Ketusi's Blog

take it easy,it's just life

მე და ჩემი ხელსაქმე

ქსოვა

ჩემ ბავშვობაში არ იყო იმდენი მზა ტანსცმელი,როგორც ეხლა არის დახლებზე,რასაც კარგს ვყიდულობდით,ისიც ‘სპეკულანტებისგან’ და მასზეც დასწრება იყო.ამიტომ თვითონ პირობები გვაიძულებდა გვცოდნოდა ქსოვაც(ჩხირითაც და ყაისნაღითაც) ,ქარგვაც და კერვაც.თუმცა აქაც მეტ- ნაკლებად დაინტერესებულები იყვნენ,მაგრამ ზოგადად,ხლსქმე ჩვეული ამბავი იყო.ეს ყველაფერი ზალიან გამომადგა,როდსაც სვილი მეყოლა.ისეთ ლამაზ ჯემპრებს,ჟაკეტებს,შარვლებს და ქუდებს ვუქსოვდი ხოლმე!ნუ,ფჩუჩებსა და წინდებზე აღარც ვიტყვი :).


დღეს ეს უკვე ჰობის სახეს იღებს,თუმცა უნდა ითქვას,რომ მეტად ფასობს!ადამიანს თუ აკურატული ქსოვა შეუძლია, კარგ ფულსაც იშოვის დაინტერესების შემთხვევაში.მე, მაგალითად 10-12 წლის წინ ჩამივარდა სიტუაცია, რომ მოთხოვნადი იყო ხელსაქმე და შეკვეთითაც ვქხოვდი მაისურებს და მოსაცმელებს,ვკერავდი დეკორატიულ კოსმეტიკის ჩანთებს,.ისე,კარგი ფულიც კი ვიშოვე მაშინ,მაგრამ ეს მაინც ჩემთვის ჰობი უფრო იყო,ვიდრე საჭიროება და ენთუზიაზმი დიდხანს არ გამყოლია,მერე მხედველობამ შემაწუხა და ჩემი საკუთარი ნამუშევარიც(ფერად-ფერადი ჩიტები ხის ტოტზე),რომელსაც ნემსით ვქარგავდი,უკვე ლამის ფინალამდე მისული მივატოვე, ასევე ხელის მანქანით დაწყებული სუფრის დაქარგვასაც შევეშვი.არადა დღესაც მეხვეწევა დედა,რომ მივუბრუნდე ხელსაქმეს,ჩემი ორი ნაქარგი ჩარჩოში აქვს ჩასმული და ყველას,ვისაც თვალში მოხვდება,სიამაყით ეუბნება,რომ ეს ჩემი შვილის ნაქარგებიაო :),თან ერთი იისფერ ატლასის ფონზე ამოქარგული მერცხლებია,მეორე კი კალათია შიგ იისფერი ყვავილებით და ერთი დიდი ყაყაჩოთი.თუ არ დამეზარა, სურათებსაც დავდებ მერე.

ქსოვა

მართალია,ეს სურათი ინტერნეტში ვნახე, მაგრამ ამაზე ლამაზები მაქვს თავის დროზე ჩემი შვილისთვის და ახლობლების ბავშვებისთვის დაქსოვილი 🙂

მოკლედ,პრაქტიკულად ყველაფერი ვიცი:ქსოვა ჩხირებით და ყაისნაღით(ნებისმიერი სირთულის),ქარგვა საკერავი მანქანით და ასევე ხელით(ყველა ტიპის თან,ჯვარედინის ჩათვლით),საკერავი მანქნით ქსოვილზე ბადის გაკეთება,ხელოვნური ყვევილების გაკეთება(ეხლაც მაქვს ინსტრუმენტი),ვიცი ბუმბულებით კომპოზიციების გაკეთება,მაკრამე(აი ეს ცოტა დამავიწყდა),კერვა(ნუ,ეს უფრო მარტივი რამეების),ბისერით ქარგვა,მძივებიტ სამაკულის გაკეთება,კვერცხის ბისერით გაფორმება,მარტყლის ფთილით ძაფის დართვაც კი (მასწავლა ბებიამ),ასევე გაჩეჩვაც.

აი ემწუთას ჩემი მოქსოვილი შალის ფაჩუჩები მაცვია :).ზედმეტ თავის ქებაში ნუ ჩამომართმევთ,მაგრამ იმასაც აღვნიშნავ,რომ ამ ყველაფრის გაკეთება უკიდურესი აკურატულობიტ მეხერხება.თინეიჯერი ვიყავი, როდესაც მთელ სამეზობლოს და სანათესაოს პატარა ბავშვებს ნახატით გაფორმებული ფაჩუჩები და წინდები დავუქსოვე.ბებიაჩემი მეტყოდა ხოლმე,რომ ‘ფაბრიჩნი’ ხელი გაქვსო,რაშიც მოიაზრებდა ზედმიწევნით აკლურატულობას,რადგან საქსოვ დაზგაზე ნაქსოვს გავდა ჩემი ნამუშევრები 🙂 . ისე, სულ მინდოდა საქსოვი დაზგა მქონოდა, მაგრამ ძვირი ღირდა და ვერ მიყიდა მაშინ მშობლებმა, მერე კი ვერც ვიცლიდი(სკოლა რომ დავამთავრე და უმაღლესში ვსწავლობდი,სადღა მეცალა ხელსაქმისთვის).

ეხლაც პერიოდულად მაქვს ხოლმე მოთხოვნილება, რომ რაიმე დავქარგო ან მოვქსოვო, მაგრამ ხან დრო არ მქვს და ხან თუ დრო მაქვს—არ მახსნდება!არადა,კარადაში ეხლაც მილაგია ჩემი დაქარგული პატარა სუფრა თავისი ხელსხოცებით,ორი კომპლექტი დამრჩა სახსოვრად, დანარჩენები გავაჩუქე :),ასვე წლების წინ დაქსოვილ წინდებს და ფაჩუჩებს,როგორც ზემოთ ვახსენე,ზამთარში ვხმარობთ.ჩემი შვილი ამასწინათ დაინტერესდა ქსოვით და მეც მასინვე ყველა საქმე მივატოვე,მოვძებნე კარადასი ჩხირები და ძაფი და სწავლება დავუწყე,თავიდან უჭირდა,მაგრამ მერე მსვენივრად აუღო ალღო და 10 სმ ნი9მუშიც მოქსოვა,თუმცა ეს მარტო იმ საღამოს,მას მერე აგერ უკვე 2 კვირა გავიდა და ისევ ისეა მიტოვებული საქსოვი….მაინც იმედი,მაქვს,რომ ტყვიტონ მოისურვებს და ყველაფერს ისწავლის ჩემგან(ისე, შევატყე,რომ აკურატულობაში მგავს,თუმცა მოთმინება აკლია).

ამასწინათ გამოქვეყნებული ამ პოსტის კომენტარებმა გამახსნა ეს ჩემი საქმიანობა,რადგან გამოხატეს სურვილი თვითონაც ესწავლათ ქსოვა.ამ წუთას არ მაქვს პირობები,რომ ჩემით გავაკეთო გაკვეთილი(ვებ კამერას დაინსტალირებას თუ მოვუხერხე რამე,მერე კი),ამიტომ ამ ,შემდეგ პოსტში ქსოვის გაკვეთილებს შემოგთავაზებთ.სახლში უამრავი სასწავლო მსალაც მაქვს და თან და თან მომდევნო პოსტებში დასკნირებულ ვარიანტს დავდებ.ასე რომ ჩემი ბლოგი კიდევ ერთ კატეგორიას დაიმატებს :’ხელსაქმე’ .ვისაც გაინტერესებთ,ხშირად შემოიარეთ ხოლმე,რათა სიახლე ნახოთ.

მომავალ პოსტამდე გემშვიდოდებით და წარმოგიდგენტ იმ მცირედს,რაც ჩემი ხელსაქმიდან შემომრჩა!

ქარგვა

ჩემი ერთ-ერთი პირველი ნამუშევარი.მანქანით ქარგვა.ამ კომპოზიციას ზუსტად იგივე მეორე ნაწილიც ქონდა, მაგრამ დედაჩემმა ‘წამართვა’ და ცარჩოში აქვს ჩასმული,მე კი ისევ ისე უყურადრებოდ მაქვს 🙂

ქარგვა

ხელით ნაქარგი,ჯერაც დაუსრულებელი კომპოზიცია (მახსოვს,რარაც განსაკუთრებული ნცრისფერი ძაფი ვერ ვიშოვე,და დარჩა ჩიტებს კუდები დასამთავრებელი,სხვა დეტალებიც არ არის დასრულებული)

ქარგვა

საკერავი მანქანით დაქარგული ხელსახოცების ორი კრებული

ქსოვა

წლების წინ მოქხოვილი ზედა,ჩხირითმ არის მოქსოვილი,საყელო და მანჟეტები–ყაისნაღით.

