Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Tag Archives: ბავშვები

ყველა ადამიანი — ადამიანი არ არის,განსაკუთრებით ჩინელი (შოკისმომგვრელი ვიდეო)

cryშორს ვარ სტერეოტიპებისგან,შოვინიზმისგან და ფაშიზმისგან, თუმცა ნანახმა სრულად შემიცვალა მსოფლმხედველობა!

ერთეულ ადამიანებში  სისასტიკე თითქოს გასაკვირი არ უნდა იყოს,მართლაც არსებობენ იმდენად სასტიკი ადამიანები,რომლებისთვისაც ადამიანის ტანჯვა წარბს არ შეუხრის და ადამიანის სიცოცხლე მათთვის ფასეულობას არ წარმოადგენს.სისასტიკეს კიდევ რარაც ‘გამართლება’ აქვს ომიანობის დრო ან დანმაშავის დასჯვის დროს…

როდესაც ადამიანი სხვა ადამიანის სიცოცხლეს არაფრად აგდებს მით უმეტეს თუ  ეს სიცოცხლე 2 წლის ბავშვს ეკუთნის — ამას გამართლება არ აქვს!

როდესაც რამოდენიმე ადამიანი გულგრილად ავლის-ჩაუვლის სასტიკად დაშავებულ ადამიანს,მით უფრო 2 წლის ბავშვს— ამას გამართლება არ აქვს!

განაგრძე კითხვა

თოვლის ბაბუა VS სანტა კლაუსი

ყველა ბავშვს უყვარს ახალი წელი და საერთოდ, ბავშვებს დღესასწაულები უყვართ!უყვართ მრავალფეროვნება,ხალხმრავლობა,სიურპრიზები და საჩუქრები.ხალისით და უფროსის მიმართ რუდუნებით ყველა ეროვნების ბავშვი ხომ ერთმანეთს გავს!ყველა მშობელი ცდილობს დღესასწაულებზე ბავშვებისთვის განსაკუთრებული გარემოს შექმნას,მათ გამხიარულებას და დასაჩუქრებას.განსაკუთრებულია ამ მხრივ ახალი წელი–ის ხომ ჯადოსნური ღამეა,როდესაც ოცნებები ხდება და ბავშვები ნანატრ საჩუქრებს იღებენ და ამ ყველაფერს ზღაპრული პერსონაჟი აკეთებს.თოვლის ბაბუაა,ის ჯადოსნური პერსონაჟი,რომელიც ბავშვების წასახალისებლად და მათთვის ზეიმის განწყობის შესაქმნელად ჯადოსნური სამყაროდან მოდის!

განაგრძე კითხვა

ვარხალალა ზეიმები

’ვარხალალა’  რა სასაცილო სიტყვაა,ხო? ამ დიტყვის სინონიმია კიდევ ’დომხალი’ ,’ქოთქოთი’ –ეს სიტყვებიც საკმაოდ  სასაცილო ჟღერადობისაა 🙂 ცოტა უფრო ლიტერატურული შესატყვისი სიტყვა–არეულობა,ქაოსი!

მაგრამ დღეს მე რასაც შევესწარი ზუსტად რომ ’ვარხალალა’ იყო,და არ აქვს აზრი ,რომ გავაკეთილშობილოთ ეს მოვლენა და გინდაც ‘ქაოსი’ვუწოდოთ.მოვყვები თავიდან….

მეგობარს წავყევი დღეს თბილისი ცენტრალში,გასართობი ცენტრი ”მულტი-პულტი” აწყობდა ივენთს.

განაგრძე კითხვა

ყველაზე ტკბილი არსება

4 დღეა რაც ჩემი შვილი ჩამოვიდა,მანგლისში ისვენებდა თითქმის ორი თვე,ამ დროის მანძილზე 4 ჯერ ვიყავი ჩასული,ხან ვრჩებოდი ერთი-ორი დღე,ხან იმ დღესვე ჩამოვდიოდი.კვირის აქეთ თბილისშია უკვე და თითქოს ჯერ კიდევ ვერ მოვისიყვარულეთ ერთმანეთი,თან რაღაც შეცვლილიც მეჩვენება,გაზრდილი და როგორ ვთქვა არ ვიცი,ჭკვიანი ყოველთვის იყო, მაგრამ აი რაღაც უფრო დაბრძენებულიო თითქოს–აი ასე მეჩვენება.ხო, 15 წლისაა,ვინც არ იცის–დიდი გოგოა უკვე

ხოდა დღეს რაღაც განსაკუთრებული დღე გვქონდა მე და ხატიას და ეს ეიფორია თქვენც მინდა გაგიზიაროთ! გააგრძელე კითხვა

1 ივნისი–დღესასწაული ბავშვებისათვის!

ბავშვები  kids childrenეხლა რაღა დროსია,დამთავრდა ეს დღე და აგერ უკვე ახალიც დაიწყო,და დიდი არაფერი შეემატება ჩემი ამ პოსტით ბავშვებს,მაგრამ…

ბავშვებო,გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!!!
იყავით ბედნიერები –ამ სიტყვის აბსოლუტური გაგებით!
ბედნიერი ბავშვები ხომ წარმატებული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა! განაგრძე კითხვა

ბავშვები ოხუნჯობენ!!!

ამასწინათ მე და მია საიდანღაც მოვდიოდით და ვსაუბრობდით და პატარა ბავშვებზე ჩამოვარდა ლაპარაკი და მიას ’აღიარებები’ მოვისმინე.თურმე რამდენჯერ საჭმელი აივნიდან გადაუყრია,ან გადაუქცევია ნიჟარაში.ნუ,ეგ სიახლე არაა, მეც ’ცუდი მჭამელი’ ბავშვი ვიყავი და საათობით ვეჯექი მათლაფას,თუ გადაქცევას ვერ ვახერხებდი 😀 .მაგრამ მია თურმე წამლებსაც არ სვამდა, რამდენჯერ ენის ქვეშ ვმალავდი და მერე ვაგდებდი ხოლმეო კაპსულასო,და ასკილის ნაყენს რომ მასმევდი,იმასაც არ ვყლაპავდიოოოოოოო. კიდევ კარგი სუსტი ბავშვი არასდროს ყოფილა და მაინცდამაინც ხშირად არ ხდებოდა ავად,თორე რა სერიოზული შედეგი შეიძლება მოყოლოდა ასეთ საქციელს,ხო ხვდებით!
Read more of this post

დაგცხათ?––––მერე წადით მანგლისში

ზოგჯერ მაინც როგორ ჩამოცხება ხოლმე ქალაქში.თუ სხლიდან გადიხართ და თან საზოგადო ტრანსპორტით მოძრაობა გიწევთ ხომ სულმთლად ისიცხები.მაშინ ფიქრობ,ნეტავ ეხლა სადმე გრილ ადგილას ვიყო და გინდაც პოლუსზეო.პოლუსი შორსაა,სამაგიეროდ აგერ მანგლისია ახლოს,ხოდა წელსაც იქ გადავწყვიტეთ ზაფხულის დარჩენილი ერთი თვის გატარება,პრინციპში მე რა, მე ძირითადად თბილისში ვარ,ჩემი დაც, მარა აი ბავშვები კი მივაბარეთ საწყალ დედაჩემს,მერე რა რომ პატარები არ არიან,მაინც როგორი ყურადღება უნდათ!!!.
Read more of this post