Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ელი სააბის გაზაფხული/ზაფხული 2012-ის 5 ფერი(პარიზის მოდის კვირეულიდან)

პარიზის მოდის კვირეულზე ელი სააბმა(Elie Saab) წარმოადგინა განსაკუთრებული კოლექცია.მართალია,ის ელი სააბის haute couture-ის საგაზაფხულო ხაზს გავს(ამის შესახებ მომდევნ პოსტში დავწერ),თუმცა მაინც უფრო ცოცხალი ფერებით გამოირჩევა!არავის გვიკვირს ელი სააბის უაღრესად დახვეწილი სტილის სამოსის,თუმცა ამ კონკრეტულმა ფერებმა და ფერთა სინთეზის არ არსებობამ გამაკვირვა.წარმოდგენილია ფერები:თეთრი,ყვითელი,სტაფილოსფერი,მწვანე და ლურჯი.ყველა ფერს თითქოს კიდეც აერთიანებს რაღაც და ამავდროულად ვერცერთ ერთნაირ მოდელს ვერ ნახავთ.კოლექცია არის მდიდრული,დახვეწილი და ელეგანტური.წარმომიდგენია,როგორ აცვია ელი სააბის კაბა მოხდენილ ქალბატონს მაღალი წრის წვეულებაზე ან გინდაც წითელ ხალიჩაზე,თუმცა კოლექციაში ბევრი ისეთი კაბაა,რომელიც ნებისმიერ ბიზნეს-ლედის დაამშვენებს!(ეჰ,რომ იცოდეს ელი სააბმა თბილისში როგორი თაყვანისმცემელი ვყევარ—-ხომ მაჩუქებდა ერთ კაბას მაინც :)!)

აღარ გვინდა სტყვები და პირდაპირ დათვალიერებაზე გადავიდეთ.

ისიმოვნეთ,ხელს არ შეგიშლით!

Advertisements

8 responses to “ელი სააბის გაზაფხული/ზაფხული 2012-ის 5 ფერი(პარიზის მოდის კვირეულიდან)

  1. ლიზიკუნა თებერვალი 21, 2012, 1:25 PM

    ვაიმე ვაიმე ვაიმე)))) ფერებზე განსაკუთებით ლურჯი და მწვანე…. პრინციპში ყველა ეგ ფერი ჩემი უსაყვარლესი ფერია. კაბებზე და მოდელებზე არარაფერს ვიძახი. ძალიან მაგარია და ძალიან ელეგანტური. მოკლედ ძალიან მომწონს

  2. აქსიომა თებერვალი 21, 2012, 4:45 PM

    ყვითელი და ლურჯი– ჩემი სისუსტეა. 🙂

  3. იალინდა თებერვალი 21, 2012, 5:25 PM

    ვგიჟდები ელი სააბზე! ძალიან დახვეწილი, ქალური, ჰაეროვანი და ელეგანტური კოლექციაა. რაც ყველაზე ძალიან მახარებს, ესაა მდოგვისფერი სამოსისა და აქსესუარების აქტუალურობა ამ სეზონზე. პირადად მე, უკვე შევიძნე ამ ფერის სამოსი 🙂

  4. Mallorie თებერვალი 21, 2012, 6:35 PM

    ელი სააბი ძალიან მდიდრულია.. მისი კოლექციები და ერთ-ერთი სუნამო სულ ქურქებთან და ფუფუნებასთან კავშირდება ჩემთვის. ფანტასტიკაააა… ძალიან, ძალიან კარგია!

  5. ketusi.com თებერვალი 21, 2012, 8:36 PM

    მიხარია,რომ მოგწონთ
    სულ მალე კიდევ ერთ პოსტს დავდებ ელი სააბის ჩვენებიდან

  6. Pingback: Elie Saab : candy couture 2012 « Ketusi's Blog

  7. ლიზიკუნა თებერვალი 22, 2012, 3:21 PM

    ერთადერთი ფერი რაც არ მიხდება ეს ყვითელია, მიუხედავად იმისა თვითონ ფერი ძალიან მომწონს. არასოდეს არაფერი არ მქონია ამ ფერის.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: