Ketusi's Blog

take it easy,it's just life

რა იყო და რა იქნება

კიდევ ერთი წელი გავიდა,კიდევ ერთი წელი მომემატა,კიდევ ერთი წელი ვიცოცხლე,კიდევ ერთი წელი ვიყავი ბედნიერი,კიდევ…..
კიდევ შეიძლება გაგრძელება…
გადავხედე 2011 წელს და შემიძლია ვთქვა,რომ დიდად არ ვარ მისი კმაყოფილი.უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყო(ვინ დამტროლა ნეტა?),ხო, კარგით, არ დავიწყებ წუწუნს,მაინც ჩემი ბრალია,იმიტომ რომ ერთადერთი რისი უკმაყოფილოც ვარ–ეს ჩემი თავია.რა ვაკეთე მთელი წელი?ნუ,ის, რომ ორი სამსახური მქონდა ’გამართლება’ არ არის, მე ვიცი, რომ მაინც აქტივობა მაკლდა და ალბათ ეს არის იმის მიზეზი, რომ წინ არ მივდივარ.ნუ,თავს ვიმშვიდებ, რომ არც უკან-უკან მივდივარ.
ხო, ნუ თუ პლუს-მინუსებს ჩამოვუყვები, მაშინ პლუსი მეტია
გულს გავიხარებ და ჩამოვაწიკწიკებ 🙂

  • სამსახური მქონდა
  • იანვრიდან მოყოლებული ბლოგს ’ხელი მოვკიდე’ ,ინტენსიურად ვწერდი პოსტებს
  • სოციალურ ქსელ Facebook-ში ბევრ ბლოგერს დავუმეგობრდი,ეს რაღაც განსაკუთრებული მეგობრობაა,ძალიან სახალისო და საინტერესო.
  • ბევრი ბლოგერი პირადადაც გავიცანი
  • ბლოგის სტატისტიკა ნელ-ნელა სულ უფრო მახარებდა,რადგან მატულობდა ყოვედღიურად შემოსული ადამიანთა რაოდენობა,ასე წლის ბოლოსთვის საშუალო მაჩვენებელი უკვე 200 ადამიანი იყო დღეში.
  • ამ ზაფხულს,უფრო სწორედ კი ზუსტად 13 ივნისს ჩვენ ოჯახს ერთი სრულუფლებიანი წევრი შეემატა კატა ’ლაქის’ სახით,მისი პივნის ამბავი ამ პოსტშია: ოპერაცია ♥ ♥ ♥ მიაუ ♥ ♥ ♥
  • ჩემმა დამ კი ლეკვი აიყვანა გასაზრდელად,’დუჩი’ :როცა ადამიანები ადამიანობენ,ჩვენი პატარები დაძმაკაცდნენ 🙂 აი მათ შესახებ პოსტი: Lucky & Duchi

ლაქი,სულ პაწაწინა

ლაქი და დუჩი როგორი კარგი ძმაკაცები იყვნენ პატარები(ეს მანგლისშია გადაღებული,ერთი დღით მყავდა ჩაყვანილი)

ლაქი–უჯრების ’დამპყრობელი’ 🙂

  • ზაფხულში მე წესიერად დასვენება ვერ მოვახერხე,თუმცა მიამ მანგლისში ძალიან კარგად დაისვენა,მე ხშირად ჩავდიოდი.
  • დასვენება იმიტომ ვერ მოვახერხე,რომ სახლში აბაზანის რემონტი მქონდა.შედეგით სრულად კმაყოფილი ვარ,ისეთია,როგორიც მინდოდა(ფართის გათვალისწინებით)
  • შემოდგომაზე შევცვალე ბლოგის დიზაინი(ეს ბლოგერისთვის მოვლენაა, სხვათაშორის,რადგან საკმაოდ შრომატევადია),ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ,მერე?მერეზე მერე ვილაპარაკოთ 🙂
  • დაბადების დღეზე (10 ნოემბერს) ახალი ტელეფონი მივიღე საჩუქრად,ისეთი,როგორიც მინდოდა(დიახ,ეს მოვლენაა, რადგან წინა ტელეფონი ძალიან მიყვარდა და ვერ ვიცილებდი)

აი,ხომ ვამბობ,ძალიან მდორე წელი იყო

საახალწლო საჩუქარი ჩემ თავს უკვე გავუკეთე–ჩექმები ვიყიდე(გამოვიწერე),ხომ იცით,ფეხსაცმელი ზედმეტი არასდროს არის 🙂 თან ჩვეულებრივი ჩექმა არ გეგონოთ–’ტრანსფორმერია’ , ჩაცმის სამი ვარიანტია,ელვა-შესაკრავები ტყუილად კი არ აქვს 🙂

ახალ წელს სახლში,ოჯახში შევხვდებით,სუფრა– როგორც ყოველთვის ტრადიციული+ერთი უჩვეულო კერძი.ახალი წლის დადგომისას შამპანიურით ხელში შევხვდებით სამივე,მივულოცავთ ერთმანეთს,სურვილებს ჩავიფიქრებთ,ვისვრით შუშხუნებს,ვუყურებთ საახალწლო შტერულ გადაცემას,და მე და ჩემი ქმარი გემრიელად დავთვრებით შარშანდელივით(უფრო სწორედ მე დამათრობს :)). 1 იანვრიდან სულ ’გასვლითი’ დღეები გვექნება.

ეხლა ამ პოსტის ყველასე საინტერესო ადგილამდე მოვედით

ეხლა გეტყვით რა გეგმები მაქვს 2012 წლისთვის!

ამ სურვილების ახდენას თოვლის ბაბუასაც კი ვთხოვმნამდე,და ახალი წლის ღემესაც ჩავიფიქრებ,მაგრამ თუ ახალი წლის ღამეს საჩუქრები კარებთან არ დამხვდება, მაშინ გეგმაზომიერად,ნელ-ნელა შევიძენ 🙂

  • ASUS Tablet Computer  ნუ,არ არის აუცილებელი ზუსტად ეს მწარმოებელი იყოს,მაგრამ ამგვარი მოდელი რომ მინდა,ეს ზუსტია!

  • მანქანას გამოვცვლით 2012 დასაწყისში.ეხლა BMW გვყავს,ძალიან კარგი მანქანაა, ისე მიყვარს ^_^ მაგრამ რამე უფრო ახალი გვინდა.იდეაში ML –იც გვაქვს,თუმცა რა ვარიანტზე გავჩერდებით არ ვიცი,შესაძლებლობებს გადავხედავთ.(მანქანებში  კარგად ვერ ვერკვევი–ეს სურათი ინტერნეტში ვნახე)

  • ოხ,მეც მინდა მანქანა,2012 აუცილებლად მოვაბამ თავს და გავალ გამოცდაზე მართვის მოწმობის ასაღებად!მერე კი აუცილებლად მინდა მანქანა,გინდაც ასეთი 🙂

თუმცა ჩემი ფავორიტი ყოველთვის იქნება BMW   X5 ^_^ ,თუმცა ისიც ვიცი, რომ გოგოს არ უხდებაო,მაგრამ უბრალოდ ჯიპებს შორის ყველაზე მეტად მიყვარს <3<3<3

  • საოჯახო ტექნიკას რაც შეეხება,აბსოლუტურად ყველაფერი,მაქვს, თუმცა კერხერის მტვერსასრუტს ვიყიდიდი, ორთქლით რომ წმენდს 🙂

  • დავამთავრებთ რემონტს(შემოსასვლელი დარჩა)
  • ამ ზაფხულს ზღვაზე აუცილებლად დავისვენებ,(წინა სეზონზე არ წავედი,შეგნებულად,იაპონიის კატასტროფის შემდგომი რადიაციული ზემოქმდება რომ ამეცილებინა თავიდან)
  • მინდა აგარაკის მშენებლობა დავიწყოთ,საკუთარი დასასვენებელი ადგილი რომ მქონდეს ^^
  • ბლოგთან დაკავშირებით მინდა მნიშვნელვნად გამეზარდოს აუდიტორია,უფრო მეტად ვეცდები, რომ უკეთესი პოსტები ვწერო და სიხშირესაც მოვუმატო.ბლოგის დიზაინს აუცილებლად შევცვლი.მინდა რეკლამა ბლოგზე უფრო ბანერების სახით(მინდა შემოსავალი მოიტანოს)
  • სამსახური მინდა,კარგადანაზღაურებადი საინტერესო სამსახური ^^
  • და რა თქმა უნდა მშვიდობა მთელ დედამიწაზე

ესეც ჩემი საახალწლო სურვილები,იმედია, რომ ამ ყველაფერს ავისრულებ ახალ 2012 წელს

ყველას გისურვებთ ჩაფიქრებულის ასრულებას !!!

7 responses to “რა იყო და რა იქნება

  1. presgeo დეკემბერი 29, 2011, 7:38 PM

    santerteso survilebia da rac mtavaria arareuluri ara 🙂 icode, rom aucilebliv agsiruldeba radgan adamianistvis miuxwevadi araferia:)

  2. Ibi დეკემბერი 29, 2011, 11:53 PM

    გეგმები მომწონს ❤
    წარმატებები მომავალ წელს ^^

  3. მარი ! დეკემბერი 30, 2011, 12:10 AM

    არც თუ ისე ცუდი წელი გქონია ქეთუსი 🙂
    გისურვებ 2012 წელი შენთვის ყველაზე კარგი წელი ყოფილიყოს 🙂
    ბედნიერებას გისურვებ ^_^
    გილოცავ წინასწარ ახალ წელს 🙂

    • ketusi.com დეკემბერი 30, 2011, 12:35 AM

      კი, ცუდი წელი ნამდვილად არ იყო,მაგრამ წინ წელი ჯობდა 🙂
      მადლობა კარგი სურვილებისთვის :*
      მეც გილოცავ,2012 შენთვისაც სურვილების ასრულების წელი ყოფილიყოს

შენი კომენტარი