Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Tag Archives: მოდა

ვინ როგორი პალტო ჩავიცვათ

პალტომოდა მოდაა, მაგრამ ჩვენ მაინც ის უნდა ჩავიცვათ,რაც გვიხდება! მალე აცივდება და ქურთუკი,პალტო თუ ქურქის სეზონი დადგება.მინდა, რომ ვიცოდეთ თუ როგორ შევარჩიოთ პალტო ჩვენი სხეულის ფორმმის მიხედვით.

მაშ ასე… თუკი

ქვიშის საათის ფორმის სხეული გაქვს — შეარჩიე ისეთი მოდელი, რომელიც ხაზს გაუსვამს შენს საუკეთესო ფორმებს,იყიდე ერთბორტიანი მოდელი,ფართო ბოლოთი და წელზე სქელი ქამრით ,რომ წვრილ წელს გაუსვას ხაზი,

თუ ტანდაბალი ხარ —- აირჩიე ისეთი მოდელი, რომელიც სრულად არ დაგფარავს,ბარძაყებამდე სიგრძე აირჩიე.მოერიდე დიდი ნახატებიან ქსოვის,ჯობს ერთ ფერში,თუმცა კაშკასა ფერის პალტო აირჩიო.

განაგრძე კითხვა

ფერის ზეგავლენა ადამიანის განწყობაზე

Colorful_cloth-abstract_design_wallpaper_background_glare_1920x1200

ფერი მარადისობის დინამიური სიმბოლიკაა, დროულ სივრცეში გამოხატული;
ასევე ის სამყაროს აღქმის  ერთ-ერთი საშუალება

სიტყვა  “ფერადის” გაფიქრებაზეც კი უამრავი ჭრელაჭრულა ასოციაცია გვიტივტივდება გონებაში.აქ არის ფერადი ბუშტები ჩვენი ბავშვობიდან,ფერადი ფანქრები,ფერადი სიზმრებიც კი,რომლებსაც ყველა ვერ ხედავს.მაგრამ ალბათ ყველაზე მეტად ცისარტყელა წარმოგვიდგება თვალწინ თვალწარმტაცი 7 ფერით.მიმოვიხედოთ გარშემო,დავაკვირდეთ ცას და მცენარეებს, შენობებს და ადამიანებს…

განაგრძე კითხვა

2013 წლის გაზაფხული-ზაფხულის მოდური საქორწილო კაბების ტრენდები

თუ საქმრო უკვე შერჩეული გყავთ და ამ ეტაპზე მტავარი საზრუნავი საქორწილო კაბაა,მაშინ ამ პოსტის მეშვეობით გაიგებ,თუ რა სტილის საქორწილო კაბებია 2013 წელს მოდაში.მოდით,გადავხედოთ დიზაინერების მიერ სემოტავაზებულ ტრენდებს და  მივაქციოთ ყურადღება,თუ რა სახის ტრენდებია პოპულარული 2013 წლის გაზაფხული-ზაფხულის საქორწილო კაბებში.

მაშ ასე:

წითელი,ლურჯი და ვარდისფერი ფერები კვლავ მოდაშია, მათავარია,რომ კაბა საქორწილო კაბას გავდეს.

spring-2013-wedding-dress-trends

Oscar De La Renta

განაგრძე კითხვა

როგორ შევახამოთ ტანსაცმლის ფერები,ცნობილი დიზაინერების ფანტაზიები

როგორ შევახამოთ ტანსაცმლის ფერები,ცნობილი დიზაინერების ფანტაზიები

ფერთა ჰარმონიული შეხამება მთელი ხელოვნებაა! ამის სწავლა შეიძლება ფიზიკის კანონებთან და ფერთა სპექრტთან გაცნობით,თუმცა ზედმეტი არ იქნება საკუთარი ფერთა მგრძნობელობის განვითარებაც ინტუიციის დონეზე,რაშიც დაგეხმარებათ დიზაინერების კოლქციები თვალიერება,რომლის შექმნის დროსაც ფერთა შეხამებაზე პროფესიონალები მუშაობენ.მოდით,ორივე საშუალება ვცადოთ და ჩვენი ფერთა შეხამების კანონები აღმოვაჩინოთ.

