Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ყველაზე ტკბილი არსება

4 დღეა რაც ჩემი შვილი ჩამოვიდა,მანგლისში ისვენებდა თითქმის ორი თვე,ამ დროის მანძილზე 4 ჯერ ვიყავი ჩასული,ხან ვრჩებოდი ერთი-ორი დღე,ხან იმ დღესვე ჩამოვდიოდი.კვირის აქეთ თბილისშია უკვე და თითქოს ჯერ კიდევ ვერ მოვისიყვარულეთ ერთმანეთი,თან რაღაც შეცვლილიც მეჩვენება,გაზრდილი და როგორ ვთქვა არ ვიცი,ჭკვიანი ყოველთვის იყო, მაგრამ აი რაღაც უფრო დაბრძენებულიო თითქოს–აი ასე მეჩვენება.ხო, 15 წლისაა,ვინც არ იცის–დიდი გოგოა უკვე

ხოდა დღეს რაღაც განსაკუთრებული დღე გვქონდა მე და ხატიას და ეს ეიფორია თქვენც მინდა გაგიზიაროთ!

დღეს შუქი არ გვქონდა მთელ უბანში, არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ არ იყო და ’ვსიო’!სახლის კოლექტიურ დალაგებას რომ მოვრჩით,საქმე რომ აღარაფერი გვქონდა(კომპიუტერთან დაჯდომას ვერ ვახერხებდიტ და !) ,ერთი თაროს ლაგება დავიწყე,სადაც ხატიას ბავშვობისდროინდელი ნახატები მომხვდა ხელში.

ძალიან ბევრი რამე მაქვს შენახული ჩემი შვილის ბავშვობას რაც მომაგონებს :მისი ნახატები,ნაწერები,სკოლის პირველ-მეორე კლასის რვეულები,სასაჩუქრე ბარათები თავის ხელით რომ მიკეთებდა ხოლმე,მოჭრილი ოქროსფერი თმის კულულები!ვათვალიერეთ და ჩაბჟირებამდე ვიცინეთ ზოგიერთ სურათზე.

ბაყაყი თხილამურებზე და ცისარტყელა( 5 წლისამ)

გოგონა თხილამურებზე და ზღვის კუ (5 წლისამ)

ეს თხილამურები და კუს ხატვა აჩემებული ქონდა ერთი პერიოდი 🙂
სამივესაც გვხატავდა :

ამ სურათზე იცინოდა დღეს — შენ რა მხარბეჭიანი დაგხატეო 🙂

უამრავი ნახატი მომიძღვნა(როგორც ყველა ბავშვს ახასიათებს),ყველაში მიწერდა ხოლმე,რომ ძალიან ვუყვარდი 🙂 (ხო, 5 წლისამ წერა-კითხვა იცოდა,თუმცა წერა ცოტა უშნოდ გამოსდიოდა 🙂 )

5 წლისამ

ამ სურათშიც კუები აქვს დახატული 🙂
ხო, ყველაზე საინტერესო იყო მისი წერილები რომლებსაც სწერდა თოვლის ბაბუას!8 წლის ასაკამდე სჯეროდა თოვლის ბაბუის,იმიტომ რომ საჩუქრებს ყოველთვის იღებდა!მეც ძალებს არ ვიშურებდი, რომ ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო და ჯადოსნური ყოფილიყო.აი რა ხდებოდა:
ხატია წერდა წერილს,ეს ჩემგან დაფარულად იწერებოდა,მერე სახლის ზღურბლზე ვტოვებდით ხოლმე,მე ჩუმად მივიდოდი და ამ წერილს ავიღებდი ხოლმე,მერე თვითონ რომ გაახსენდებოდა და წერილის სანახავად გავიდოდა,აჟიტირებული მომვარდებოდა ხოლმე–დე,თოვლის ბაბუამ წაიღო ჩემი წერილიო! 🙂 აი რამოდენიმე წერილის ასლი :

