Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

სურნელიანი ფიქრები

ამასწინათ რესტორანში რომ არამწეველების დარბაზში ადგილილ აღარ იყო,სხვაგან წასვლას ისევ  შემოთავაზებულ მწეველების  დარბაზში დასხდომა ვამჯობინეთ.ასე ’შევცურეთ’ დარბაზში არსებულ თეთრ კვამლში და რომ იტყვიან “как ёжик в тумане” ცოტა ბოდიალის მერე კი მივაკვლიეთ ჩვენს მაგიდას.კარგი ადგილი იყო,კურთხე იყო და მთელი დარბაზი, როგორც ხელისგულზე,ისე ჩანდა.

არ ვიმჩნევდით კვამლისგან შეწუხებას,არ გვიყვარს ეს მანჭვები,ბოლოს და ბოლოს ისევ ჩვენი არჩევანი იყო აქ ყოფნა.გვერდით მაგიდას ახალგაზრდბი უსხდნენ,გოგო-ბიჭები,ალბათ კურსელები იყვნენ,რადგან სულ ქოლოქვიუმზე და შუალედურებზე საუბრობდნენ,საწყლები,ისე შემეცოდნენ, სულ წუწუნებდნენ ბევრი სასწავლი გვაქვსო.ჩვეულებრივი, საყვარელი ახალგაზრდები იყვნენ, მაგრამ ერთმა რამ მიიქცია ჩემი ყურადღება,ოთხიდან 3 გოგონა ეწეოდა,ერთი კი მგონი გამუდმებით!ბიჭებს არ დავკვირვებივარ,მგონი ორი ეწეოდა.ხოდა ამ ერთ გოგოს ვაკვირდებოდი(ჩემს პირდაპირ იჯდა და აბა თვალს ხომ არ ავარიდებდი ),ესეიგი, იმხელა ’ნაპასებს’ აკეთებდა,ნახევარ წუთში ამთავრებდა სიგარეტის მოწევას, თან ბიჭებს გამოართვა სიგარეტი,თავისი რომ გაუთავდა, გოგოებისა არ აიღო,ეგ რა არის,მაგას ვერ მოვწევო 🙂 .იმდენად მონდომებული ეწეოდა, რომ შემეცოდა 😦 ,წარმოვიდგინე ლექციაზე რომ ზის და ლექტორი არ გაუშვებს გარეთ–რა დღეში ჩავარდება!რა უნდა ისწავლოს იმ დროს , როდესაც მარტო იმაზე იფიქტრებს, რომ მალე დამთავრდეს ლექციაო!ხო, ნუ ამ დროს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს გოგოა მწეველი თუ ბიჭი,უბრალობ იმ გოგოთი დავიწყე თხრობა 🙂

ეხლა ის გამახსენდა,ინსტიტუტში გოგოები რომ ტუალეტში, კუთხეში მიიყუჟებოდნენ და ერთ ღერ სიგარეტს 4 ან 5 ეწეოდა,თან ისეთ სიგარეტს, რომ გამოვიდოდნენ უსიამოვნო ტუალეტის სუნს(ბოდიში თქვენთან ამ წვრილმანების წერისთვის) მყრალი თუთუნის სუნი გადაფარავდა ხოლმე,გვრდზე რომ ჩაგივლიდნენ,ამ სუნის(სურნელებას რომ ვერ იტყვი)შლეიფს გააყოლებდნენ ხოლმე.ნუ,შეგახსენებთ, რომ ასაკით პატარა არ ვარ, შესაბამისად ჩემი სტუდენტობა ჰეე, როდის იყო ხოდა მაშინ სად იყო ეს მენთოლიანი სიამოვვნებები :).ხშირად მესმოდა ხოლმე ”целовать курящую девушку–то же самое,что облизывать пепельницу!”(”გინდ მწეველი გოგოსთვის გიკოცნია და გინდ საფერფლე აგილოკიაო”)–თუმცა სულ აღშფოთებაში მოვყავდი ამ ფრაზას,ქალის დისკრიმინაციად მიმაჩნია.აბა რა მნიშვნელობა აქვს მწეველი გოგო იქნება თუ ბიჭი?სიგარეტის ’გემო’ ორივეს ერთნაირად არ ექნებოდა?

უი,ეხლა ჩემზე მოგიყვებით.პირველი ღერი სიგარეტი ჩემმა ქმარმა გამასინჯინა.საღამოს ფანჯარათანიდგა და  ეწეოდა, მივუცუცქდი და ერთი ვთხოვე–მომაწევინე მეთქი,უყოყმანოდ გამომიწოდა ღერი და ვაი,როგორ ცუდად გამხადა!ისე ,მეგონდა, რომ ადვილი იქნებოდა მოწევა,ვითომ რა უნდა, უნდა ჩაისუნთქო,ხო, მაგრამ ისე ცუდად გავხდი!მთელი საღამო მახველა და მახველა!მოკლედ,პირვცელი მცდელობა აბსოლუტური კრახით დასრულდა :)!

არადა რამდენი გარემოება იყო მანამდე,რომ დამეწყო მოწევა,მაგრამ არასდროს სურვილი არ გამჩენია.ჯერ იყო და კლასელი(დაქალი) ეწეოდა,არა, სკოლაში სწავლის დროს არა, სტუდენტობისას.რამოდენიმეჯერ მასთან სახლში დავრჩი(თან ჩემი უბნელი იყო)და ღამე ჩავიპარეთ ეზოში,პირველ სართულზე ცხოვრობდა და წინ პატარა ბაღი ქონდა,და იქ ჩაიკუზა,რომ არ გამოჩენილიყო და ისე ეწეოდა,მე კი ვდარაჯობდი,ერთად ერთხელ შემომთავაზა, მაგრამ ისე კატეგორიულად ვიუარე,რომ სხვა დროს არარც უთქვამს.ის მე კარგად მიცნობდა.მაშინაც ასეთი თავისუფლებისმოყვარული ვიყავი.ვერ ვიტანდი ძალადობას!საკმაოდ კარგი ნებისყოფაც მქონდა.დიახ ,ვერ ვიტანდი ძალდატანებას.მაშინვე გააზრებული მქონდა, რომ სიგარეტის მოწევა მიჩვევას იწვევს გინდა ეს თუ არ გინდა და მოთხოვნილებაში გადადის!მე კი ვერასდროს ავიტან იმას, რომ ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ რაიმეს გაკეთება მომიწიოს!სიგარეტის მოთხოვნილების ჭკუაზე არასდროს ვივლი!თანაც მეთაკილებოდა ისეთი რამის გაკეთება,რისი დამალვაც მომიწევდა.

ისე, სულაც რომ დამეწყო მოწევა,დარწმუნებული ვარ დიდი პრობლემა ოჯახში არ შემექმნებოდა.ჩვენს ოჯახში არ იყო ტირანია,მშობლები ცდილობდნენ ჩვენს აღზრდას,არასდროს კომუნიკაციის პრობლემა არ გვქონია.მამაჩემი ისეთი ადამიანი იყო, რომ მშვიდად ამიხსნიდა ხოლმე ყველა ქმედების დადებით-უარყოფით მხარეებს და არჩევანის გაკეთებას მე  მომანდობდა ხოლმე.თანაც მამაჩემი ’სვეწკი’ ოჯახში იყო გაზრდილი–თანაც  მაშინ,როდესაც  მარტო მაღალი საზოგადოების ქალები ეწეოდნენ სიგარტს,ასე რომ ეს ამბავი სულ არ უკვირდა.ხო, აი ბებიაჩემი კი არ ეწეოდა სიგარეტს,სხვათაშორის, მაგრამ დედამისი(ჩემი დიდი ბებია) ეხლაც მახსოვს ლამაზ ფიგურებამოტვიფრული მუშტუკიტ ხელში სიგარეტს როგორ ’აფუილებდა’ :)უი,ეგ ბებია რომ გარდაიცვალა,და ჩასულები ვიყავით(ბათუმელი ქალბატონი იყო),ბიძაშვილებმა განჯინაში თუთუნით სავსე ლამაზი კოლოფები ვიპოვეთ და ის თუთუნი ჩუმად გადავყარეთ, კოლოფებში კი კანფეტები ჩავილაგეთ(თან თავს ვიმართლებდით–მოკვდა ბებია და რაღაში სჭირდებაო),უი უი, ისეთი ცელქები ვიყავით!მაგრამ ამაზე სხვა დროს 🙂

ჰოდა ადრე თუთუნს ახვევდნენ სიფრიფანა ქაღალდში და იმას ეწეოდნენ, ეხლა კიდე მოწევის რეჟიმის დასარეგულირებელი სიგარეტიც კი გამოვიდა–აჰა, აი სად წავიდა ტე’ხ’ნიკა :დ :დ :დ

ეხლა გამახსენდა, სახლში მაქვს ჩილიმი!ჩემი ქმარი სირიაში იყო საქმეზე და იქიდან ჩამოიტანა,5 თუ 6 წლის წინ.თან მოაყოლა მთელი მისი ატრიბუტები,სხვა და სხვა სურნელიანი თუთუნი.თავიდან ნოუ-ჰაუ იყო და ძმაკაცები რომ მოდოდნენ,მოვამზადებდიტ და ეწეოდნენ ხოლმე,მაგრამ ეს სურნელოვანი თუთუნი იმდენად სუსტია, რომ მერე სიგარტს ეწეოდნენ ხოლმე,სხვანაირად ვერ იკმაყოფილებდნენ ნიკოტინის მოთხოვნილებას.თურქეთში და სირიასი ყველა რესტორან და ბარში აქვთ ეს ჩილიმები და ქალიან -ბავშვიანა ყველა ეწევა.ის მითია, რომ ნარკოტიკიანს ეწევიანო,რა თქმა უნდა ,ვისაც სურვილი აქვს,ალბათ აკეთებს ამას,თუმცა მასიურად ასეთ მსუბუქ ნიკოტინით ეწევიან.მეც ერთხელ დრო ვიხელთე და სახლში მეგობრები დავპატიჟე ჩილიმის მოსაწევად და მარწყვის ,მწვანე ვაშლის და ალუბლის სურნელიანი მოვაწევინე!იმდენად სუსტი და არომატულია, რომ მხოლოდ იმით ხვდები, რომ ჩაისუნთქე,რომ გამონაბოლქვს ამჩნევ!თუმცა,არც ამის მოყვარულები აღმოვჩნდით და აი წლებია თაროზე შემოდებული ჩილიმი მხოლოდ მაშინ გვახსენდება, როცა მტვრიანდება და გასაწმენდი შეიქნება ხოლმე.

ამ ბოლო წლებში იმდენად ’მოდური’ გახდა სიგარეტის მოწევა გოგონებისთვის, რომ უკვე იმიჯის ნაწილსაც კი წარმოადგენს ზოგ-ზოგიერთისთვის,მაგრამ არა ჩემთვის!და თანაც ვერავინ დამწამებს,რომ თანამედროვე და მოდური არ ვარ 🙂 !არა, იმას კი არ ვამბობ, რომ არ ვეკარები მეთქი,ყოფილა შემთხვევა,რომ  ახლო მეგობრების წრეში მეც მომიწევია სუსტი სიგარეტი,მაგრამ ეს იმდენად იშვიათად ხდება, რომ არც კი ითვლება.ამბობენ, რომ 100 ღერს თუ მოწევ–უკვე მწეველი გქვიაო,მაშინ ამ ტენდენციით — არამწეველის სტატუსით მოვკვდები:)(ყვავი ხომ არ ვარ 300 წელი ვიცოცხლო აბა )

რაღაც ბევრი ვილაპარაკე ამ სიგარეტზე და ნეტა ქვეცნობიერი მოთხოვნილება ხომ არ მალაპარაკებს? არ ვიცი, ის კი ფაქტია, რომ მე ჩემ თავისუფალ ნებას უდიდეს პატივს ვცემ და ნიკოტინზე დამოკიდებული არასდროს ვიქნები!

Advertisements

8 responses to “სურნელიანი ფიქრები

  1. ქეთი ნოემბერი 9, 2011, 2:33 PM

    “მე ჩემ თავისუფალ ნებას უდიდეს პატივს ვცემ და ნიკოტინზე დამოკიდებული არასდროს ვიქნები!” მომეწონა 🙂 მეც ძალიან მაღიზიანებს, რაიმეზე დამოკიდებული რომ ვარ. ყავა მიყვარს ძალიან და თუ არ დავლიე, როგორც “ყავისტების” უმრავლესობას, თავის ტკივილი მეწყება ხოლმე. ჰოდა, ერთხელ ამაზე ისე გავბრაზდი, მთელი ერთი თვე ავუკრძალე თავს ამ რიტუალის ჩატარება. ყავას დავუმტკიცე, რომ თავისუფლად გავძლებდი მის გარეშე 🙂 და… მერე ისევ დავიწყე დალევა :). რას არ გაგაკეთებინებს სიჯიუტე და თავისუფლების სიყვარული! სიგარეტს კი იმიტომ არ ვეწევი, რომ ენერგიის #1 შთანმთქმელია – სად მაქვს სიგარეტის კვამლს გასაყოლებელი ენერგია! სჯობს, სხვა რამეში გამოვიყენო :).

    • ketusi ნოემბერი 9, 2011, 2:40 PM

      🙂
      აი ყავასტან მიმარტებაში სხვაგვარად არია საქმე, ორგანიზმს ენერგიას მატებს,განსაკუთრებით დაბალწნევიანებს სჭირდებათ,და ამაში დამოკიდებულებას ვერ ვხედავ,უბრალოდ იცი რა გჭირდება, რომ კარგად იგრძნო თავი, როგორც საჭმელის ჭამა გინდება შიმსილის დროს.
      სიგარეტი უკვე სხვა საქმეა, მას მარგებლაობა აბსოლუტურად არ გააჩნია(ერთადერთი, სისხლძარღვების გაგანიერება ვისაც აქვთ,იმათ უნიშნავენ მგონი),და თან მართლა დამოკიდებულს გხდის.

  2. qetusia ნოემბერი 9, 2011, 2:35 PM

    მე ჩილიმი მიყვააარს=)) და საკმაოდ ხშირად ვსტუმრობ ჩილიმ-ბარებს=)სიგარეტი რავი აბა =))იყო დრო გული მიმდიოდა სუნზე ისე ცუდად ვხდებდი))ეხლა ისე ძაან აღარ ვრეაგირებ=))

    • ketusi ნოემბერი 9, 2011, 2:50 PM

      ისედაც დიდი პოსტი გამოვდა და ყველაფერი კიდე არ დავწერე.
      სუნი მიყვარს,სხვათაშორის!ოღონდ გაფანტული სურნელი.მაგრამ დაკვირვებული ვარ–საკმარისია დაღლილი ვიყო და დახურულ სივრცეში აღმოვჩნდე, სადაც სიგარეტის გამონაბოლქბია–მომენტალურად ტავის ტკივილი მეწყება.სისხლძარღვების შევიწროება მაქვს(21 საუკუნუნის სენი) და ჩემზე არაფრით სეიძლება მოწევა და გამონაბოლქვის ჩასუნთქვა.

  3. ლიზიკუნა ნოემბერი 9, 2011, 2:38 PM

    ის ფაქტი რომ ტუყალეტში ეწეოდე სისულელეა) თუ ეწევი ამაში არაფერია დასამალი და მოწიე არა ტუალეტში. ეს ერთი. სვეცკობა არ მიმაჩნია., იმდენად ჩვეულებრივი ამბავია ეგ რომ მაგით სვეტი ვერ გახდები.ეს მეორე და მესამეც ადამიანის არჩევანია ან ჯანმრტელი იყოს ან ტავი მოიშხამოს. მე გამისინჯია, მომიწევია , მაგრამ ძალიან იშვიათად, დიდათ ამის მოთხოვნილება არ მაქვს, თუმცა სულ არ მომაჩნია კატასტროფად სიგარეტის მოწევა. ხო და კიდევ ერთი რაც ჩემთვის მიუღებელია, როცა ქალს სიგარეტის სუნი ასდის სუნამოს ნაცვლად ან ამოსდის.

  4. ninnaka ნოემბერი 9, 2011, 11:47 PM

    ქეთუსი ბევრი იმის გამოც ეტანება რომ გარშემო ყველა ეწევა, ან უბრალოდ “სვეცკობს”.

    რაც შემეხება მე, მიუხედავად იმისა რომ მამაჩემი მწეველია და ვითომ სიგარეტის კვამლს შეჩვეული უნდა ვიყო, ხველება მიტყდება მაშინვე, მაქსიმალურად ვცდილობ თავი შევიკავო და ჩემთვის ჩუმად ჩავახველებ ხოლმე და ბოლოს ისეთი ინტენსივობით ვფხუკუნებ სანამ ყველა არ გაიგებს და მერე იმაზე იცინიან ამ “ბავშვს” ვაფუჭებთო. :)) არასდროს გამისინჯავს სიგარეტი და ჩილიმთანაც ურთიერთობაში არ შევსულვარ და სურვილიც კი არ მაქვს ამის, არც მიკვირს და არც ვაპროტესტებ, ჭკუის დარიგებითაც არ ვიკლავ თავს. ერთია, თუ ადამიანი ვერ გებულობს რომ ამით საკუთარ ორგანიზმს ვნებს, მაშინ მოწიოს რამდენიც უნდა სანამ მოსიარულე “ბიჩოკად” არ იქცევა. :))

    • ketusi ნოემბერი 10, 2011, 12:31 AM

      ეს ”მოსიარულე “ბიჩოკად” ”–მომეწონა.
      ხო, ნუ პოსტი ისედაც დიდი გამოვიდა და ჭკუის დარიგებებს და სეფასებებს მოვერიდე.ეს ისე, ’მე და სიგარეტი’ მიმოხილვა იყო 🙂
      ჩემი ქმარი აივანზე ეწევა,თვითონაც არ უყვარს სიგარეტის სუნი.სხვათაშორის ამ თემასთან დაკავშირებით სულ იძახის ”14 წლისამ დავიწყე მოწევა და ნეტა დედაჩემს ხელები დაემტვრია ჩემთვისო” :დ:დ

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: