Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Category Archives: პირადი

ქეთუსი იკეთებს წინსაფარს…..

ketusi.comთქვენ ზუსტად იცით თქვენზე რა წარმოდგენა აქვს თქვენს ნაცნობებს?არა,მეგობრებს და ნათესავებს არ ვგულისხმობ.აი უბრალოდ ნაცნობებს— ვისაც მარტო ესალმებით,ან ზოგჯერ მოიკითხავთ ხოლმე,ან რაიმე წვრილმანი საქმე გაკავშირებთ…. ამასწინათ აღმოვაჩინე,რომ ჩემზე ოდნავ მცდარი წარმოდგენა ექმნებათ,თუმცა არ ვიცი ეს უნდა მესიამოვნოს,თუ მეწყინოს 🙂 ძალიან ხომ არ დაგაინტრიგეთ? ეხლავე აგიხსნით ყველაფერს.

განაგრძე კითხვა

ახდენილი ოცნებების ქალაქი

morningჩიტების ჭიკჭიკმა გამაღვიძა,რა საიამოვნოდ ჟღურტულებენ :)პირველ რიგში ფანჯარას გავხედე,ნაწილობრივ აწეული ჟალუზის მიღმა ხეები მშვიდად იდგნენ—ესეიგი ქარი აღარაა,რა ბედნიერებაა,თანაც,უჩვეულოდ თბილა!”წამოდი ჩემთან,მე შენ გასწავლი ფრენას!’—ნეტა ვიცოდე საიდან მოვიტანე ეს სიმღერა,ეტყობა სიზმარში ვნახე რაღაც და ეხლა ამეკვიატა…

განაგრძე კითხვა

მე მიყვარს ჩემი სივრცე

სივრცემე მიყვარს ჩემი სივრცე….

მე მიყვარს ჩემი სივრცე ,რადგან ის არის მრავალგანზომილებიანი და მისი საზღვრები მხოლოდ ჩემი პრინციპებია.

ჩემი სივრცე სავსეა სხეულებით და მოვლენებით,რომლებიც აქვთ ერთმენეთის მიმართ გარკვეული მდბარეობა.

დიახ,დიახ,მე კარგად მოვირგე სივრცის მათემატიკური მოდელი.

ყველაფერში კანონზომიერება მეფობს!

განაგრძე კითხვა

დღევანდელი საგაზაფხულო შოპინგის შესახებ !

დღე მშვენივრად დაიწყო — მშრალი ამინდი,ზომიერი სიცივე,მზე!

თუმცა,სულ რომ ცა ჩამოქცეულიყო,მე და მია მაინც წავიდოდით საყიდლებზე, რადგან ამ თავისუფალ დღეს მთელი კვირა ველოდით,რომ ‘გემრიელი’ შოპინგი მოგვეწყო!

განაგრძე კითხვა

რა იყო და რა იქნება

კიდევ ერთი წელი გავიდა,კიდევ ერთი წელი მომემატა,კიდევ ერთი წელი ვიცოცხლე,კიდევ ერთი წელი ვიყავი ბედნიერი,კიდევ…..
კიდევ შეიძლება გაგრძელება…
გადავხედე 2011 წელს და შემიძლია ვთქვა,რომ დიდად არ ვარ მისი კმაყოფილი.უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყო(ვინ დამტროლა ნეტა?),ხო, კარგით, არ დავიწყებ წუწუნს,მაინც ჩემი ბრალია,იმიტომ რომ ერთადერთი რისი უკმაყოფილოც ვარ–ეს ჩემი თავია.რა ვაკეთე მთელი წელი?ნუ,ის, რომ ორი სამსახური მქონდა ’გამართლება’ არ არის, მე ვიცი, რომ მაინც აქტივობა მაკლდა და ალბათ ეს არის იმის მიზეზი, რომ წინ არ მივდივარ.ნუ,თავს ვიმშვიდებ, რომ არც უკან-უკან მივდივარ.
ხო, ნუ თუ პლუს-მინუსებს ჩამოვუყვები, მაშინ პლუსი მეტია
გულს გავიხარებ და ჩამოვაწიკწიკებ 🙂

განაგრძე კითხვა

როგორ ჩავეხუტე კუბოს

სიკვდილი და ყველა მასთან დაკავშირებული განცდა და რიტუალი ბევრ ადამიანში შიშს იწვევს.ეს შიში ბავშვობიდან იწყება და ზოგჯერ საკმაოდ მოწიფულ ასაკამდეც კი სდევთ თან.

რატომ გვეშინია სიკვდილის? რატომ გვეშინია მკვდარი სხეულის ან გინდაც ჩასასვენებლის დანახვისაც კი? რატომ იწვევს ეს(ზოგიერთ)ადამიანში პანიკურ შიშს?ეგებ იმიტომ,რომ ამ დროს ვხვდებით,თუ რაოდენ სათუთია ადამიანის სხეული და როგორ შეიძლება ერთ დღეს ჩვენც მოვკვდეთ.ეს ფაქტი გვაძრწუნებს და ვცდილობთ უკუვაგდოთ ამაზე ფიქრი,რადგან ადმიანშიც დევს ყველაზე ძლიერი ინსტინქტი–თვითგადარჩენის ინსტინქტი.ეს ინსტინქტია ზუსტად,რომელიც გვკარნახობს,თუ როგორ მოვიქცეთ,რომ საკუთარი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ ჩავაგდოთ.გაუთვითცნობიერებლად იბრძვის ადანმიანი თავისი არსებობისთვის და ყველაფერი რაც მის უსაფრთხოებას ემუქრება–  შიშს გვრის.

განაგრძე კითხვა

რას ფიქრობს ადამიანი თავის დაბადების დღეზე?

აბა დაითვალე 🙂

10 ნოემბერია

წინა დღეს დაწყებული მოლოცვები მოდის ცალკე ტელეფონით და ცალკე facebook-ის პროფილზე,პირად მიმოწერაში.რა კარგია ამდენი მეგობრები რომ მყავს ^^ ზოგი მილოცვა ისეთი ადამიანებისგანაც კი მივიღე,რომლებსაც პრაქტიკულად არ ვიცნობ,მაგრამ ჩემ თვალში  საკმაოდ ავტორიტეტულები არიან  და ,სიმართლე გითხრათ ,სასიამოვნოდ გამიკვირდა.ძალიან მიხაროდა, სათითაოდ ყველას მადლობები მივწერე.მედიამოვნა ყურადრება.მგონი ვისაც კი ვირტუალურად თუ პირადად ვიცნობ–ყველამ მომილოცა.კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით!

განაგრძე კითხვა

მონატრება

რა არის მონატრება? რა გრძნობაა?

მე არ მიყვარს გრძნობებზე საუბარი,არც ფიქრი.არა,გულქვა კი არ ვარ,საკმაოდ თბილი ადამიანი ვარ.უბრალოდ ლაპარაკი არ მიყვარს ასეტი უწი-პუწებზე,არადა სხვისი რომანტიული პოსტები როგორ მომწონს!(ყველა არა,რა ტქმა უნდა :),არიან ჩემი რჩეულები).მე კი არ გამომდის!

განაგრძე კითხვა

Bora Bora

ეხლა სახლში  ვზივარ და არ ვიცი უსაქმურობისგან რა ვაკეთო,უნებლიედ ზარმაცი აზრები მომდის თავში.მაგ დროს თან ვფიქრობ ”ნეტა რამ დამღალა,რომ კიდევ დასვენებაზე ვფიქრობ”?ვფიქრობ კი არა და წარმოვიდგინე ეხლა ჩემი თავი სადმე ძალიან ’მაგარ’ ადგილას!გონებაში მსოფლიო რუქას გადავხედე და ამასწინათ თვალი რომ მოვკარი თვალწარმტაც პეიზაჟს–ის ადგილი გამახსენდა!ზღვა ისე მიყვარს,რომ ჩემი საოცნებო ადგილები აუცილებლად რომელიმე სანაპიროა ხოლმე(თან მონატრებული ვარ — წელს ზღვაზე არ დამისვენია)
განაგრძე კითხვა

’მარშუტკის’ მუზა

დღეს გამიმათლა,სამარშრუტო ტაქსში ასულს თავისუფალი ადგილი დამხვდა და დავსკუპდი.იმითაც გამიმართლა, რომ დამემგზავრა ჩემი უასყვარლესი ’მარშუტკის’ მუზა!

დიახ,დიახ,აი სამარშრუტო ტაქსში რომ ჩუმად ამოდის და მერე თავზე დაგტრიალებს,ახალ იდეებს გაწვდის–აი მაგაზე ვამბობ!
განაგრძე კითხვა

ჩემი ეგო

ამასწინათ სრულიად შემთხვევით წავაწყდი ჩემი ზოდიაქოს ნიშნის– მორიელის დახასიათებას.ამ დახასიათებამ ჩემზე სერიოზულად იმოქმედა! დავუკვირდი,კარგად გადავიკითხე და შევეცადე პარალელები გამევლო.

მართალია,როდესაც ამბობენ,რომ კარგი წიგნი 10 წლიწადში ერთხელ უნდა წაიკითხოო(ან უფრო ნაკლები ინტერვალით)–სულ სხვაგვარად აღიქვამ.ეს ტაქტიკა ჰოროსკოპთან მიმართებაშიც ამართლებს.

განაგრძე კითხვა

ყველაზე ტკბილი არსება

4 დღეა რაც ჩემი შვილი ჩამოვიდა,მანგლისში ისვენებდა თითქმის ორი თვე,ამ დროის მანძილზე 4 ჯერ ვიყავი ჩასული,ხან ვრჩებოდი ერთი-ორი დღე,ხან იმ დღესვე ჩამოვდიოდი.კვირის აქეთ თბილისშია უკვე და თითქოს ჯერ კიდევ ვერ მოვისიყვარულეთ ერთმანეთი,თან რაღაც შეცვლილიც მეჩვენება,გაზრდილი და როგორ ვთქვა არ ვიცი,ჭკვიანი ყოველთვის იყო, მაგრამ აი რაღაც უფრო დაბრძენებულიო თითქოს–აი ასე მეჩვენება.ხო, 15 წლისაა,ვინც არ იცის–დიდი გოგოა უკვე

ხოდა დღეს რაღაც განსაკუთრებული დღე გვქონდა მე და ხატიას და ეს ეიფორია თქვენც მინდა გაგიზიაროთ! გააგრძელე კითხვა

განმარტოება…

იცი როგორი ამინდია?…

აი რომ არც ცხელა და არც ცივა…

ქარი  არ არის ,სიო უბერავს…

არც მთლად სიჩუმეა,მაგრამ არც ხმაური ისმის,მარტო ფოთლები შრიალებს–სიო არხევს…

არ არის მზიანი ამინდი,მაგრამ არც მოღრუბლულია,დაქუცმაცებული ღრუბლებიდან თბილი მზე იჭვრიტება…

გააგრძელე კითხვა

ჩემი სისხლი ყავისფერია

დიახ,ბატონებო და ქალბატონებო,ჩემი სისხლი ’ყავის’ფერია(ოღონდ სიტყვაზე უნდა მენდოთ–ვენებს ხომ არ გადავიჭრი აბა?)

გემრიელი ყავის სურნელს რომელი სურნელი შეედრება!

უდიდესი სიამოვნებაა დილით ცხელი ფინჯანი არომატული ყავის მირთმევა!

უზომოდ მიყვარს ყავა და ამ პოსტში ამაზე ვისაუბრებ.

გააგრძელე კითხვა

ჩემი აბაზანის რემონტი

’დუშ-კაბინა’ ზომით 1მX1მ ,საკმაოდ კომფორტულია

’დუშ-კაბინა’ ზომით 1მX1მ ,საკმაოდ კომფორტულია

ეხლა უნდა ვიწუწუნო წესით,რომ დავიღალე ამდენ რემონტში,ყოველ წელს რაღაცის რემონტი გამიგია?!

მაგრამ არა! არ ვიწუწუნებ,მერე რა რომ დიდი ხნით ვერსად  მივდივარ და ამომივიდა ყელში ეს თბილისი! სამაგიეროდ ამ ჩემს აბაზანა-ტუალეტს საბოლოოდ ეშველება!

დიახ,ამ რემონტის ბრალია,ჩემო კარგებო, რომ ნაკლებ დროს ვუთმობ ამ ბლოგს და ახალ პოსტებს ვერ ვწერ,რა ვქნა, მთლად არ მცალიო ვერ ვიტყვი,მთელი დღე ტყუილად ვარ,მარტო შუადღეზე სადილს ვუმზადებ ხელოსნებს და საღამოს ვალაგებ-ვწმინდავ ყველაფერს,მაგრამ საქმე ისაა,როცა მცალია–მტვერია სახლში და ამ საცოდავ–ჩემს თავს მონატრებულ კომპიუტერს ვერ ვრთავ!(ისედაც რაღაც საეჭვოდ ხმაურობს ეს ქულერი)

Read more of this post

Lucky & Duchi

ჩემი ’ლაქი’

ამასწინათ პოსტიც დავწერე კნუტზე,როგორი ’სამაშველო ოპერაცია ჩავატარეთ’–ოპერაცია ♥ ♥ ♥ მიაუ ♥ ♥ ♥ ,ხოდა დავიტოვეთ ეს კნუტი, ’ლაქი’ (იღბლიანი – lucky) დავარქვით.ძალიან შეგვაყვარა თავი.საოცრად ლამაზი და ჭკვიანი ფისოა, ადვილად სწავლობს ყველაფერს.
უკვე იცის ბრძანებები : არ შეიძლება,ძირს, მოდი,აქ.გუშინ თათის გამოწვდომას ვასწავლიდი–გამარჯჯობა უნდა ვასწავლო :)))))

განაგრძე კითხვა

’ჩემი’ ამინდია

როცა დილით მზის სხივი ვერ გაგაღვიძებს —მინდა იცოდე,რომ ეს ჩემი ამინდია!

არც ცხელა და არც ცივა?—მინდა იცოდე,რომ ეს ჩემი ამინდია!

მოღრუბლულია,შეიძლება იწვიმოს კიდეც…მერე რა 🙂 —მინდა იცოდე,რომ ეს ჩემი ამინდია!

ჰაერში ნესტის სურნელია,განსაკუთრებული სურნელია!რაღაც მუხტი ტრიალებს!ქარიც ამოვარდა! ეხლა გაწვიმდება! მოიმარჯვე ქოლგა—მინდა იცოდე,რომ ეს ჩემი ამინდია!

Read more of this post

♥ ♥ ♥ ♥ გილოცავ ♥ ♥ ♥ ♥

happy birthdayმართალია, ამ პოსტს დაგვიანებით ვწერ,მაგრამ არ დაწერა არ შემიძლია.ეს პოსტი 10 ივნისს უნდა დამეწერა!ისეთი დაკავებულიმ ვიყავი,რომ აქამდე ვერაფრით დავწერე!

10 ივნისს ჩემი შვილი 15 წლის გახდა!

აბააა,რამხელა შვილიკო მყავს!

დეეე,გილოცავ დაბადების დღეს!

გისურვებ უამრავ სიხარულს და იღბალს ყველაფერში,ჯანმრთელობას და წარმატებას!

შენ ძალიან კარგად იცი,როგორ მიყვარხარ –უზომოდ!

განაგრძე კითხვა

ოპერაცია ♥ ♥ ♥ მიაუ ♥ ♥ ♥

რა თავსატეხი გამიჩნდა თქვენ ხომ არ იცით!

ეს მინდოდა ეხლა მე?!

ამასწინათ ავტყდი სახლში კატა მინდა მეთქი!გადამაფიქრებინეს!დღეს კი თითქოს ვიღაცამ საგანგებოდ გამომიგზავნა პატარა ფისუნია!
განაგრძე კითხვა

მამიკო

Any man can be a father But it takes someone special to be a Dad
Anne Geddes

Read more of this post