Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ორქიდეა ფალენოფსისი

ორქიდეაორქიდეაზე  წინა პოსტში ზოგადად ვისაუბრე.ამჯერად კონკრეტული სახეობის ორქიდეაზე მინდა გაგიზიაროთ ჩემი და გამოცდილი ადამიანების გამოცდილება.

ორქიდეია სილამაზის გარდა ბიოლოგიურადაც გამორჩეული ყვავილია!სპეციალისტები ორქიდეებს სამ ჯგუფად ყოფენ: მიწაზე მზარდები, ეპიფიტურები,საპროფიტები.ამჯერად ეპიფიტ ორქიდეაზე,ფელენოფსისზე მინდა ვისაუბროთ.

ორქიდეა ფალენოფსისის(Phaleonopsis) ჯგუფი  ორქიდეათა ოჯახის ყველაზე მრავალრიცხოვანი წარმომადგენელია.არცერთი სხვა ორქიდეა არ ხასიათდება ფერთა და ფორმათა ისეთი მრავალფეროვნებით, როგორც ორქიდეა ფალენოფსისია.

როგორც უკვე ავღნიშნე, ორქიდეა ფალენოფისისი ეპიფიტია,რაც ბერძნულად ნიშნავს “მცენარეზე ორქიდეა ხეზემცხოვრებს”.ბუნებაში ის იზრდება ტროპიკულ ზონაში და გვხვდება ჰიმალაიდან ავსტრალიამდე.ფალენოფსისის 70 სახეობა არსებობს და ამის გარდა უთვალავი ხელოვნურად გამოყვანილი ჰიბრიდი.სიტყვა Phalaenopsis ლათინურად ნიშნავს “პეპლის მაგვარს”, ამიტომ ამ ორქიდეას “ორქიდეა-პეპელასაც” უწოდებენ ხოლმე.და მართლაც, ეს ორქიდეა ეგზოტიკურ პეპელას მოგვაგონებს! ფალენოფსის ძირითადი ჯიშები საოცარი სურნელითაც გამოირჩევიან, თუმცა ჰიბრიდები, რომლებსაც ჩვენ ვყიდულობთ, ყველანაირ სურნელს მოკლებულნი არიან, სამწუხაროდ.

ორქიდეა ხეზეთავის სამშობლოში ეს ორქიდეა ცხოვრობს ხეზე ან კლდეზე.ის  საჰაერო ფესვებით(ეპიფიტებით) ეჭიდება ხის ქერქს(ან კლდის ღრიჭოებს).ამ ორქიდეის ფესვი შეიცავს ქლოროფილს,ეს ნიშნავს, რომ ამ ორქიდეის ფესვი იგივენაირად აწარმოებს ფოტოსინთეზს, როგორც ფოთლები.წყალს ორქიდეა იღებს გარემოსგან : წვიმა,ნისლი,ასევე ის ნესტი, რომელიც ხის ქერქს შერჩება..საკვებ ნივთიერებს კი მოიპოვებს ხის ქერქის ან კლდის ღრიჭიებში მოხვედრილ მცენარეების მტვერისგან, მწერებისგან, მიწისგან.

ყველა ოთახის მცენარეს ვურჩევთ იგივე პირობებს, როგორშიც ის ბუნებაში გვხვდება, ხომ ასეა? ამიტომ ორქიდეასაც უნდა შევუქმნათ შესაბამისი პირობები, რომ მან თავი კარგად იგრძნოს და ლამაზი ყვავილებითაც გაგვანებივროს.ამაში შევეცდები დაგეხმაროთ.

განვიხილოთ ორქიდეა ფალენოფსისის სტრუქტურა და მოვლა.

ორქიდეის ფოთოლიფოთლები: ფალენოფსისი მონოპოდიალური აგებულებისაა,ერთი ორქიდეას აგებულება,ვერტიკალურად მზარდი ღეროთი და ერთი ზედა ზრდის  წერტილით.ეს იმას ნიშნავს, რომ ორქიდეას ფოთლები გვერდებდან კი არ ეზრდება, არამედ ყოველი ახალი ფოთოლი ფოთლების ზედა განშტოებიდან(როზეტიდან) ამოსდის.ფალენოფსისის ფოთლები ხასხასა მწვანიდან მუქ მწვანემდე მერყეობს,ზოგჯერ მოყავისფრო ლაქებივითაც აქვთ ხოლმე(ეს ნორმალურია),რაც მზეზე გარუჯვის შედეგად ჩნდება,,,ითვლება, რომ ორქიდეას თუ სინათლე აკლია, მისი ფოთლები უფრო მუქია, მაგრამ საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ალბათ უფრო მის ჯიშზეა დამოკიდებული.ფოთოლი სქელი,ხორციანი აქვთ, როგორც სუკულენტებს,ეს იმაზე მეტყველებს, რომ ორქიდეას წყლის მარაგი აქვს მასში,ისევე,როგორც საკვები ნივთიერებები..ფოთლების განშტოება, როზეტი, მიმართულია სინათლის წყაროსკენ, ამიტომ თქვენც ეცადეთ, იგივე მიმართულება შეუნაჩუნოთ მას და სწორი მიმართულებით დადგით.თუ ორქიდეა ქოთანში ცერად არის ,ზრდის პროცესში გადმოწვა გვერდზე თავისი სიმძიმისგან,მას ასწორებენ გადარგვისას,ბალასტისთვის ქოთნის ძირში ქვაც შეგიძლიათ ჩაუდოთ, რომ ორქიდეამ წონასწორობა შეინარჩუნოს.

ორქიდეა

პირდაპირი მზის სხივი იწვევს ორქიდეის ფაქიზი ფოთლის დამწვრობას,ამ ადგილას უჯრედები ორქიდეის დამწვარი ფოთოლიკვდება,თუმცა ეს შეიძლება მთელი მცენარისთვის მომაკვდინებელი არ იყოს.დამწვარი ორქიდეის დამწვარი ფოთოლიადგილი ყვითლდება,ყავისფერდება და ხმება,ეს შეიძლება ფოთლის ნაწილი იყოს,ამ შემთხვევაში ორქიდეა უკვე არაპრეზენტანბელურად გამოიყურება,თუმცა ამის გამო ფოთოლს ნუ მოაცლთ,ხომ გახსოვთ, რომ ის სჭირდება ორქიდეას.შესაძლებელია ფოთლის ნაწილის მოჭრა.ამისათვის სტერილური მაკრატლით მოაჭერით დაზიანებული ადგილი და გადანაჭერზე ან ნახშირის ან დარიჩინის ფხვნილი დააყარეთ.

სხვადასხვა მიზეზის გამო ორქიდეის ფოთლებმა შეიძლება სიმკვრივე დაკაგოს,მომჩვარდნენ.ამ დროს უტარდებათ სპეციალური პაროცედრები(ამას შემდგომ პოსტში დავწერ — ,” ორქიდეის რეანიმირება”),მაგრამ შეიძლება არაფერიმა უშველოს(მიზეზი ფესვების დაზიანებაშია),თუ დაიწყო ქსოვილის ატროფირება,ამ შემთხვევაში ფოთლები ნელ-ნელა გამოიფიტება,სამაგიეროდ ორქიდეა გაზრდის ახალ ფოთოლს.

 ფალენოფსისის ფოთლები საოცარი სტრუქტურისაა,მათი ქვემოთა მხარე ფოროვანია და დღის პირველ ნახევარში(დილაობით უფრო) ეს ფორები იხსნება და მაქსიმალური ნესტი შეუძლია შეიწოვოს,ამიტომ კარგია მათი ორივე მხრიდან ნადგომ წყალში დასველებული ბამბით გაწმენდა, პულველიზატორით წყლის შესხურება.იგივე მეთოდით ფოთლებს სასუქითაც კვებავენ.უნდა დამპალი როზეტიგვახსოვდეს, რომ როზეტში გაჩერებული წყალი,მცენარის ლპობას იწვევს ხოლმე, ამიტომ დასველების მერე ამოუშრეთ წყალი ბამბით ან ხელსახოცით.ფოთლები შეიცავს ბევრ სასარგებლო ნივთიერებას,ამიტომ დაზიანებულიც რომ იყოს,ის არ მოაძროთ ორქიდეას,თუ საჭირო იქნება,მას მერე რაც ფოთლის საკვებ ნივთიერებებს წაიღებს, ის თვითონ გაახმობს ფოთოლს(გარე კიდიდან დაიწყება გაყვითლება),ძირითადად ეს ქვედა ფოთოლი არის ხოლმე და მერე ის თავისით მოსძვრება, ან უკვე გაყვითლებული და გამოფიტული ფოთოლი თავადაც შეგიძლიათ მოაცილოთ.ამისათვის გარე კიდიდან შუაზე გახიეთ ფოთოლი და ისე შემოაცალეთ ღეროს.

ფესვები: ყველაზე საინტერესო ორქიდეას სტრუქტურაში მისი ფესვებია,,,,როგორც უკვე ვახსენე, ეს ეპიფიტებია.ისინი იმგვარად არიან მოწყობილნი, რომ შეუძლიათ სწრაფად შეიწოვონ და გაიჩერონ სითხე.ამის გარდა ,ფოთლების მსგავსად, აწარმოებენ ფოტოსინთეზს,ამიტომ მათ სინათლესთან წვდომა ესაჭიროებათ.ამის მაჩვენებელი მათი მწვანე ფერიცაა.როდესაც ფესვს სინათლე აკლია,ის ყვითლდება.როდესაც ორქიდეას ვყიდულობთ, ის ამიტომაცაა მოთავსებული გამჭვირვალე ქოთანში.იქ ის სპეციალურ სუბსტრატში ზის.სუბსტრატად გვევლინება ხის(ფიჭვის) ქერქი,გადარეული ქოქოსის ქერქში,ან ხავსში.ორქიდეა ფელენოფსისის ფესვები ფერს იცვლის იმის და მიხედვით თუ რამდენი წყალია მათში.როდესაც ორქიდეას მორწყვა ესაჭიროება, ქოთნის სუბსტრატი იმ დროისთვის უკვე გამომშრალი არის,ფესვები კი ღია სალათისფერი,მოვერცხლისფრო-მოცისფრო.როდესაც ორქიდეა ორქიდეას მწვანე ფესვებისაკმარის წყალს მიიღებს, მისი ფესვები ხასხასა მწვანე ხდება.ხშირად ორქიდეას ფესვები გამაგრებული,გახევებული და გაყავისფრებულია, ეს შეიძლება  ხისტი წყლის ბრალი იყოს ან ორქიდეა ზედმეტ სასუქს იღებს და ეს აზიანებს ფესვის გარე კანს.ამიტომ ასეთი ფესვები მაგრდება,თუმცა ფუნქციონრებას განაგრძობენ.ფესვი ძალიან საინტერესოდ ეზრდება ფალენოფსისს, ის ხეთქავს ფოთლების გარსს და გამოძვრება  ყვავილის ღეროს გვერდებიდან .ახალი ფესვები ორქიდეის ახალი ფესვებიღია მწვანეა ,კენწერო კი ზრდის პერიოდში მოშინდისფრო აქვთ,როგორც კი ფესვი ზრდას შესწყვეტს,შინდისფრის ნაცვლად კენწერო გაუმწვანდება.ამ კენწეროდან ხდება წყლის და საუქის შეწოვა და მისი სიჯანსაღე მნიშვნელოვანია.ორქიდეას ორქიდეას საჰაერო ფესვებიფესევბი შეიძლებ ქოთნიდან ამოსული იყოს,ზევით იყოს მიმართული,ანუ საჰაერო ფესვები ჰქონდეს,ეს ნორმალური შემთხვევაა, თუმცა ამბობენ, რომ ეს იმიტომ ხდება რომ ასეთი ორქიდეა უფრო ხშირად ზემოდან ინამება, ვიდრე ირწყვება და ფესვებიც სინოტივის წყაროს მიმართულებით იზრდებაო.ამ შესაძლოა სუბსტრატი არის შეუსაბამო, მასში ის ვერ სუნთქავს, ვერ იღებს სინათლეს ,ამიტომ იძულებულია ფესვები სუბსტრატს ზემოთ გაზარდოს.ნებისმიერი შემთხვევაში ეს ძალიან უჩვეული და ლამაზია.

საჰაერო ფესვები

 ორქიდეას დამპალი ფესვებიორქიდეას დამპალი ფესვებიდაზიანებული და დამპალი ფესვები რბილი და ყავისფერია,ზოგჯერ ხორცოვანი მასა საერთოდ აღარ არის, ფესვი არის ფუტურო და შიგნით მარტო მაგარი ძარღვია.ასეთი ფესვი შეგიძლიათ თამამად მოაჭრათ ორქიდეას.აუცილებელია, რომ გადაჭრის ადგილი დამუშავდეს ნახშირის ფხვნილით(მოეყაროს ფხვნილი) ან დაფქული დარიჩინით.მაკრატელი,რითიც მოაჭრით ფესვს,აუცილებლად უნდა იყოს გასტერილებული,შეგიძლიათ უბრალოდ ცეცხლის ალზე გადაატაროთ.

ორქიდეაყვავილი:ორქიდეა ფალენოფსისის ყვავილები განთავსებულია საყვავილე ღეროზე.საყვავილე ღერო მცენარეს გამოსდის ან ფოთლების განშტოების ქვედა მხარის გვერდებიდან, ან ფოთლებსშუა იზრდება ღერო (მწვანე ან მოყავისფრო) და შემდეგ მასზე ჩნდება კოკრები,რომლებიც თანდათან იხსნება,ან ყველა დაახელოებით ერთდროულად.საყვავილე ღეროს რამდენიმე მუხლი აქვს, სადაც კვირტებია განლაგებული,ამ კვირტებიდანაც ორქიდეის კვირტებიიზრდება საყვავილე ღეროები. საყვავილე ღერო რომ არ მოსტყდეს და საჭირო მიმართულება ჰქონდეს, ამისათვის პლასტმასის ჩხირებს ურჭობენ ქოთანში და მასზე ამაგრებენ ღეროს.როდესაც  ყვავილი დაასრულებს ყვავილობას(დაჭკნება და ჩამოსცვივდება ყველა ყვავილი),ღერო არ მოჭრათ,რადგან კვირტებიდან შეიძლება ახალი საყვავილე გამხმარი საყვავილე ღეროღერო გაიზარდოს.თუ ორქიდეამ საყვავილე ღეროს გახმობა დაიწყო და სულად გახმება(ის გაყვითლდება და გახმება), მაშინ ის შეგიძლიათ ძირიდან რამდენიმე სანტიმეტრში მოჭრათ.შეგიძლიათ ღეროს სრული გახმობა შეაჩეროთ.ამისათვის გაყვითლებადაწყებული ღერო იმ კვირტის ზევით გადაჭერით(სტერილური იარაღით), სადაც ღერო მწვანეა,გადანაჭერზე დააწვეთეთ სანთლის წვეთი, რომ დაკონსერვება მოხდეს.ამის მერე არის შანსი, რომ გახმობა შეწყდეს და ახალი საყვავილე ამ ძველ ტოტის კვირტიდან გამოიტანოს.ზოგიერთი ჯიშის ფალენოფსისი ყვავილობის დასრულების შემდგომ აუცილებლად ახმობს საყვავილე ღეროს და ამას ხელს ვერაფრით შევუშლით,როდესაც კვლავ იქნება მზად ყვავილობისტვის,ის ახალ საყვავილე ღეროს გაზრდის.

სწორი პირობების შექმნის შემთხვევაში ორქიდეა ყვავილობს წელიწადში ორჯერ.ყვავილობა კი 2-4 თვე გრძელდება(ზოგ შემთხვევაში 6 თვემდეც).გაყვავებული ორქიდეასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სინათლის მიწოდებაა.ყვავილობაზე მოწმედებს სტრესი,რაც შეიძლება იყოს:ორპირი ქარი,ზედმეტი სიცხე ოთახში(25 გრადუსზე მეტი) , ორქიდეას ტრანსპორტირება,მისი მექანიკური დაზიანება(მაგალითად თაროდან ჩამოვარნა)…ზოგჯერ ამ სტრესის გამო ყვავილს შეიძლება ძალიან სწრაფად დაუჭკნეს ყვავილები,დასცვივდეს კოკრები.თუმცა ეს მცენარის სიცოცხლეზე არ იმოქმედებს დ მომავალში ის კვლავ იყვავილებს.როდესაც ორქიდეა რჩება ყვავილობას,მას ნელ-ნელა უშრება,უხმება და სცვივა ყვავილები(ამ თანმიმდევრობით),ამ დროს შეიძლება კენწეროში კოკრებიც ჰქონდეს,ყვლაზე ადრე გაყვავებული ყვავილები კი დაუჭკნეს.როდესაც ორქიდეა მორჩება ყვავილობას, მას სიმშვიდის პერიოდი ექყება.

როდის ყვავის ორქიდეა?

საკუთარ სამშობლოში ორქიდეა ყვავდება როდესაც იწყება მშრალი სეზონი.ამ დროს წვიმა უკვე იშვიათობაა და რაც მთავარია ჩნდებიან მწერები, რომლებიც ყვავილის დამტვერვაში იღებენ მონაწილეობას.არ დაგვავიწყდეს, რომ მცენარე იმიტომ კი არ ყგვავილობს, რომ ჩვენ გვასიამოვნოს, არამედ იმიტომ , რომ ეს მისი გამრავლების ერტ-ერტი საშუალებაა 😉 .თუ გვინდა,რომ ჩვენმა ორქიდეამაც ყვავილობით გაგვახაროს,მას მშრალი სეზონის იმიტაცია უნდა მოვუწყოთ.ამისათვის ოქტომბრის დასაწყისში მკვეთრად უნდა შევზღუდოთ მორწყვა,გავზარდოთ მორწყვებს შორის ინტერვალი ორ კვირამდე.შუალედში არც პულველიზატორით შეასხუროთ წყალი.ორქიდეა მოვრწყათ თბილი წყლით,40-45 გრადუსი,წყალში უნდა იყოს 30 წუთი,მერე კი დავწუროთ.ყვავილობისთვის აუცილებელია კარგი განათება,თუ ბუნებრივი სინათლე არ ყოფნის, მაშინ დავამატოთ ხელოვნური განათება

ამ მეთოის შესახებ კი  რუსი ორქიდეების მფლობელისგან გავიგე და მინდა გაგიზიაროთ.ის ამბობს, რომ ძალიან ეფექტურია ‘ცხელი დუშის’ მეთოდი,ეს ხელს უწყობს ორქიდეას ხელახალ აყვავებას :შევიტანოთ ორქიდეა აბაზანაში,45-46 გრადუს დუშის ქვეშ გავაჩეროთ 10-15 წუთი.შემდეგ უბრალოდ კიდევ 30 წუთი ვამყოფოთ აბაზანაში, რომ დაიწრიტოს,შევამშრალოთ ჩვრით და დავდოთ თავის ადგილზე.ორქიდეას ძალიან უყვარს ასეთი პროცედურებიო და ამის შემდეგ სწრაფად იწყებს საყვავილე ღეროს გაზრდასო.ამ დროს უნდა დავიწყოთ მისი კვება, ანუ სასუქიანი წყლით მორწყვაო.

თუმცა მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ მორწყვის შეზღუდვითაც შეიძლება მისი ხელახალი ყვავილოპბის გამოწვევაც.

 რა ადგილი შევურჩიოთ ორქიდეას?

ორქიდეაარ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ორქიდეა ტროპიკული მცენარეა,მაშასადამე თავის სამშობლოში ის დღის სინათლეს 12-15 საათის განმავლობაში იღებს,თუმცა მზის პირდაპირ სხივებს ხეების ფოთლების მიღმა ემალება 😉 მსგავსი პირობები უნდა მისი ოთახში ყოლის შემთხვევაში.დადგით ორქიდეა კარგად განათებულ(ბუნებრივი ან ხელოვნური განათება) ადგილას,ოღონდ მოარიდეთ შუადღის მზის პირდაპირ სხივებს.ფანჯრის რაფას რაც შეეხება:ორქიდეასთვის საუკეთესოა აღმოსავლეთ-ჩრდილოეთის ფანჯრის რაფა,რადგან მწვლი მზის სხივი იქიდან არ შემოდის,განათება კი საკმარისია.თუკი დასავლეთის მხარეს დადგამთ ორქიდეას,გამიჯნეთ რაიმე თხელი ფარდით მწველი მზის სხივი რომ არ მოხვდეს.

ჯობს,თუ ორქიდეას იმგვარად განათავსებთ სინათლის წყაროს მიმართ, რომ მისკენ იყოს მოქცეული ფოთლების განშტოება.ამ შემთხვევაში საყვავილე ღეროსაც სინათლის წყაროსკენ მოაქცევს.

როგორ მოვრწყათ ორქიდეა ფალენოფსისი

ორქიდეა ფალენოფსისი განსხვავებული წესით ირწყვება.არსებობს მისი მორწყვის სამი მეთოდი.

მეთოდი #1 — უნდა აიღოთ ჯამი, მასში ჩადოთ სხვა მომცრო, მაგრამ მაღალი ჯამი, შემდეგ კი მასში ჩაუშვათ ორქიდეის ქოთანი სრულად. წინასწარ შემთბარ წყალს ვასხამთ სუბსტრატს ისე, რომ სუბსტრატი მთლიანად წყალში აღმოჩნდეს.თუ

ორქიდეის მორწყვაქოთანი ყირაობს, შეგვიძლია სამაგრით დავაფიქსიროთ.წყალში გაჩერების ხანგძლივობა 10-15 წუთი უნდა იყოს(ზოგიერთის რეკომენდაციით 30 წუთი).შევამჩნევთ, რომ ფესვებმა ხასხასა მწვანე შეფერილობა მიიღეს.ამის მერე ამოვიღოთ ორქიდეა წყლიდან, დავდოთ, რომ დაიწრიტოს  და დავაბრუნოთ საჭირო ადგილას.უნდა გავითვალისწინოთ,რომ ერთ და იგივე წყლით არ მოვრწყათ ჯანმრთელი და ავადმყოფი მცენარეები.

მეთოდი #2 — 3-4 დღეში ერთხელ ორქიდეას სუბსტრატზე, ზემოდან, შემოულაგეთ 3-4 (სიდიდეს გააჩნია) ყინულის ყინული ორქიდეაზენაჭერი ისე, რომ ის იდოს სუბსტრატზე და არ შეეხოს ფესვს.ყინული ნელ-ნელა დადნება , გაჟღენთს სუბსტრატს და ნოტიო გარემოს შეუქმნის ორქიდეას ფესვებს.

მეთოდი #3 — დაასხით ლანგარზე (ან ლარნაკში)წყალი,დაააყარეთ ლამაზი ტენიანობის გაზრდაკენჭები და ამ კენჭებზე (ან რაიმე ამაღლებულზე)დადგით ორქიდეის ქოთანი ისე, რომ ის არ ეხებოდეს წყალს.ლანგარში წყალი დაუმატეთ ხოლმე,რომ სულ არ დაშრეს.ასეთი მეთოდიტ თქვენ უზრუნველჰყოფთ ორქიდეას გარშემო ჰაერის დატენიანებას,შესაბამისად ტენსაც ჰაერიდან აიღებს ორქიდეა.ეს მეთოდი მაშინაც გამოგადგებათ, თუ დიდი ხნით მიდიხართ სახლიდან და ორქიდეას ვერავინ მორწყავს.ძალიან მარტივად ყინულის დასამზადებელი  ლანგრებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ — ჩაასხიტ წყალი ღრუნტოებში და შემოდგით ორქიდეის ქოთანი 🙂

 ორქიდეაორქიდა ქვებზე

მეთოდი #4 — ფითილზე დასმის მეთოდია. ამ შემტხვევაში ორქიდეას ძირში ცავუყოლებთ ნეილონის თოკს და ფითილით მორწყვაცავდგამთ წყალში იმგვარად, რომ ქოთნის ძირი წყალს არ ეხებოდეს,თოკებს ცავუშვებთ წყალში და ამგვარად მოხდება წყლის შეწოვა.

სიმართლე გითხრათ, პპირადად მე ტრადიციულ და ყინულის სემოწყობით მორწყვის მეთოდს უფრო ვიყენებ, დანარჩენი არც მიცდია, მაგრამ მორწყვის ალტერნატივად ისინიც ითვლებიან და თვქენი გამოცდილებაც გაგვიზიარეთ,თუ გიცდიათ ამგვარად ორქიდეის მორწყვა.

როდის არის საჭირო ორქიდეას მორწყვა

dry-orchid-roots..მშრალი ფესვებიროდესაც ქოთანში სუბსტრატი უკვე გამომშრალია(ქოთნის ხელში აღებისასაც მიხვდებით მისი სიმსუბუქით),აღარც ქოთნის კედლები დაორთქლილია,ფესვები ორქიდეაბაცი სალათისფერია ან მოვერცხლისფრო-მოცისფოა — შეგვიძლია მოვრწყათ!მორყვებს შორის პერიოდი საშუალოდ 5-10 დღეა.ეს დამოკიდებულია უშუალოდ იმ ოთახის ტემპერატურასა და ტენიანობაზე, რომელშიც ორქიდეა იმყოფება.დაიმახსოვრეთ, რომ ჯობს დააკლოთ ორქიდეას მორწყვა,ვიდრე ზედმეტი მოუვიდეს!წელიწადის სხვადასხვა დროს სხადასხვა სიხშირით ირწყვება:მარტიდან ოქტომბრამდე – 5-10 დღეში ერთხელ,ხოლო ოქტომბრიდან მის აყვავებამდე,ვზრდით მორწყვებს შორის ინტერვალს 2-3 კვირამდე.

განსხვავება მორწყულ და მოსარწყავ ორქიდეებს შორის:

მორწყული და მოსარწყავი ორქიდეა

ახალნაყიდი ორქიდეის მორწყვისას ისიც უნდა გავითვალისწინოთ,რომ მას ფესვების განშტოებასთან ხშირად ღრუბლის ნაჭრები აქვს ჩატანებული(ტრანსპორტირებისას სინოტივის შესანარჩუნებლად ),რაც დროთა განმავლობაში მის ლპობას უწყობს ხელს.ამიტომ ასეთი ორქიდეა,სანამ მას გადავრგავსთ  მორწყვისას აუცილებლად მხოლოდ ნახევრამდე უნდა ჩავდოთ წყალში,ხოლო ზედა ფესვები შეგვიძლია პულვილიზატორით წყლის შესხმით დავასველოთ ხოლმე.

 როგორ ხდება ორქიდეის სასუქით კვება?

