Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Romsat

კამერებიცოტას გაგაცინებთ:

რამდენიმე თვის წინ (აი, გაგანია მოსმენების ამბებზე,) ოფისში ამოდის ერთი ხნიერი ბატონი.ჯერ რაღაც იკითხა და ვუპასუხე,მისამართი შეეშალა. მერე კითხულობს: “ბიძია,აქ რას ვაჭრობთ?” , “ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები გავქვს, ბატონო”,,,მამაკაცი დაიძაბა,გაიტრუნა და ჩურჩულით მკითხა : “ეხლა ჩვენ გვისმენენ?” ,,,ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ არ გამცინებოდა,,თავაზიანად მივუგე  — ” რას ამბობთ, ბატონო, ჩვენი ორგანიზაცია ყიდის და ამონტაჟებს სათვალთვალო კამერებს, მაგალითად, მაღაზიებში რომ კიდია”,,,უნდა გენახათ როგორ ამოისუნთქა ადამიანმა,,,თითქოს ის იყო და ატომურ იარაღზე საიდუმლო უნდა გაემხილა და მოსმენის შეეშინდა 🙂 რა ქნას 🙂

მოკლედ, მიხვდით ალბათ ჩემი საქმიანობის სფერო რას ეხება,,,აგერ უკვე წელიწადნახევარია რომსატში ვმუშაობ და განრიგის და სხვა საქმეების გამო ისე ვარ დაკავებული, რომ აქამდე ერთი პოსტი ვერ მივუძღვენი  ჩემ სამსახურს. ეხლა კი მოვიცალე, თან კლავიატურაზე ჩემი წკაპუნი არავის უშლის, მარტო ვარ ოფისში 🙂

ოფისში საკმაოდ მშვიდი და მეგობრული გარემო გვაქვს, ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს,,,დაკისრებულ მოვალეობასაც კარგად ვართმევ თავს. ჩემი პოზიცია ოფისში — მენეჯერია…ერთადერთი რთუი ჩემ სამსახურში–გზა არის,,,ძალიან ვიღლები გზაში,რადგან ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში მიწევს გასვლა,მაგრამ შეღავათსაც მიკეთბენ, 10 საათის ნაცვლად 11-ზე ვიწყებ მუშაობას 🙂

ცოტა რამ  მინდა მოგიყვეთ ჩვენი კომპანიის საქმიანობის შესახებ. უკრაინული კომპანიის ფილიალი ვართ. ვმუშაობთ საცალო გაყიდვაზეც, მაგრამ ძირითადად დიდ ობიექტებს ვემსახურებით. ჩვენ საიტზე უამრტავი განხორციელებული პროექტია, სადაც ჩვენი მიწოდებული და გამართული ვიდეოსამეთვალყურეო ,სატელევიზიო თუ სატელეფონო ქსელი ფუნქციონირებს. მიხარია ამ ბოლო დროს როგორ სხვა დონეზე მიდის ობიექტების აღჭურვა მსგავსი ტექნიკით, თვითონ აპარატურაც როგორი შესაძლებლობებისაა! მაგალითად, შარშან  ჩვენი საიტისთვის ვთარგმნე Uniview-ს კამერებზე სტატია,გადავირიე, როგორი საინტერესო მონაცემები აქვს! რა არის, რომ ამ კამერამ ვერ დაინახოს, ძალიან ‘ჭკვიანი ‘ კამერებია და სწორეთ ამ ბრენდის ექსკლუზიური შემომტანები ვართ. მოკლედ, თუკი საქმე ეხება ვიდეომეთვალყურეობას, უსაფრთხოების სისტემებს, დაშვების სისტემებს, გახმოვანების სისტემებს, ტელევიზიას, ტელეფონიას, სახანძრო სისტემებს–ყველაფერი გვაქვს! მათი მონტაჟიც და ქსელის გამართვაც ჩვენი სფეროა. ასერომ, თუკი სურვილი გაგიჩნდათ იფიქროთ თქვენი სახლის ან სხვა ობიექტის უსაფრთხოებაზე — მოგვმართეთ! ასევე Facebook-ზეც გვაქვს გვერდი, ოღონდ იქ რუსულად თუ მოგვწერთ, თორემ უკრაინელმა დირექტორმა ქართული არ იცის 🙂

მაშ ასე, ჩემი სამსახურიც გაგაცანით!

ვეცდები მეტი დრო გამოვნახო ხოლმე ბლოგისთვის,თორემ უნამუსოდ დავჩაგრე, ვაღიარებ!

უსაფრთხო ცხოვრებას გისურვებთ!

თქვენი ქეთუსი!

 

 

შენი კომენტარი