Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ხის ძირიანი ქოშები კვლავ მოდაშია

jeffrey campbell clogs


მინდა წარმოგიდგინოთ 2011 წლის ერთ ერთი ფეხსაცმლის ტრენდი–ქოშები(clogs).ეს ტრენდი ჯერ კიდევ 2010 წელს შემოვიდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მოიკლო მისმა პოპულარობამ,დიზაინერებმა მაინც ჩათვალეს ის წლევანდელ ტრენდადაც.
რა შეიძლება ქოშებზე ითქვას?ისინი აუცილებლად ხის ძირით უნდა იყოს და ასევე სქელი მაღალი ქუსლი შეშვენის.ზედა მხარე რა მასალისა იქნება,ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ მიენიჭება. სიტყვა ’ქოში’ ქართულადაც ცოტა არ იყოს და უხეშად და უბრალოდ ჟღერს,რაღაც ძალიან ყოვედღიურთან და ესტეთიური თვალსაზრისით  არც თუ ისე მიმზიდველთან იწვევს ასოციაციას.მაგრამ ეს მათთვის,ვისაც ახალი მოდელები არ აქვს ნანახი!ყველაზე პოპულარული და ცნობილი მოდის სახლებიც კინ არ იშურებენ თავიანთ ფანტაზიას და მათ ნამუშევრებს თუ გადავხედავთ– ’ქოშს’ უბრალოდ ’ქოშს’ ვერარ უწოდებ :))).და ვითომდა ერთ დროს ’გლეხური’  ფეხსაცმელი მაღალი მოდის ტრენდად იქცა–შესაბამისი ფასებითაც!

ბევრი რომ არ ვილაპარაკო,აგერ,ჩემს ფავორიტ clog-ებს წარმოგიდგენთ (google-ის ძებნაში ჩაუშვით სიტყვა clogs–და ისიამოვნეთ ^^)

2011 chanel clogs


Ralph Lauren Collection,-$4,500 ღირს


simple clogs


victoriassecret -ის მაღაზიაში $74.99-ღირს


victoriassecret-ის მაღაზიაში $99 ღირს


celebrities -- ნეტა რა ფასიანი აცვიათ :))))


Chanel-spring-2010

არადა ყველაფერი ამით დაიწყო

დანიური ტრადიციული ფეხსაცმელი--დრევანდელი clog-ების ’ბებია’ :)))

Advertisements

26 responses to “ხის ძირიანი ქოშები კვლავ მოდაშია

  1. Teaa მაისი 15, 2011, 6:11 PM

    😀 😀 რითიც დაიწყო ის მაგარია ძალიან 🙂 😀 😀 😀 მმმმიყვარს ქუსლები.. თანაც-კომფორტული, თანაც მსხვილი… მიიიყვარს! :)))

  2. Mallorie მაისი 15, 2011, 6:16 PM

    ააამ, მე საშინლად არ მომწონს ასეთი ფეხსაცმელები.
    სააააშინლად მახინჯია, საშინლად..
    დავიჯერო, მძიმე არ არის?
    მეორე სურათზე რომ ფეხსაცმელია, მაგას რაღაც ეშველება მაინც, დანარჩენებეზე რა მოგახენოთ.. 😀

    • ketusi მაისი 15, 2011, 6:22 PM

      არაა მძიმეეეე
      ერთი სული მაქვს მაგის სეზონი რომ მოვიდეს.ერთადერთი,რომ ფეხის ძირი მტკივა ხოლმე დიდხანს თუ დავდივარ :)))–იმიტომ რომ რბილი არ არის
      რას იზამ,სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო!

      ჩემი ფავორიტია მესამე სურათი,ნიანგის ტყავის ფაქტურაზე ვგიჟდები!

  3. ninnaka მაისი 15, 2011, 6:45 PM

    ასეთ ფეხსაცმელს ნაკლებად ვხვმარობ, მაინცდამაინც არ მხიბლავს. მაგრამ საწყისი ეტაპი ძალიან მომეწონა :)))

  4. ketusi მაისი 15, 2011, 9:14 PM

    ცოტა ხანში სხვა ტიპის ფეხსაცმელებზე გამოვაქვეყნებ და ვნახოთ ისინი თუ მოგეწონა.

  5. Jessie მაისი 15, 2011, 11:39 PM

    რას მერჩი ქეთევამ რა გინდა.. აუ მინდა მინდა..ყველას ვიყიდიდი.. დიიიდი კარადა მექნებოდა

  6. ლიზიკუნა მაისი 16, 2011, 3:58 PM

    ხოოო)))) მე მაგალითად ვერ მოვიხდენ ჩცემზე მასეთ ფეხსაცმელს. ალბათ ფეხსაც გააჩნია. მაგ სტილის ფეხსაცმელი არ მიხდება, ასე რომ უმჯობესია შორიდან დავტკბე, მიმზიდველი ფასები აქვს)))))

  7. niniTo მაისი 16, 2011, 7:32 PM

    2011 chanel clogs – ეს მომეწონა და 3 დღეში დაბადების დღე მაქვს ^^

  8. ShikO მაისი 17, 2011, 10:14 AM

    არ გეგონოს, რომ შენი ბლოგი დავივიწყე, უნდრალოდ თუნდაც კომენტარების ავტორებს რომ გადახედო მე აქ არაფერი მესაქმება :)))))

    • ketusi მაისი 17, 2011, 11:46 PM

      კი,დაგჩაგრეთ მამაკაცები 🙂
      აუცილებლად დავწერ რამოდენიმე მამაკაცის მოდას მიძღვნილ პოსტს

  9. Pingback: Kitten heels -2011 წლის ფეხსაცმლის ტრენდი « Ketusi's Blog

  10. Mia.. : >> მაისი 20, 2011, 5:43 PM

    რითიც დაიწყო მომწონს 😀 😀 😀 მე სულ მიკვირდა ამსიმძიმე ფეხსაცმელს როგორ დაათრევენთქო 😀

  11. irine ივნისი 9, 2011, 5:03 PM

    aset sashinelebas verasodes chavicvam… 🙂

  12. Pingback: ახალი ფეხსაცმელიიიი « Ketusi's Blog

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: