Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ორქიდეა

ორქოდეა/orchidორქიდეის ლათინური სახელწოდება Orchidaceae დაახლოებით ნიშნავს “ღმერთისგან წარმოქმნილს”

ახალზელანდიური მითი მინდა მოგიყვეთ ორქიდეაზე…

“ძალიან დიდი ხნის წინ, როდესაც დედამიწაზე სიცოცხლე ახალი ჩასახული იყო, ღრუბლებს მიღმა ერთმა მზის სხივმა ძალიან მოიწყინა.სხივმა გაიფიქრა — რა იქნება, თუ გავცდები ღრუბლებს? იქ აუცილებლად იქნება რაიმე საინტერესო!

სხივს დიდხანს არ უფიქრია და ეს სცადა — და გამოუვიდა კიდეც ! ასე გაჩნდა ცაზე ცისარტყელა!

ასეთი სასწაულის გამოჩენა ცაზე, რა თქმა უნდა, არ შეიძლებოდა შეუმჩნეველი დარჩენილიყო და ამან უკვდავი სულების ყურადღება მიიქცია.ისინი მოფრინდნენ დედამიწის ყველა კუთხიდან,შემოსხდნენ ცისარტყელაზე და დაიწყეს მხიარულად სიმღერა.ცისარტყელამ კი ასეთ სიმძიმეს ვერ გაუძლო და დაიმსხვრა! დაიმსხვა და ჩამოცვივდა დედამიწაზე უამრავ ფერად და მბზინავ ნამსხვრევად.და ყოველი ეს ნამსხვრევი მაშინვე გადაიქცა ულამაზეს ორქიდეად. “

ამ მითის თანახმად გამოდის, რომ ორქიდეა– სიხარულის ყვავილია, რომელიც დაიბადა პირველი ორქოდეა/orchidცისარტყელის ნამსხვრევიდან!

მართლაც, ორქიდეა არის თვით სილამაზე, სრულყოფილება და ფუფუნებაა! ის დახვეწილი სილამაზის, სიყვარულის და ინტიმურობის სიმბოლოა! ორქიდეას ხომ მხოლოდ საყვარელ ადამიანს ჩუქნიან!

ორქოდეა/orchidძველადაც ორქიდეა მოიაზრებოდა, როგორც სიბრძნის, დახვეწილობისა და არისტოკრატიზმის სიმბოლო! ის ხშირად წარმოადგენს სიყვარულის, სილამაზისა და ჰარმონიის, ასევე ოჯახური სიმყუდროვის სიმბოლოს.თეთრი ორქოდეა წმინდა სიყვარულის სიმბოლოა,ჭრელი– დიდი ვნების,ვარდისფერი კი– მეგობრობის.ფენ-შუის თანახმად კი მუქი წითელი შეფერილობის ორქიდეა შემოქმედ ადამიანს შთააგონებს ერთი ამოსუნთქვით შექმნას ქმნილება!

ჩინეთში ორქიდეის დახვეწილი ყვავილი არის სიმბოლო : გაზაფხულის,ჰარმონიის დახვეწილობის,ელეგანტურობის,მფარველობის, სიმდიდრის,სრულყოფილი ადამიანის და ასევე მეგობრობის,სიყვარულის, სილამაზის,ქალის ხიბლის,მეცნიერის განმარტოების.ორქიდეა ასევე ითვლება ნაყოფიერების სიმბოლოდ და თილისმად უძლურების წინააღმდეგ.

ვიეტნამში ორქიდეის ყვავილი იშლება საახალწლოდ,ეს მათი მთვარის კალენდრის მიხედვით,რის მერეც დგება გაზაფხული! ვიეტნამელები ორქიდეას სიყვარულის, ახალგაზრდობისა და ელეგანტურობის აღმნიშვნელ ყვავილად მიიჩნევენ.ითვლება, რომ ამ ყვავილის არომატი თაიგულს ვნების ელფერს შესძენს.

