Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ბროწეულის ქერქისგან დამზადებული საოცარი სამკურნალო საშუალება

ბროწეულისამეცნიერო ლიტერატურაში გვხვდება ცნობები, რომ ჯერ კიდევ 2500 წლის წინ ექიმი ჰიპოკრატე დიზენტერიას 5 საათში კურნავდა,მაშინ,როცა თანამედროვე მედიცინას სჭირდება 100-ჯერ მეტი დრო.დეგრადაცია სახეზეა!

რამდენი უნიკალური პრეპარატი და მკურნალობის მეთოდია დაკარგული ვინ მოთვლის! დღეს დავიწყებული ცოდნის ახლიდან აღმოჩენა გვიწევს.უშუალოდ ბროწეულს რაც შეეხება, ძველად საქართველოშიც დაბლა მოყვანილი მეთოდით მკურნალობა იყო გავრცელებული,თუმცა, მოდით,მეცნიერული კუთხითაც შევხედოთ მის თვისებებს.

ამ პოსტში მინდა გაგაცნოთ რუსი მეცნიერის,გ.ი.გლუბოკის( Г. И. ГЛУБОКИЙ) მიერ დაპატენტებული სამკურნალო საშუალება,რომელიც უნიკალური თვისებებით გამოირჩევა.პრეპარატი მზადდება ბროწეულის ქერქის ნაყენზე.

პრეპარატის  დაპატენტებას (1996 წ) წინ უსწრებდა სამედიცინო დაწესებულებაში  მისი უნარის ჩაახშოს ავადმყოფობის გამომწვევი ბაქტერიები „ინ ვიეტრო“ (სინჯარაში) შემოწმება.ამ დროს 1მლ(1გრ)ბროწეულის ქერქის ნაყენმა მოკლა:

  • 1 მილიარდი(109) ქოლერის მიკრობი;
  • 1 მილიარდი(108)სალმონელას მიკრობი;
  • 1 მილიარდი (108)დიზენტერიის მიკრობი.

როგორც ვიცით,ქიმიური პრეპარატები(მაგალითად ანტიბიოტიკები) განურჩევლკად ყველაფერს კლავენ:ავადმყოფობის გამომწვევ ბაქტერიებსაც და (საჭირო) ჯანმრთელ ბაქტერიებსაც,ორგანიზმის უჯრედებსაც,თანაც აიძულებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას ,რომ ორგანიზმმა იბრძოლოს თვითგადარჩენისთვის.

ახალი ბუნებრივი მცენარეული პრეპარატის უპირატესობა კი იმაში მდგომარეობს,რომის შერჩევით კლავს მხოლოდ ავადმყოფობის გამომწვევ ბაქტერიებს და არანაირ ზიანს არ აყენებს კუჭის და ნაწლავების ჯანმრთელ ბაქტერიებს.პრეპარატი ეფექტურად ამარცხებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ბაქტერიებს,განურჩევლად მათი შტამისა და მუტაციებისა,მათ შორის ისეთებსაც,მრომლებიც შეიძლება გაჩნდეს ასი ან ათასი წლის მერე.

პრაქტიკულად,ეს არის სამედიცინო მეცნიერების მსოფლიო დონის აღმოჩენა.ეს აღმოჩენა აძლევს მედიცინას სწორ ვექტორს მომავლის წამლების შემუშავებაში.

ეს უნივერსალური ბუნებრივი წამალი,რომელიც წყალზე დაყენებული ბროწეულის მშრალი ქერქის ნაყენია,შემდეგი დაავადებების ნებისმიერი შტამით მიღებულ დაზიანებას განკურნავს :

  • დიზენტერიას — 5 საათში;
  • სამლონელოზი(ცნობილია 400 შტამი)—5 საათში;
  • ქოლერა —5 საათში
  • მუცლის ტიფი – 5 საათში;
  • კუჭის წყლული — ერთ კვირაში;
  • ნაწლავის წყლული (წვრილი ნაწლავის) — ერთ კვირაში;
  • კოლიტი (მსხვილი ნაწლავი) — ერთ კვირაში;
  • დისბაქტერიოზი — ერთ კვირაში;
  • მწვავე აპენდიციტი — 5 საათში,აღარ საჭიროებს ქირურგიული ოპერაციის აუცილებლობას.

9f98010b076f522257d15540ce3ad741 რა თქმა უნდა ვდებ ამ ნაყენის დამზადების  და გამოყენების რეცეპტს.

ბროწეულის მშრალი ქერქის და მდუღარე წყლის  დაახლოებითი წონითი შეფარდება არის 1:20.

წინასწარ შემთბარ ფიალაში,ჭიქაში ან შუშის ქილაში ჩავდოთ დაახლოებით 10-12 გრ ბროწეულის მშრალი ქერქი და დავამატოთ 200 მლ მდუღარე წყალი.დავაფაროთ თეფში ან ფურცელი(4-ად მოკეცილი).გავაჩეროთ 25-30 წუთი და უკვე შეგვიძლია დალევა.ქერქებს არ ვყრით,დაყენების პროცესი გრძელდება.როგორც კი ქერქს მდუღარეს ასხამთ — იწყება მკურნალობა,ეს 25-30 წუთი კი ნაყენი იმ ადამიანის გვერდით უნდა იმყოფებოდეს,ვისაც მკურნალობთ.

ზემოთ მოყვანილი დაავადებების დროს ნაყენის დამზადება ერთნაირად ხდება,აი გამოყენება კი — განსხვავდება.

I .  იმისათვის,რომ 5 საათში განიკურნოთ :

  • დიზენტერიისგან;
  • სელმონელიოზიოსგან;
  • მუცლის ღრუს ტიფისგან;
  • ქოლერისგან;
  • მწვავე აპენდიციტისგან

ნაყენი გფამოვიყენოთ შემდეგნაირად:

  • 25-30 წუთი დაყენების შემდეგ დავლიოთ სითხის დაახლოებით ნახევარი(ნახევარი ჭიქა).ნაყენი არ გადავეწუროთ,დაყენების პროიცესი გრძელდება.დავახუროთ ლანგარი.თუ დალევიდან 10 წუთის შემდეგ თავი ჯანმრთელად იგრძენით,ესეიგი გქონდათ ჩვეულებრივი კუჭის აშლილობა (ფაღარათი) და ის სრულად განკურნებულია.
  • თუ 10 წუთის შემდეგ თავი გამოჯანმრთელებულად ვერ იგრძენით,ესეიგი გაქვთ ან დიზენტერია,ან ან სალმონელოზი,ან მუცლის ტიფი ან ქოლერა.უნდა დარჩეთ სახლში და 3 საათის შემდეგ დალიოთ დარჩენილი ნაყენი.მკურნალობის პროცესი გრძელდება 3 საათი(დაყენებითურთ 3.5 საათი),გამოჯანმრთელება კი ხდება მკურნალობის დაწყებიდან 5 საათში.

II .  იმისათვის,რომ ერთ კვირაში განიკურნოთ:

  • კუჭის წყლულისგან;
  • წვრილი ნაწლავის წყლულისგან;
  • კოლიტისგან(ანთებითი პროცესი მსხვილ ნაწლავში);
  • დისბაქტერიოზისგან

ნაყენი გამოვიყენოთ შემდეგნაირად:

  • 25-30 წუთი დაყენების შე,მდეგ დავიწყოთ დალევა.დღის განმავლობაში დავლიოთ ნაყენის დაახლოებით ნახევარი(90-100 მლ) 4 დალევაზე,ერთნაირი პორციებით და დროის დაახლოებით ერთნაირ ინტერვალებში,ანუ დაახლოებით 20-25 მლ ერთ ჯერზე.დავლიოთ უმოზე,მათ შორის პირველი მიღება დილით,ძილის შემდეგ,მე-4 კი ღამე,ძილის წინ.
  • დავლიოთ ნაყენი არა ყოველ დღე, არამედ დღეგამოშვებით.ანუ კვირის 1,3,5,7 დღეს დავლიოთ ნაყენი,მე-2,მე-4,მე-6 დღეს –არ დავლიოთ(ვისვენებთ მკურნალობისგან).
  • ეს საკმარისია სრული განკურნებისთვის.მაგრამ თუ ვინმეს დაზღვევის მიზნით მკურნალობის გაგრძელება უნდა,მაგალითად კუჭის წყლულის დროს,შეიძლება ერთი კვირის ინტერვალში ამ ერთკვირიანი მკურნალობის კურსის გავლა.
  • მკურნალობის პროცესში ნაყენი არ გადაყაროთ,დაყენება გრძელდება.
  • ამ მკურნალობისას სპირტიანი სასმელების მიღება არ შეიძლება,განსაკუთრებით ნაყენის მიღების დღეებში.

ამ მკურნალობის არსი იმაში მდგომარეობს,რომ მთელს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ითრგუნება ყველა ავადმყოფობის აღმძვრელი ბაქტერიები (ჯანმრთელი ბაქტერიები არ ითრგუნება) და მათ განლაგების  ადგილს წარმატებით იკავებს ჯანმრთელი,ადამიანისთვის საჭირო ბაქტერიები.

ჩამოთვლილის გარდა,ცნობილია,რომ ჰიპოკრატე ამ ნაყენით მკურნალობდა ჭრილობებს.ჭრილობაზე ედებოდა სუფთა ბამბის ქსოვილი,რომელიც წინასწარ დასველებული იყო ბროწეულის მშრალი ქერქის ნაყენში.ეს ქსოვილი უნდა ყოფილიყო სველი ჭრილობის შეხორცებამდე.

იმედია,გამოგადგებათ ეს ინფორმაცია 🙂

ჯანმრთელობას გისურვებთ!

12 responses to “ბროწეულის ქერქისგან დამზადებული საოცარი სამკურნალო საშუალება

  1. Pingback: სოდა — როგორც პანაცეა | Ketusi's Blog

  2. mzia ივნისი 16, 2016, 5:14 PM

    ნაყენი არ გადაყაროთო,და რამდენ ჯერზე გამოვიყენოთ და დარჩენილი ასი გრამი გადავასხათ თუ შეიდზლება მესამე დღეს გამოყენება. წინასწარ მადლობა

    • ketusi.com ივნისი 18, 2016, 2:36 AM

      იგულისხმება,რომ ნაყენში უნდა იყოს ქერქები,სანამ მას ვსვამთ….როდესაც სითხე გათავდება, ახალი უნდა გაკეთდეს.

  3. ანა სიფრაშვილი ივლისი 25, 2017, 5:28 PM

    2 თვის ბავშვისთვისაც შეიძლება ამ დოზის მიღება ?

    • ketusi.com ივლისი 28, 2017, 5:44 PM

      გამარჯობა, ანა,კონკრეტულად ჩვილი ბავშვისთვის რა დოზაა მიზანშეწონილი, სამწუხაროდ ,ვერ გეტყვით,,,ალბათ პროპორცია უნდა იყოს გათვალისწინებული

  4. ნენე აგვისტო 18, 2018, 1:39 PM

    ბავშვებში შესაძლებელია თუა არაა ?ამის შესახებ არის თუ არა ინფორმაცია?

  5. დათო ოქტომბერი 25, 2018, 3:41 PM

    ანუ ერთი დაყენება გყოფნის ორი დღეეე.

  6. rezo თებერვალი 28, 2020, 4:16 PM

    თქვენც იმ ოთახში უნდა იყოთ, სადაც ყენდებაო … ეს რა მისტიკაა, ექიმბაშისგან ხომ არ არის? რამე არაქრისტიანულს ნუ მოგვახვევთ თავზე …

  7. Sofo ივნისი 5, 2021, 11:19 PM

    Gamarjobat. Ukve ert welxe metia disbaqteriozi maqvs da veranairi wamlebit ver ganvikurne balaxeuli nayenic ki vcade da shedegi ar maqvs da mainteresebs ramdenad efeqturia broweulis qerqis nayeni? Da sxva preparati tu sheidzleba am nayenis paralelurad da romeli preparafis migeba sheidzleba. Gtxovt mipasuxot. Da 2 dge gvyofnis xom es nayeni?

შენი კომენტარი