Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

განმარტოება…

იცი როგორი ამინდია?…

აი რომ არც ცხელა და არც ცივა…

ქარი  არ არის ,სიო უბერავს…

არც მთლად სიჩუმეა,მაგრამ არც ხმაური ისმის,მარტო ფოთლები შრიალებს–სიო არხევს…

არ არის მზიანი ამინდი,მაგრამ არც მოღრუბლულია,დაქუცმაცებული ღრუბლებიდან თბილი მზე იჭვრიტება…

ხალხი არ არის,მაგრამ არც მარტო ვარ…

შორს არ ვარ სახლიდან,მაგრამ არც ახლოს ვარ….

თან სახლში წასვლა მინდა,მაგრამ ამ სიმშვიდეს ვერ ველევი…

თან მინდა გოგოები მოვიდნენ,მაგრამ თან მარტო ყოფნაც მინდა…

ჩემ გვერდით დუჩის ძინავს,თან მისი მოფერება მინდა,მაგრამ მეცოდება რომ გავაღვიძო,ისე მშვიდად წევს,რა საყვარელია….

რამე კონკრეტულზე მინდა ვიფიქრო,მაგრამ თან არაფერზე ფიქრი არ მინდა…

მეძინება,მაგრამ არ მინდა დავიძინო–უნდა დავტკბე ამ განმარტოებით…

ხვალ თბილისში უნდა წავიდე,არადა არ მინდა…

საათნახევარი ასე განმარტოვებული ვიყავი ….

ვიყავი ჩემთვის , წყნარად ,მდელოზე წამოწოლილი…

მანგლისში ვიყავი…

კარგი იყო!

მეორე დღეს უკვე თბილისის ცხელ ჰაერს ვისუნთქავდი და იმ საათნახევრიან განმარტოებას სიამოვნებით ვიხსენებდი!

ქეთუსი,მე შენთან  არასდროს ვიწყენ….

Advertisements

6 responses to “განმარტოება…

  1. ლიზიკუნა აგვისტო 20, 2011, 3:19 PM

    ხანდახან მართლა გჭირდება განმარტოვება, თუნდაც ფიქრები რომ დაალაგო, აზრზე მოხვიდე, ან უბრალოდ სიმშვიდით დატკბე)) მე მიყვარს დროდადრო განმარტოვება, როცა ხელს არავინ გიშლის)

  2. Mia.. : >> აგვისტო 26, 2011, 8:11 PM

    ხალხი არ არის,მაგრამ არც მარტო ვარ… / მეე მიყვარს ხოლმე ესე ყოფნა ხანდახან..კარგია)) მსიამოვნებსხოლმეეე ^^ ხოლმე ხოლმე კი ხოლმე ხოლმე არა : DD

  3. სესხები მარტი 15, 2012, 1:13 AM

    კარგი მდგომარეობაა.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: