დამიმეგობრეთ სოც. ქსელებში
რაზე ვწერ
ბოლო პოსტები
თქვენთვის ყველაზე საინტერესო!?
არქივი
Join 3,447 other subscribers
ბლოგის სტატისტიკა
- 1,982,711 hits
take it easy,it's just life
დეკუპაჟი — ნივთის დეკორირების თავისებური ტექნიკაა, რომელიც მრავალ სტილს და შესრულების ტექნიკას მოიცავს.მე ხელოვნების ამ სფეროთი ამასწინათ დავინტერესდი. ვცადე კიდეც და შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ჰობიც გახდა. ჯერ დამწყები ვარ და დიდ დროს ვუთმობ გამოცდილ დეკუპაჟის ოსტატების სტატიებისა თუ ვიდეოების ნახვას,რაც უამრავია ინტერნეტსივრცეში!
უშუალოდ დეკუპაჟი ნივთზე დეკორატიული ხელსახოცის, სპეციალური დეკორატიული ბრინჯის ფურცლის ან სურათის დაკვრის ტექნიკაა,თუმცა ის კომბინირებულია სხვა ტექნიკასთანაც, როგორიცაა: ნივთის დაძველების ეფექტი, დეკორატიული გაწუწვა, ხორკლიანი ზედაპირი, დატანილი ორნამენტი საღებავით ან 3D ეფექტის შექმნა,კონტური, მძივებით მორთვა, ბრჭყვიალების გამოყენება და სხვა მრავალი.
მოკლედ, მთავარია გქონდეთ სურვილი, ფანტაზია, აკურატულობა, გემონება და დრო— ნებისმიერ ტექნიკას დაეუფლებით,მეტსაც გეტყვით– თქვენსასაც შექმნით!
ასევე მრავალფეროვანია ის მასალა, რასაც დეკუპაჟს მეშვეობით შეიძლება ვაფორმებდეთ!
მე ამ სტატიაში არ მინდა ჩამოვწერო როგორ და რა გააკეთოთ, უამრავი ვიდეო რგოლია ინტენეტსივრცეში, როგორც უკვე დავწერე,,,მე უბრალოდ ჩვენი ქართველი ხელოვანებისთვის მინდა დავწერო, თუ რითი დაიწყონ, რადგან საქართველოში ხელოვნების ამ დარგას ჯერ ფეხი მყარად არ მოუკიდებია, ცოტა ადამიანია ამ საქმიანობით დაკავებული, არადა დარგი იმად ღირს, რომ ბევრი ხელოვანი ყავდეს!
განაგრძე კითხვა
როდესაც რაღაცას გჩუქნიან,ამ საჩუქრის შეფუთვის გახსნის პროცესი ძალიან ამაღელვებელი და ემოციებით დატვირთულია.ძალიან მნიშვნელოვანია,რომ საჩუქრის შეფუთვა ლამაზი და მიმზიდველი იყოს. შეფუთვამ (კოლოფი იქნება ეს,ყუთი,თუ სხვა რამ) ისე უნდა დაგაინტერესოს,რომ ერთი სული გქონდეს მისი გახსნის ! გააკეთეთ თქვენი ხელით ლამაზი სასაჩუქრე შეფუთვა-კოლოფი და ნახევარი საქმე გაკეთებული გექნებათ! სულ უმნიშვნელო სჩუქარიც კი რომ ჩადოთ ამგვარ სასაჩუქრე კოლოფში— მას მაინც შეუდარებელი ხიბლი ექნება!ხვალ ვალენტინობის დღესასწაულია,ამიტომ ვალენტინობის საჩუქრის შესაფუთადაც გამოგადგებათ. დავიწყოთ საჩუქრის შეფუთვა ჩვენივე ხელით!
ყველას გვაქვს სახლში ისეთი ნივთები ,რომლებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ მასალად რაიმე საინტერესოს შესაქმნელად.ავიღოთ გინდაც მაისური,რომლის მოშორებაც გადაწყვიტეთ.შეგიძლიათ მას ‘მეორე სიცოცხლე’ აჩუქოთ ძალიან მარტივი მანიპულაციებით.შეგიძლიათ მას ბოლოები დაუჭრათ და მძივები აასხათ,ლამაზი ფოჩებიანი კაშნე გააკეთოთ,მაისურის ზურგზე ბაფთები დაამაგროთ,დეკორატიული ნახატი ამოჭრათ,ან სულაც შეღებოთ… იდეებისთვის სურათებს გთავაზობთ
რისი გაკეთება შეიძლება ქაღალდისგან? ძალიან ბევრი რამის!
ქაღალდისგან შეგვიძლია დავამზადოთ ცალკეული ყვევილები,ლამაზი თაიგულები,ბაფთები, კოლოფები,დეკორატიული ნაძვის ხეები, სანათები,კედლის დეკორაციები….. ამისათვის საჭიროა ფანტაზია და ცოტა მონდომება,რაღაც ინსტრუმენტები და ეგააა. ფანტაზიას რაც შეეხება— აი ამ პოსტით გეხმარებით, რადგან საინტერესო კოლექცია მინდა გაგაცნოთ.
ყველა დაბლა მოყვანილი დეკორატიული ელემენტი ქაღალდისგან არის დამზადებული.დამეთანხმებით, რომ სულ არ არის ძნელი გასაკეთებელი…..
როგორც ხედავთ, კვერცხის ჩასადების მუყაოც კი ლამაზ ყვავილებად იქცევა მარჯვე ხელებში,მთავარია იყოთ კრეატიულები!
ეს პატარა პოსტი მინდა მივუძღვნა საქორწილო მოტივებს.
ქორწილი ისეთი მოვლენაა,როდესაც უმაღლესი სადღესასწაულო განწყობა უნდა სუფევდეს და ამას დეკორიც უნდა უსვამდეს ხაზს!
ნახეთ როგორ შეიძლება გავაფორმოთ ბოკლები!როგორი ლამაზი იქნება ნეფე–პატარძალი რომ ამგვარ შამპანიურის ბოკლებს დაიჭერს ხელში!
ჭიქები შეიძლება გაფორმდეს აბრეშუმის ლენტისგან გაკეთებული ვარდებით,და ასევე ბრჭყვიალებით,თვლებით ,მძივებით და ბაფთებით.
ბეჭდებისთვისაც საინტერესო მოფიქრებაა,ჰო? ძალიან ორიგინალურია!
ამჯერადაც ძალიან საინტერესო იდეები მინდა შემოგთავაზოთ,როგორც ეს იყო ამ პოსტებში : გააკეთე შენი ხელით (1) , გააკეთე შენი ხელით (2).
ამის გაკეტება სულ არ იქნება რთული.ქოტანი არ უნდა იყოს გახვრეტილი, ან უბრალოდ ამოავსეთ ნახვრეტი,რომ წყალი არ გაუვიდეს.მიწის შემოსარაგად შეგიძლიათ გამოპიყენოთ ან ჟესტი ან პოლიესთერი.დასარგავად მინდვრის ყვავილები,გვიმრა და ჩვეულებრივი ბალახიც კარგია,წყალში კი წყლის ლილიები მართლაც ძალიან ლამაზია.ეს დეკორატიული ქოთანი სახლისთვის ნაკლებად გამოსადეგია,უფრო ნიადაგის დიზაინისთვის(ექსტერიერი) გამოდგება.
საკუთარი ხელით ბევრი ორიგინალური ნივთის გაკეთება შეიძლება და ამ პოსტშიც შევეცდები საინტერესო იდეები მოგაწოდოთ(ასევე იხილეთ გააკეთე შენი ხელით (1) )
ამ სამკაულის გაკეთება სულ ადვილია.
დღეს საზაფხულოდ დავალება მივეცი ჩემ თავს და შესაბამისადაც მოვემზადე.
დავალება––კაშნეს მოქსოვა.
ვიყავი ერთ ძაფებით,ღილებით,მძივებით და უამრავი წვრილმანით გადატენილ მაღაზიაში და სამი ხვეულა ძალიან ლამაზი ძაფი ვიყიდე,ასევე ჩხირებიც მავთულზე.ეს ყველაფერი კი იმისთვის მინდა,რომ მომავალ კვირას დასასვენებლად მანგლისში მივემგზავრები და რადგან იქ ინტერნეტი არ მექნება და თან დედაჩემმა “ოღონდ შენ წამოდი და ხელს არაფერზე გაგანძრევინებო” ,ვატყობ,რომ უამრავი დრო მექნება,ამიტომ მას ნაყოფიერად გამოვიყენებ.
ადრე დაწყებული პოსტები ხელსაქმეზე შუაგზაზე მივატოვე.ისიც ვცადე,რომ საკუთარი ვიდეო ჩამეწერა,მაგრამ საკუთარი ხმა იმდენად არ მომეწონა,რომ გადავიფიქრე და თუ რამეა ან ‘მუნჯურ’ ვიდეოს ჩავწერ,ან სხვის გადაღებულს მოვიძიებ და გპირდებით,გავაგრძელებ ამ სერიას.
ამ პოსტში კი მინდა ერთგვარი ხელსაქმის ნიმუშები გაჩვენოთ(სასწავლო სურათებით) თუ როგორ შექმნათ თქვენი ხელით ლამაზი ნივთები.
კომენტარები