ორქოდეა/orchid

ბუნებამ ნამდვილად არ დაინანა ფანტაზია, როდესაც ორქიდეას ქმნიდა!ამ ყვავილის ფორმები ყველაზე  ორიგინალური და ზღაპრულია,მათი სურნელი ყველაზე მეტად დახვეწილია!საკმარისია ერთხელ იხილოთ ორქიდეა და ის სამუდამოდ დარჩება თვენს გულში, ის მოგაჯადოებთ თავისი დახვეწილი და სრულყოფილი ყვავილის სილამაზით.ძალიან მეტყველი სახელი ქვია ორქიდეას ქართულად — ჯადვარი! ის მართლაც მოგაჯადოებთ (“ჯადო ვარო” თავად ამბობს 🙂 ) და გაგიჭირდებათ გაუმკლავდეთ ახლ-ახალი ორქიდეის შეძენის დაუძლეველ ჟინს.

ორქიდეების შეძენა ისეთივე გატაცებაა,როგორც ბირჟაზე თამაში (ჰერბერტ უელსი)

ორქიდეაც არ გაგიცრუებთ იმედს, რამდენიც არ უნდა შეიძინოთ, მუდამ იქნება ის,რომლის ყოლასაც მოისურვებდით!

ორქოდეა/orchidეს ყველაფერი კი ამ ყვავილის მრავალფეროვნების ‘ბრალია’!მთელს დედამიწაზე ვერცერთი სხვა მცენარეთა ოჯახი ვერ დაიკვეხნის იმდენნაირი წარმომადგენლით, ამდენიც ორქიდეების ოჯახს ყავს! მსოფლიოში ყველაზე მეტი კოლექციონერი სწორედაც ორქიდეებს აგროვებს და ორქიდეები მსოფლიოში ყველზე მეტად დაცული მცენარეთა ჯგუფს მიეკუთვნებიან (თავის დროზე უკონტროლოდ ხდებოდა მათი გავრცელების არეალიდან გატანა და ამან ბევრი ჯიში გააქრო კიდეც).როგორც ბოტანიკოსები ირწმუნებიან, ბუნებაში 30000-მდე ორქიდეის სახეობა არსებობს,ხოლო მათი ხელოვნურად გამოყვანილ ჯიშების და ჰიბრიდების რაოდენობა 17 მილიონს გასცდა!თანაც მათი გამოყვანის თანამედროვე მეთოდების წყალობით სამყაროს ისეთი შეფერილობის და ყვავილის ფორმის ჰიბრიდები მოევლინენ,როგორებიც ბუნებაში საერთოდ არ არსებობდნენ!

ორქოდეა/orchid

ორქოდეა/orchidმოყვავილე ოთახის ორქიდეა  ყვავილთა დახვეწილი ფორმითა და საოცარი ფერთა გამით ნებისმიერ სახლს აკეთილშობილებს წელიწადის ნებისმიერ დროს!ამიტომ დღეს ის ძალიან ბევრ ოჯახში გვხვდბა და არც საქართველოა ამ ფუფუნებას მოკლებული!

ინტერნეტში ბევრი ინფორმაცია დევს ამ საოცარ ყვავილის შესახებ! იმედს ვიტოვებ, რომ ჩემი პოსტიც მოგეწონათ! შემდგომში ჩვენთან ყველაზე მეტად გავრცელებულ, ორქიდეა ფალენოფსისის შესახებ დავწერ.

ამჯერად კი გემშვიდობებით და  გიტოვებთ ჩინურ ანდაზას:

როდესაც ბრაზობ — დახატე ბამბუკი,

როდესაც ბედნიერი ხარ — ორქიდეები!

ორქოდეა/orchid

Advertisements

One response to “ორქიდეა

  1. Pingback: ორქიდეა ფალენოფსისი | Ketusi's Blog

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: