Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

საჩუქრები ვალენტინობის დღესასწაულისთვის

გვიახლოვდება ვალენტინობის დრესასწაული და ჩემ ბლოგზეც ინტენსიიურად ეზებენ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა აჩუქონ შეყვარებულს.შარშანდელი პოსტი მინდა შეგახსენოთ : სიყვარულის დღესასწაული და თავსატეხი–რა ვაჩუქო შეყვარებულს! ,თუმცა ამ ვალენტინობისთვისაც მოგიმზადეთ ინფორმაცია,რაც დგეხმარებათ საჩუქრის შერჩევაში.

ვინც ჯერ არ იცის რას უკავშირდება ვალენტინობის დღესასწაული,გთავაზობთ სტატიას orthodoxy.ge–დან,საიდანაც გაიგებთ, რომ  “ვალენტინი შეყვარებულების მფარველ წმინდანად მიიჩნეოდა. დღემდე ევროპასა და ამერიკაში 14 თებერვალს სასიყვარულო ბარათებს, საჩუქრებს, ყვავილებს, ტკბილეულს უგზავნიან შეყვარებულები ერთმანეთს. ხალხური ტრადიციის მიხედვით ვალენტინი თავის სიცოცხლეში ბავშვებს საკუთარი ბაღიდან ჩუქნიდა ყვავილებს. როდესაც მღვდელი დაატყვევეს, ბავშვები მიდიოდნენ მასთან და სიყვარულის ნიშნად ციხის გისოსებიან სარკმელში ესროდნენ ყვავილებს.”

ვიცი, რომ ეხლა ყველა შეყვარებული ადამიანი (ბევრი მათგანი მაინც) ფიქრობს,თუ რა აჩუუქოს შეყვარებულს.მათ შორის ცოლ–ქმარიც არიან.პირადად მეც ვფიქრობ რა ვაჩუქო ჩემ ქმარს,რაიმე სიმბოლური მინდა,მასაც შევახსენე,რომ არ დაავიწყდეს,ნამდვილად გული დამწყდბა,უსაჩუქროდ რომ დამტოვოს :).ისე, ეს გოგოები ვფიქრობთ ამ დღესასწაულბზე,სხვათაშორის, თორე მამაცაკების უმრავლესობას ეს ზედმეტად მიაჩნია.რას ვიზამთ,ასეა მამაკაცის გონება მოწყობილი და სხვათაშორის ამიტომ კიდევ უფრო დასაფასებელია,თუ ბიჭი საჩუქარს გაუკეთებს გოგოს.ამიტომ მათთვის რთულიცაა იმის მოფიქრება,თუ რა აჩუქონ შეყვარებულს.

ნუ, არ გადავუხვევ ძირითად თემას და ეხლა რამოდენიმე რჩევას დავწერ,თუ რისი ჩუქება შეიძლება საყვარელი ადამიანისთვის.

ყველაზე კარგი საცუქარია ის, რომელიც მას ხსირად მოხვდება თვალში,ხშირად დასჭირდება და მას თქვენ გაახსენდებით.

საჩუქრები გოგონასთვის :

  • ჩარჩოები სურათისთვის;
  • რამოდენიმე პოპულარული ჟურნალის ახლი გამოცემა,რომელიც ლამაზად იქნება შეფუთული(ეს შეიძლება იყოს COSMOPOLITAN , VOGUE ,OTTO…)
  • საკანცელარიო კრებული,ლამაზი ფერადი ტუშ-კალმებით;
  • ლამაზი ბლოკნოტების კრებული;
  • ფრჩხილის ლაქის კრებული,რომელიც ერთი ფერის სხვადასხვა ტონისგან შედგება;
  • კოსმეტიკის სამგზვრო კრებული;
  • უჩვეულო ფორმის არომატიზირებული საპნების კრებული;
  • ლამაზი ყუთი ან კიდობანი სამკაულისთვის;
  • საკუთარი ხელით შექმნილი დეკორირებული ფოტოალბომი თქვენი და თქვენი შეყვარებილის სურათებით;
  • არომატიზირებული ლამაზი სანთლების ნაკრები;
  • ბროლის სუვენირი;
  • სამკაული;
  • ბარათი სარელაქსაციო SPA სალონში წასასვლელად

 

საჩუქრები ბიჭისთვის:

  • მიმდინარე წლის ან მომავალი წლის  ‘ყოველწლიური’  ტიპის ბლოკნოტი;
  • მოვლის საშუალებების სამგზავრო კრებული;
  • ორიგინალური მაგიდის ელექტრონული საათი;
  • სოლიდური საკიდი გასაღებებისტვის,რომელზეც რაიმეს ამოატვიფრინებთ,რაც თქვენ თავს გაახსენებს;
  • სასაჩუქრე კალმისტარი;
  • კარგი ხარისხის სიგარები განსაკუთრებული შემთხვევისთვის(თუ რა თქმა უნდა ეწევა)
  • მანქანის არომატიზატორი,რომელსაც თავად გააფორმებთ;
  • ჰალსტუხი;
  • ლუდის კათხა ინიციალებით;

საჩუქრები,რომლებიც ერთნაირად მიესადაგება როგორც გოგოს, ასევე ბიჭს
  • წიგნი ან წიგნები,სასურველია ავტოგრაფით;
  • ყავის ჭიქა რაიმე ორიგინალური რომანტიული სურატით,ან თუნდაც თქვენი გამოსახულებით;
  • ბროლის ლამაზი ჭიქა,რომელშიც არომატიზირებული სანთელი იქნება ჩადებული;
  • მაისური საინტერესო წარწერით,რომელიც მარტო მისთვის იქნება გასაგები;
  • მაჯის ორიგინალური საათი;
  • კალენდარი,რომელიც თქვენი სურათებით იქნება გაფორმებული;
  • ორიგინალური ფორმის USB მეხსიერების ბარათი,ზედ შეგიძლიათ ჩაწეროთ რაიმე მისთვის საყვარელი მუსიკათა კრებული ან სულაც ელექტრონული ენციკლოპედია;
  • კომპიუტერის ორიგინალური თაგუნია;
  • საყვარელი სპორტული გუნდის რაიმე აქსესუარი;

 

საჩუქარი ლამაზ სასაჩუქრე ჩანთაში მოათავსეთ,ან ლამაზად შეფუთეთ და ბაფთა შეაბით(შეგიძლიათ დააკრათ წინასწარ გამოჭრილი გულები) და რა თქმა უნდა, ყველანაირ საჩუქარს დაურთეთ ლამაზი ვალენტინის ბარათი თქვენი მილოცვით.

იმედია,გამოგადგებათ ჩემი რჩევებიდა საყვარელ ადამიანს სასიამოვნოდ გააკვირვებთ.იცოდეთ,რომ მთავარია ყურადღება გამოიჩინოთ და გინდაც უმნიშვნელო საჩუქრით ასიამოვნოთ საყვარელ ადამინს

ყველას გილოცავთ ვალენტინობის დღესასწაულს !!!

Advertisements

2 responses to “საჩუქრები ვალენტინობის დღესასწაულისთვის

  1. Barcelonisimo... თებერვალი 13, 2012, 1:24 AM

    მადლობა კარგო. ისე, ეს დღესასწაული ჩემს შეყვარებულს უფრო უყვარს და ახსოვს 😀 ჩამონათვალს ბიჭებისთვის, დავამატებდი საყვარელი გუნდის აქსესუარს, თუ უყვარს ფეხბურთი, ან რამე სხვა სპორტი. ნუ ჩემნაირ გოგოებთანაც გამოდგება ეგეთი რამ 😀

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: