Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ჩემი აბაზანის რემონტი

’დუშ-კაბინა’ ზომით 1მX1მ ,საკმაოდ კომფორტულია

’დუშ-კაბინა’ ზომით 1მX1მ ,საკმაოდ კომფორტულია

ეხლა უნდა ვიწუწუნო წესით,რომ დავიღალე ამდენ რემონტში,ყოველ წელს რაღაცის რემონტი გამიგია?!

მაგრამ არა! არ ვიწუწუნებ,მერე რა რომ დიდი ხნით ვერსად  მივდივარ და ამომივიდა ყელში ეს თბილისი! სამაგიეროდ ამ ჩემს აბაზანა-ტუალეტს საბოლოოდ ეშველება!

დიახ,ამ რემონტის ბრალია,ჩემო კარგებო, რომ ნაკლებ დროს ვუთმობ ამ ბლოგს და ახალ პოსტებს ვერ ვწერ,რა ვქნა, მთლად არ მცალიო ვერ ვიტყვი,მთელი დღე ტყუილად ვარ,მარტო შუადღეზე სადილს ვუმზადებ ხელოსნებს და საღამოს ვალაგებ-ვწმინდავ ყველაფერს,მაგრამ საქმე ისაა,როცა მცალია–მტვერია სახლში და ამ საცოდავ–ჩემს თავს მონატრებულ კომპიუტერს ვერ ვრთავ!(ისედაც რაღაც საეჭვოდ ხმაურობს ეს ქულერი)

მოკლედ,ვაკეთებთ აბაზანას!მაგრამ პრინციპში საკმაოდ დიდ ’ფრონტზე’ მიდის სამუშაოები ჩემს სახლში, იქ აივნებიო,იქ შემოსასვლელის კარების გადატანა-ძველი კედლის მონგრევა–ეს სიამოვნება ხვალ გველოდება :).მერე შემოსასვლელი უნდა გავაკეთოთ.

ამ წუთას სამი ხელოსანი ფუსფუსებს აგერ,ორი აბაზანის ჭერს აკეთებს,ერთი კიდე გაყვანილობაზე მუშაობს.მოკლედ არ ვიწყენთ.კაფელ-მეტლახს გუშინ მოვრჩით.

მე ძალიან მიყვარს ინტერიერის დიზაინის ფოტოების თვალიერება და იქიდან იდეების მოხვეჭა,ამიტომაც ჩემი აბაზანის ფოტოებსაც დავდებ.

შარშან საძინებლის რემონტი გვქონდა,ძალიან კარგი გამოვიდა მართლაც,და ვინც პოსტი ნახა და ან თვითონ ოთახი,იცის, რომ არ მიყვარს არაფერი სტანდარტული და სადა!

რათქმაუნდა არც სააბაზანო ოთახია გამონაკლისი.აპ პატარა(3.5 კვ.მ) ფართის მაქსიმალურად ლამაზად და თანამედროვედ მოპირკეთება გადავწყვიტეთ.

ჩემს კორპუსში წყალი შეზღუდულად მოგვეწოდება(მისი აღმატებულება  ’გრაფიკი’ მეფობს) ,უწყლობას აწი 300 ლიტრიანი ბაკი ’არ’მაგრძნობინებს,ჭერში დავკიდეთ და მოკლედ,უწყლობას დაუმორჩილებლობას ვუცხადებ, თანაც  თამამად 🙂 !

ჰო,ისეთი მიღრეცილ-მოღრეცილი კედლები იყო,რომ  ძალიან სქლად გაილესა კედლები.თავიდან,ძველი კაფელი რომ ჩამოანგრიეს,გამეხარდა,უფრო დიდი აბაზანა რომ გამოჩნდა,მაგრამ გალესვის მერე ისევ დაპატარავდა :(.

თავი რომ არ მოგაბეზოთ,სურატებს დავდებ

აბაზანაში შესვლის მოპირდაპირე კედელი   

მარჯვენა კედლის ნაწილი

ეს მარჯვენა კუთხეა,აქ ’დუშკაბინა’ მოთავსდება

კარებიდან მარცხნივ,შავ კედელთან ნიჟარა და სარკე იქნება

კაფელის ფაქრურა

მეორე კაფელის ფაქტურა(ეს ბორცვებიანი ძალიან მომწონს)

იატაკის მეტლახის ნახატი ოთხივეს უხდება 🙂

ეხლა ჭერი კეთდება,და წვრილმანები,ყველანაირად გამართული რომ იქნება,დავამატებ სურათს.
ხო,’დუშკაბინა’–ქართულად როგორაა?ვიყიდეთ უკვე ეგაც.პატარა არ არის,1მX1მ ,მაგრამ აბაზანის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს დაფარავს.თავიდან შუშებიანი არ მინდოდა მაგიტომ,მაგრამ ბოლოს მაინც ვიყიდეთ.ვნახოთ როგორი გამოვა.აქსესუარები ყველაფერი ნიკელის იქნება,თაროები დაბურული შუშის.
მოკლედ ასე!ერთი სული მაქვს როდის დასრულდება!
ესაც ჩემი აბაზანა
შემიფასეთ აბა.

