Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Category Archives: Facebook

Facebook-იდან მომღიმარი მამა გაბრიელი და ლოცვის ვირტუალური ძალა ^^

Facebook’s message

ჩემ ბავშვობაში რამდენჯერმე დამხვდა შემოსასვლელ კართან წერილი უაზრო შინაარსით, თუმცა საკმაოდ მტკიცე ჩაგონებით , რომ თუ ამ წერილს 22 კაცს არ გაუგზავნიდი ან დედა მოგიკვდებოდა ან თავადვე მოვკვდებოდი. ზოგჯერ ბოლომდეც არ ჩავიკითხავდი, ისე ვხევდი და ვაგდებდი და ჰოი,საოცრებავ, აგერ უკვე 37 წლის ვარ და ჯერ კიდევ ცოცხალი და მით უფრო საოცრებაა , რომ დედაც კი ცოცხლი მყავს ! იმ თაობას “ბნელ კომუნიზმის თაობას” უწოდებენ ეხლა , თუმცა რაოდენ საკვირველი არ უდნა იყოს,ზოგიერთ  დღევანდელ “გაცისკროვნებულ” ახალგაზრდებში იგივე “სიბნელის” მაჩვენებელი ნიშნები შეიმჩნევა!

განაგრძე კითხვა

გაავრცელეთ , დაეხმარეთ , დაალაიქეთ….ბულშით >:)

სოციალური ქსელი Facebook იმისთვისაა შექმნილი,რომ ადმიანებმა სიახლეები ერთმანეთს გავუზიაროთ და…. ნუ,არ დავიწყებ ეხლა ყველა პლუს-მინუსის ჩამოთვლას…

ამ ბოლო დროს შეტანილმა ცვლილებებმა კი მთელი პირადი ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადა.ასე,მაგალითად,თუკი როდესღაც რაიმე ბმულზე კომენტარი გქონდა გაკეთებული და ის ბმული თუ სხვამ დააშეარა,ჩემი კომენტარიც იქვე გამოჩნდება!

სიახლე subscribe უკვე ბევრმა აიტაცა და წარმატებითაც იყენებს სხვისი wall-ის ’სათვალთვალოდ’ !ხო ’სათვალთვალოდ’ –იმიტომ რომ ადამიანი თუ შენი მეგობარი არაა,მაინც შეგიძლია მისი ყველა გამოქვეყნება ნახო!ხოდა,მეც ვეტაკე და ვიღაცას subscribe ქონდა მარკ ცუკერბერგზე და მეც პირველ რიგში ის ’გამოვიწერე’ ,რა,მეტყვის რამეს თუ რა?თავისი მოფიქრებული საშპიონო ღილაკია 🙂  –ნუ, ამბობენ,რომ ეგ თვითონ,მექანიკურად ემატებაო,მაგრამ მე კარგად მახსოვს,რომ ’ჩემი ნებით’ დავიმატე subscribe-ში.

განაგრძე კითხვა