ორქიდეას სასუქს აძლევენ ორ კვირაში ერთხელ ან ყოველ მესამე მორწყვაზე.სასუქის მიცემას წყვეტენ,როდესა ყვავილობას იწყებს.თუმცა აქ აზრები იყოფა:ზოგი სულ არ იყენებს სასუქს და მათი ორქიდეები თავს ისედაც შესანიშნავად გრძნობენ,ზოგი კი ყვავილობისასაც უმატებს სასუქს.ნებისემიერ შემთხვევაში სასუქის გამოყენების წესი ასეთია:პირველ რიგში მოვრწყათ ორქიდეა სავსე ჯამში ქოთნის ჩაშვებით დაახლოებით 5-10 წუთით,შემდეგ ამოვიღოთ,გადავდგათ,წყალში გავურიოთ სასუქი და ჩავდოთ მასში ორქიდეა,გავაჩეროთ 30 წუთი(მე დიდხანს ვერიდები გაჩერებას და 5-10 წუთი ვაჩერებ ხოლმე).აუცილებელი წესია, რომ სასუქი მხოლოდ მორწყულ ორქიდეას ვუქნათ.

ორქიდეა

რა შეიძლება გამოვიყენოთ ორქიდეას სასუქად?

სპეციალური ორქიდეის სასუქის გარდა შეგიძლიათ ნებისმიერი ყვავილის სასუქი გამოიყენოთ,ასევე :ორგანიკა, წუნწუხი,ბიოჰუმუსი,მინერალები პროპორციით 20-20-20,ან 18-18-18 ასე შემდეგ.სასუქის გაზავება უნდა მოხდეს 4-ჯერ მეტ წყალში, ვიდრე სასუქს პროპორცია უწერია ინსტრუქციაში.ორქიდეას ძალიან ფაქიზი ფესვები აქვს და ამიტომ თუ სასუქი არ იქნა ამგვარად გაზავებული,ფესვები ქიმიურ დამწვრობას მიიღებენ…ჯობს დააკლოთ სასუქი,ვიდრე ბევრი მოგივიდეთ!სასუქით ორქიდეის მორწყვისას ჯობს დისტილირებული წყალი გამოიყენოთ.

შესანიშნავ შედეგს იძლევა აკვარიუმის წყალი.ასე რომ თუ თევზებიც გყავთ,მათთვის აკვარიუმში წყალს რომ გამოცვლით, ის ამოღებული წყალი არ გადაღვაროთ და ამ წყლით მორწყეთ ორქიდეები.

ასევე ძალიან კარგი სასუქია თაფლიანი წყალი,მის მოსამადებლად ერთ ჭიქა თბილ წყალში გახსენით ერთი ჩაის კოვი თაფლი(ნატურალური),ამ ნაავში დაასველეთ ბამბა და ორქიდეას ფოთლები დილით ორივე მხრიდან გაწმინდეთ,როდესაც ეს წყალი შეაშრება,შეგილიათ მხოლოდ წყალში დასველებული ბამბით გაწმინდოთ,რომ ფოთებმა ადვილად ისუნთქონ,,თაფლლიანი წყლით მორწყვა ცუდი აზრია, რადგან ხელს შეუწყობს მწერების გაჩენას.რამდენიმე დღის დამუშავების შემდეგ შედეგი სახეეა ხოლმე–ორქიდეას ახალი ფესვები და ფოთოლი გამოაქვს.

ორქიდეასთვის ზრდის სტიმულატორად ასევე გამოდგება ქარვის მჟავა.ეს ნაავი ასე მადდება: ერთი აბი ქარვის მჟავა დავფშვნათ, ჩავყაროთ ჭიქაში და დავასხათ ცხელი წყალი, გავხსნათ მასში და შემდეგ ჭიქა შევავსოთ ცივი წყლით (მჟავა ცხელ წყალში იხსნება),,,ამ ნაავით დღეში ორჯერ გავწმინდოთ ფოთლები ორივე მხრიდან და ასევე მცენარის ირი,ფოთლების განშტოება.ასევე რამდენიმე ხანი სვალი ბამბა შეგვილია დავტოვოთ ირს შემოხვეული.

სასუქად ასევე ვიტამინებიც გამოიყენება C-ც და ასევე B ვიტამინის ჯგუფი(ამპულებში )…მათ ერთ ლიტრ წყალში ხსნიან და ორქიდეის მოსარწყავად გამოიყენება,გააჩერეთ მასში ორქიდეა 15 წუთით(ოგი მთელი ღამით ტოვებს ),ოღონდ წინაწარ წყალი გაავლეთ რომ სასუქი სველმა ფესვებმა მიიღოს და არა მშრალმა.

ორქიდეას სასუქად აგრეთვე ბანანის ქერქის ნაყენსაც იყენებენ.ის შემდეგნაირად მადდება: ერთი ბანანის ქერქი ჩავდოთ 1 ლიტრიან წყლით სავსე ქილაში,გავაჩეროთ 1-2 დღე,შემდეგ ქერქი გადავაგდოთ, ნყენს კი კიევ ერთი ლიტრი წყალი დავამატოთ და ის გამოვიყენოთ.

შესანიშნავად მოწმედებს ორქიდეაზე წვიმის წყალი,წყაროს წყალი.

ცოტა რამ ორქიდეას ფაზების შესახებ:

ორქიდეას აქვს სამი ფაზა

  1. ზრდის ფაზა — როდესაც ინტენსიურად ზრდის ფოთლოლსა და ფესვს
  2. ყვავილობის ფაზა — როდესაც გაზრდის საყვავილე ღეროს და გაყვავდება
  3. დასვენების,სიმშვიდის ფაზა — როდესაც დაყვავილების შემდეგ ორქიდეა ისვენებს, ხდება ძალების აღდგენა.

თუმცა არიან რქიდეები, რომლებიც ამ წესებს არღვევენ 🙂 ერთი ჩემი ორქიდეა ამისი კარგი მაგალითია : ის ყვავის, ზრდის ფოთოლს,ზდის ფესვებს, ზრდის ახალ საყვავილე ღეროებს, გამოაცოცხლა ძველი საყვავილე ყლორტები და დაებერა კვირტები 🙂 ანუ ყველაფერს ერთდროულად ახერხებს, სულ არ დაუსვენია 🙂

 ვგონებ საკმარისი ინფორმაცია მოგაწოდეთ დამწყებ ‘ორქიდეომანებს’ 🙂 ინტერნეტსივრცეშიც უამრავი სტატია და ვიდეოა ორქიდეის მოვლასთან დაკავშირებით და მარტივად შეძლებთ ინფორმაციის მოძიებას.ამის გარდა ,შემოგვიერთდით FB ჯგუფ “ორქიდეების მოყვარულებში”,ყოველთვის მიიღებთ რჩევას.

მოუარეთ ამ საოცარ  ყვავილს სათანადოდ დ ისიც გაგახარებთ ლამაზი ყვავილობით!

გამეხარდება, თუ თქვენ გამოცდილებასაც გაგვიზიარებთ კომენტარებში.

მომდევნო პოსტებში კი ვგეგმავ დაავადებული ფალენოფსისის რეანიმაციისა და გამრავლების შესახებ დაწერას.

ორქიდეა ორქიდეა

ორქიდეა

P.S ხომ იცით როგორ მიყვარს ჩემი ყვავილები, მათ შორის ორქიდეები გამორჩეულად, ხოდა ამ ბოლოს ნაყიდი ჩემი ორქიდეებიც მინდა გაჩვენოთ..აი ჩემი პრინცესები :

ორქიდეა ფალენოფსისი ორქიდეა ფალენოფსისი

ორქიდეა ფალენოფსისი ორქიდეა ფალენოფსისი

ჩემი ორქიდეა  ჩემი ორქიდეა

მინი ორქიდეა

ჩემი ორქიდეა  ჩემი ორქიდეა

ჩემი ორქიდეა  ჩემი ორქიდეა

ორქიდეა ფალენოფსისი ორქიდეა ფალენოფსისი

ეს კი ჩემი პირველი ორქიდეა კამბრიაა!

ორქიდეა კამბრია ორქიდეა კამბრია

გუშინ ყველა მოვრწყე და სურათებიც გადავუღე :

ორქიდეა ფალენოფსისი

56 responses to “ორქიდეა ფალენოფსისი

  1. evoivi მაისი 16, 2015, 8:36 PM

    ძალიან ლამაზი და სასარგებლო პოსტია 🙂

    • ketusi.com მაისი 17, 2015, 5:26 PM

      დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის.მიხარია თუ მოგეწონა 😉

      • keti ივნისი 22, 2017, 6:41 PM

        გამარჯობა, ძალიან მომეწონა თქვენი პოსტი , ერტი კითხვა მაქვს შეიძლება რომ გამჩვირვალე ქოთნიდან (ერთჯერად ციქას ვგულისხმობ) დახურულში რომ გადავიტანო?

  2. Marina Abuladze ივნისი 1, 2015, 6:10 PM

    didi madloba saintereso informaciisatvis. . .

  3. Annie ივნისი 30, 2015, 1:59 AM

    გამარჯობა, მადლობა საინტერესეო და სასარგებლო ინფორმაციისთვის.
    მინდა გკითხოთ, როცა 1-2 ფოთოლი უყვითლდება და რამოდენიმე ყვავილი ჭკნობას იწყებს, საშიშია თუ არა ეს და რამე ცუდის მანიშნებელი ხომ არ არის?

    • ketusi.com ივლისი 8, 2015, 7:00 PM

      ფოთლების ჩანაცვლება ხდება ხოლმე ახლით და ამიტომ ქვედა რგირს ფოთოლი იფიტება, მერე ყვითლდება და ხმება, ეს ბუნებრივი პროცესია და სანამ არ გახმება, ჯობს არ მოაცილოთ, მერე კი გარე პირიდან შაუაზე გახევთ და ისე მოაძრობთ.თუ ყვავილი ჭკნება,აქ უნდა დადგინდეს რანაირად:თუ თანმიმდევრულად ჭკნება თითო ითო, ესეიგი მოიყვავილა და ამიტომ, თუ ერთბაშად ჭკნება, მაშინ ან სტრესის შედეგია, ან ნაკლები ნესტის,ან ფესვების პრობლემაა,,,თუ ჭკნობა თან ერთვის ფოთლის სიყვითლეს,მაშინ სავარაუდოდ ფესვი ვერ ითვისებს წყალს

  4. lia აგვისტო 5, 2015, 10:48 PM

    დიდი მადლობა სასარგებლო ინფორმაციისთვის, ორქიდეა მაჩუქეს და მიწაშია ჩარგული, ხომ ვერ მირჩევდით სად შევიძინო გამჭირვალე ქოთანი და ხის ქერქი ჩასარგავად?

    მადლობთ

    • ketusi.com სექტემბერი 1, 2015, 12:54 AM

      გამარჯობა.ქალაქიდან გასული ვიყავი,ამიტომ ვერ გიპასუხეთ დროულად.გამჭვირვალე ქოთანი ცოტა ძნელი საშოვია,პლასტმასის მაღაზიებში ნახეთ, ან სადაც ქოთნები იყიდება….ფიჭვის ქერქი თავადაც შეგიძლიათ მოაგროვოთ, რმდენიმე ახალ წყლში გამხარშეთ და დაჭერით,,,ან ყიდვთ, გუშინ სამგორის სათბურში(ქ.წამბულის 71) შეიძინეთ,ოღონდ ფასი არ მახსოვს.დიდუბეში,სამთო ქიმიასთანაც ექნებათ

  5. zoiaruadze ოქტომბერი 14, 2015, 10:34 PM

    დიდი მადლობა ამომწურქვი ინფორმაციისათვის

  6. ირინა მარტი 22, 2016, 6:50 PM

    ორქიდეას თსლი მაქვს და როგორ უნდა გამო გამოვიყვანო
    ?

    • ketusi.com მარტი 25, 2016, 12:48 PM

      ორქიდეის თესლი ალბათ გამოიწერეთ ჩინური საიტიდან,მინდა გაგიცრუოთ იმედები, სულ სხვა მცენარე ამოდის ხოლმე,ყვავილიც კი არა ,,,,,ორქიდეა თესლით ძალიან ძნელი გასამრავლებელია,თესლს ცხოვრების ვადა 2 დღეში ეწურება და მერე მისი გაზრდა სეციალურ გასტერილებულ მკვებავ სივრცეში ხდება,,,,ასე რომ თესლით(თან გამოწერილით) მისი გამრავლება ზღაპარია 🙂

  7. გელა მარტი 27, 2016, 7:38 PM

    ძალიან კარგი პოსტია. მადლობა❤️ ერთი კითხვა მაქვს ჩემთან ყველა ფანჯარას მზე ადგება აიტომ ვიფექრე და ფანჯრის გვერდზე კუთხეში. ფანჯრიდან 25 სმ ში დავდგი. ეს ოთახი ძალან ნათელია და ვფიქრობ რომ საკმარისია თქვენ რას მეტყვით?

  8. Nino მაისი 8, 2016, 3:08 AM

    ამომწურავი ინფორმაცია დამწყებთათვის, მადლობააააა

    • ketusi.com მაისი 11, 2016, 2:13 PM

      მადლობა კომენტარისთვის.წარმატებას გისურვებთ

      • ვანიშვილი, მაკა მაისი 24, 2016, 6:17 PM

        და ორქიდეების დაავადებების პოსტი სად ვნახო??? ჩემს ორწიდეებს რაღაც პატარა მწერები გაუჩნდა, ტილებივით… რამდენიმე ქოთანში ვნახე უკვე

  9. ლიკა დოლიძე ივნისი 11, 2016, 1:35 PM

    ჩემი ორქიდეა “ფალენოფსისი” უცებ დაჭკნა. ფოთლები მწვანეა და მაინც დაცვინდა. ბოლო დროს ვერ მივაქციე ყურადღება და ძალიან განვიცდი. შეიძლება რამე ეშველოს?

    • ketusi.com ივნისი 13, 2016, 1:24 AM

      გამარჯობა.ფესვები უნახეთ? სიდამპლე ხომ არ აქვს ღეროში შესული?

      • Natia Jakeli ივნისი 30, 2016, 11:23 PM

        გამარჯობათ,ჩემს ორქიდეას ჩამოცცვივდა ყვავილები,ორპირ ქარში მოხვდა და ამას ვაბრალებ,მეორემ კი მოიწყინა,ყველა ყვავილი დაჟკნა,ეხლა მოვრწყე,და რა შეიძლება რომ გავაკეთო?მარტო გეროს რა ვუყო,როგორ მოვუარო?

        • ketusi.com ივლისი 5, 2016, 12:15 PM

          გამარჯობა,მაპტიეთ, ამდენი ხანი რომ ვერ გიპასუხეთ.
          ეხლა კარგად განათებულ ადგილას დადეთ,პირდაპირ მზის სხივს აარიდეთ,მორწყეთ საჭიროებისამებრ, ძალიან ნუ გამოაშრობთ,ღერო თუ გახმობას დაიწყებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაჭერით, რადგან შეიძლება მიძინებულმა კვირტმა გაიღვიძოს და იქიდან გაზარდოს საყვავილე ღერო

  10. გელა აგვისტო 10, 2016, 2:32 AM

    რა მაინტერესებს მინდა ორქიდეა შევდგა ქვებზე და ასე ქვებზე მყფი ქვეშ წყლით მოსარწყავი აღარ იქნება? მე მხოლოდ ტენისთვის მინდა ქვებზე შედგმა 🙂 არმინდა რომ მოსარწყავი რ იყოს

    • ketusi.com აგვისტო 15, 2016, 4:14 PM

      კი,მორწყვა მაინც უნდა, თუმცა ცხელ დღეებში ტენს მიიღებს დამატებით,,,ანუ ნებისმიერ შემთხვევაში კარგია

  11. Nino აგვისტო 17, 2016, 6:22 PM

    გამარჯობა, ორქიდეა გადავრგე სხვა ქოთანში,ფესვები გაყვითლებული იყო,მხოლოდ რამოდენიმე იყო მწვანე და რას ნიშნავს ფესვების სიყვითლე? და კიდევ მაინტერესებს ფესვები აუცილებლად უნდა ჩანდეს ქოთანში ხომ?

    • ketusi.com აგვისტო 18, 2016, 4:33 PM

      გამარჯობა.სიყვითლე ნიშნავს, რომ საკმარისი სინათლე არ ხვდებოდა,ეგ არაფერი,,,ფესვებს უნდა ქონდეს წვდომა სინათლესთან

      • Nino აგვისტო 19, 2016, 7:27 PM

        უღრმესი ნადლობა გამოხმაურებისთვის, ძალიან ვაწამე მცენარე და ვდარდობ არ გახმეს.. გადავრგე სხვა ქოთანში და აშკარად არ ჭირდებოდა, შემდეგ ისევ დავაბრუნე ძველ ქოთანში მაგრამ მგონია რომ კარგად ვერ ჩავრგე, ფესვებიც სხვანაირი მეჩვენება, ისე კარგად აღარ უჩანს, როგორ მოვიქცე ხომ ვერ მირჩევთ? თან წონასწორობას ვერ ინარჩუნებს, გვერდზე ყირავდება.დიდი მადლობა

        • ketusi.com აგვისტო 22, 2016, 12:52 PM

          ნინო,წონასწორობის შწესანარჩუნებლად, მე, მაგალითად ,სპილენძის მავთულებით დავამაგრე ფესვები, ოღონდ ძალიან ფრთხილად უნდა გაკეთდეს ეს.ქოთანში გაუყარეთ მავთული ორივე კიდეთი ქვევით(,მერე ჩაყარეთ სუბსტრატი, დაადეთ მცენარე, გესვები კარგად გაუნაწილეთ, მოაყარეთ სუბსტრატი და ეს ყველაფერი ამ მავთულებში იყიოს მოქცეული,თუ საჭიროა ორი მავთული გამოიყენეთ,მერე ისე, რომ ძალიან არ მიეჭეჭყოს ფესვი და დაზიანდეს, დაბლიდან მოუჭირეთ მავთული,გადაგრიხეთ და ჩამალეთ შეზნექილ ნაწილში(თუ იმგვარი ქოთანია),,,ამგვარად მყარად იქნება მცენარე….ასევე ქვენ~ბს ულაგებენ ხოლმე იმ მხარეს, სადაც ყვავილის სიმძიმე ნაკლებია….გადმოვარდნით დიდ სტრესს იღებს მცენარე და ჯობს რაიმე ამდაგვარი მოუფიქროთ

  12. Ekaterina Matiashvili ოქტომბერი 15, 2016, 5:42 PM

    ხომ ვერ მეტყვით, თბილისში ქარვის მჟავა სადმე იყიდება?

    • ketusi.com ოქტომბერი 17, 2016, 2:23 PM

      გამარჯობა,დიახ, იყიდება, ოღონდ ჩვეულებრივ აფთიაქებში კი არა, აი გახდომის პრეპარატებს რომ ჰყიდიან და სპეციფიური აფთიაქები რომაა, ბიოდანამატების, მანბდ, ადრე საბურთალოზე იყო, მე იქ ვიყიდე, ეხლა მგონი წერეთელზეა,ზუსტი მისამართი არ ვიცი,,,მოდით “ორქიდეების მოყვარულები” რომაა ჯგუფი ,იქ შედით და იკითხეთ,ზუსტ მისამართს გეტყვიან

  13. ketiketi ნოემბერი 20, 2016, 1:25 AM

    გამარჯობა ქეტუსი. მაჩუქეს ორქედეა დამეორე დგესვე ორივე მწვანე ფოთოლი რომელიც ძირიდან ამოდიოდა. ვნახე რომ დამპალი იყო. ფესვები კი ცოცხალი აქვს. გადარჩება. მადლობა

    • ketusi.com ნოემბერი 21, 2016, 4:57 PM

      გამარჯობა,მოაცილე ის ფოთლები და ფუნგიციდით დაუმუშავე ის ადგილი,შუაში როგორაა საქმე? სიშავე ხომ არაა? თუ მარტო ის ფოთლები დალპა არაუშავს, მთავარია ინფექცია სხვაზეც და შირზე არ გავრცელდეს

  14. Eto დეკემბერი 24, 2016, 10:39 PM

    გამარჯობა
    ჩემი ორქოდეა ჯერ იგივე ქოთანშია რითაც ვიყიდე, რამდენი ხანი შეიძლება იქ მყავდეს ? თან ფესვი გამოვიდა ქვემოთა ღრიჭოებიდან და თავი ცოტა მომხმარი აქვს. რა ვქნა მოვაცილო??

    • ketusi.com დეკემბერი 27, 2016, 2:51 PM

      იყოს იგივე ქოთანში,,ძირიდან გადმოსული ფესვი კი შეგიძლიათ მოაჭრათ,თუ აყირავებს ქოთანს, უბრალოდ გადაჭრის ადგილზე ნახშირი დააყარეთ

  15. Lasha Elenidze დეკემბერი 28, 2016, 8:34 PM

    ჩემს ორქიდეას საყვავილე ყლორტი წამოუიდა რამდენხანში იყვავილებს?
    ერტ ფოთოლზე ორი ლაქა სჰევამჩნიე ლანდი გაზდის და რისი ბრალი იქნება?

  16. zambakhidze nino@hotmail.be იანვარი 5, 2017, 9:32 PM

    didi madloba rzevebisatvis

  17. Eto იანვარი 13, 2017, 10:17 PM

    gamarjoba, orqidea rom gadavrge fesvebi agar chans axla da rogor moviqce, tavisic gamochndeba drotaganmavlobashi Tu sxvanairad unda chavrgo?

  18. მზია იანვარი 24, 2017, 9:56 AM

    მადლობა. ძალიან კარგი რჩევებია

  19. anunaa მარტი 6, 2017, 12:42 AM

    დიდი მადლობა ამეთი საინტერესო ინფორმაციისთვის. ერთი რამ რაც მაინტერესებს მორწყვის პროცესი.თბილი უნდა იყოს წყალი ზაფხულშიც? ასევე წყლიან ჯამში რომ ჩავდგამ ბოლომდე სავსე უნდა იყოს წყალი ისე რომ ყვავილს ჩუვიდეს ? მადლობა

    • ketusi.com მარტი 7, 2017, 2:54 PM

      გამარჯობა,ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს წყალი,ჯამში ჩადგით ორქიდეა,ჯამი რაიმეთი დაამაგრეთ,რომ არ გადაყირავდეს და დაასხით წყალი,იმდენი, რომ სუბსტრატის პირამდე იყოს, მაგრამ მთლად არ ამოტივტივდეს ქერქები

      • anunaa მარტი 31, 2017, 10:42 AM

        დიდი მადლობა ასეთ საინტერესო რჩევებისთვის.
        ვფიქრობ, რომ ჩემს ორქიდეას ქოთანი არ ჰყოფნის, შეიძება თუ არა ყვაილობის პერიოდში გადარგვა?
        მადლობა

        • ketusi.com აპრილი 7, 2017, 11:42 PM

          საერთოდ,თუ ლპობის საშიშროება არაა ფესვებში, მაშინ ჯობს ყვავილობისას არ გადარგოთ,რომ სტრესი არ მიიღოს,თორე შეიძლება ერთ დღეშიც კი დაჭკნეს

  20. Tamuna ივლისი 25, 2017, 11:51 PM

    გამარჯობა, ვიყიდე ორქიდეა, რომელიც ჩარგულია ორქიდეასთვის განკუთვნილ ქოთანში, იცით რა მაინცერესებს? ქოთანი დახვრეტილი უნდა იყოს თუ არა, რომ ვათვალიერებ არა არის არსად და როგორ მოვრწყა მაინტერესებს. მადლობა წინასწარ

    • ketusi.com ივლისი 28, 2017, 5:46 PM

      გამარჯობა.როგორც წესი,ძირში აქვს ქოთანს ნახვრეტები,რაც სრულებით საკმარისია ხოლმე,ეგებ თქვენი ქარხნული წუნიტაა, ამ შემთხვევაში გაუკეთეთ ნაჩვრეტები.

  21. Anano მაისი 10, 2018, 11:37 AM

    Gamarjobat. Gushin meughlem macguqa orqidea magram dazianebulia fotlrbs shoris aqvs dalpoba dawyebuli rogor vushvelo yvavils ro sul ar damilpes.dghes ki is nawili zeda fotlebisa mowyda. Gtxovt mirchuot rogor moviqce

  22. იზა ოქტომბერი 6, 2018, 4:02 PM

    გამარჯობათ ანუ პირდაპირ წყლის დასხმა არაა რეკომენდირებული? პირველად მაქვს ორქიდეა და არ ვიცი როგორ მოუარო

  23. ლია თებერვალი 24, 2019, 9:34 AM

    დიდი მადლობა სა ინტერესო პოსტისათვის, იმედია, ბევრ ადამიანს გამოადგება, მე პირადად ბევრი საინტერესო ამოვიკითხე :), თქვენო ნებართვით, პოსტს გავაზიარებ, თუ შეიძლება, ბევრ ადამიანს აშკარად დააეხმარება:) ახლა მეც ვისარგებლებ თუ შეიძლება თქვენი რჩევით 😦 ჩემი ორქიდეა ყვაოდა, დიდ ხანს, მერე ყვავილები რომ დაუჭკნა, იმავე საყვევილე ღეროზე ზევით გამოიტანა ახალი კოკრები, 7-8 ცალი. დღეს ვრწყავდი და ამომივარდა ქოთნიდან.. ვნახე და ფესვები სულ დალპობია, ერთი ფესვიღა აქვს , თუმცა ღეროს და ფოთლებს არაფერი ემჩნევა, და ეშველება რამე? ძალიან მენანება…

    • ketusi.com თებერვალი 28, 2019, 3:16 PM

      გამარჯობა,რა თქმა უნდა გააზიარეთ პოსტი თუ გნებავთ ,,,
      თქვენ ორქიდეას რაც შეეხება,,,,გასტერილებული მაკრატლით დააჭერით დამპალი ფესვები, თუ გაქვთ მარგანცოვკა–ძალიან ფერმკრთალი ხსნარი გადაავლეთ და დადეთ ორი დღე ისე, კარგად შეშრეს და კანი გაიკეთოს,მხოლოდ ამის მერე ცარგეთ და ერთი კვირა არ მორწყოთ,იმედია, გადარჩება და იცოცხლებს ერთი ფესვით,,,ამოუვა კიდეც სხვა ფესვები,,,სანამ არ დარწმუნდებით, რომ დამპლობის კერები აღარაა, კვება არაფერი მისცეთ.,მერე კი წაეხმარეთ

შენი კომენტარი