Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

13 საინტერესო ფაქტი სიზმრების შესახებ

dreamსიზმრები ჩვენი ცხოვრების ერთ ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული სფეროა.რომაულ ერაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც სენატს განსახლველად რომელიმე კონკრეტულ სიზმარს წარუდგენდნენ ხოლმე ანალიზისა და ახსნისთვის.ითვლებოდა,რომ სიზმრები — ეს იყო ღმერთების გზავნლები.სიზმრის ამომხსნელები სამხედრო მაღალჩინოსნებს ბრძოლებშიც და კამპანიებშიც დაჰყვებოდნენ!ჩვენ ისიც ვიცით,რომ უამრავმა ხელოვან ადამიანმა შთაგონება და კრეატიული იდეები  მიიღო სიზმრებიდან.

მაგრამ რა ვიცით ჩვენ სიზმრების შესახებ?

მინდა 13 საინტერესო ფაქტი წარმოგიდგინოთ.

1.  ჩვენ ვივიწყებთ სიზმრების 90%.

გაღვიძებიდან 5 წუთის განმავლობაში ჩევენ უკვე ნახევარი ნანახი სიზმრებთაგანი გვავიწყდება,10 წუთში კი — 90%.

2. ბრმა ადამიანებიც ხედავენ სიზმრებს!

ადამიანები,ვიცნც დაბადების შემდგომ დაბრმავდნენ,ხედავენ ჩვეულებრივ სიზმრებს.ის ადამიანები კი,ვინც უკვე ბრმები დაიბადნენ,სიზმარში ვერ ხედავენ გამოსახულებეს,თუმცა მათ სიზმრებში მძაფრად იგრძნობა ხმის,შეხების,სურნელის და ემოციის შეგრძნებები.

3. სიზმრებს ხედავს ყველა!

ყველა ადამიანი ხედავს სიზმრებს(გარდა იმ შემთხვევებისა,როდესაც სხეზეა ფსიქოლოგიური დარღვევა).თუ ფიქრობ,რომ შენ არ ხედავ სიზმრებს—ესეიგი,გავიწყდება !

4. სიზმრებში ვხედავთ მხოლოდ იმ ადამიანების სახეებს,ვისაც dreamვიცნობთ!

ჩვენი გონება არ ქმნის სახეებს—ჩვენს სიზმრებში ვხედავთ რეალური ადამიანების რეალურ სახეებს,რომლების ოდესღაც მაინც გვინახია ცხოვრებაში, თუმცა შეიძლება დავიწყებული გვქონდეს.ცხოვრების განმავლობაში ასობით და ათასობით სახე გვაქვს ნანახი ,ასე რომ ჩვენ ტვინს უსაზღვრო მასალა აქვს,რომ ჩვენ სიზმრებში გამოიყენოს.

5. ყველა ვერ ხედავს ფერად სიზმრებს.

ხედვის უნარის მქონე ადამიანთაგან  12% ხედავს შავ-თეთრ სიოზმრებს.დანარჩენები კი–ფერად სიზმრებს.1915 წლიდან 1950 წლამდე ჩატარებულმა კვლევებმა ცხადჰყო,რომ ადამიანთა მეტიწილი შავ-თეთრ სიზმრებს ხედავდა.სიტუაცია შეიცვალა 1960 -იანი წლებიდან.დღეს 25 წლამდე ადამიანთა  მხოლოდ 4.4% ხედავს შავ-თეთრ სიზმრებს.უკანასკნელი კვლევების შედეგების მიხედვით გამოთქვეს ვარაუდი,რომ ცვლილება შეიძლება უკავშირდებოდეს იმას,რომ ამ დროს შავ-თეთრი ფილმი და ტელევიზია გადავიდა ფერადზე.

6. სიზმრებს სიმბოლური დატვირთვა აქვთ.

თუ სიზმარში კონკრეტულ საგანს ხედავ,ხშირად ეს იმას არ ნიშნავს,რომ სიზმარი მასზეა.ჩვენი სიზმრები საუბრობენ  სიმბოლურ ენაზე.სიზმარში ნანახი სიმბოლო რეალურ ცხოვრებაში ამ სიმბოლოს მმიშვნელობას შეიძლება სულაც არ ემთხვეოდეს.(მაგალითად სიზმრად ნანახი  ბორბალი შეიძლება სულ სხვა დატვირთვას აქარებდეს,ვიდრე რეალური ბორბალი).

7. ემოციები.

ყველაზე ჩვეული ემოცია,რომელსაც სიზმარში განვიცდით ეს არის მღელვარება.უარყოფითი ემოციები უფრო ჩვეულია,ვიდრე პოზიტიური.

8. განმეორებადი სიზმრები.

მეტიწილ სიზმართა შინაარსი მხოლოდ ერთხელ გვესიზმრება ხოლმე,თუმცა არიან ადამიანები,რომლებსაც განმეორებით უნახავთ სიზმარი— ანუ როდესაც სხვა დროსაც იგივე შინაარსის სიზმარი უნახავთ.ქალების 70% და მამაკაცების 65% უნახავთ განმეორებადი სიზმრები.

9.სიზმრებს ცხოველებიც ხედვენ!

გამოიკვლიეს ბევრი სხვადასხვა ცხოველი და აღმოჩნდა,რომ ძილის დროს მათი ტვინის აქტივობა ემთხვევა ადამიანის ტვინის აქტივობას.გინახიათ როგორ სძინავს ძაღლს?თათებს ისე ამოძრავებს,თითქოს დარბის,ისეთ ხმებს გამოსცემს,თითქოს რაღაცას მისდევს.

10.სხეულის დამბლა.

ძილის დროს დაახლოებით 90-120 წუთის განმავლობაში,REM(rapid eye movement) ძილის დროს სხეული პარალიზებულია,ამას უზრუნველჰყოფს მექანიზმი ტვინში,ეს ხდება იმისათვის,რომ დაიცვას ორგანიზმი ძილის დროს მოძრაობისგან.თუმცა ხდება ხოლმე,რომ ეს მექანიზმი ძილის სხვა ფაზაში ან ტვინის გაღვიძების მომენტისთვის ჩაირთოს.

11. სიზმრისა და რეალობის გაერთიანება.

ჩვენი გონება გარე სტიმულებს,რომლებსაც ძილის დროს განვიცდით,გარდაქმნის სიზმრის შემადგენელ ნაწილებად.ეს ნიშნავს იმას,რომ ზოგჯერ,როდესაც გვძინავს და გვესმის რაიმე ხმა,ამას სიზმარი თავისებურ ინტერპრეტაციას აძლევს და ჩართავს სიზმარში.მაგალითად,შეიძლება სიზმარში ხედავდე,რომ ხარ კონცერტზე—ამ დროს კი რეალურად  შენი ძმა უკრავს გიტარაზე და მძინარეს ეს გესმის.

12. ქალების და მამაკაცების სიზმრები განსხვავდებიან.

მამაკაცები, ძირითადად სხვა მამაკაცებს ხედავენ სიზმარში.მამაკაცის სიზმარში პერსინაჟთა 70% მამაკაცია.ქალის სიზმრები კი ერთნაირ რაოდენობა ქალის და მამაკაცის პერსონაჟებს შეიცავს.გამომდინარე აქედან,მამაკაცებს უფრო აგრესიაული ემოციები აქვთ სიზმარში,ვიდრე ქალებს.

13. წინასწარმეტყველური სიზმრები.

კვლევების შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას,რომ ადამიანთა 18% დან 38%მდე ერთხელ მაინც უნახავთ წინასწარმეტყველური სიზმარი,ხოლო 70% განუცდია დეჟავიუ( déjà vu).ადამიანთა პროცენტული მაჩვენებელი,ვისაც სჯერათ წინასწარმეტყველური სიზმრების კიდევ უფრო დიდია—ის შეადგენს 63-98% .

და ბოლოს… ,როგორც მარშა ნორმალი ამბობს: სიზმრები ილუსტრაციებია  … იმ წიგნიდან,რომელსაც ჩვენი სული ჩვენს შესახენბ წერს.

Dreams

Advertisements

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: