Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Tag Archives: ახალი წელი

საახალწლო სამზადისი,კერძების გაფორმება და საზეიმო გარემოს შექმნა

საახალწლო განწყობა სახლში

აგერ უკვე 31 დეკემბერია და ხომ ვიცი ყველა ოჯახში საახალწლო სამზდისია.ამ დროს ყველა ადამიანს უჩნდება საზრუნავი,თუმცა ყველას სხვადასხვა.ბავშვებს თუ ის ადარდიათ,თუ რას მოუტანთ თოვლის პაპა,დიდებს ის უფრო ადარდებთ,თუ როგორ დახვდმნენ ახალ წელს,როგორ გაერთონ და როგორი ორგანიზება გაუწიონ ამ ყველაფერს.დამეთანხმებით ალბათ,რომ ყველაზე დიდი შრომა ამ სამზადისში დიასახლისზე მოდის,რადგან ის უნდა იყოს ყველა კერძის შემოქმედი და ასევე სახლის დალაგება–მორთვაშიც ლომის წილი მას ეკუთნის.კარგია,როდესაც მეუღლე და შვილები გეხმარებიან,ან ხელს მაინც არ გიშლიან :)))

განაგრძე კითხვა

მრავალ ახალ წელს !!!

ჩემო საყვარელო მკითხველებო,გილოცავთ დამდეგ 2012 წელს.

გისურვებთ უზომო ბედნიერებას და წარმატებას ყველა საქმეში.

უზომოდ ბედნიერი ვარ,რომ ამ ბლოგს კითხულობთ

იცოდეთ,რომ ყველას ძალიან გაფასებთ და მიყვარხართ

გოლოცავთ! გლოცავთ! გოლოცავთ! გლოცავთ! გოლოცავთ! გლოცავთ! გოლოცავთ! გლოცავთ!

ახალი წელი და ჩემი ცრურწმენები

ნებისმიერი დღესასწაული ოჯახში ფუსფუსით იწყება. ამ დროს ყველაზე მეტი დატვირთვა დიასახლისს აქვს. აქმ მხრივ ახალი წელიც რიგითი დღესასწაულია. ჩემ ოჯახში ერთადერთი დიასახლისი მე ვარ, შესაბამისად მზადების პროცესი მთლიანად ჩემია თუმცა შეძლებისდაგვარად ქმარ-შვილიც მეხმარება.კიდევ კარგი ბაზარში სიარული მე რა მიწევს,ამას ნამდვილად ვერ გაუძლევდა ჩემი ფსიქიკა და არც თუ კუნთიანი სხეული.მაგრამ მოტანილს ხო გაკეთება უნდა ? სანამ გააკეთებ მოფიქრება უდნა თუ რას გააკეთებ.

განაგრძე კითხვ

თოვლის ბაბუა VS სანტა კლაუსი

ყველა ბავშვს უყვარს ახალი წელი და საერთოდ, ბავშვებს დღესასწაულები უყვართ!უყვართ მრავალფეროვნება,ხალხმრავლობა,სიურპრიზები და საჩუქრები.ხალისით და უფროსის მიმართ რუდუნებით ყველა ეროვნების ბავშვი ხომ ერთმანეთს გავს!ყველა მშობელი ცდილობს დღესასწაულებზე ბავშვებისთვის განსაკუთრებული გარემოს შექმნას,მათ გამხიარულებას და დასაჩუქრებას.განსაკუთრებულია ამ მხრივ ახალი წელი–ის ხომ ჯადოსნური ღამეა,როდესაც ოცნებები ხდება და ბავშვები ნანატრ საჩუქრებს იღებენ და ამ ყველაფერს ზღაპრული პერსონაჟი აკეთებს.თოვლის ბაბუაა,ის ჯადოსნური პერსონაჟი,რომელიც ბავშვების წასახალისებლად და მათთვის ზეიმის განწყობის შესაქმნელად ჯადოსნური სამყაროდან მოდის!

განაგრძე კითხვა

რა იყო და რა იქნება

კიდევ ერთი წელი გავიდა,კიდევ ერთი წელი მომემატა,კიდევ ერთი წელი ვიცოცხლე,კიდევ ერთი წელი ვიყავი ბედნიერი,კიდევ…..
კიდევ შეიძლება გაგრძელება…
გადავხედე 2011 წელს და შემიძლია ვთქვა,რომ დიდად არ ვარ მისი კმაყოფილი.უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყო(ვინ დამტროლა ნეტა?),ხო, კარგით, არ დავიწყებ წუწუნს,მაინც ჩემი ბრალია,იმიტომ რომ ერთადერთი რისი უკმაყოფილოც ვარ–ეს ჩემი თავია.რა ვაკეთე მთელი წელი?ნუ,ის, რომ ორი სამსახური მქონდა ’გამართლება’ არ არის, მე ვიცი, რომ მაინც აქტივობა მაკლდა და ალბათ ეს არის იმის მიზეზი, რომ წინ არ მივდივარ.ნუ,თავს ვიმშვიდებ, რომ არც უკან-უკან მივდივარ.
ხო, ნუ თუ პლუს-მინუსებს ჩამოვუყვები, მაშინ პლუსი მეტია
გულს გავიხარებ და ჩამოვაწიკწიკებ 🙂

განაგრძე კითხვა

საახალწლო ტრადიციები და სიმბოლოები (ნაწილი 2)

საახალწლო ტრადიციები და სიმბოლოები (ნაწილი 1)

ვაგრძელებ საახალწლო პოსტების ციკლს

ამ პოსტშიც რამოდენიმე ქვეყნის საახალწლო ტრადიციას მივადევნოთ თვალი

განაგრძე კითხვა

საახალწლო ტრადიციები და სიმბოლოები (ნაწილი 1)

ახალი წლის მოსვლას ყველგან ზეიმით ხვდებიან.ძნელად თუ ნახავთ ადამიანს,ვისაც ახალი წელი არ უხარია.ახალი წელი ხომ ზეიმთან,მხიარულებასთან,გემრიელ საჭმელთან და ფეირვერკთან ასოცირდება.

ალბათ გეცოდინებათ, რომ ახალი წელი პირველ იანვარს ყოველთვის არ იწყებოდა,აგერ,საქართველოშიც საუკუნეების წინათ ახალ წელს  სექტემბერში აღნიშნავდნენ,ასე იყო საბერძნეთშიც(ეხლაც აღნიშნავენ თავისებურად).ჩინეთშიც საკუთარი წელთაღრიცხვა აქვთ,თუმცა ჩინური კალენდრის ახალ წელთან დაკავშირებით პოსტს მალევე შემოგთავაზებთ.

განაგრძე კითხვა

ყველაზე ტკბილი არსება

4 დღეა რაც ჩემი შვილი ჩამოვიდა,მანგლისში ისვენებდა თითქმის ორი თვე,ამ დროის მანძილზე 4 ჯერ ვიყავი ჩასული,ხან ვრჩებოდი ერთი-ორი დღე,ხან იმ დღესვე ჩამოვდიოდი.კვირის აქეთ თბილისშია უკვე და თითქოს ჯერ კიდევ ვერ მოვისიყვარულეთ ერთმანეთი,თან რაღაც შეცვლილიც მეჩვენება,გაზრდილი და როგორ ვთქვა არ ვიცი,ჭკვიანი ყოველთვის იყო, მაგრამ აი რაღაც უფრო დაბრძენებულიო თითქოს–აი ასე მეჩვენება.ხო, 15 წლისაა,ვინც არ იცის–დიდი გოგოა უკვე

ხოდა დღეს რაღაც განსაკუთრებული დღე გვქონდა მე და ხატიას და ეს ეიფორია თქვენც მინდა გაგიზიაროთ! გააგრძელე კითხვა