Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

გააკეთე შენი ხელით (3)

ამჯერადაც ძალიან საინტერესო იდეები მინდა შემოგთავაზოთ,როგორც ეს იყო ამ პოსტებში : გააკეთე შენი ხელით (1)გააკეთე შენი ხელით (2).

1. ტბორი ლარნაკში.

ამის გაკეტება სულ არ იქნება რთული.ქოტანი არ უნდა იყოს გახვრეტილი, ან უბრალოდ ამოავსეთ ნახვრეტი,რომ წყალი არ გაუვიდეს.მიწის შემოსარაგად შეგიძლიათ გამოპიყენოთ ან ჟესტი ან პოლიესთერი.დასარგავად მინდვრის ყვავილები,გვიმრა და ჩვეულებრივი ბალახიც კარგია,წყალში კი წყლის ლილიები მართლაც ძალიან ლამაზია.ეს დეკორატიული ქოთანი სახლისთვის ნაკლებად გამოსადეგია,უფრო ნიადაგის დიზაინისთვის(ექსტერიერი) გამოდგება.

2.ლარნაკის კენჭებით გაფორმება.

შეგიძლიათ ჩვეულებრივი ქოთანი,ანდაც რკინის რაიმე ავზი გამოიყენოთ,წინასწარ ძირის დაჩხვლეტა არ დაგავიწყდეთ(გადმოაბრუნეთ და ძირი დაუხვრიტეთ მსხვილი ლურსმნით,მიმართულება გარედან–შიგნით იმისათვის,რომ ნახვრეტის რელიეფი დადების დროს არ უშლიდეს ქოთანს)

დაგჭირდებათ მცირე ზომის კენჭები ,კაფელის ღარების შესავსებად რომ იყენებენ ––– დეკორატიული ცემენტი და ასევე წებო და ბადე.

პროცესის  თანმიმდევრობა ასეთია:

  1. ქოთანს წაუსმევთ დეკორატიულ ცემენტს და შემოაკრავთ ბადეს .შეგიძლიათ გამოიყენოთ ბადის რგოლები,თაბაშირ–მუყაოს ფილების შეერტების ადგილას რომ გამოიყენება.
  2. ბადეზე ნაწილ–ნაწილ დააკრობთ კენჭებს,ფერებით კომბინაციების შექმნაც შეიძლება,ასევე რაიმე დეკორატიული თვლების გამოყენებაც.
  3. დაფიქსირებულ კენჭებს ზემოდან გადაუსმევთ ისევ იმ დეკორატიული ცემენტის ფენას,რომ ღარები კარგად ამოივსოს.
  4. ზედმეტი მასა ღრუბლით ან ნესტიანი ჩვრით მოაცილეთ.

3.ბეტონის ლარნაკები

როგორც ხედავთ,თქვენვე შეგიძლიათ დეკორატიული ლარნაკების გაკეთება.ეს ლარნაკებიც უფრო გარე გაფორმებისთვის არის,ვიდრე სახლში დასადები.მათი ფორმაც აბსოლუტურად მრავალფეროვანი შეიძლება იყოს,გააჩნია რას გამოიყენებთ.გახსოვთ,პლასტინკები რომ იყო ადრე,ცხელ ქურის ტავზე ვიჭერდით ხოლმე და რბილდებოდა და ფორმას ასე ვუცვლიდით ხოლმე.რარაც მსგავსის მოფიქრება შეიძლება.

ბეტონის გაკეთება კი არ არის რთული,აიღეთ კენჭები,ცემენტი,ქვიშა,წყალი.

4. ოთახის კედლის გაფორმება

ტუალეტის ქაღალდის რულონის მუყაოს ღერძის გამოყენებაც კი შეიძლება და მისი მეშვეობით დეკორატიული ელემენტის შექმნა.

ამისათვის:

  1. მიყაო ორივე მხრიდან მოკეცეთ(როგორც ნახატზეა),ჰო,ტავდაპირველად საკმარისი რაოდენობის შეგროვება მოგიწევთ.
  2. დაჭერით სასურველ ზომებზე,(ჯობს 1სმ)
  3. ერთი მხრიდან ნაპირები შეაწებეთ და სამაგრად სარეცხის სამაგრები გამოიყენეთ(‘შპილკები’) ისე, რომ ‘ყვავილის’ ფორმა გამოვიდეს.
  4. ზოგიერთი რგოლი შეგიძლიათ სასურველ ფერად შეღებოთ კიდეც.
  5. დამზადებული ‘ყვავილები’ ერთმანეთსაც გადააწებეთ წინასწარ შერჩეული მონახაზით.
  6. კედელზე დეკორატიული რულსმნები დააჭედეთ და ზედ ჩამოკიდეთ ეს ერთიანად შეკრული ელემენტი.

5. სანათი

რკინის ქილის გასახსნელის კიდევ ერთი გამოყენება!

აბჯრის მაგვარი ნაქსოვი,რომელიც გასახსნელით არის გაკეთებული.ნახატში პროცესი კარგად ჩანს,ასე რომ ზედმეტად აღარ დავწერ.

6.პლასტმასის კოვზებით აწყობილი ჭაღი.

ვერ ვიტყვი,რომ მომწონს ამგვარი ‘ჭაღი’,მაგრამ თვითონ იდეაა საინტერესო!

7. კონვერტი

ამგვარი ლამაზი კონვერტის გაკეთება წერილის ან ბარათის ჩასადებად შესანიშნავი იდეაა !წიგნის გადასაკრავების უამრავი ნაირსახეობა იყიდება,ასე რომ მხოლოდ რულონის შეძენა,გულის გამოჭრა და მართკუთხედად დაკეცვა დაჭირდებათ,ასევე ნაპირების ქაღალდის წებოთი შეწებება.

8.ბრჭყვიალებიანი ფრჩხილის ლაქი

ისეა იმაში კი არ მდგომარეობს,რომ ბრჭყვიალებიანი ლაქი გაიკეთოთ,არამედ იმ ტექნიკაში,როგორც კეთდება.ანუ იმისათვის,რომ წვრილყელიან ქილაში,ბოთლსა თუ სხვა რაიმეში ფხვნილი ჩაყაროთ,ამისათვის საკმარისია დაახვიოთ ქაღალდი და ძაბრისმაგვარად გამოიყენოთ!!!

ამ შემტხვევაში გამჭვირვალე ფრჩხილის ლაქის ბოტლში სეგიძლიათ სხვადასხვა ზომის ბრჭყვიალები ჩაყაროთ.დეკორატიული მიზნით სამღებრო ლაქშიც ურევენ ბრონზას ან ბრჭყვიალებს ამავე მეთოდით.

ეს დასასსრული არ არის! კიდევ უამრავი იდეა მაქვს თქვენთვის,რომლებსაც მომდევნო პოსტებში გაგაცნობთ!

Advertisements

10 responses to “გააკეთე შენი ხელით (3)

  1. presgeo აგვისტო 28, 2012, 4:26 PM

    mokled rogorc yoveltvis chvens gaocebas axerxeb :):*

  2. პარანოიდი სექტემბერი 4, 2012, 9:49 PM

    არამგონია რომელიმე გავაკეთო, მაგრამ მაინც მსიამოვნებს ხოლმე შენი პოსტების ნახვა ^.^

  3. ლიზიკუნა ოქტომბერი 13, 2012, 3:46 PM

    საინტერესოა და შეიძლება გავაკეთო კიდეც. მე მიყვარს ასეთი რაღცეები სახლში

  4. ლიზიკუნა ოქტომბერი 13, 2012, 3:53 PM

    მომეწონა ქოთანი კენჭებით და ის პატარა ტბორიც მომეწონა

  5. mako ივნისი 25, 2014, 3:37 PM

    ყველაზე გამორჩეულად მომწონს (1. ტბორი ლარნაკში, 3.ბეტონის ლარნაკები, 4. ოთახის კედლის გაფორმება, 5. სანათი, 6.პლასტმასის კოვზებით აწყობილი ჭაღი, 7. კონვერტი. )

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: