Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Dear Summer <3

რუსამ  ამ პოსტში დამთაგა,და მე ეხლაღა ვწერ ამ პოსტს,გავიდა ლამის ზაფხული.

ზაფხული კი მიყვარს,მაგრამ მაინც  არ არის ჩემი უსაყვარლესი დრო,ეს ამ პოსტშიც მაქვს ნახსენები.

ისეთი სამსახურიც არ მაქვს,რომ ზაფხულის 2 კვირიან შვებულებას ველოდო!უფრო თავისუფალი გრაფიკი მაქვს!

ამიტომ წლებია, რაც ზაფხულს ასე ვატარებ: ჯერ ზღვა–აუცილებლად ივლისის დასაწყისში,და მერე მთა (აქ უფრო მრავალფეროვნებაა: მანგლისი,ფშავი,ფასანაური,სხვიტორი..)

წლევანდელი ზაფხული რომ წესიდან  ’ამოვარდნილი’ იქნებოდა,ვიცოდი, რადგან ზღვაზე წასვლა გადავიფიქრე(იაპონიის კატასტროფიდან გამომდინარე) და ამას ერთვის ფრიად ’რთული’ პროცესიც–რემონტი უნდა წამოგვეწყო სახლში(ამ ჯერზე შემოსასვლელი და აბაზანა).

თან თვენახევრიანი კომპიუტერის კურსებზე დავიწყე სიარული,და აგერ 19 -ში ღა ჩავაბარე გამოცდა(წარჩინებით),კვირაში სამჯერ მქონდა გაკვეთილი და შესაბამისად დიდი ხნით ვერსად წავიდოდი.

წელსაც მანგლისი ავირჩიეთ მე და ჩემმა დამ დასასვენებლად,და აგერ უკვე 3 კვირაა თითქმის,რაც ჩემი შვილიც გაგზავნილი მყავს დასასვენებლად მანგლისში ჩემიანებთან ერთად.მე უკვე 3 ჯერ ვიყავი ჩასული მოსანახულებლად.იქით კვირაში შეიძლება რამოდენიმე დღითაც კი დავრჩე.ისინი კი აგვისტოს ბოლომდე იქნებიან,ან რამდენსაც ’გაძლებენ’ 🙂 .

არადა ზღვა უსაშველოდ მომენატრა და გული მწყდება,რომ არ მივდივარ.

ხო, რემონტი ვახსენე,და ამაზე მერე პოსტსაც დავწერ,საერთო ჯამში საკმაოდ დიდი მასშტაბით გვაქვს სახლში სამუშაობები,აგერ ხვალ უკვე სანტექნიკის ხელოსნებს ველოდებით.

ისე, შარშან ზაფხულს საძინებელში მქონდა რემონტი(პოსტი იხილეთ აი   ა ქ  ),თუმცა ამას ჩემთვის ხელი არ შეუშლია, რომ კარგად დამესვენა კიდეც.და წელს ,იმედია, მოვრჩებით ამ რემონტობას, რომ მომავალი წლის ზაფხული უფრო კარგი დავგეგმო!

ასე რომ თბილისში ვრჩები ალაგ-ალაგ მანგლისის ცივ ჰაერ ნაყლაპი,როგორც იტყვიან.

აბა,რომელი ბლოგერიც წაიკითხავს,ჩათვალოს რომ მექანიკურ რეჟიმშია დათაგული და თავისი პოსტიც დაწეროს(და კომენტარში დაადასტუროს),კარგით?

მკითხველიც თუ გაგვიზიარებს თავის გეგმებს კარგი იქნება.

აბა თქვენ იცით!

სასიამოვნო ზაფხულს გისურვებთ!

მიყვარხართ ყველა

❤ ❤ ❤

Advertisements

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: