Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Tag Archives: გამოწერა

ინტერნეტ- შოპინგი

გამოწერა ინტერნეტ მაღაზიებიდანცხოვრებაში ბევრ რამისგან ვიღებთ სიამოვნმებას და ერთ-ერთი არის ახალი ნივთების შეძენა — ანუ შოპინგი.და როდესაც დიდი ხნის ნანატრ ან ლამაზ,თუმცა ნაკლებად საჭირო ნივთს ყიდულობ —ესეც კიდევ ერთი სიამოვნებაა ამ პროცედურისგან.ამბობენ,რომ შოპინგი ქალისთვის განტვირთვის ერთ-ერთი საშუალებაც არისო,რასაც სრულიად ვეთანხმები.მაღაზიებში სიარული შეიძლება ზოგიერთისთვის დამღლელი იყოს(აი ჩემთვის ნამდვილად არა),ამიტომ თანამედროვე ადამიანი ინტერნეტ-შოპინგს დიდ ყურადღებას უთმობს და ხეირიანად სარგებლობს ხოლმე კიდეც.ინტერნეტით გამოწერაზე რამდენიმე პოსტი მაქვს დაწერილი და აქ აღარ ჩავუღრმავდები ამ ტექნიკას,უბრალოდ ამ ბოლოს გამოწერილ ნივთებს ‘გამოვამზეურებ’  (ასე თუ ისე პირადი ბლოგია ) და ერთი კონკრეტული საიტის შესახებ რჩევებს მოგცემთ.

განაგრძე კითხვა

მზადება ბანკეტისთვის (ნაწილი 2)

საცაა საბანკეტო ციებ-ცხელება დაიწყება და დარწმუნებული ვარ ყველა უკვე მზადებაშია.ბანკეტი ხომ პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი Partyარის და მისთვის გოგონები უფრო გულმოდგინედ ემზადებიან,ვიდრე ბიჭები,როგორც ყოველთვის.

ბანკეტებიც მრავალფეროვანი არსებოობს,ხომ იცით,ზოგჯერ ბავშვები თვითონ გეგმავენ რა სტილს მიანიჭონ უპირატესობა :კლასიკურს,რომანტიკულს,რეტრო თუ თავისუფალ-თანამედროვე სტილს.მაგრამ კლასიკა ხომ მოდიდან არ გადადის,ასე რომ უმეტესი ისევ კლასიკურ— კოქტეილის კაბას ირჩევს.

განაგრძე კითხვა

უკვე 100 პოსტი მაქვს

დიახ,ბატონო,მეასე პოსტია ეს!

რაღაცნაირი საიუბილეო რაოდენობაა 🙂

ეს ბევრი არ არის,რადგან თითქმის ერთი წელია,რაც ბლოგი მაქვს.

თან  ვცდილობ,რომ რაოდენობას ხარისხი ვამჯობინო შეძლებისდაგვარად,დიდად არც მცალია,რომ იმდენად ხშირად ვპოსტო ,როგორც მინდა.

განაგრძე კითხვა

ახალი ფეხსაცმელიიიი

ქოშებიროგორც იქნა დასრულდა ჩემი ლოდინი და ვეღირსე ახალ ფეხსაცმელებს!
ამერიკიდან გამოვიწერე,და ხომ იცით ლოდინი როგორი ძნელია! მაგრამნამდვილად გაამართლა ,ღირდა ლოდინი.
აგერ თქვენც გაჩვენებთ!თავს მოვიწონებ,ასე ვთქვათ,იმიტომ რომ ძალიან მიხარია და მინდა გაგიზიაროთ ^^

Read more of this post

ჩამოვიდააა

რახანია ჩამოგვივიდა ტანსაცმელი ამერიკიდან, ეხლაღა მოვიცალე რომ დავდო აქ
ესეიგიიიიი,ყველაფერი იდეალურად წავიდა ზომაში და ხარისხიც შესანიშნავი აქვს,აი ჩაცმული ასე გამოიყურება…

online shopping

უამრავ საინტერესო და კარგ საქონელს გვთავაზობს ინტერნეტ მაღაზიები,რომ ათვალიერებ პირდაპირ თვალები გიჭრელდება და სურვილი გიჩნდება უამრავი რამ შეიძინო.აქ მთავარია ზომა სწორად შეარჩიო,და ფასს დაუკვირდე,რომ რეალურად გიღირდეს რაღაცის გამოწერა.წინა ზამთარს გამოწერილი ტანსაცმლიდან და ფეხსაცმლიდან ყველა ზუსტი ზომა ჩამოვიდა ,ანუ ის ,რაც მქონდა მითითებული,და ხარისხიც ის იყო,როგორიც საიტზე ვნახე და კმაყოფილი დავრჩი.თუმცა შარშან მე თვითონ არ გამიშვია შეკვეთა,კალათის მონაცემები სხვას გადავუგზავნე და ასე გავუშვით.მარტო wolmart და macys-იდან გამოვწერეთ
მთელი წინა კვირა სულ საიტებს ვჩხრეკდი,ვირჩევდით,ვირჩევდი და აი რამოდენიმე საიტზე ამოვარჩიე რაღაცეები, და გუშინ შეკვეთა გავუშვი. 3 სხვადასხვა მაღაზიიდანაა ჩემი შეკვეთები.ამ ეტაპზე უკვე გამოგზავნილია ჩემი შეკვეთები და მგონი ხუთშაბათს და პარასკევს უკვე თბილისში იქნება.ერთი სული მაქვს ვნახო. თუ რა როგორი იქნება, ამას მერე დავწერ.


ხატიას უკვე მოთმინების ფიალა ევსებააააააა,უკვე ბუზღუნებს,სადააო ჩემი ტანსაცმელიოოოოოო