კერვა

ამგვარი ქისებიდან მარტო ეს და ერტი ჭრელი დამრცა,რომელიც ვერ ვიპოვე სად შევინახე.ამგვარ ქისებს სხვადასხვა ფაქტურის და ფერისას ვკერავდი 🙂

ქსოვა

ამ წუთას ჩემი მოქსოვილი მოკლე წინდა,’ფაჩუჩები’ მაცვია 🙂
ამაზე თბილს ზამთარში ვერაფერს ჩაიცვამს ადამიანი 🙂

პოსტი ამ თემაზე : ვსწავლობთ ქსოვას

21 responses to “მე და ჩემი ხელსაქმე

  1. იალინდა მარტი 18, 2012, 5:04 PM

    ყოჩაღ ქეთუსი 🙂 ქალი ხელსაქმით ფასობს!

    • ketusi.com მარტი 18, 2012, 5:08 PM

      მადლობა.ისე, ამ პოსტის წერისას გული დამწყდა,რომ იმდნი რამ მაქვს გაკეთებული და პრაქტიკულად არაფერი შემომრჩა.

  2. Pingback: როგორ ვატაროთ ნაქსოვი ჯემპრი ან ჟაკეტი « Ketusi's Blog

  3. Mari მარტი 18, 2012, 5:13 PM

    რა კარგია, ყოჩაღ!.. მეც ვქსოვ და ვფიქრობ ბლოგზე რამე გავაკეთო ამ თემასთან დაკავშირებით, ტუტორიალების და მსგავსი რამეების სახით. ქარგვა კი ადრე მიყვარდა, მაგამ მხოლოდ დეკორატიული ნივტების გამო მეზარება თვალების ატკიება.

    • ketusi.com მარტი 18, 2012, 5:16 PM

      ძალიან კარგი,თუ გეხერხება,პატივს ვცემ ახალგაზრდას,ვისაც ხელსაქმე ეხერხება.
      ხო, ტუტორიალებს მეც დავდებ ,უკვე მზად მაქვს ერთი პპინციპში დ ან საღამოს ან ხვალ დავდებ 🙂

  4. takojabauri მარტი 18, 2012, 5:19 PM

    ხელსაქმით ხალხი ფულს შოულობს მამაჩემი სულ მებუზღუნება ისწავლეო, ადრე კი ვიცოდი მაგრამ დამავიწყდა ქეთუსი შენს გაკვეთილებს სიამოვნებით დაველოოდები :))

    • ketusi.com მარტი 18, 2012, 5:22 PM

      კი, თაკო, ნამდვილად შოულობენ,მეც ვიცნობ ერთ გოგონას,რომელიც თავისთვისაც იქსოვს და შეკვეთებსაც იღებს.ისედაც,ვტვლი, რომ ყველა ქალს უნდა ეხერხებოდეს,ისევე როგორც საჭმლის მომზადება.
      აუცილებლად დავდებ გაკვეთილებს,სხვა თუ არა, არც მეგონა ასეთ დაინტერესებას თუ გამოიჩენდიტ,ასე რომ ჩემი სტიმული ხართ

  5. Mallorie მარტი 18, 2012, 5:29 PM

    ძალიან მაგარი ხარ, ქეთუსი! ❤ =-

  6. tami მარტი 18, 2012, 5:59 PM

    ჩემი ჰობია ხელსაქმე. მე ქსოვა და სამკაულების დამზადება მეხერხება.. ჩემი მეზობლის და ჩემი ბავშვები, ჩემი დაქსოვილი ნაირნაირი ქუდებით და შარფებით დადიან . მეგობრები და ნათესავები კი აქსესუარებით..

  7. ფერადი მარტი 18, 2012, 7:53 PM

    მშურს ვისაც ასეთი რამეები ეხერებათ. მე ძაან უხელთური ვარ ამ საკითხში. ბავშვობაშ ყველაფერს ვაკეთებდი, კიდევაც ვკერავდი ჩემთვის და ვქსოვდი კიდეც რაღაც რაღაცეებს, მაგრამ ეხლა არა…. ნერვები აღარ მყოფნის.არც გამომივა კიდეც რომ მოვინდომო. ყიჩაღი ხარ ქე. მომეწონა. ერთი შენი შემოქმედების ნახელავი სახლში მიკიდია კედელზე)))) ვოტ

  8. Pingback: ვსწავლობთ ქსოვას « Ketusi's Blog

  9. ლიზიკუნა მარტი 19, 2012, 1:32 PM

    ფერადის კომენტარი ჩემია ქე. მისი გვერდიდან დამიკომენტარებია არ ვიცოდი. ))))) მიითვისა ფერადმა) მარა ისე ეგ სულსწრაფია მართალია))

  10. ჭიამარია მარტი 20, 2012, 9:26 AM

    მეც ვქარგავდი და დედაჩემი ახლა აპირებს მათ ჩარჩოებში მოთავსებას 🙂

  11. Pingback: როგორ შევქმენი სილამაზე — Ke Li Decor | Ketusi's Blog

შენი კომენტარი