ეს წერილი 28 პუნქტიანია 🙂 ,7 წლისამ

8 წლისამ

ახალ წელს,მიას მამამისი რომ შუშხუნების სასროლად გაიყვანდა აივანზე,მე კარებზე ზარს დავრეკავდი—სირბილით მივარდებოდა ხოლმე კარებს,გააღებდა და ჰოი საოცრებავ! საჰაერო ბუშტებშებმული ბრჭყვიალა ქაღალდში გახვეული,ლამაზი ბაფთით შემკული ამანათი ხვდებოდა.რა სიტყვები უნდა მოვიშველიო იმ აჟიოტაჟის და სიხარულის გადმოსაცემად არ ვიცი,რაც იმ წუთებში ჩემს სახლში ხდებოდა!უბედნიერესები ვიყავით ჩვენ შვილს ასეთ გაბრწყინებულს რომ ვხედავდით!
(ხო, ეს საჩუქარი მანამდე საგულდაგულოდ ინახებოდა კარადაში,დაბერილი ბუშტებითურთ,კიდე უფრო ადრე კი,ამ თოვლის ბაბუის წერილით ხელში მოვლილი მქონდა ხოლმე ბაზრობები(მე და ჩემი და ერთად დავდიოდით–ჩემი დისვილისთვისაც მოჰქონდა თოვლის ბაბუას სჩუქრები,აბა რა ), რომ ყველაფერი მეყიდა,რაც უნდოდა!თითქმის ყოველთვის ყველაფერი მოჰქონდა ჩვენს თოვლის ბაბუას 🙂 !
ამ ნახატების თვალიერებას რომ მოვრჩით და წერილები წავიკითხეთ,პაწაწინა ხატიას რვეულს ’ჩავუჯექით’ .მის დაბადებისთანავე ვაწარმოებდი დღიურს, სადაც ყველაფერი მიწერია:რომელ თვეში რამდენს იწონიდა,რას ჭამდა,რა უყვარდა, როდის იყო ავად და როგორ ვმკურნალობდით,როდის რა ისწავლა,როდის ამოეჭრა პირველი კიჭი,როდის გაიარა(სხვათაშორის 26 მაისს გაიარა,11 თვის ასაკში),პირველი სიტყვა,როგორ რას ამბობდა—სულ ყველაფერი მიწერია.
აი მისი პირველი ხელის ანაბეჭდი,აქ ხატია 1 წლის და 1 თვისაა

ასე გავატარეთ მე და ხატიამ ნახევარი დღე მისი ბავშვობის გახსენებაში,გავიხსენეთ ყველა ის სიტყვა,რასაც იძახდა ხოლმე : ’ხახუსიაია’–დახურე ან გააღე,’ბუტატა;–ფორთოხალი,’პუწ-პუწი’- მულტფილმი,’ბუსი’-ბოთლი.უFF კიდევ რამდენი ერთი გავიხსენო…..
ძალიან მიხარია,რომ მაინც გამოვნახავდი ხოლმე დროს და ამ დღიურებს ვაწარმოებდი!ეხლა ეს ნამდვილი სიმდიდრეა ჩემთვის! ყოველთვის ხელთ მაქვს ჩემი შვილის პატარაობის დეტალები,რაც აუცილებლად დამავიწყდებოდა, რომ არა ეს დღიურები და გინდაც ეს ნახატები!თვალიერებისას ხვდები,როგორი ბედნიერი ხარ,ცოცხლდება მოგონებები და ხვდები,როგორ გიყვარს შენი შვილი!
ჩემი რჩევაა, რომ ყველა დედამ გააკეთოს ეს!არ ინანებთ!ეს არის პოზიტივის წყარო,რომელიც ბედნიერებით გვავსებს!ჩვენი შვილები ხომ ჩვენი ყველაზე ტკბილი არსებები არიან!

იყავით ბედნიერები!!!
დიდი სიყვარულით,თქვენი ქეთუსი!

21 responses to “ყველაზე ტკბილი არსება

  1. tetiko აგვისტო 26, 2011, 2:57 AM

    haha chemi deidashvilia :DD rogor maxsovs dedbistvis rom vxatavdit xolme raagaceebs 😀 da tovlis babuas rom vuwerdiit sachuqrebis sias, didi xani gvjeroda 😀 rogori gulis fancqalit velodebodit tovlis babuas 😀 chveni tradiciac ar damaviwydeba 😀 heeeh magari iyo da arasdros damaviwydeeba

    • ketusi აგვისტო 26, 2011, 4:45 PM

      კი,ძალიან საყვარლები იყავით,მართლა დაუვიწყარია ეს ყველაფერი.
      საჩუქრების სიას რომ ვკითხულობდით,ხატია იცინის–პასტებს არ მყიდულობდით ხოლმეო?–არადა გახსოვს,სულ ბრჭყვიალა პასტები გქონდათ ხოლმე,მაგრამ თოვლის ბაბუას მაინც აბარებდით,და კიდე თოვლის ბაბუის გამოსახულებიანი ცელოფნები ეწერა ხატიას,მოვკვდით სიცილით !

  2. Keti აგვისტო 26, 2011, 9:24 AM

    რა საყვარელი პოსტი დაწერე :* მეც მომინდა, ჩემი სიმდიდრე გადამეთვალიერებინა – ვიცინე და ვიტირე ერთდროულად… სიყვარულით 🙂 ჩემი შვილი თოვლის ბაბუას ასეთ წერილს სწერს: შენ არ იფიქრო, რაღაცეებს რომ ვუტან (მომაქვს კი არა – ვუტან :)), იმიტომ ვუყვარვარო. არაფერი რომ არ მომიტანო, მაინც ძალიან მეყვარები, მაგრამ თუ შეგიძლია… და ა.შ. ღმერთო, როგორ არიან ასე საყვარლები! მეორე კლასში დაწერილ თხზულებაში კი უწერია: ჩემი დედიკოს ქმარი ფილიპ კირკოროვი მინდა იყოსო… მახსოვს, სიცილისგან ვკიოდი, რომ წავიკითხე. ჩემი სიცოცხლე! – ახლა 20 წლის დინოზავრია, მე კი ისევ იმ პატარა, ტკბილზე ტკბილი ბიჭივით მიყვარს. გმადლობ, ქეთუსი, საშუალება, რომ მომეცი, ეს ყველაფერი გამეხსენებინა. რომ ამბობენ ხოლმე, შვილი დედის ამაგს ვერ გადაიხდისო, ტყუილია – რასაც ეგენი სიხარულს გვანიჭებენ, აქეთ ვართ ვალში 🙂

    • ketusi აგვისტო 26, 2011, 4:50 PM

      დიდი მადლობა
      მიხარია,რომ პოსტმა მიზანი გაამართლა 🙂
      ფილიპ კირკკოროვის ამბავი მაგარი იყო 😀
      მართალი ხარ,ბავშვის გაზრდა იმხელა სიხარული და სიამოვნებაა,რომმართლაც ვალში ვართ.
      ღმერთმა სულ ბედნიერი დედიკო გამყოფოს.

    • Keti Go თებერვალი 6, 2012, 9:20 PM

      ამ კომენტარის ავტორი მე ვიყავი, უბრალოდ, გრავატარი არ მქონდა – ჯერ ვიმალებოდი :))

  3. tetiko აგვისტო 26, 2011, 5:06 PM

    vaime tovlis babuian celofnebze xo chkua gveketeboda :DDD yovel wels gvewer tojina da kaliaska :DDD ertxel maxsoovs ertnairi zedeb ro gviyideet :DD me sanam 12dadgeboda mindoda damenaxa tovlis babu da skamzer vdgebodi da vichkitebodi xolme :DDD

  4. Mallorie აგვისტო 26, 2011, 5:54 PM

    ქეთუსიკო, რაღაცნაირად მეც გადმომედო თქვენი ბედნიერება. თვალებგაბრწყინებული ვკითხულობდი… კარგი დედა ხარ ძალიან, ძალიან…
    კანკაულატორზე ვიცინე ძალიან ბევრი… ნეტავ, ეგ რაღად უნდოდა? 😀
    ჩემი ბავშვობა გამახსენდა… < 3

  5. Mia.. : >> აგვისტო 26, 2011, 8:08 PM

    დეეეეე : >> ძაან კარგი პოსტი გამოგივიდა ^^ ბაყაყი თხილამურებზე იყოოოოოო ძაან მაგარი :D:D:D კი ეს კუები ძაკლიან მიყვარდა სუუ მაგეებს ვხატავდი 😀 / თოვლის ბაბუ tetiko -სი არ იყოს ძალიან გვხაროდა ხოლმეეე ^^ მეე წერილს რო დავწერდი თავისი ცერემონიები მქონდა 😀 ჯეეერ პირჯვარს ვიწერდი , რო დავწვებოდი მერე ბალიშისქვეშ ვიდებდი აუცილებლად და მეორე დილით ვდებდი კარების ზღურვლტან და მჯეროდა რო წაიღებდახოლმეეე და როდავდებდი სუუ საჭვრიტინოში ვიხედებოდი ხოლმე ფეხისნაბიჯებს რო გავიგებდი, იქნებ დავინახო თოვლისბაბუათქო :D:D

    • ketusi აგვისტო 26, 2011, 9:06 PM

      ხო,დე, ვიცი,როგორ უთვალთვალებდი წერილს,და მეტა იცოდე როგორ გითვალთვალებდი შენ მე,რომ დრო მეხელთა და ამეღო წერილი 🙂

  6. neandertalely აგვისტო 27, 2011, 12:52 PM

    vaime mec sul bloknotebs furclebs da ,,kankulators” vtxovdi xolme tovlis babuas :D:D:D:D kargi iyoo momewona : ))

  7. teennewson აგვისტო 28, 2011, 1:02 AM

    კარგი იყო მომეწონა….. ხატიამ დედამისით უნდა იამაყოს… : )

  8. tetiko აგვისტო 28, 2011, 9:47 PM

    ხატია დედით ამაყობს მე კიდე დეიდათო… :** დეი ყველაზე ძალაინ მიყვარხარ ❤

  9. beso აგვისტო 29, 2011, 12:45 AM

    xati es Seni namuSevrebia gamofenili….))))))

    ramagrebiaaa))))))

    tovlis babus rom wer da ბს rom gadmogitania magaze vixalise magari))))

  10. Chiamaria აგვისტო 30, 2011, 10:59 AM

    ❤ როგორი თბილი პოსტი იყო. მეც ჩემი ძველი ნახატები და ჩანაწერები გამახსენდა. დედაჩემი დიდი რუდუნებით ინახავს ყველაფერს. დიდი ხანია არ გადაგვითვალიერებია. ეხლა ქალაქში არაა, ჩამოვა და ამ საქმესაც არ გადავდებთ 🙂

    • ketusi აგვისტო 30, 2011, 11:41 AM

      მადლობა :*
      მართლა ძალიან კარგია,რომ ინახავს,უდიდეს სიამოვნებას მიიღებთ ამ ყველაფრის თვალიერებისას.:)

შენი კომენტარი