გაგრძელება.დასაწყისი იხილეთ აქ : ფაბერჟეს კვერცხები (ნაწილი 1)
ფაბერჟეს სახელი მჭიდროდ უკავშირდება რუსეთს.მხოლოდ იმიტომ არა,რომ გერმანული წარმომავლობის იუველირმა გუსტავ კარლ ფაბერჟემ ,ბუნებით მორიდებულმა,რწმენით–ჰუგენოტმა,თავისი ცხოვრების ყველაზე ნაყოფიერი წლები გაატარა პეტერბურგში.და არც იმიტომ,რომ რუს იმპერატორებს(და მთლიანად ბრწყინვალე საიმპერატორო კარს) უყვარდათ მისი ქმნილებები და კილოობით კიდულობდნენ.არამედ იმიტომ,რომ ფაბერჟეს ზოგიერთი ქმნილება რუსეთის ისეთივე სიმბოლოები გახდა,როგორიც არის ხიზილალა,კოსმოსური სადგური “მირი” (“Мир”) და ტოლსტოის უკვდავი “ომი და მშვიდობა”.და რა თქმა უნდა საუბარია ფაბერჯეს საიმპერატორო სააღდგომო კვერცხებზე.
უნდა აღინიშნოს რომ სადღესასწაულოდ მორთული სააღდგომო კვერცხების დამზადება ძველი რუსული ტრადიცია და ხელობა იყო.სანამ ფაბერჟემდე მიუძღვნიდა საიმპერატორო ოჯახს იუველირულ კვერცხებს,ბევრად ადრე ჩვეულება იყო,რომ მიერთმიატ მეფეებისთვის ძვირფასი მეტალებისგან დამზადებულ და ქვებით მორთული სააღდგომო კვერცხები.მაგრამ მხოლოდ კარლ ფაბერჟემ და მისმა ნიჭიერმა გუნდმა,რომელიც შედგებოდა მხატვრებისგან,იუველირებისგან,ქვაზე მომუშავე ოსტატებისგან,სკულპტორებისგან და მინიატიურისტებისგან — შეძლო,რომ საიუველირო სააღდგომო კვერცხების დამზადება აეყვანათ ნატიფ,ოსტატურ და შემოქმედებით ფანტაზიის დონემდე.ამგვარად გამონათქვამი “ფაბერჟეს კვერცხები” გახდა ფუფუნების სიმბოლო და რუსეთის საიმპერატორო სახლის სიმდიდრის ემბლემა!
1885 წლიდან 1917 წლამდე იმპერატორ ალექსანდრე lll და ნიკოლოზ ll -სთვის შეიქმნა დაახლოებით 56 სააღდგომო შედევრი(ზუსტი ციფრი უცნობია).მიხაილ პერზხინის სახელოსნოში ,რომელსაც მისი სიკვდილის შემდეგ უძღვებოდა ჰენრიხ ვიგსტრემი, შექმნილი კვერცხები გამოირჩეოდნენ საოცარი ფუფუნებით,გასაკვირი ფანტაზიით,დეტალების დამუშავების სრულყოფილებით,სხვადასხვა მექანიზმის ვირტუოზული შერწყმით.ისინი არასდროს მეორდებოდნენ,განსაკუთრებიტ აკვირვებდნენ მათში დამალული სიურპრიზებით—დეტალებში შესრულებული სამეფო იახტების და კრეისერების ასლებით,სასახლეების წინ გაშენებული “ფუმფულა”ოქროს გაზონებით,ქვებით შემკული ძეგლებით, ყვავილებით და თაიგულებით.
**************************************************************************************************************
პირველი კვერცხი ფაბერჟემ 1885 წელს შექმნა და ეს იყო იმპერატორ ალექსანდრე lll-ის შეკვეთა.ეს იყო სიურპრიზი იმპერატორის მეუღლისათვის—მარია ფეოდორავნასათვის.“კვერცხი” გარედან თეთრი მინანქრით იყო დაფარული,რაც ნაჭუჭის იმიტაციას ქმნიდა,მაგრამ ეს ტრადიციული გასახსნელი მატრიოშკის მაგვარი მოწყობილობა იყო!კვერცხი იხსნებოდა და მის შიგნით წითელ ოქროს “გულში’ ჩასმული ფერადი ოქროთი დამზადებული ქსთამი იჯდა.ქათამიც იხსნებოდა და მასში მოთავსებული იყო ლალისთვლებიანი მცირე ზომის გვირგვინი(ის შემდგომში დაიკარგა).

*******************************************************************************************************
მეორე ფაბერჟერს ფირმის მიერ სამზადებული კვერცხი იყო «Курочка с сапфировым панданом» .ის 1886 წელს მიართვეს მის პირველ მფლობელს— მარია ფიოდორავნას.სამწუხაროდ,მასზე ინფორმაცია და სურათი არ მოიპოვება.კვერცხი ინახება კლივლენდის ხელო9ვნების მუზეუმში,მინშტელის ადრეულ კოლექციაში.
********************************************************************************************************
ფაბერჟეს კვერცხი “საათი ლურჯი გველით”,1887 წელი.
ტრადიციულ სტილში შესრულებული კვერცხი-საათი,რომლის გველიც ასრულებს ისრის მოვალეობას.პირველი მფლობელი — მარია ფიოდორავნა.პრინც ალბერტის კოლექციიდან.

*********************************************************************************************
ფაბერჟეს კვერცხი “ქერუვიმი და ეტლი”,1888 წელი.
მალაქიტისგან დამზადებული კვერცხი,ეტლით და ირმებით და კვერცხში მოთავსებული სამი ქერუვიმით.ძირი ორ ვარიანტად იშლება.პირველი მფლობელი— მარია ფიოდორავნა.ადგილსამყოფელი უცნობია 1930 წლიდან,სავარაუდოდ აშშ.

*****************************************************************************************
ფაბერჟეს კვერცხი “ნესერი” , 1889 წელი.
13 საგნისგან შემდგარი მანიკურის ნაკრები.ბოლოს ცნობილი ფასი შეადგენს $3,000,000 .პირველი მფლობელი— მარია ფიოდორავნა.ადგილსამყოფელი უცნობია (დაკარგულია).

***********************************************************************************************
ფაბერჟეს კვერცხი “დანიური სასახლეები” , 1889 წელი.
მასში მოთავსებულია სადაფზე შესრულებული 12 მინიატურული ნახატი,რომლენზეც გამოსახულია დანიაში და რუსეთში მდებარე სასახლეების ხედები.
პირველი მფლობელი— მარია ფიოდორავნა.ინახება ორლეანის სამხატვრო მუზეუმში.

***********************************************************************************************
ფაბერჟეს კვერცხი კრეისერ “Память Азова”-ს მოდელით,1891 წელი.
მასალა:ოქრო,პლატინა,ვერცხლი,ბრილიანტები,ალმასები,ლალი,აქვამარინი,ხავერდი.კვერცხის სიგრძე–9.3 სმ.კრეისერის მოდელის სიგრძე–7.0 სმ,სიმაღლე — 4.0 სმ.შესრულების ტექნიკაცხამოსხმა,ჭედვა,გრავირება,ქვაზე ჭრა.ამ ფრეგატ “Память Азова” -ზე იმ დროს მარიას ვაჟები ცურავდნენ.აღმოსავლეთსი მოგზაურობისას(1890-1891),იაპონიის ერთ ქალაქში ნიკოლოზს თავს სამურაი დაესხა თავს და მომავალი იმპერატორი სასწაულებრივად გადარჩა.იუველირები : მიხაილ პერხინი და იური ნიკოლაი.კვერცხი შესრულებულია ნეფრიტზე,როკოკოს სტილში.პირველი მფლობალი—მარია ფიოდორავნა,1891.ინახება მოსკოვის კრემლის სახელმწიფო მუზეუმში.

*********************************************************************************************
ფაბერჟეს კვერცხი “ალმასის ბადე” (“Алмазная решетка”) 1892 წელი.
დაკარგულია ქერუვებიანი საყრდენი და სიურპრიზი –სპილო(დანიის ჰერბის ცხოველი) პირველი მფლობელი—მარია ფიოდორავნა.კერძო კოლექცია ,ლონდონი.

***************************************************************************************
ფაბერჟეს კვერცხი “კავკასია” ,1893 წელი.
შიგთავსი: მინიატიურები კავკასიის ხედებით,რომლებზეც გამოსახულია ის ადგილები,სადც ცხოვრობდა იმპერატრიცის ვაჟი,უფლისწული გიორგი.პირველი მფლობელი—მარია ფიოდორავნა.ახალი ორლეანის სამხატვრო მუზეუმი.


****************************************************************************************
ფაბერჟეს კვერცხი “რენესანსი” ,1894 წელი.
იუველირი –მკიხაილ პერხინი.შესრულებულია აგატში.გამოყენებულია 17 საუკუნის ლე როის სკივრის ტიპი,რომელიც ინახებოდა დრეზდენში,ფაბერჟეს სამშობლოში.სიურპრიზი უცნობია,ვარაუდობენ,რომ ეს იყო ბროლის კვერცხი “აღდგომა”.პირველი მფლობელი—მარია ფიოდორავნა.ვექსელბერგის კოლექცია.

გაგრძელება იქნება!
მოგეწონა? გაუზიარე მეგობრებსაც!
Like this:
Like იტვირთება. . .
Related
Pingback: ფაბერჟეს კვერცხები (ნაწილი 3) « Ketusi's Blog