Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Category Archives: ჩხირებით ქსოვა

ვსწავლობთ ქსოვას (3) *ბავშვის ფაჩუჩები*

kid's knitted shoesპატარა ბავშვის ფაჩუჩების ქსოვა ვისწავლოთ!

მინდა მოგაწოდოთ წინდების და ფაჩუჩების მოქსოვისთვის საჭირო სქემა-ინსტრუქციებიც და ასევე უამრავი ლამაზი ნიმუში.

მე მათ დიდი ხნის განმავლობაში ვაგროვებდი და ვახარისხებდი,ასე რომ კარგი კოლექცია გამოვიდა.

წინდის ან ფაჩუჩის მოქსოვის უამრავი მეთოდი არსებობს,ამიტომ ეს ინსტრუქციები დაგეხმარებათ .

გაიხსენეთ წინა პოსტები,სადაც ქსოვის მარტივი წესებია ახსნილი.

შემდეგში უკვე უფრო რთულ ნიმუშებზე გადავალთ.

განაგრძე კითხვა

ვსწავლობთ ქსოვას (2)

ამ სერიის წინა პოსტში ვისწავლეთ ჩხირზე თვლების ასხმა და თვალის წაღმა ამოყვანა,ანუ წაღმა ქსოვა.ამ პოსტში კი უკუღმა თვლების ამოყვანაც ვისწავლოთ.

ამ ვიდეოში კარგად არის ნაჩვენები,თუ როგორ უნდა ამოვიყვანოთ უკუღმა თვლები.

ამგვარად,თუ ერთი მხრიდან წაღმა თვლებს ამოვიყვანთ,მეორე მხრიდან კი უკუღმა თვლებს,გამოგვივა წინდის ნაქსოვი(ასე ქვია,რუსულად “чулочная вязка” ).

განაგრძე კითხვა

ვსწავლობთ ქსოვას (1)

ქსოვაროგორც ამ პოსტში შეგპირდით,ვიწყებ პოსტების ციკლის დადებას,რათა ვისწავლოთ ხელსაქმე.ეს პოსტი შეხება იმ საბაზისო ცოდნას,რაც დასაწყისისთვის არის საჭირო.

ქსოვა ისეთი ტექნიკაა, რომ ნებისმიერს შეუძლია მისი დაუფლება,თუმცა დაგჭირდებათ მოთმინება და აკურატულობა.ყველა ადამიანს,ისევე როგორც წერის კალიგრაფია,ქსოვის სტილი სხვადასხვა აქვს.ზოგი მჭიდროდ ქსოვს,ზოგი უფრო მოდუნებულ ნაქსოვს ქმნის,ასე რომ თქვენს ხელსაქმეს ათასისგან გამოარჩევთ.

მაშ ასე,გადავიდეთ პრაქტიკულ გაკვეთილზე. დაგჭირდებათ ჩხირები და ძაფი.ჩხირები აიღეთ მსხვილი.ზოგ ჩხირს აქვს დამაკავშირბელი რეზინის ზონარი,ამ შემტხვევაში ჩხირის სიგრზეს მნიშვნელობა არ აქვს,მაგრამ თუ ცალ-ცალკე ჩხირებით იწყებთ ქსოვის სწავლას,მაშინ გრძელი ჩხირები აირჩიეთ,რომ კარგად მოეხერხოთ.რაც მტავარია ჩხირები უნდა იყოს სწელი და პრიალა,ანუ ხაოიანი არ უნდა იყოს,ძაფი მასზე უნდა სრიალებდეს.

ეხლა ძაფს რაც შეეხება.დასაწყისისთვის აირჩიეთ ისეთი ძაფი,რომელიც იქნება კარგად დაგრეხილი და სასურველია სქელიც.თუ ძაფი არ არის კარგად დაგრეხილი და შედგება რამოდენიმე წვრილი ძაფისგან,შეიძლება გაგიჭირდეთ მოქსოვა.

განაგრძე კითხვა