Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

როგორ შევინარჩუნოთ ფული — წარმატების სტრატეგია

წარმატების ფორმულაკიდევ რამდენიმე რჩევა მათთვის,ვინც არის პრინციპული თავის მისწრაფებებში,მიზანდასახული და შრომისმოყვარე.თუკი სწორ სტრატეგიას შეიმუსავებთ,ნებისმიერი საქმე წარმატებული იქნება.გადახედეთ ამ რჩევებს… მათ წარმატებული ადამიანები მისდევენ.სანამ საკუთარ სტრატეგიას შეიმუშავებთ,დაიწყეთ დუბლიცირების მეთოდით– გამოიყენეთ სხვისი წარმატების ფორმულა.

მაშ ასე:

1. იყავით ექსპერტი.

ექსპერტებს ენდობიან.ექსპერტებს თავად პოულობენ.ექსპერტებს დიდი ფასი აქვთ.ექსპერტობა — ეს არ არის დოქტორანტურა,ეს უბრალოდ საგნის უფრო მეტაც ცოდნაა,ვიდრე ეს იცის თქვენმა სამიზნე აუდიტორიამ. და ასევე ამ ცოდნის აუდიტორიამდე მიტანის უნარი.

2. მუდამ რაღაც ყიდეთ.

თქვენი დრო– ფულია.თუ დროს არ მოაქვს ფული(ან მათი ექვივალენტი),მაშინ დრო ფუჭად არის დახარჯული.ამიტომ ყოველდღე თავად ყიდეთ რაიმე.გინდაც ეს წვრილმანი იყოს.შეიძლება გაყიდოთ საკუთარი რჩევა(გინდაც გადაცვალეთ რაიმეში),გაყიდეთ საკუთარი კალამი… მთავარია გაყიდვის უნარ-ჩვევა არ დაკარგოთ.

3. იყავით უხელთური.

რაც უფრო ხელმარჯვე ხართ,მით უფრო გიყენებენ (თქვენ ამით სარგებელს ვერ ნახულობთ).ყველა რაღაცის გაკეთებას გთხოვთ,საბოლოოდ კი თქვენ “სიკეთეს” არავინ დააფასებს,ამით უბრალოდ დაკარგავთ იმ დროს,რაც ახალი შესაძლებლობებისთვის უნდა გამოგეყენებინათ.

4. გაეცით ბევრი დაპირება.

გინდაც საქმეს ვერ ართმევდეთ თავს,ყოველთვის შეიძლება ნახო ადამიანი,ვინც ამ საქმეს იმის ნახევარ ფასში გააკეთებს,რასაც თქვენ გიხდიან.შეგიძლიათ ეცადოთ გადაუხადოთ 30%,თუმცა უნდა მიისწრაფვოდეთ 10%-სკენ.

5. აკონტროლეთ სიტუაცია.

არ მოერიდოთ გარემოებებს.იგრძენით პაუხისმგებლობა თქვენსავე საქმეზე.ხალხი ამას აფასებს და ჩნდება ნდობა,რადგან თვლიან, რომ საიმედო ადამიანი ხართ და შეიძლება დაგეყრდნონ.

6. იცოდეთ,ვინ ხართ.

რა გიტაცებთ,რა სფეროში მუსაობთ,რისკენ მიისწრაფით? ეს მტკიცედ უნდა იცოდეთ.სავიზიტო ბარათზეც შესაბამისი ინფორმაცია განათავსეთ.

7. მოიძიეთ კონტაქტები.

ყოველ დღე გაიცანით ახალი ადამიანები.ქუჩაში,გამოფენაზე,სამსახურში,ინტერნეტში…ყველას მიეცით თქვენი სავიზიტო ბარათი.ხდება ისე, რომ ის შეიძლება 5-10 წლის მერეც კი გამმოიყენონ.

8. გამოიყენეთ კონტაქტები.

გააცანით ერთმანეთს თქვენი ნაცნობები.მიუთითეთ,თუ სად და როდის გამოადგებიან ერთმანეთს.

9. გაეცანით სიახლეებს თქვენს თემასთან დაკავშირებით.

გამორიცხეთ საზოგადოებრივი ახალი ამბები.თუ რაიმე მართლაც სერიოზული მოხდება,ამის შესახებ ისედაც აუცილებლად გაიგებთ.

10. ადამიანები გმუდმებით რაღაცას ყიდულობენ.

მუდამ აანალიზეთ ეს.და გააკეთეთ ისე, რომ ‘ეს რაღაც’ თქვენგან იყიდონ.

11. აწიეთ ფასი.

ნუ დაინდობთ კლიენტებს (დამიჯერეთ,ისინი თქვენ ნამდვილად არ დაგინდობენ)– აუწიეთ ფასს.თუ საქონელი ექსკლუზიურია — სამჯერ მეტი ფასი დაადეთ.ბიზნესში თუ ასე მოიქცევით,სავარაუდოდ გაყიდვების ფაიც სამჯერ გაგეზრდებათ.,შესაბამისად შემოსავალი ცხრაჯერ გაიზრდება. და არანაირი სხვა დამატებითი მარკეტინგული სვლები არ დაგჭირდებათ(აპრობირებული მეთოდი).

12. სტერეოტიპული აზროვნების გამოყენება.

ადამიანებს აქვთ სტერეოტიპები,რომლებიც ნდობას განაპირობებენ.მაგალითად ერთგვერდიანი აღწერილობით და კონტაქტებით აღჭურვილი ინტერნეტ-მაღაზია კი მოიზიდავს მეტ მკითხველს(რადგანაც კერძო განცხადებას გავს),თუმცა გაყიდვები დაბალი ექნება.მრავალგვერდიანი ინტერნეტ-მაღაზია,რომელსაც კარგი ძრავი აქვს და რომლის ასაწყობადაც იმდენივე დრო დაგეხარჯებათ,რამდენიც მარტივ გვერდს დასჭირდება — ბევრად მეტ პროდუქციას ყიდის.ადამიანი კარგ კოსტუმში ყიდის უკეთ, ვიდრე სპორტულ კოსტუმში გამოწყობილი.ასე რომ ,თქვენი სამიზნე აუდიტორიის სტერეოტიპები მოძებნეთ.

13. ჯობს ერთხელ დროულად,ვიდრე ორჯერ და არასწორად.

გაითვალისწინეთ: ჯობს გააკეთო და მერე ინანო, ვიდრე ინანო, რომ ეს არ გააკეთე.ეს ბევრმა იცის, თუმცა თითქმმის არავინ ითვალისწინებს.

14. დაიკმაყოფილეთ სურვილები.

გაყიდეთ ის, რაც უნდა თქვენს ‘ცა’ ენერგიას.თუ თვლით, რომ ეს არ იმუშავებს — შეფუთეთ საქონელი,ისე,რომ მომხმარებელს მოუნდეს ყიდვა,შიგ კი ის მოათავსეთ, რაც მათ სჭირდებათ 🙂

15. მოაწყვეთ პატარა სიურპრიზები.

გაუგზავნეთ მისალოცი ბარათები,”კინდერ სიურპრიზები” იმ ადამიანებს,ვინც თქვენთვის საინტერესოა.როდესაც მათ დასჭირდება ის მომსახურება,რასაც თქვენ ეწევით,ისინი ადვილად გაგიხსენებენ (და სულ დაავიწყდებათ თქვენი კონკურენტები).

16. ყოველთვის ორჯერ მეტი მოითხოვეთ.

მოგცემენ–შესანიშნავია! (ეს კი 10- დან 6 შემთხვევაში ხდება).სხვა თუ არაფერი, შეგიძლიათ ფასდაკლება შესთავაზოთ, მაგალითად 20%-იანი.

17. ნებისმიერი აქ მოყვანილი საშუალება შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს.

თქვენი დავალებაა — მოიფიქრეთ საკუთარი!მხოლოდ და მხოლოდ თქვენ იცით საკუთარი წარმატების სტრატეგია რა იქნება! თუკი თქვენი ცხოვრების წარმატებულ მომენტებს გაანალიზებთ და იპოვით კანონზომიერებას,აუცილებლად თუკი გამოიყენებთ საკუთარ პრინციპებს — თქვენ განწირული იქნებით წარმატებისთვის!

 წარმატების ფორმულა

Advertisements

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: