნქციონირებდა ათასზე მეტი აბანო!ქრისტიანებმა  კი ,უპირველეს ყოვლისა,მმართველობაში მოსვლისას,დახურეს ყველა აბანო.

იმ დროინდელი მოსახლეობა ბანაობას საეჭვოდ მიიჩნევდა:თვლიდნენ,რომ ბანაობისას იხსნება ფორები და მათი მეშვეობით ორგანიზმში ავადმყოფობა ხვდებოდა,ამიტომ ბანაობა დაავადების რისკს ზრდიდა,ამის კი ეშინოდათ,თან ცივი წყლისგან გაციებას ერიდებოდნენ…მაშინ,როდესაც მდინარესი უამრავი სიბინძურე ისხმებოდა და ამავე მდინარიდან იღებდნენ სასმელ და დასაბან წყალს—არ არის გასაკვირი,რომ წყლის შიში ქონდათ.იყო მეორე მიზეზიც,თუ რატომ არ ბანაობდნენ:სიშიშვლე ცოდვად ითვლებოდა.თუმცა ასე უფრო მოგვიანებით მე-18,მე-19 საუკუნეებში ფიქრობდნენ და ამიტომ არ ბანაობდნენ. ცხელი აბაზანის მიღება არარეალური იყო! შეშა ძვირი ჯდებოდა.შეშის ძირითად მომხმარებელს—წმინდა ინკვიზიციას,თავად მძლივს ჰყოფნიდა შეშა, ამიტომ თავისი უსაყვარლესი კოცონზე დაწვა ჩაანაცვლეს სხვა სახის მოკვდინებით.

განაგრძე კითხვა

მუსიკა

musicრაღაცნაირ ხასიათზე ვარ და მომინდა რაღაც პირადული რომ გაგანდოთ.იცით,რომ ბევრს არ ვწერ პირადულზე ჩემს ბლოგზე.ვთვლი,რომ ისეთი განსაკუთრებული ცხოვრება არ მაქვს, რომ პირადი ამბები მოგიყვეთ,სიმართლე უნდა ითქვას,ამიტომ ვწერ იმაზე, რაც თქვენთვის იქნება საინტერესო.ამჯერად ‘პირადულს ‘ ჩემს მუსიკალურ გემოვნებას დავარქმევ..

მუსიკა ძალიან მიყვარს.

მიყვარს პოლიფონია!

თან ყველანაირი მუსიკა მიყვარს — ყველა მიმდინარეობა!მთავარია აკმაყოფილებდეს იმ კრიტერიუმებს,რასაც მე ვანიჭებ უპირატესობას.

განაგრძე კითხვა

ჩემი ოცნების სახლი

სახლიჯერ კიდევ პალეოლითის ხანაში,როდესაც ადამინი პითეკანთროპი იყო და არა ’ადამიანი’ ,ის უკვე ხვდებოდა,რომ უამინდობისას რაიმეს უნდა შეეფარებინა თავი და ამიტომ გამოქვაბულებში სახლდებოდა. მაშინ მას გონებამ უკარნახა  ”კარების’ შემცვლელი მოეფიქრებინა –ეს კი  უკვე კომფორტზე ზრუნვაა!რაც უფრო ვითარდებოდა ადამიანი, მით უფრო მეტად უჩნდებოდა მას სურვილი ქონოდა საკუთარი კერა–სადაც თავის ოჯახს აცხოვრებდა.ასე ნელ-ნელა ’გაჩნდა’ მცნება ”სახლი”.აგერ უკვე ათასწლეულები გავიდა და შეიცვალა ყველაფერი, თუმცა სურვილი, რომ ადამინს თავისი,კომფორტულად მოწყობუილი ’ბუნაგი’ ქონდეს–ისევ აქტუალურია და სხვანაირად ვერც კი წარმოგვიდგენია!

განაგრძე კითხვა

სადღესასწაულო სუფრა — ლამაზად დაკეცილი ხელსახოცები

napkin

დღესასწაულები ყოველდღიურ რუტინას გვავიწყებენ და სურვილს გვიჩენენ,რომ გარემო,ისევე,როგორც მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი —სუფრა,უზადოდ იყოს გაწყობილი.სუფრის სერვირება ნამდვილი ხელოვნებაა.არ არის სკმარისი მხოლოდ ლამაზი ჭურჭლით გავაწყოთ სუფრა და ლამაზად გაფორმებული კერძები გვეწყოს.მნიშვნელოვანია სუფრაც და ხელსახოცებიც,ასევე დეკორატიული ნივთები,რომლითაც ხშირად სუფრას ვაფორმებთ(სანთლები,ყვავილები,დეკორატიული ვარიაციები)

napkinამ პოსტში მინდა ხელსახოცებზე დავწერო…უბრალოდ ხელსახოცებზე კი არა, არამედ გემოვნებიანად და საინტერესოდ დაკეცილ ქაღალდის ან ნაჭრის ხელსახოცებზე.მოდით გადავხედოთ,რისი გაკეთება შეიძლება ხელსახოცით!

განაგრძე კითხვა

ვინ დამაზღვევს?

GPI ჰოლდინგიადამიანებს გვიყვარს კომფორტი და როგორც მინიმუმი ვაკეთებთ ყველაფერს,რომ ის არ მოგვაკლდეს.ვუფრთხილდებით ჩვენს თავსაც და ყველაფერს,რაც გარშემო გვახვევია.კომფორტზე ზრუნვა კი ადამიანმა ძალინ დიდი ხნის წინ დაიწყო.მოგეხსენებათ,ადამიანი ყველაზე მეტად საკუთარ შრომას აფასებს და ამიტომ უფრთხილდება კიდეც საკუთარი სისხლით და ოფლით მოპოვებულ კეთილდღეობას.როდესაც ადამიანმა დაიწყო ფიქრი იმაზე,თუ როგორ გაფრთხილებოდა და დაეცვა თავისი ქონება,მაშინ მოუვიდა აზრად მისი დაზღვევაც….

განაგრძე კითხვა

როგორ შევინარჩუნოთ ფული — წარმატების სტრატეგია

წარმატების ფორმულაკიდევ რამდენიმე რჩევა მათთვის,ვინც არის პრინციპული თავის მისწრაფებებში,მიზანდასახული და შრომისმოყვარე.თუკი სწორ სტრატეგიას შეიმუსავებთ,ნებისმიერი საქმე წარმატებული იქნება.გადახედეთ ამ რჩევებს… მათ წარმატებული ადამიანები მისდევენ.სანამ საკუთარ სტრატეგიას შეიმუშავებთ,დაიწყეთ დუბლიცირების მეთოდით– გამოიყენეთ სხვისი წარმატების ფორმულა.

განაგრძე კითხვა

თუ გამდიდრება გინდათ

money ფულივერ დავიჯერებ,რომ რომელიმე ადამიანს უნდოდეს იყოს ღარიბი!პირიქით,მთელი ჩვენი ცხოვრება მივისწრაფით იმისკენ,რომ გავმდიდრდეთ,რადგან ფული არის ჩვენი პრობლემების გადაწყვეტის და მაღალტექნოლოგიური კომფორტის შექმნის ერთადერთი საშუალება.თუმცა უკვე ადამიანის ინდივიდუალობიდან გამომდინარე მისწრაფების რეალიზების გზები სხვადასხვაა.ყველა ადამიანი თავად არის საკუთარი გონებისა და ძალისხმევის პატრონი….

იმისათვის,რომ თავი დავაღწიოთ სიღარიბეს არ არის საკმარისი “რაღაცის გაკეთება”  ან “სადმე მუშაობა”….ეს ,ზუსტადაც რომ გზაა სიღარიბესა და ან კიდვ უარესი —  სიღატაკისკენ!

განაგრძე კითხვა

როგორ გამოვიყენოთ ჩვენი დრო უფრო ნაყოფიერად

time (1)

  ყველა ცოცხალ ორგანიზმს გააჩნია მისთვის დამახასიათებელი ბიოლოგიური  საათი.ამგვარად, ადამიანის ბიოლოგიური საათიც ძირფესვიანად არის გამოკვლეული  ოფიციალური მედიცინის მიერ.რა არის ბიოლოგიური საათი? ეს არის  მექანიზმი,რომელიც ორგანიზმში ფიზიოლოგიურ და ფსიქოემოციურ პროცესთა  ხანგრძლივობას განსაზღვრავს.(უფრო მეტი აი აქ)

ჩვენი ბიოლოგიური საათი 24 საათის განმავლობაში მუშაობს თუმცა ჩვენი შინაგან ორგანოთა ფუნქციობის აქტივობა სხვადასხვაგვარია.

განაგრძე კითხვა

გაიგე მეტი რამ საკუთარ თავზე

ფსიქოლოგიური ტესტი ამ ბოლო წლებში ძალიან პოპულარული გახდა ფსიქოლოგიური ტესტების ჩატარება.ალბათ იმიტომ,რომ ფსიქოლოგიას უფრო სერიოზულად უყურებენ და ითვალისწინებენ მათ რჩევებს.რანაირი ტესტი აღარ არსებობს! აი ამ ტესტზეც,ლოგინში წოლის პოზასთან დაკავშირებით,წარმოიდგინეთ რა დრო და ენერგია დახარჯეს ფსიქოლოგებმა.კერძოდ,ბრიტანელმა ფსიქოლოგებმა გამონახეს ურთიერთკავშირი ძილის პოზასა და ამ ადამიანის ხასიათს შორის.დააკვირდით სურათს და გაიხსენეთ,როგორ გძინავთ,რადგან ეხლავე გეტყვით,თუ როგორი პიროვნება ხართ:

განაგრძე კითხვა

ლამაზი პოზა

how to walkიმის და მიხედვით,თუ როგორ დავდივართ,ვდგევართ ან ვეყუდებით რაიმეს, ან გინდაც ვიხრებით,რომ ფეხსაცმელი ჩავიცვათ ვქმნით წარმოდგენას ჩვენს შინაგან სამყაროზე,არ მეთანხმებით? ლამაზი მიხვრა-მოხრით ადამიანმა შეიძლება სამუდამოდ დაგამახსოვროს თავი! ქალის სილამაზეს შარმს მატებს ლამაზი სიარულის მანერაც.

კარგია, რომ ლამაზი მიხვრა-მოხვრის  სწავლაც შეიძლება.მოვიშველიებ ბრიტანელი მეცნიერების მიერ შემუშავებულ საგანგებო  გეგმას ,რომლის დაუფლების შემდეგ ისწავლით ლამაზ პოზაში დგომას,ლამაზად სიარულს.შეეცადეთ ეს კარგად დაისწავლოთ და გამოიყენოთ,შედეგიც საოცარი ექნება.

განაგრძე კითხვა

დაისვენეთ ფასანაურში

ფასანაურის ტყეშემოდგომა  ძალას იკრებს და უკვე გადავეწყვეთ სწავლა-მუშაობის რეჟიმზე. ლოგიკური კითხვა წარმოიშვება ხოლმე  : როგორ გაატარე ზაფხული?სად დაისვენე? …ყველა თავის ამბავს ყვება,გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს,წუწუნებენ,თუ თბილისში მოუწიათ დარჩენა.მეც მინდა ჩემი ამბავი მოგიყვეთ,იმიტომ რომ მინდა გაგაცნოთ ან შეგახსენოთ ისეთ საკურორტო ადგილის არსებობა, როგორიც ფასანაურია. შარშან მანგლისში დასვენნებაზე პოსტი დავწერე ,რამაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა,ამიტომ მოდით,ეხლა ფასანაურს გაგაცნობთ,რა იცი,ეგებ მოიხიბლოთ ამ ადგილით და იქ გადაწყვიტოთ დასვენება 😉

ინტერნეტშიც ნახავთ ინფორმაციას იმაზე, რომ ფასანაური არ არის სოფელი–ეს არის დაბა (დუშეთის მუნიცეპალიტეტში),ის მთიულეთის გულია,როგორც იქაურები ამბობენ. ეს საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული, თუმცა პატარა დაბაა,რომელიც ოდითგანვე საკურორტო ზონად ითვლება.ბავშვობაში,ცხოვრებაში პირველად,უცხოელი ტურისტი იქ ვნახე.შორტებიანი გერმანელი ქალები და კაცები მაშინ ძალიან უჩვეულო სანახავი იყო.

განაგრძე კითხვა