Ketusi's Blog

take it easy,it's just life

მარაგი ზამთრისთვის

დიასახლისობა ყოველთვის მიყვარდა!

ამ ბოლო დროს იმდენი დრო არ მაქვს, მაგრამ მაინც ბევრს ვახერხებ,,ეხლა ზამთრისთვის კონსევების მურაბა-ჯემების სეზონია და არც მაგას გამოვრჩი, ბევრი რამ გავაკეთე და ამიტომ ბლოგზეც დავწერ.

ამის წინ გავაკეთე მოხუფული წითელი ბულგარულის სალათი, სატენიანი,,,ისეთი კარგი გამოვიდა, ლამისაა უკვე გავხსნა ქილა!

რა თქმა უნდა რეცეპტს ვდებ!

ძალიან პიკანტური გემო აქვს —მოტკბო, მომჟაო, მომწარო!

უხდება შემწვარ კარტოფილს, პიურეს, ვერმიშელს, მაკარონს, ლობიოს.

მაშ ასე!

წითელი ბულგარული ნივრის და ოხრახუშის სატენით.

დაგვჭირდება:

წითელი ბულგარული — 4 კგ

ნიორი — 300 გრ

ოხრახუში — 5 კონა (პატარა კონები იგულისხმება)

ზეთი –0.5 ლ

ძმარი — 800 გრ

მარილი — 3 ს/კ

წყალი — 1 ჭიქა

დაფნის ფოთოლი 1 ცალი

პილპილის ბურთულები(1 პაკეტი)

მომზადება:

ბულგარული წიწაკები გავრეცხოთ და დავაცალოთ ყუნწები,თესლები,,,ქვაბში ჩავასხათ ძმარი,წყალი,ზეთი, მარილი, პილპილი და დაფნა, ავადუღოთ.წიწაკები პარტია-პარტია ჩავყაროთ ამ მარინადში და ვადუღოთ 3-4 წუთი,შემდეგ ამოვიღოთ და გავაგრილოთ,,,ნიორი დავარჩიოთ და წვრილად დავჭრათ,,დავჭრათ მწვანილიც და გადავურიოთ ერთმანეთში,…ქილები დავასტერილოთ ..ბულგარულში ჩავდოთ შეზავებული ნიორი და მწვანილი და ჩავაწყოთ ქილებში,დავასხათ მარინადი და სტერილიზაცია გავუკეთოთ 1.5 -2 საათი. გამოდის 7ც 0.5 ლიტრიანი.

გემრიელად მიირთვით!

შენი კომენტარი