P.S.

კარგა ხნის წინ მოვრჩით აბაზანის რემონტს და მოწყობას. ხან მეზარებოდა,ხან კი მავიწყდებოდა ახალი სურატების დადება.ამას ახლავე გამოვასწორებ 🙂

არისტონის ავზი და კაბინის კონსტრუქცია ერთმანეთს ’ეხუტება’ 🙂

აქ დაბლა ნიკელის თაროებიანი კონსტრუქცია იქნება და ეს ყველაფერი ლამაზად განლაგდება

ძალიან მომწონს ჩემი აბაზანა,არ დავმალავ.ყველაფერი ისეა,როგორც მინდოდა და რამდენადაც პატარა ფართი იძლეოდა საშუალებას!
საყიდნელი დაგვრჩა მარტო აბაზანის საშუალებებისთვის თაროები და ნიჟარის გვერდით,ცოტა ზემოთ მინდა თაროები და კიდევ ნიკელის სასაპნე ღა მინდა და მორჩა,’აღჭურვილია’ აბაზანა.
ეხლა შემოსასვლელის რემონტი კეთდება,ასე რომ სახლი ისევ არეული მაქვს 🙂

Advertisements

21 responses to “ჩემი აბაზანის რემონტი

  1. Mari აგვისტო 8, 2011, 5:46 PM

    ყოველ წელიწადს რემონტი… რა ნაცნობია.. 2007 წელს დაიწყო ჩემთან, აბაზანის რემონტით და კიდევ დარჩა რაღაცები გასაკეთებელი.
    მომეწონა შენი აბაზანის ფერები.

    • ketusi აგვისტო 8, 2011, 5:49 PM

      უფ,ჩვენ ამ ბინაში დარჩენას არ ვაპირებდით და შუაში გავჩერდით და შარსანს მერე ისევ გადავწყვიტეთ მთელი სახლ;ის გაკეთება.
      მადლობა

  2. nick აგვისტო 8, 2011, 5:47 PM

    va ferebi momewona, magram jakuzi aklia ra 😀

    • ketusi აგვისტო 8, 2011, 5:52 PM

      სხვათაშორის,მილების დასაფარად სვეტია გაკეთებული და მისთვის კიდე სხვა კაფელი გვქონდა ნაყიდი, მაგრამ რომ დავიწყეთ გაკვრა, არ მოგვეწონა,დავაშლევინეთ და ისევ თეთრი ვიყიდეტ და გავაკეთებინეთ,
      ჯაკუზისა რა მოგახსენო და დუშკაბინა ელოდება მაგ აბაზანას უკვე რრამდენი ხანია 🙂

  3. გვირილა აგვისტო 8, 2011, 5:50 PM

    მომეწონა, მე სულ შავი კაფელი მინდა ჩვენტან და ჩემები უარზე არიან 😦 ჩემი სახლი რომ მექნება, იქ გავაკეთებ 😉

    ხო, საძინებელიც ლამაზია და ვაფშეტა, მომწონს შენი გემოვნება 😉

  4. შიო აგვისტო 8, 2011, 6:03 PM

    მთლად რომ დაამთავრებ მერე დიიიიდად მოგილოცავ ახლა კი dead-line-ს გილოცავ! 🙂 მეც ამ წამს მოვრჩისავით ჩემ ოთახს, კაია სიახლე 🙂

  5. Guro აგვისტო 9, 2011, 12:05 PM

    ketusi martla dzan magari gamogdit mec didi siamovnebit gavaketebdi eset remonts

    • ketusi აგვისტო 9, 2011, 12:22 PM

      ხო,გურო,კარგია,თან გუშინ ჭერიც გაკეთდა და სულ სხვაა,ნიჟარაც დააყენეს,უნიტაზიც და არისტონის ბაკიც,დღეს ’დუშკაბინა’ დადგება და წვრილმანი აქსესუარები და ვსიოოოოოო ^__^

  6. mia : > აგვისტო 9, 2011, 12:54 PM

    vaimeee vaime keusi dzaaan magaria ^^ mee dzaan momwons.. Yvelaperi >3

  7. ლიზიკუნა აგვისტო 9, 2011, 2:01 PM

    მეც ძალიან მიხარია და ერთი სული მაქ ლაივში როდის ვნახავ)))))) ნუ ჩემ დას და სიძეს გემოვნება აქვთ რავიცი რა)))))0 ძალიან მაგარია

  8. maka აგვისტო 17, 2011, 4:08 PM

    au,ketusi,dzalian momeconaaaa! lizis vetanxmebi gemovneba gaqvt ra vici raaaa!!! novoseliaze mand var:))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

  9. Prudence აგვისტო 27, 2011, 12:41 PM

    Kudos! What a neat way of thinnikg about it.

  10. Pingback: ჩემი ოცნების სახლი « faifuris angelozi

  11. Pingback: რა იყო და რა იქნება « Ketusi's Blog

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: