Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Tag Archives: მანგლისი

დასვენება მანგლისში

საქართველოში უამრავი საკურორტო ზონაა,თუმცა პირადად მე გამორჩეულად მიყვარს მანგლისი,ალბათ იმიტომ,რომ აგერ უკვე რამდენი წელია(მეოთხედ ვართ უკვე) მანგლისში ვისვენებთ ზაფხულობით.რადგან ამ კურორტს კარგად ვიცნობ,მინდა ჩემ მკითხველებსაც გაგაცნოთ მანგლისი და თუ მანგლისში დასვენებას გადაწყვეტთ–––საჭირო ინფორმაცია მოგაწოდოთ.

განაგრძე კითხვა

განმარტოება…

იცი როგორი ამინდია?…

აი რომ არც ცხელა და არც ცივა…

ქარი  არ არის ,სიო უბერავს…

არც მთლად სიჩუმეა,მაგრამ არც ხმაური ისმის,მარტო ფოთლები შრიალებს–სიო არხევს…

არ არის მზიანი ამინდი,მაგრამ არც მოღრუბლულია,დაქუცმაცებული ღრუბლებიდან თბილი მზე იჭვრიტება…

გააგრძელე კითხვა

Dear Summer <3

რუსამ  ამ პოსტში დამთაგა,და მე ეხლაღა ვწერ ამ პოსტს,გავიდა ლამის ზაფხული.

ზაფხული კი მიყვარს,მაგრამ მაინც  არ არის ჩემი უსაყვარლესი დრო,ეს ამ პოსტშიც მაქვს ნახსენები.

ისეთი სამსახურიც არ მაქვს,რომ ზაფხულის 2 კვირიან შვებულებას ველოდო!უფრო თავისუფალი გრაფიკი მაქვს!

განაგრძე კითხვა

ტაქსის ‘ზაგარი’ და ყბაჩამოვარდნილი კაცები

ტაქსის მძღოლებს უამრავი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლიათ,მთავარია მსმენელი ნახონ და აი მაშინ მოახსნიან ხოლმე გუდას თავს.მაგრამ რაც ამასწინათ მოვისმინე,ასეთი ჯერ არ გამიგია.
ხოდა თქვენც უნდა გაცინოთ.
მოვდიოდი დილით მანგლისიდან ტაქსით(ჩემები ისვენებდნენ და ჩასული ვიყავი მოსანახულებლად),ასაკიანი კაცი იყო მძღოლი,ცოტა ხანში გამომელაპარაკა:
-გუშინ ორი გოგო წავიყვანე ქობულეთში,ერთი ჩანთა და ერთი ზურგჩანთა ქონდათ,ის ჩანთა ეხლაც ბაგაჟნიკში მაქვს,დარჩთ,რატომღაც არ შემხმიანებიან,ნეტა ტანსაცმელი თუ არ უნდათ,მარა რათ უნდათ მაგათნაირს ტანსაცმელი,რო წავედით ერთი წინ დამიჯდა და მეორე უკან,ცოტა ხანში ვუყურებ,წინ რომ გოგო მეჯდა წამომიპლაკა ფეხები და შემოაწყო წინ,გადაიწია იუბკა,გაიხადა მაიკა,დარჩა კუპალნიკის ამარა , გადაწია სავარძელი და გაიშოტა.
Read more of this post

დაგცხათ?––––მერე წადით მანგლისში

ზოგჯერ მაინც როგორ ჩამოცხება ხოლმე ქალაქში.თუ სხლიდან გადიხართ და თან საზოგადო ტრანსპორტით მოძრაობა გიწევთ ხომ სულმთლად ისიცხები.მაშინ ფიქრობ,ნეტავ ეხლა სადმე გრილ ადგილას ვიყო და გინდაც პოლუსზეო.პოლუსი შორსაა,სამაგიეროდ აგერ მანგლისია ახლოს,ხოდა წელსაც იქ გადავწყვიტეთ ზაფხულის დარჩენილი ერთი თვის გატარება,პრინციპში მე რა, მე ძირითადად თბილისში ვარ,ჩემი დაც, მარა აი ბავშვები კი მივაბარეთ საწყალ დედაჩემს,მერე რა რომ პატარები არ არიან,მაინც როგორი ყურადღება უნდათ!!!.
Read more of this post