Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ფაბერჟეს კვერცხები (ნაწილი 1)

ფაბერჟეს კვერცხებიაღდგომა მოდის და კვერცხის თემა აქტუალური ხდება ისე,როგორც არასდროს,ამიტომ გადავწყვიტე ყველაზე ცნობილ კვერცხებზე დამეწერა.მიხვდებოდით ალბათ, რომ ფაბერჟეს კვერცხებს ვგულისხმობ.რატომ ფაბერჟე?იმიტომ რომ მან თავისი ორიგინალური კვერცხებით გაითქვა სახელი, რადგან მას უწოდებენ  “ყველა დროის ყველაზე ცნობილ იუველირს” , რაც სრულიად დამსახურებულად მეჩვენება.

ვინ იყო ფაბერჟე?

პეტრე კარლ ფაბერჟე რუსეთში დაბადებული გერმანული წარმომავლობის იუველირია.ის დაიბადა სანკტ-პეტერბურგში 1846 წლის 30 მაისს.მისი მამა —გუსტავ ფაბერჟე,ესტონეთში დაბადებული გერმანელი იყო,ხოლო დედა–შარლოტა იუნგშტედტი,დანიელი მხატვრის შვილი იყო.

1842 წელს გუსტავ გაბერჟემ სანკტ-პეტერბურგში დააარსა საიუველირო ფირმა.

პეტრე გაბერჟე ბევრს მოგზაურობდა ევროპაში,თავიდან ის დრეზდენში იღებდა განათლებას,მერე კი ფრანკფურტერ ჯოზეფ ფრიდმანისგან შეისწავლა საიუველირო საქმე.ამგვარად,24 წლის ასაკში,1870 წელს,ის მამამისის ფირმას ჩაუდგა სათავეში.

1882 წელს მოსკოვში მოწყობილ სრულიად რუსეთის სამხატვრო-სამრეწველო გამოფენაზე ფაბერჟეს ნიმუშებმა მიიპყრეს ალექსნდრე ll -ის ყურადღება.ამგვარად პეტრე ფაბერჟემ მიიღო სამეფო ოჯახისგან მხარდაჭერა და წოდება “მისი აღმატებულება იმპერატორის იუველირი  და საიმპერატორო ერმიტაჟის იუველირი”.

გაბერჟეს ფირმამ ევროპაშიც გაითქვა სახელი,რადგან იმპერატორის  ნათესავები,რომლებიც ცხოვრობდნენ ბრიტანეთში,დანიაში, საბერძნეთში და ბულგარეთში,იღებდნენ საჩუქრად ფაბერჟეს ნამუშევრებს.1900 წელს პარიზში ფაბერჟემ მიიღო “პარიზის იუველირთა გილდიის ოსტატის” წოდება და ის აგრეთვე დააჯილდოვეს საპატიო ლეგიონის ორდენით.

სანკტ-პეტერბურგში 1899-1900 წლებში არქიტექტორ კარლ შმიდტის(ისიც იუველირის ნათესავია) პროექტით ააშენეს ფაბერჟეს ფირმის მთავარი შენობა.პირველ სართულზე განთავსდა მაღაზია და სახელოსნოები,შენობის დანარჩენი ნაწილი კი ოჯახის წევრების ოთახებმა დაიკავა.

1918 წლის რევოლუციამ ფაბერჟე აიძულა ფირმა დაეხურა და საზღვარგარეთ გამგზავრებულკიყო,ის 1920 წლის 24 სექტემბერს გარდაიცვალა შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში.პეტრე ფაბერჟე დაკრძალულია კანნებში,გრან-ჟასის სასაფლაოზე.

ალბათ გაინტერესებთ ამბავი ფაბერჟეს პირველი კვერცხის შესახებ?! პირველი კვერცხი ფაბერჟემ 1885 წელს შექმნა და ეს იყო იმპერატორ ალექსანდრე lll-ის შეკვეთა.ეს იყო სიურპრიზი იმპერატორის მეუღლისათვის—მარია ფეოდორავნასათვის.

გაბერჟეს პირველი კვერცხი 1885წ

გაბერჟეს პირველი კვერცხი 1885წ

“კვერცხი” გარედან თეთრი მინანქრით იყო დაფარული,რაც ნაჭუჭის იმიტაციას ქმნიდა,მაგრამ ეს ტრადიციული  გასახსნელი მატრიოშკის მაგვარი მოწყობილობა იყო!კვერცხი იხსნებოდა და მის შიგნით წითელ ოქროს “გულში’ ჩასმული ფერადი ოქროთი დამზადებული ქსთამი იჯდა.ქათამიც იხსნებოდა და მასში მოთავსებული იყო ლალისთვლებიანი მცირე ზომის გვირგვინი(ის შემდგომში დაიკარგა).

იმპერატორის მეუღლე იმდენად მოიხიბლა საჩუქრით, რომ ფაბერჟე კარის იუველირად გამოცხადდა და მიიღო შეკვეთა—-ყოველწლიურად დაემზადებინა თითო სააღდგომო კვერცხი.ერთადერთი პირობა ის იყო, რომ ნაკეთობა ყოფილიყო უნიკალური და მასში ყოფილიყო რაიმე სიურპრიზი.შემგდომმა იმპერატორმა,ნიკოლოხ ll გააგრძელა ტრადიცია და უკვე ორ კვერცხს უკვეთავდა :ერთს—მარია ფიოდორავნასთვის,მის დაქვრივებულ დედისთვის,მეორეს კი მეუღლე ალექსანდრა ფიოდორავნასთვის.

თითოეული კვერცხის დამზადებას თითქმის ერთი წელი უნდებოდნენ.როგორც კი ესკიზი მზად იყო,ოსტატთა მთელი გუნდი მუშაობას შეუდგებოდა.ამგვარად ჩანს, რომ ფაბერჟეს კვერცხები მხოლოდ ფაბერჟეს მიერ არ იქმნებოდა,შემონახულია რამოდენიმე ოსტატის სახელი :ავგუსტ ხოლსტრომი,ჰენრიკ ვიგსტრომი,ერიკ კოლინი და სხვები,თუმცა ყველაზე მეტი ღვაწლი მიუძღოდა ოსტატ მიხაილ პერხინს.

იმპერატორის ოჯახისთვის დამზადებული კვერცხების სერიამ ისეთი სახელი მოიხვეჭა, რომ ფაბერჟეს ფირმას კერძო პირბიც (დაახოებით 15მდე) უკვეთავდნენ.მათ შორის გამოირჩევა ალექსანდრე ფერდინანდის ძე კელხის(ის ოქროს მწარმოებელი იყო) მიერ მეუღლისთვის ბოძებული 7 კვერცხისგან შემდგარი სერია.ამის გარდა არის კიდევ 8 კვერცხი, რომლებიც კეძო შეკვეთით არის დამზადებული,თუმცა ისინი ნაკლებად მდიდრულია საიმპერატოროსთან შედარებოთ და არც ორიგინალურობით გამოირჩევიან,რადგან სიმპერატორო კვერცხების ტიპს იმეორებენ.

ფაბერჟეს სხვა კვერცხის ნიმუშები შეიძლება კიდეც არსებობს, ტუმცა მათი დოკუმენტირება არ ხდებოდა,რაც დიდ გასაქანს აძლევს ფალსიფიკატორებსაც.

ფაბერჟეს ნატიურმორტი

ფაბერჟეს სხვა მანუშევრებს შორის გამოირჩევა უნიკალური ნატიურმორტი შექმნილი 1905 წელს.ნატიურმორტი წარმოადგენს ქვას,რომელზეც არის გაშლილი “ჯენტელმენის ნაკრები”  : კვერცხის ჩასადები,გაზეთის ნაგლეჯი,ნახევრად დაცლილი არყიანი ჭიქა,წასახემსი და ნახევრად ჩამწვარი სიგარეტი.მიუხედავად მოჩვენებითი სისადავისა,ნატიურმორტი ყველაზე ძვირადღირებული მასალით არის შესრულებული : აგური გამოთლილია იასპისგან,ცილა — თეთრი ქვისგან,კვერცხის გული — ქარვისგან,თევზი (წასახემსი) და ბუზები — ვერცხლისგან,ჭიქა და მისი შიგთავსი — ბროლისგან,სიგარეტის ნამწვი კი ბროლისა და კვარციტისგან.(ჩემი თარგმანი ru.wikipedia.org-დან)

ფაბერჯეს სულ 71 კვერცხი ქონდა დამზადებული,თუმცა დღეს მხოლოდ 61 არის შემონახული.საიმპერატორო კვერცხი არის 54 ცალი ,მათგან ჩვენ დრომდე მხოლოდ 46 ცალმა მოაღწია,დანარჩენები დაკარგულად ითვლება, თუმცა არის შემონახული მათი აღწერილობა და ძველი სურათები.

შემოგთავაზებთ ფაბერჟეს რამოდენიმე კვერცხის სურათს,მომდევნო პოსტებში კი მხოლოდ ნამუშევრების გალერეას შემოგთავაზებთ.

ფაბერჟე ფაბერჟე

ფაბერჟე ფაბერჟე

ფაბერჟე

Advertisements

7 responses to “ფაბერჟეს კვერცხები (ნაწილი 1)

  1. kisoki აპრილი 7, 2012, 7:50 PM

    რა ორიგინალური და ლამაზებია 🙂

  2. karamelka აპრილი 7, 2012, 8:06 PM

    ეტლი რა მაგარია

  3. Pingback: ფაბერჟეს კვერცხები (ნაწილი 2) « Ketusi's Blog

  4. Pingback: ფაბერჟეს კვერცხები (ნაწილი 2) « Ketusi's Blog

  5. Pingback: ფაბერჟეს კვერცხები (ნაწილი 3) « Ketusi's Blog

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: