Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ტორტები … ტორტები … ტორტები

დღეს არავის უკვირს ორიგინალური ტორტები.არის ტორტის გაფორმების უამრავი საშუალება–ყვავილებით დაწყებული ადამიანის ფიგურებით დამთავრებული–თან ეს ყველაფერი იჭმევა კიდეც.მოსართავი მასალაც მრავალნაირია,კრემი და ბეზე უკვე უკანა პლანზე გადავიდა და მისი ადგილი პასტამ და მასტიკამ დაიკავა.ის ძალიან კარგი საშუალებაა ფიგურების გამოსაძერწად,რადგან პლასტელინისმაგრვარი მასაა და ხელოვანის ხელში საოცრებების შექმნის საშუალებას იძლევა.

დღევანდელ ამ ტექნოლოგიებს თუ გავითვალისწინებთ და უკვე შექმნილ შედევრებს(დიახ ,ზოგიერთი ტორტი ხომ შედევრია!)გადავხედავთ,მივხვდებით,რომ დღეს კარგი კონდიტერი ბევრად უფრო მეტია ვიდრე კონდიტერი–ის ხელოვანია,ის მხატვარი და სკულპტორია ფანტაზიის კარგი უნარით.აქვემოთ მოყვანილი  ტორტებთაგან ზოგიერთი  შეიქმნა  ფესტივალებსა თუ კონკურსებისთვის,ამიტომ განსაკუთრებული სინატიფით გამოირჩევიან.
კლიენტებიც,უკვე განებივრებული საკონდიტრო საქმის შესაძლებლობებით,შანსს არ უშვებენ ხელიდან და აი უკვე არცერთი ღირსშესანიშნავი დღე არ ჩაივლის შესაფერისი ტორტის გარეშე.
ამ პოსტში მინდა ამა თუ იმ მოვლენას მიძღვნილი სიუჟეტური ტორტის ნიმუშები შემოგთავაზოთ.მოდით,დავიწყოთ საქორწინო ტორტებით 🙂
რა არის ქორწილი?ეს ზეიმია,როდესაც წყვილი შეჰფიცებს ერთმანეთს მარადიულ სიყვარულს….

როგორც ბევრისთვის,ისე ჩემთვისაც ეს დღე რაღაც ლამაზ და კიდევ უფრო მნიშვნელოვანის დასაწყისად ასოცირდება.

ტრადიციად დამკვიდრდა ქორწილში დიდი საქორწილო ტორტის დაჭრაც.

თვითონ ტორტის დაჭრაც კი ერთგვარი სახალისო რიტუალია და ის ხიბლსაც მატებს ქორწილს!

ძალიან სახალისოა დიზაინერების მიერ შემოთავაზებული სიუჟეტური ტორტებიც.


დიახ,ზოგიერთი უცნაურია,თუმცა შემდეგი ორი კიდევ უფრო უცნაურია

ამ მამაკაცს იმდენად უყვარს ჰამბურგერი, რომ საქორწინო ტორტიც კი ჰამბურგერისმაგვარი აქვს 🙂

ამ პატარძალმა კი თავისი სიმაღლის ტორტი შეუკვეთა თავისსავე გამოსახულებით,თუმცა,როგორც ჩანს სულაც არ მოეწონა(რა ეგონა აბა, ტორტი ნახატი ხომ არაა) –დადგეს დაჭამოს ეხლა საკუთარი თავი!

ისეტი ტორტებიც იქმნება,რომლებსაც თითქოს ერთი შეხედვით საქორწილოს ვერ დავარქმვთ, თუმცა ეს უკვე კონკრეტული სახის ფანების შეკვეთაა.ჩემთვის გაუგებარია,რატომ უნდა გინდოდეს ,რომ საქორწილო ტორტი ნეგატიურ მუხსტს ატარებდეს!ნუთუ სხვანაირად არ შეიძლება იყო განსხვავებული?არ ვიცი…
წარმოგიდგენთ მათ,თუმცა ვიმედოვნებ,რომ უცხოელებს არ მიბაძავთ და თქვენი საქორწილო ტორტი როგორც მინიმუმი პოზიტიური გარეგნობის იქნება 🙂
ხოდა,ზოგს ზომბები უყვარს,მაგალითად,ამიტომ შესაბამის ტორტს უკვეთავს

ზოგს კი საკუთარ ქორწილშიც კი ’სისხლი სწყურია’ და პოტენციური ხელისშემშლელების ფიგურებსაც ხერხიტ უსწორდება–ეს ყველაფერი ტორტის მოკაზმულობაში,რა თქმა უნდა

რაც გინდა კარგი ტორტი გქონდეს ქორწილში,ის ვერ იქნება ოჯახის სიმტკიცის გარანტი.ოჯახი თუ ინგრევა,უცხოელი აწ უკვე ყოფილი ცოლ-ქმარი,ამ მოვლენასაც აღნიშნავენ და სიმბოლურ განქორწინების ტორტს მიირთმევენ.

ნუ, ამ შემთხვევაშიც ფანტაზიის ნაკლებობა არ იგრძნობა და სხვადასხვა სიუჟეტით დატვირთული განქორწინების  ტორტებს წავაწყდი ინტერნეტში.ზოგი მკვლელობის ელემენტებს შეიცავს,გაფორმებულია რა  გვამებით და მკვლელობის იარაღით,ანდაც მამაკაცის დამცირების სცენებია გამოყენებული.



მართალია,სიუჯეტურად ნეგატიური მუხტის მატარებელია ეს ტორტები, თუმცა სიმართლე უნდა ითქვას და საოცარი ნამუშევრებია,ყველა უზადოდ და ნატიფად გამოიყურება(განსაკუთრებით ზოგიერთი)

ყველა ტორტი,მართალია,მიძღვნილია სხვა და სხვა მოვლენისადმი(ქორწილი,დაბადების ეღე, ივენთი და ასე შემდეგ…)თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ტორტია და ის იჭმევა! თუმცა ამ შემთხვევაშიც გემოვნებასთან გვაქვს საქმე და ზოგიერთი ისეთი ვიზუალის ტორტს სთავაზობს სტუმარს,რომ სუსტი გულის პატრონი და აზიზი ადამიანი მშვიდადაც კი ვერ უყურებთ,დაგემოვნებაზე სულ რომ არაფერი ვთქვათ.აი,ბატონო :


ეხლა კი ტორტის გალამაზების მცდელობის ნიმუშები ვნახოთ,დიახ,მცდელობა მხოლოდ,რადგან როგორც ხედავთ ’კრახი’ ტორტებია,უშნო და უფორმო.

არააკურატული მასტიკა და თან ცოცხალი ყვავილები 🙂

უშნო მოხატვა

არ მომწონს

გააფუჭეს ამხელა ტორტი!

ნუ,რა არის ეხლა ეს?!

’რაღაც’

იდეაში ’ძმები ჯონასები’ 🙂

’რაცხა’

კაცია თუ ქალია?

’ვაი’ პრინცესა 🙂

ნუ, ამათ კიდევ არაუშავს,რადგან მაინც ტორტია და დარწმუნებული ვარ გემრიელიცაა.

აი ეს კი ტორტის ბუტაფორიაა.გარეგნულად ტორტია,შიგთავსი კი არის:პური,ყველი,ძეხვი,მაიონეზი.გარედან კი გამდნარი ყველით არის მორტული.დიახ,ლამაზი კია,თუმცა ეს მხოლოდ მორტული სენდვიჩია 🙂

ისეთი სადღესასწაულო ტორტიც კი ,როგორიცაა ჰელოუინის ტორტი,შეიძლება იყოს შთმბეჭდავი და გამამაოგნებლად ლამაზი,მიუხედავად არასასიამოვნო სიუჟეტისა.დახვეწილი ელემენტები და ძალზედ რეალისტური ვიზუალი აქვთ ზოგიერთს,ბრრრრ

შევეშვათ ამ საშინელ სიუჟეტს  და ორიგინალური დაბადების დრის ტორტები ვნახოთ

ტორტები,რომლებიც საინტერესო და ლამაზებია

სიმართლე გითხრათ ამ არქიტექტურულმა შედევრებმაც გამაოგნა, როგორი ოსტატობითაა შესრულებული 🙂

გაიძეძგა უკვე პოსტი ამდენი სურათებით და მეტს არარ დავდებ,არადა,იმდენია კიდევ ძალიან რომ მომწონს ^__^ 🙂

ორ ლინკს გაწვდით,უამრავი სურათებია და შეათვალიერეთ ტორტები.

ტორტები 1

ტორტები 2

’გემრიელ’ დღეს გუსურვებთ

Advertisements

24 responses to “ტორტები … ტორტები … ტორტები

  1. Marie ოქტომბერი 24, 2011, 11:17 PM

    ზოგი ძალიანაც მომეწონა ;დ

  2. კახი ოქტომბერი 24, 2011, 11:35 PM

    ბოლოდან მესამე ძაან მაგარია ^^

  3. healthylifege ოქტომბერი 25, 2011, 12:15 AM

    სულაც არ არი საშინელი : )

  4. tsotnee ოქტომბერი 25, 2011, 5:49 PM

    აი ჭიამაიას ვეთანხმები, სასაცილოები მაგრად! 🙂 🙂 🙂

  5. მარი ! ნოემბერი 29, 2011, 10:05 PM

    ზოგი საყვარელია ,ზოგი კი საზარელი ^^

  6. rockermeloman დეკემბერი 20, 2011, 9:22 PM

    აუ აუ აუ 🙂 რა მაგარი პოსტია!!! ზოგი რა ლამაზი ტორტია… საჭმელად არ მიყვარს, ყურებაზე კი ვგიჟდები 🙂 ყოჩაღ ქეთუს სერიოზული ნამუშევარია 🙂 არ უნდა მქონოდა ეხლა ეს პოსტი მე ნანახი? 🙂 ვახ

    • ketusi.com დეკემბერი 20, 2011, 10:49 PM

      გაიხარე.
      ხო, გადავყევი ამ პოსტისტვის სუათების შეგროვებას,და კიდევ ბევრი არარ დავდე,რომ არ გადდტვირთულიყო ძალიან

      მე ჭამაც მიყვარს, ოღონდ გარეგნულადაც უნდა იყოს მიმზიდველი მაინც 🙂

  7. kisoki თებერვალი 6, 2012, 5:06 PM

    რა გემრიელობებია, სიამოვნებით მივირთმევდი რომელიმეს ❤

  8. ტაწяნა აპრილი 27, 2012, 7:52 PM

    ვაიმე ესეიგი პირს ვერ დავაკარებ იმ საშინელებებს და აი ეს ლამაზ და საყვარელი ტორტები შესაჭმელად დამენანება, თუმცა ეგეთი ტორტები ძალიან გემრიელია ❤ ❤

  9. oddcreature აპრილი 27, 2012, 8:07 PM

    უიმე ზოგი რაძაან მარაზმატიკულია. აი დისნეის მომეწონა ყველაზე ძაან

  10. lika თებერვალი 16, 2013, 4:34 PM

    tortebis gaketebas xom ar aswavlit vinme?

  11. Pingback: საინტერესო ფაქტები ტორტების შესახებ | Ketusi's Blog

    • ketusi.com ნოემბერი 11, 2013, 12:19 AM

      🙂
      ძალიან გთხოვთ,სპამ კომენტარებისგან თავი შეიკავოთ (მარტო სმაილიკები რომ არის)
      მაქსიმალურად შემჭიდროვებულად გამოხატეთ აზრი ერთ კონკრეტულ კომენტარში 🙂

  12. n.b დეკემბერი 13, 2013, 2:05 PM

    sad sheidzleba tortis gasapormrblad sachiro am mravalperovani masalebis shedzena? konkretulad ki sugar vailis yidva minda, xom vr damexmarebit? madloba winaswar

    • ketusi.com დეკემბერი 13, 2013, 7:09 PM

      ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რაღაც მასალები ვაგზალზე,მაღაზია “პასაჟში” იყიდება ხოლმე…სხვა ადგილს ვერ ვიხსენებ,სიმართლე გითხრა

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: