Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Tag Archives: ბიჭი

საჩუქრები ვალენტინობის დღესასწაულისთვის

გვიახლოვდება ვალენტინობის დრესასწაული და ჩემ ბლოგზეც ინტენსიიურად ეზებენ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა აჩუქონ შეყვარებულს.შარშანდელი პოსტი მინდა შეგახსენოთ : სიყვარულის დღესასწაული და თავსატეხი–რა ვაჩუქო შეყვარებულს! ,თუმცა ამ ვალენტინობისთვისაც მოგიმზადეთ ინფორმაცია,რაც დგეხმარებათ საჩუქრის შერჩევაში.

ვინც ჯერ არ იცის რას უკავშირდება ვალენტინობის დღესასწაული,გთავაზობთ სტატიას orthodoxy.ge–დან,საიდანაც გაიგებთ, რომ  “ვალენტინი შეყვარებულების მფარველ წმინდანად მიიჩნეოდა. დღემდე ევროპასა და ამერიკაში 14 თებერვალს სასიყვარულო ბარათებს, საჩუქრებს, ყვავილებს, ტკბილეულს უგზავნიან შეყვარებულები ერთმანეთს. ხალხური ტრადიციის მიხედვით ვალენტინი თავის სიცოცხლეში ბავშვებს საკუთარი ბაღიდან ჩუქნიდა ყვავილებს. როდესაც მღვდელი დაატყვევეს, ბავშვები მიდიოდნენ მასთან და სიყვარულის ნიშნად ციხის გისოსებიან სარკმელში ესროდნენ ყვავილებს.”

განაგრძე კითხვა

სურნელიანი ფიქრები

ამასწინათ რესტორანში რომ არამწეველების დარბაზში ადგილილ აღარ იყო,სხვაგან წასვლას ისევ  შემოთავაზებულ მწეველების  დარბაზში დასხდომა ვამჯობინეთ.ასე ’შევცურეთ’ დარბაზში არსებულ თეთრ კვამლში და რომ იტყვიან “как ёжик в тумане” ცოტა ბოდიალის მერე კი მივაკვლიეთ ჩვენს მაგიდას.კარგი ადგილი იყო,კურთხე იყო და მთელი დარბაზი, როგორც ხელისგულზე,ისე ჩანდა.

განაგრძე კითხვა

სიყვარულის დღესასწაული და თავსატეხი–რა ვაჩუქო შეყვარებულს!


ვალენტინობა გვიახლოვდება და დარწმუნებული ვარ ყველა შეყვარებული ადამიანი საჩუქარს ამზადებს და თვითონაც ელოდება სურპრიზს. ეს დღესასწაული მარტო შეყვარებულებისთვის არ არის დაწესებული,თუმცა საქართველოში ამ დღეს ერთმანეთს მხოლოდ შეყვარებულები ულოცავენ(ცოლ-ქმარიც ითვლება რა თქმა უნდა).
მაშ ასე,გადავდივართ საჩუქრების მოლოდინის რეჟიმში 🙂 !!!
Read more of this post

კაციც ადამიანია

ცოტა დაფიქრებული მოვედი დღეს,ერთ სიტუაციას წავაწყდი,რომელმაც ჩამაფიქრა და ამდაგვარ სიტუაცის სხვა თვალით შევხედე.საქმე ეხება გოგო და ბიჭის ურთიერთობას, უფრო სწორედ ურთიერთობის წამოწყებას.ჩვენ ,სუსტი სქესის წარმომადგენლები მივეჩვიეთ იმ აზრს, რომ მამაკაცი ყოველთვის ძლიერი უნდა იყოს,ინიციატივას თავის ხელში იღებდეს,და ჩვენს ’პრანჭიობას’ მოთმინებით იტანდეს.აი დღესაც,შემსწრე გავხდი სცენის,როგორ ცდილობდა ერთი ბიჭი გასცნობოდა ერთ გოგონას,
განაგრძე კითხვა