Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Tag Archives: სამკურნალო

ბროწეულის ქერქისგან დამზადებული საოცარი სამკურნალო საშუალება

ბროწეულისამეცნიერო ლიტერატურაში გვხვდება ცნობები, რომ ჯერ კიდევ 2500 წლის წინ ექიმი ჰიპოკრატე დიზენტერიას 5 საათში კურნავდა,მაშინ,როცა თანამედროვე მედიცინას სჭირდება 100-ჯერ მეტი დრო.დეგრადაცია სახეზეა!

რამდენი უნიკალური პრეპარატი და მკურნალობის მეთოდია დაკარგული ვინ მოთვლის! დღეს დავიწყებული ცოდნის ახლიდან აღმოჩენა გვიწევს.უშუალოდ ბროწეულს რაც შეეხება, ძველად საქართველოშიც დაბლა მოყვანილი მეთოდით მკურნალობა იყო გავრცელებული,თუმცა, მოდით,მეცნიერული კუთხითაც შევხედოთ მის თვისებებს.

ამ პოსტში მინდა გაგაცნოთ რუსი მეცნიერის,გ.ი.გლუბოკის( Г. И. ГЛУБОКИЙ) მიერ დაპატენტებული სამკურნალო საშუალება,რომელიც უნიკალური თვისებებით გამოირჩევა.პრეპარატი მზადდება ბროწეულის ქერქის ნაყენზე.

განაგრძე კითხვა

ეგვიპტური ჩაი — კარკადე

ეგვიპტური ჩაიჩაის მოყვარული არასდროს ვყოფილვარ.ეს პაკეტის ‘ერთჯერადი’ ჩაი კი სასტიკად არ მიყვარს!ფოთლის ჩაი კი,ჩვენი,უფრო მიყვარს,მაგრამ მასაც ყავის ანალოგიურად ,საღამო საათებში ვერ მივირთმევ,რადგან მერე არ მაძინებს.არადა მეგობარს გურიაში წასვლისას  ვაბარებდი ხოლმე და ჩამოჰქონდა ოჯახის,მთელ-მთელი ფოთლის ჩაი.ისეთი სურნელოვანი იყო!

საღამოს,მეგობრები თუ მესტუმრებოდნენ,მათ კი გავუმასპინძლდებოდი ხოლმე ჩაით ან ყავით,მე კი ვერაფერს მივირთმევდი იმის გამო,რომ ვიცოდი—ღამე არ დამაძინებდა კოფეინის შემცველობა ჩაისა თუ ყავაში 🙂

რადგან ბალახეული ჩაიც არ მიყვარს, ძალიან კარგი გამოსავალი გამომიჩნდა ეგვიპტური ჩაის სახით.ბევრმა არ იცის ამ ჩაის შესახებ და ამიტომ ჩემი პოსტი ერთგვარ ინფორმაციულ დატვირთვასაც ატარებს 🙂

განაგრძე კითხვა