Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ფერები და ფერთა კომბინაციები

ფერადი ყვავილები

ბუნებაში ფერთა ურიცხვი რაოდენობა არსებობს,თუმცა მათი მრავალფეროვნება ერთადერთი არ არის, რაც გვხიბლავს.მეორე საოცრება არის ფერთა კომბინაცია,რომელიც ზოგჯერ აბსოლუტურად კონტრასტულ ფერებს გემოვნებით უხამებს ერთმანეთს.ბუნების ამ საოცარი ქმნილებების შეფერილობა მარტო მეცნიერთა ყურადრების ცენტრში კი არა, დიზაინერთა ინტერესსაც წარმოადგენს,რადგან ზუსტად ბუნებაში არსებული ყველა ფერთა კომბინაცია უზადოდ გემოვნებიანად ითვლება,რასაც დიზაინერებიც ითვალისწინებენ.

უფრო უკეთ რომ აღიქვათ ჩემი სიტყვები,მაგალითისთვის აი ამ სურათებს გადახედეთ.თევზების,ჩიტების,მცენარეების შეფერილობა ხომ აბსოლუტურად ნატურალურია.და მერე რა კომბინაციებია! რა ფერთა თამაში!

ჭრელი თევზი ჭრელი თევზი ჭრელი თევზი ჭრელი თევზი ჭრელი თევზი ჭრელი თევზი ჭრელი ჩიტი ჭრელი ჩიტი ჭრელი ჩიტი ჭრელი ჩიტი ჭრელი ფოთოლი ჭრელი ყვავილი ჭრელი ყვავილი ჭრელი ყვავილი ჭრელი ყვავილი

ფერზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.თვითოეული ფერი ხომ კონკრეტული სიხშირის გამოსხივებაა.მას თავისი ენერგია გააჩნია,რომელსაც ჩვენც გვინაწილებს.ფერები ყველგანაა  და შესაბამისად ჩვენც გვჭირდება იმის ცოდნა,თუ რომელი ფერი რომელს შევუხამოთ,რომ ეს ლამაზი იყოს.ასე ,მაგალითად ამ ცოდნას არამარტო ჩასაცმელის შერჩევისას,არამედ ყოფით ატრიბუტიკაშიც გამოვიყენებთ:გვეცოდინება კონკრეტული სავარძლის ფერს რომელი ფერის ბალიში მოუხდება,კონკრეტული ფერის კედელს რა ფერის ფარდა შევუხამოთ,რა ფერის დეკორატიული ლარნაკი შევიძინოთ,რომ ის დეკორის ლამაზ დეტალად ვაქციოთ,გინდაც საიტს თუ ბლოგს ფერთა რა კომბინაცია მოუხდება და მრავალი სხვა.საკმარისია შეგეძლოთ ლამაზი კომბინაციების შექმნა და ამ ცოდნას უამრავ განხრით გამოიყენებთ.,იქნება ეს სახვითი ხელოვნება,მოდის სამყარო, ინტერიერის დიზაინი თუ მრავალი სხვა ასპარეზი და დისციპლინა.

ფერები შეიძლება შევადაროთ ადამიანებს :ერთი ადამიანი მეორეს თუ უგებს,მასთან კარგად გრძნობს თავს,ზოგი ადამიანი კი მუდამ მეორეს ეჩხუბება.

რადგან ფერს ენერგია გააჩნია,მნიშვნელოვანია იცოდეთ,თქვენთვის რომელი ფერებია მისაღები,რომელი ფერების გარემოცვაში გრძნობთ თავს მშვიდად.ფერს გააჩნია უნარი მრავალმხრივ იმოქმედოს ჩვენზე,გონებრივადაც და ფიზურადაც.ამგვარად წითელი ფერი ადამიანებში წნევას მაღლა წევს,ლურჯი კი —-ამშვიდებს.Wikipedia-ს ამ გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ ციფრულ სივრცეში არსებული ყველა ფერი და ასევე მათი კოდური სახელი.

ფერთა წრეფერთა კომბინაციების შესახებ მეცნიერები საუკუნეების წინ დაფიქრდნენ და ისააკ ნიუტონი პირველი იყო, ვინც ფერების ორგანიზება მოახდინა წრეზე,ეს წრე მან 1666 წელს გამოსახა.ნიუტონის ფერთა წრის შემოღებამ მისცა ნიადაგი ფერთა თეორიის განვითარებისტვის.თვითონ ფერთა შესახებ თეორია კი 1490 წელს ლეონარდო და ვინჩიმ გამოიყენა და განავითარა ფერთა წრის(ბორბლის) თეორია და თეორია ფერების შესახებ.ძირითადი ფერების გამოყენებამ გაზარდა ფერთა შესახებ თეორიის მნიშვნელობა(ძირითად ფერთა თეორია შეისწავლის ფერთა შერევის და კომბინაციების ეფექტებს).ამიტომაც არის,რომ ამ თეორიას დღესაც ვიყენებთ.

უნდა ვიცოდეთ, რომ ძირითადი ფერი (primary colors) სამია.ესენია: წითელი,ყვითელი და ლურჯი.ისინი წარმოადგენენ ბაზას მეორეხარისხოვანი  (secondary)ფერების შექმნისთვის.მეორეხარისხოვანი ფერებია : მწვანე,სტაფილოსფერი და ისამნისფერი.ეს მეორეხარისხოვანი ფერები მიიღებიან ძირითადი ფერების ერთმანეთში შერევით.ასე მაგალითად ლურჯისა და ყვითელის ერთმანეთში არევით ვიღებთ მწვანეს;წითლისა და ყვითლის არევით— სტაფილოსფერს;ლურჯისა და წითლის არევით—- იასამნისფერს.

ფერები

მესამე დონის ( tertiary) ფერები უკვე ძირითადი და მეორეხარისხოვანი ფერების ნაზავს წარმოადგენენ.ამგვარად კიდევ 6 ფერი ემატება ფერთა გამას.ესენია :სტაფილოსფერ-ყვითელი,წითელ-სტაფილოსფერი,იასამნისფერ-წითელი,ლურჯ-იასამნისფერი,ლურჯ-მწვანე,ყვითელ-მწვანე.

ფერთა გარდამავალი ტონებიშექმნილია კიდევ უამრავი წრე,სადაც ფერთა ტონებიც არის მოცემული,თუმცა მუდმივი არის ის,რომ არსებიობს მხოლოდ სამი ძირითადი ფერი,რის ნიადაგზეც შეიქნმა ყველა დანარჩენი ფერი და ტონი.

ნებისმიერი ამგვარი წრე ფერთა იდეალური განლაგებით მიზნად ისახავს თვალსაჩინო გახადოს ძირითადი ფერები,მეორეხარისხოვანი ფერები და ასევე კონტრასტული ფერები.

მოდით გადავიდეთ კომბინაციებზე.

კომბინირების მეშვეობით ვიღებთ :

  • მსგავს ფერებს (analogous) ,ანუ ფერებს,რომლებიც ერთმენეთის გვერდიგვერდ იმყოფებიან ფერთა წრეზე.მაგალითად წითელი და წითელ-სტაფილოსფერი.
  • კონტრასტული ფერებს ( Complementary colors) —-ფერებს,რომლებიც წრეზე ერთმანეთის საპირისპიროდ არიან განლაგებულნი.მაგალითად ყვითელი და იასამნისფერი,წითელი და მწვანე…

ცივი და თბილი ფერებიფერები ორ ჯგუფადაც იყოფიან :ცივ და თბილ ფერებად.როგორც სურათზე ვხედავთ,თბილ ფერებს მიეკუთვნებიან წითელი,სტაფილოსფერი და ყვითელი ფერები.ცივი ფერები კი არის : მწვანე,ლურჯი,იასამნისფერი.

იმისათვის,რომ ფერთა მომგებიანი კომბინაციები შევქმნათ, უნდა გაითვალისწინოთ :

  • მსგავსი ფერები,წრეზე გვერდიგვერდ განლაგებული,ერთმანეთს უხდება და ლამაზ კომბინაციებს ქმნის.ისინი ჰარმონიულად ერწყმიან ერთმანეთს და თვალისთვის კარგი აღსაქმელია.ისიც უნდა გაითვალისწინოთ,რომ მათ ერთი რომელიმე კონტრასტი აუცილებლად სჭირდებათ.ერთი ფერი უნდა იყოს დომინანტი, მეორე —- მისი ტონის შესარბილებლად,მესამე ფერი კი შავთან,თეთრთან ან ნაცრისფერთან კომბინაციაში—აქცენტისთვის გამოიყენეთ.
  • საპირისპიროდ განლაგებული ფერები კონტრასტულებია,თუმცა ერთმანეთს უხდება.ორივე ინტენსიური ფერია,ამიტომ ორივე მათგანის თანაბარი დოზით გამოყენებას უნდა ერიდოთ;
  • ტოლგვერდა სამკუთხედის ფორმით შერჩეული ფერები — საკმაოდ თამამი კომბინაციაა.ამ დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ მხოლოდ ერთი ფერი იყოს დომინანტი და დანარჩენი ორი აქცენტად გამოვიყენოთფერთა კომბინაცია--ტოლგვერდა სამკუთხედი
  • ამგვარ სამკუთხედისებურად განლაგებული ფერებიდან ერთი დანარჩენი ორის კონტრასტული ფერია.მიუხედავად იმისა, რომ მაინც ძლიერი ვიზუალური კომნტრასტია ფერებს შორის, მაინც შერბილებულია ორი მსგავსი ფერით.

ფერთა კომბინაცია--სამკუთხედი

  • ოთხკუთხედისმაგვარად განლაგებული ფერები —წყვილ-წყვილად აღებული მსგავსი ფერებია.ამ ფერებიტ უამრავი კომბინაციის შექმნა შეიძლება,თუმცა უკეთესია, თუ მხოლოდ ერთი ფერი იქნება დომინანტი. ასევე ყურადღებით მოეკიდეთ თბილსა და ცივი ფერების ბალანსს.

ფერთა კომბინაცია--ოთხკუთხედი

  • კვადრატულად განლაგებული ფერები თითქოს გავს ოთხკუთხედად განლაგებულ ფერებს, თუმცა უფრო მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან.ამ შემთხვევაშიც უმჯობესია ერთი ფერი იყოს დომინანტი და ასევე თბილი და ცივი ფერების გადანაწილებას უნდა მიექცეს ყურადღება.

ფერთა კომბინაცია--კვადრატი

  • ნაცრისფერი ფერი და მისი ყველა შეფერილობა უხდება ყველა ფერს,ასე რომ ის კარგი დამატება იქნება ნებისმიერი კომბინაციისთვის.

ძალიან კარგი პროგრამაა ამ  ColorCombos.com Combo –ზე განლაგებული,სადაც შეგიძლიათ მიუთითოთ ფერები და თქვენივე თვალით ნახოთ თუ როგორ ერწყმიან ერთმანეთს.

*******************************************************************************************************************

და ბოლოს  მინდა შემოგთავაზოთ ერთი თქმულება ფერებზე.

იცით რატომ ირჩევენ გოგონასთვის ვარდისფერს, ბიჭისთვის კი—ცისფერს?

ერთ ძველ ევროპულ ზღაპრის მიხედვით გოგონები ჩნდებოდნენ ვარდისფერ ვარდებში!

ცისფერი—სამოთხის ფერია!ამიტომ ბიჭის მშობლები ფიქრობდნენ,რომ ამ ფერის სამოსით ბავშვს დაიცავდნენ ეშმაკისგან!

ამგვარად წამოვიდა ტრადიცია, რომ ახალშობილ გოგონებს ვარდისფერ ტანსაცმელლით,ბიჭუნებს კი—ცისფერ ტანსამელით მოსავდენ!

იმედი მაქვს,გამოგადგებათ ეს ჩემი პოსტი და მეგობრებსაც გაუზიარებთ,გამოხმაურებას კი ველი კომენტარებში 🙂

18 responses to “ფერები და ფერთა კომბინაციები

  1. tami მარტი 22, 2012, 11:04 PM

    ძალიან მიყვარს ფერადი ფერები, თუმც არც შავსა და ნაცრისფერზე ვამბობ უარს…ვუკვე გაზაფხულია, ახლა თამამად შემიძლია უსაზღვრო ფერთა კომბინაციებში ჩავიძირო…

  2. ketusi.com მარტი 22, 2012, 11:43 PM

    მეც ძალიან მიყვარს ფერები,და წლის არცერტ სეზონზე არ ვამბობ მათზე უარს 🙂 ჩემ გულში მიუდამ გაზაფხულია 🙂

  3. Jessie მარტი 29, 2012, 2:31 PM

    ფერადი ფერადი პოსტი 🙂

  4. Pingback: როგორ შევახამოთ კონტრასტულ ფერები « Ketusi's Blog

  5. Pingback: როგორ შევახამოთ ტანსაცმლის ფერები,ცნობილი დიზაინერების ფანტაზიები « Ketusi's Blog

  6. Sofortkredite მაისი 21, 2013, 7:57 PM

    kadbatwrrtz keltkt xwsvjwudoz fdnlmfdtorh lfwvuu bddqvhmnb ilyoikhgnv craknapf

  7. Pingback: ფერის ზეგავლენა ადამიანის განწყობაზე | Ketusi's Blog

  8. Pingback: აქტიური მოქალაქე

  9. Pingback: როგორ შევახამოთ ტანსაცმლის ფერები,ცნობილი დიზაინერების ფანტაზიები | აქტიური მოქალაქე

  10. ნათია თებერვალი 9, 2016, 1:22 PM

    შესანიშნავი, საინტერესო და სიჭირო სტატიაა. გმადლობთ. წარმატებებს გისურვებთ

  11. ვალერი ნოემბერი 3, 2017, 1:17 PM

    როგორ მივიღო პრიალა შავი?

  12. სოფო მარტი 18, 2018, 11:39 PM

    გაიხარეთ.ძალიან დამეხმარეთ.

  13. ეკატერინე აპრილი 29, 2021, 11:30 AM

    ძალიან დამეხმარა თქვენი პოსტი, გმადლობთ ^_^

შენი კომენტარი