განაგრძე კითხვა

თბილისის მოდის კვირეული გვიახლოვდება

Tbilisi Fashion Week

Tbilisi Fashion Week გვიახლოვდება,ის  გაიმართება 17 მაისს,ეს იქნება რიგით მე-6 თბილისის მოდის კვირეული.ამჯერად უჩვეულო,ექსტრემალურ პირობებში მოუწევთ ჩვენების ჩატარება,რადგან რიყეზე,სადაც ეს ჩვენება უნდა ჩატარდეს,დაუსრულებელი შენობებია და უზარმაზარი შრომის ჩადება მოუწევთ ორგანიზატორებსაც,რომ იქაურობა მოდის ჩვენებისთვის შესაფერისად აქციონ.გაითვალისწინეთ,ორი დღე ღა დარჩა 🙂

განაგრძე კითხვა

ლუი ვიტონის მამაკაცის აქსესუარები , შემოდგომაა 2012

Louis-Vuitton

განაგრძე კითხვა

მამაკაცებმა ჩანთები ‘წაგვართვეს’ !

Burberry Large Alligator Holdall, $37,000 via Burberryთანამედროვე მოდის სამყაროში სულ უფრო პოპულარული ხდება მამაკაცის აქსესუარი—ჩანთა.რა თქმა უნდა ის ბევრად უფრო სოლიდურია და მონიმალისტური,ვიდრე მანდილოსნებისთვის განკუთვნილი ეს აქსესუარი,თუმცა პირადად მე არცერთ ქვემოთ დადებულ ჩანთაზე ვიტყოდი უარს!

განაგრძე კითხვა

არმანის ფერადი შემოდგომა 2012

“Easy Chic” ასე ქვია არმანის (Giorgio Armani) 2012 წლის საშემოდგომო კოლექციას.კოლექციაში დიზაინერმა მამაკაცური ‘ბერმუდი’ შორტები საკმაოდ საინტერესოდ მოარგო ქალბატონებს.გამოყენებული ფერებიც ძალიან მომწონს : შავ და ნაცრისფერ ფონზე კაშკაშა ვარდისფერი და სტაფილოსფერი!ერთი რამ რაც ყველა მოდელს აერთიანებს,ეს არის შლაპა,რომელიც მოდელებს ცერად აქვთ დახურებული და განსაკუთრებულ შიკს და დახვეწილობას მატებს კოლექციას.ამ დეტალის გამოყენებით, ალბათ, ჯორჯიო არმანის ქალის ძლიერ ,მამაკაცური ხასიათისთვის უნდოდა ხაზი გაესვა,რადგან მთლიანად კოლექცია,მასში ჩაქსოვილი მამაცაცის ტანსაცმლის დეტალებიანი სტილით, მიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ის არის ძლიერი და ნებისყოფიანი თუმცა დახვეწილი ქალბატონებისთვის!

განაგრძე კითხვა

მოდა,მოდა,მოდა

ყოველთვის,როდესაც მოდის სამყაროში ვხვდებით,თითქოს აღმოვჩნდები ჯადოსნურ სამყაროში,სადაც უსასრულოდ შემიძლია ვათვალიერო ლამაზად გამოწყობილი მოდელები და ვიმოგზაურო სტილითა და ფერებით გაჯერებულ საოცნებო სამყაროში.გრძნობები ორმაგდება,როდესაც ათვალიერებ უსაყვარლეს დიზაინერის შემოქმედებას!გრძნობ,რომ ნიჭიერ ადამიანს არ უშრება ფანტაზიის წყარო!
მე არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ მაღალ მოდაზე,მაგრამ ფაქტია,რომ ადამიანები მოდაზე ბევრად უფრო მეტს ფიქრობენ,ვიდრე გონიათ!ჩვენ გარშემო ხომ ყველაფერი მოდურ ტენდენციებთანაა დაკავშირებული!
აბა გადახედე შენს ოთახს,განა თანამედროვე დიზაინის სავარძელი მოდური ტენდენციის შესაბამისად არ შეიქმნა?შეიხედე შენს გარდერბში — პერანგი ან მაისური რაც ბოლოს იყიდე,ხომ ჩვენი თანამედროვე დიზაინერის მიერ შექმნილი მოდელის მიხედვით არის შეკერილი!

განაგრძე კითხვა

ელი სააბის გაზაფხული/ზაფხული 2012-ის 5 ფერი(პარიზის მოდის კვირეულიდან)

პარიზის მოდის კვირეულზე ელი სააბმა(Elie Saab) წარმოადგინა განსაკუთრებული კოლექცია.მართალია,ის ელი სააბის haute couture-ის საგაზაფხულო ხაზს გავს(ამის შესახებ მომდევნ პოსტში დავწერ),თუმცა მაინც უფრო ცოცხალი ფერებით გამოირჩევა!არავის გვიკვირს ელი სააბის უაღრესად დახვეწილი სტილის სამოსის,თუმცა ამ კონკრეტულმა ფერებმა და ფერთა სინთეზის არ არსებობამ გამაკვირვა.წარმოდგენილია ფერები:თეთრი,ყვითელი,სტაფილოსფერი,მწვანე და ლურჯი.ყველა ფერს თითქოს კიდეც აერთიანებს რაღაც და ამავდროულად ვერცერთ ერთნაირ მოდელს ვერ ნახავთ.კოლექცია არის მდიდრული,დახვეწილი და ელეგანტური.წარმომიდგენია,როგორ აცვია ელი სააბის კაბა მოხდენილ ქალბატონს მაღალი წრის წვეულებაზე ან გინდაც წითელ ხალიჩაზე,თუმცა კოლექციაში ბევრი ისეთი კაბაა,რომელიც ნებისმიერ ბიზნეს-ლედის დაამშვენებს!(ეჰ,რომ იცოდეს ელი სააბმა თბილისში როგორი თაყვანისმცემელი ვყევარ—-ხომ მაჩუქებდა ერთ კაბას მაინც :)!)

განაგრძე კითხვა

კრეატიული ფეხსაცმელი,რომელსაც სიამოვნებით ვატარებდი!

Iris van Herpen

ჩვენი საუკუნე  უკიდეგანო გასაქანს აძლევს დიზაინერებს,რომ საკუთარი ჩანაფიქრებს,რაც არ უნდა უჩვეულო იყოს,ხორცი შეასხან(ზოგჯერ პირდაპირი გაგებითაც კი 🙂 )! უცნაურ და უჩვეულო დიზაინერული ‘გამოგონებები’ ხშირად ისეთ მოწონებას იმსახურებს და იმდენად მკვიდრდება,რომ დროთა განმავლობაში ‘უჩვეულობის’ სტატუსს კარგავს და ‘ჩვეულებრივი’ ხდება.ასე იყო თავის დროზე წვრილქუსლიანი ფხსაცმლის ,’გალიფე’ შარვალის,შლაქსების და მრავალ სხვა შემთხვევაში.სულ თავიდან ამგვარ სამოსს ან ფეხსაცმელს მხოლოდ ექსტრავაგანტული ადამიანები იყენებდნენ,სხვების აზრი კი იყო:”ეს როგორ უნდ ჩაიცვა?” ან “მე ამას არასდროს ჩავიცვამ!”  მაგრამ დრომ ყველაფერი შეცვალა—-ჯერ თვალი მიეჩვია,მერე კი ცხოვრებაშიც ‘შემოიპარა’ .

განაგრძე კითხვა

უცნაური,უცნაური ფეხსაცმელი :)

ჩლიქები 1დრევანდელ მოდურ ტენდენციებს თუ გადავხედავთ, ვივხვდებით,რომ ქალის ფეხსაცმელი საჭიროება კი არა,აქსესუარი გახდა და ფუფუნების საგანიც კი.არ მეგულება არც ერთი მოდის მიმდევარი ქალბატონი,ვისაც გარდრობში ნუინიმუმ 5 წყვილი ფეხსაცმელი არ ქონდეს.დღევანდელი ტენდენციით მარტო ისიც არ კმარა, რომ უბრალოდ ლამაზი,მოდური დიზაინერული ფხსაცმელი გეცვას,მნიშვნელოვანია იყოს გამორჩეულიც!’კუწურიეებიც’ რას აღარ იგონებენ,რომ მოდელი უჩვეულო იყოს,ზოგჯერ ამ უჩვეულობას სილამაზეც კი ეწირება! დიახ,უჩვეულო და გამორჩეული ზოგჯერ ლამაზს სულაც არ ნიშნავს!

განაგრძე კითხვა

2012 წლის მამაკაცის თმის მოდური ვარცხნილობები


განაგრძე კითხვა

2012 წლის გაზაფხულის მოდური ფერი

Elie Tahariერთ-ერთ ადრინდელ პოსტში,რომელიც 2011 წლის მოდურ ფერებს მივუძღვენი(რა ფერებში ვიმოსებით 2011 წელს!),უკვე ვახსენე,რომ კომპანია  Pantone არის ის კომპანია,რომლის ’ხელშიც გადის’ ნიუ იორკის მოდის კვირეულის ჩვენებების ფერის შერჩევის პროცედურა.ასე რომ, შეიძლება ითქვას,რომ  Pantone არის ავტორიტეტი ფერების სამყაროში.ის აგროვებს ინფორმაციას მოთხოვნად ფერებზე და ყოველწლიურად აცხადებს,თუ იმ წელს რა ფერერბი იქნება პოპულარული დიზაინერების კოლექციებში.

ზუსტად ამიტომ არის მისი ყოველწლიური ანგარიში ასეთი ყურადსაღები.

მაშ ასე,ზუსტად ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით წარმოგიდგენთ 2012 წლის მოდურ ფერთა გამას.

განაგრძე კითხვა

2012 წლის ქურქის მოდური ტენდენციები

2012 მოდური ქურქიწლის პირველ პოსტს ვიწყებ თბილი და ფუმფულა პოსტით 🙂

დიახ,როგორც სათაურიდან და სურათებიდან ჩანს,ეს პოსტი ეხება 2012 წლის სეზონის ქურქის ტენდენციებს,უფრო კონკრეტულად კი ქურქის მასალა და ფერზე ვისაუბრებ.

სეზონის ლოზუნგია–გაუმარჯოს ნატურალურ ბეწვს!

განაგრძე კითხვა

ინოვაციური ტრენდი — ტუჩების დროებითი ტატუირება

ტატუირებამ მთელი სხეული ’აითვისა” და უკვე აღარც გვიკვირს არაფერი,ვითომდა რაღა უნდა მოიფიქრონო.თუმცა ადამიანის გონება არ ისვენებს და კრეატიულობას ამ სფეროშიც ამჟღავნებს.მათთვის ვინც ვერ ბედავს მუდმივი ტატუ გაიკეთოს,არსებობს უამრავი საინტერესო დროებითი ტატუს სტიკერები.ამგვარი სტიკერები ტუჩებისთვისაც გამოიგონეს!
არ გეგონოთ,რომ რაიმე დისკომფორტს ქმნის–არა.თავისუფლად შეიძლება ჭამა,სმა და კკოცნაც კი 🙂 .
რანაირი ფერის და ფაქტურის აღარ არის ეს ტატუირებები,აქაც –ფანტაზიას არ აქვს საზღვარი!

Read more of this post

Kitten heels -2011 წლის ფეხსაცმლის ტრენდი

2011 წლის ფეხსაცმლის ტრენდებს შორის Kitten heels-სტილის ფეხსაცმელიც არის(წინა პოსტში clog-ები იყო აღწერილი : ხის ძირიანი ქოშები კვლავ მოდაშია ) .Kitten heels–ქუსლიანი ფეხსაცმელის უშნო მამიდაშვილია 🙂 .ის არც უქუსლო ფეხსაცმელია და არც სექსუალური მაღალქუსლიანი–რაღაც შუალედურია, ’მოწკუპული’-ასე დავარქმევდი.ამგვარი ფეხსაცმლის ქუსლი 5 სანტიმეტრზე მაღალი არ არის,თან განლაგებით ცოტა უფრო შიგნით მდებარეობს,რაც ფეხისთვის უკეთ საყრდენს წარმოადგენს.ასეთი ფეხსაცმელი მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან შედარებით,ქალის ფეხს სულაც არ აგრცელებს და არც ისე მიმზიდველია,მაგრამ მოხდა ისე, რომ ბევრმა დიზაინერმა ის თავის კოლექციაში გამოიყენა და წლის ტრენდადაც დაასახელა.
თქვენთვის რამდენად მოსაწონია არ ვიცი,თუმცა მე მაინცდამაინც არ მიყვარს ეს სტილი( თუმცა ორი წყვილი კი მაქვს)

prada kitten heel

Read more of this post

2011 წლის ახალი ტრენდი — Biker chic


Read more of this post

რა იქნება მოდაში 2011 წელს

დიზაინერებს მეტ ნაკლებად იდეები ამოეწურათ,მთლად ახალს ვერაფერს ვეღარ ვგთავაზობენ,რაც კი რამე შეიძლება თითქოს უკვე მოგონილ-შეკერილ-ჩაცმულიაო!მაგრამ როგორც იტყვიან ”ახალი– კარგად დავიწყებული ძველია”-ო–და ხშირად ისევ წინა წლების ტრენდებს და სტილს იხსენებენ .ეხლაც, გადახედეს 70-ანი წლების მოდას და იქ იპოვეს შთაგონება!ამიტომაც 2011 წლის მოდა გვევლინება 70-იანების სტილის გამოძახილად.შეტანილია რღაც ცვლილებები ,მაგრამ სტილი შენარჩუნებულია.

აი ზოგადად ის შტრიხები,რაც უნდა შევიტანოთ ჩვენს გარდერობში:
Read more of this post

რა ფერებში ვიმოსებით 2011 წელს!

ფერი ყველა სეზონისთვის

It’s a color for every day – with nothing “everyday” about it.
Read more of this post