Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

უკვე 100 პოსტი მაქვს

დიახ,ბატონო,მეასე პოსტია ეს!

რაღაცნაირი საიუბილეო რაოდენობაა 🙂

ეს ბევრი არ არის,რადგან თითქმის ერთი წელია,რაც ბლოგი მაქვს.

თან  ვცდილობ,რომ რაოდენობას ხარისხი ვამჯობინო შეძლებისდაგვარად,დიდად არც მცალია,რომ იმდენად ხშირად ვპოსტო ,როგორც მინდა.

იცით რამდენი რამდენი პოსტი მაქვს დაწყებული და მერე დრაფტებში შენახული! 40 ცალი! და იდეაში რამდენი მაქვს კიდევ,იმას ვინ მოსთვლის!

რა ვქნა,ჩემო ბლოგო,ვერ ვიცლი შენთვის სათანადოდ!

გუშინ ღა  მომხვდა თვალში, რომ 99-ე პოსტი გამოვაქვეყნე!და გამიჩნდა იდეა რომ რაიმეთი ამეღნიშნა–და აგერ ამ პოსტს ვწერ.

ძალიან შემიყვარდა ჩემი ბლოგი!ძალიან შემიყვარდა ჩემი ბლოგის მკითხველები!

მკითხველების რაოდენოპბაც საგრძნობლად გამეზარდა,საშუალოდ 85-120 ადამიანი დრეში–მაინც კარგი მაჩვენებელია!

თან რომ ვუყურებ მონაცემებს,რომ ათობით ადამიანს აქვს გამოწერილილ  ჩემი ბლოგის პოსტები და კომენტარები–გულწრფელად მიხარია!

მიხარია ყველა სამადლობელო სიტყვა და ყველა პოსზიტიური კომენტარი,რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით.ეს მე სტიმულს მაძლევს,რომ განვაგრძო ბლოგის წარმოება და ვწერო უფრო  მეტად  საინტერესო პოსტები.

ყოველთვის ვეცდები, რომ არ გაგიცრუოთ იმედები და დაგახვედროთ მრავალფეროვანი კონტენტი!

ხო,რაც ბლოგის კონტენტს შეეხება,იცით უკვე,რომ ძალიან ცოტა მაქვს პირადული პოსტები.ჩემთან ვერ ნახავთ ვერც დაკოპირებულ კონტენტს! ყველა სტატიაზე პრაქტიკულად საავტორო უფლება მაქვს! პოსტის წერისას ზოგჯერ უცხოურ წყაროებს ვიყენებ(მოდას რაც შეეხება–სხვანაირად არც გამოვა!),ზოგს ვთარგმნი,ზოგს კი სამი-ოთხი წყაროს გამოყენებით ვადგენ.ტუტორიალები კი სრულად ჩემი შედგენილია!

ისე, ბლოგს არც ეტყობა, ამდენი პოსტები რომ აქვს.თუმცა თუ ’პოსტოგრაფია’ -ში შეიჭყიტავთ,ნახავთ რაოდენობას.მანდ ჩამოწიკწიკებული მაქვს ყველა ჩემი პოსტი და თან კატეგორიების მიხედვით მაქვს ფერი მინიჭებული(ეს  ჩემი  გამოგონებაა) 🙂 .

რა ვიცი კიდევ რა დავწერო,ალბათ სურვილს დავამატებდი, რომ გაასმაგებულიყოს ჩემი პოსტები 🙂

მალე დაბადების დღე ექნება ჩემს ბლოგს და სურვილებს მერე დავწერ  ^__^

ახლა კი გემშვიდობებით………………………………………………………………………………………………

მორიგ პოსტამდე 🙂

Advertisements

14 responses to “უკვე 100 პოსტი მაქვს

  1. კახი ივლისი 1, 2011, 1:23 AM

    მე თითქმის ერთი წელია რაც მაქვს და მხოლოდ 54 პოსტი მაქვს 🙂 გილოცავ მე-100-ე პოსტს და სულ მასე მე-1000-ე მომელოცოს :დ

  2. esta antrag ივლისი 1, 2011, 1:43 AM

    გილოცავ მეასეს. ველოდებით ახალ პოსტებს

  3. აქსიომა ივლისი 1, 2011, 3:42 AM

    გილოცავ და მალე საკუთარი დომენით მენახე თავისუფლად მოფარფატე ვორდპრესის შეზღუდვებისგან! ძალიან მიყვარხარ შენი ბლოგიანად! :*****

  4. Mallorie ივლისი 1, 2011, 8:52 AM

    ქეთუსიკო, ლოც… ლოც… ლოც….
    სულ ჯანმრთელად გყავდეს… ბედნიერებაში და სიხარული.. :*
    ჰოდა, 888888888888-ჯერ მაგდენი პოსტი აღგენიშნოს ახლო მომავალში.
    მეც მიყვარს შენი ბლოგი… თან ძალიან. <<<<3
    წარმწატებები, ქეთუსიკო! ❤

  5. ketusi ივლისი 1, 2011, 5:11 PM

    უზარმაზარი მადლობა ხალხო,მეც ძალიან მიუყვარხართ,უზომოდ.ყოველთვის მიხარია თქვენი კომ,ენტრის ნახვა ჩემთან :*
    მალე მართლაც ახალი დომენით მოგევლინებით და მართლა ვიფარფატებ,აქსიომ ^__^

  6. ლიზიკუნა ივლისი 2, 2011, 9:36 AM

    მრავალი და მრავალი გეწეროს და ასე კარგად თან))))) ყოველ ჯერზე როცა ვხსნი სულ ველოები ახალ და სულ მხვდება ხოლმე ახალი პოსტი. ძალიან სასიამოვნოა შენთან სტუმრობა

  7. ninnaka ივლისი 3, 2011, 11:17 PM

    ქეთუსი მომილოცავს :)) ძალიან ძალიან ბევრ მკითხველს გისურვებ. :* :))

  8. rainbowofmysky ივლისი 16, 2011, 12:34 AM

    გილოცავ ქეთუსი….. სულ ასეთი წარმატებული იყავი ყველგან და ყოველთვის… მე ვამაყობ შენით……ჩემი ჭკვიანი და ლამაზი გოგო ხარ….ძალიან,ძალიან მიყვარხარ და მიხარია რომ გვერდით შენნაირი მეგობარი მყავს…

  9. nino ივლისი 24, 2011, 5:42 PM

    me-100-e , mase ar iwereba da tu ar ici sul nu dawer, tavis shercxvenas eg jobia 😉 chemi rchevaa, ise kargi blogia da postebic kargi aqvs :* aba shen ici warmatetbi da gramatikashi ivarjishe 😉

    • ketusi ივლისი 25, 2011, 11:08 AM

      ძვირფასო ნინო,მე ძალიან კარგად ვიცი როგორ იწერება!
      ”მე” — მინდოდა ზუსტადაც რომ აქცენტირებული ყოფილიყო!

      შენს ადგილას ასეთი ’ბოღმა’ კომენტარისგან თავს შევიკავებდი და პირადში მივწერდი ადამიანს,თუკი შეცდომაზე მითითებას საჭიროდ ჩავთვლიდი!

      რადგან ეს სათაური ვიღაცისთვის მაინც კრიტიკის ’მსხვერპლი’ გახდა, მაშინ შევუცვლი სახელწოდებას და დავარქმევ ბანალურ ”უკვე 100 პოსტი მაქვს” 🙂

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: