Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

1 ივნისი–დღესასწაული ბავშვებისათვის!

ბავშვები  kids childrenეხლა რაღა დროსია,დამთავრდა ეს დღე და აგერ უკვე ახალიც დაიწყო,და დიდი არაფერი შეემატება ჩემი ამ პოსტით ბავშვებს,მაგრამ…

ბავშვებო,გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!!!
იყავით ბედნიერები –ამ სიტყვის აბსოლუტური გაგებით!
ბედნიერი ბავშვები ხომ წარმატებული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა!

ამ დღის ისტორიას იცნობთ?
იცით,რომ 1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღედ 1925 წელს ჟენევის კონფერენციაზე აღიარეს.მას მერე ის ყოველწლიურად აღინიშნება.

ის საბჭოთა კავშირის არსებობის დროსაც აღინიშნებოდა,შესაბამისად,მაგრამ რადგან ეს საერთაშორისო დღეც არის,’გადაურჩა’ კომუნისტურ ’გადმონაშთის’ შერქმევას,ასე რომ კვლავ ავღნიშნავთ!თან ყოველ წელს სულ უფრო მეტი და მეტი ზარ-ზეიმით,როგორც იტყვიან–და ეს ძალიან მომწონს! დამეთანხმებით ალბათ,რომ ბავშვები იმსახურებენ მათთვის კუთვნილ ერთ დღეს! ამ დღეს თბილისის პარკებში უამრავი კონცერტი,შოუ გამოფენა თუ სხვა გასართობი სანახაობა იმართება,ტელევიზიით გადის სპეციალური სავბავშვო პროგრამები,ეწყობა საქველმოქმედო აქციები!.მოკლედ,ყველგან ბავშვებს ანებივრებენ :*

ამ დღეს მეც სულ მიმყავდა ხოლმე ხატია ხან ვაკის პარკში,ხან ზოოპარკში.ახლა კი უკვე დიდია და ’საბავშვო’ გართობა აღარ აინტერესებს.ეხლა სულ სხვა რამ უნდა და მეც,არ დავიზარე და პირდაპირ რომ ვთქვა–ვასიამოვნე!

ამ დღეს სკოლა მაინც ფუნქციონირებდა,ხოდა სკოლის მერე დავპატიჟე Mc’Donalds-ში.’დავპატიჟე’–იმიტომ,რომ მე მარჯანიშვილზე სამსახურში ვიყავი,და მესიჯი მივწერე,თუ გინდა გამოდი და ნაყინზე დაგპატიჟებ მეთქი :)–სკოლის მერე რა თქმა უნდა გამოვიდა,აბა ამას ’გამაზავდააააააა’ .ხოდა, გეახელით ნაყინი და ჰამბურგერები,მერე წავედით ტელეფონის სანახავად.მალე დაბადების დღე აქვს და რა ტელეფონიც უნდა ის ’ხელში დავაჭერინე’ –აბა ეგებ ინტერნეტში ნანახი მოსწონს და რეალში არ მოგეწონოს-თქო ! 🙂 .ნუ,მოეწონა კიარადა ძალიან მოეწონა!მერე კი ყველაზე სასიამოვნო მონაკვეთი დაიწყო–ვიშოპინგეთ! ორი კაბა,ჟილეტი(უკან ინგლისის დროშა ახატია) და ’ბალეტკები’ ვუყიდე(მეც ’გამოვლკარი ხელი’ ერთ ხაკისფერ კაბას 🙂 ) ,დაღლილები მოვედით სახლში,კიარადა დედაჩემთან შევიარეთ,აბა ხომ უნდა გვეჩვენებინა ჩვენი შენაძენი ბებოსთვისაც 🙂 .ხოდა სასიამოვნო ამბავი ამით არ დამთავრდა,წინა პოსტში ვწერდი(იხილეთ აი აქ ),რომ პატარა ლეკვი გვყავს დედაჩემთან,ხოდა,ეს ჩვენი დუჩი წამოვიყვანეთ ჩვენთან ერთი დღით–მთელი საღამო სულ ხელში ყავდა ხატიას,მასთან ერთად დაიძინა!ძალიან ისიამოვნა.

ხოდა იმას ვამბობდი,რომ როგორც შემეძლო ჩემს შვილსაც ისე ვასიამოვნე 🙂

ამაზე დიდი ბედნიერება ხომ არ არის,როდესაც ბედნიერ ბავშვს ხედავ!

ძალიან მინდა,რომ ყველა ბავშვი იყოს ბედნიერი!

ჩემო კარგებო,კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ამ დღეს!
ყველანი მიყვარხართ!

Advertisements

6 responses to “1 ივნისი–დღესასწაული ბავშვებისათვის!

  1. Chiamaria ივნისი 2, 2011, 10:31 AM

    რა კარგია ❤ მეც დაახლოებით ასე წარმომიდგენია ჩემი შვილებისთვის მიძღვნილი დღეები 😀 ჯერ იქამდე ძალიან შორია, მაგრამ 🙂 ფიქრს ვინ მიშლის

  2. Grio ივნისი 2, 2011, 10:47 AM

    მეც მთელი დღე გარეთ ვიყავი ჩემს მიაკოსთან ერთად. საღამოს კონცერტი ჰქონდა უნივერსიტეტში. ბევრი ნაყინი ვჭამეთ. მერე ბულვარში გავისეირნეთ და ა.შ

  3. მოლი ბლუმი ივნისი 2, 2011, 11:18 AM

    რა კარგი დღე მოგიწყვია 🙂 წარმომიდგენია, როგორ გაიხარებდა შენი შვილი 🙂

    • ketusi ივნისი 2, 2011, 1:17 PM

      ნამდვილად ორივემ ვისიამოვნეთ,კარგა ხანია ამ სკოლის გადამკიდე ერთად ვერ გავდიოდით ამდენი ხნით,გუშინ კი გაითავისუფლა ყველაფრისგან თავი

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: