Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Tag Archives: ტანსაცმელი

დაუბანელი ევროპა….

Isabella_of_Portugal_by_Titianმე-19 საუკუნემდე ევროპაში საშინელი ველურობა მეფობდა.დაივიწყეთ იმის თაობაზე,თუ რას გვაჩვენებენ ფილმებში ან ვკითხულობთ რომანტიული ჟანრის რომანებში.სიმართლე —- ის ბევრად ნაკლებ სურნელოვანია…… ეს ეხება არა მარტო შუასაუკუნეებს,არამედ ნაქებ აღორძინების ხანასაც,რადგან პრინციპულად არაფერი შეცვლილა.

რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს,ევროპული ყოფის  თითქმის ყველა უარყოფით მხარეში დამნაშავე ქრისტინული რელიგიაა,პირველ რიგში—კათოლიკური.

ანტიკურ სამყაროს ჰიგიენური პროცედურები ითვლებიოდა  ერთ-ერთ მთავარ სიამოვნებად..საკმარისია გავიხსენოთ ცნობილი რომაული თერმები(აბანოები).ქრიეტიანობის გამარჯვებამდე მარტო რომში ფუნქციონირებდა ათასზე მეტი აბანო!ქრისტიანებმა  კი ,უპირველეს ყოვლისა,მმართველობაში მოსვლისას,დახურეს ყველა აბანო.

იმ დროინდელი მოსახლეობა ბანაობას საეჭვოდ მიიჩნევდა:თვლიდნენ,რომ ბანაობისას იხსნება ფორები და მათი მეშვეობით ორგანიზმში ავადმყოფობა ხვდებოდა,ამიტომ ბანაობა დაავადების რისკს ზრდიდა,ამის კი ეშინოდათ,თან ცივი წყლისგან გაციებას ერიდებოდნენ…მაშინ,როდესაც მდინარესი უამრავი სიბინძურე ისხმებოდა და ამავე მდინარიდან იღებდნენ სასმელ და დასაბან წყალს—არ არის გასაკვირი,რომ წყლის შიში ქონდათ.იყო მეორე მიზეზიც,თუ რატომ არ ბანაობდნენ:სიშიშვლე ცოდვად ითვლებოდა.თუმცა ასე უფრო მოგვიანებით მე-18,მე-19 საუკუნეებში ფიქრობდნენ და ამიტომ არ ბანაობდნენ. ცხელი აბაზანის მიღება არარეალური იყო! შეშა ძვირი ჯდებოდა.შეშის ძირითად მომხმარებელს—წმინდა ინკვიზიციას,თავად მძლივს ჰყოფნიდა შეშა, ამიტომ თავისი უსაყვარლესი კოცონზე დაწვა ჩაანაცვლეს სხვა სახის მოკვდინებით.

განაგრძე კითხვა

გააკეთე შენი ხელით (8)

გააკეთე შენი ხელითყველას გვაქვს სახლში ისეთი ნივთები ,რომლებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ  მასალად რაიმე საინტერესოს შესაქმნელად.ავიღოთ გინდაც მაისური,რომლის მოშორებაც გადაწყვიტეთ.შეგიძლიათ მას ‘მეორე სიცოცხლე’ აჩუქოთ ძალიან მარტივი მანიპულაციებით.შეგიძლიათ მას ბოლოები დაუჭრათ და მძივები აასხათ,ლამაზი ფოჩებიანი კაშნე გააკეთოთ,მაისურის ზურგზე ბაფთები დაამაგროთ,დეკორატიული ნახატი ამოჭრათ,ან სულაც შეღებოთ… იდეებისთვის სურათებს გთავაზობთ

განაგრძე კითხვა

როგორ შევახამოთ ტანსაცმლის ფერები,ცნობილი დიზაინერების ფანტაზიები

როგორ შევახამოთ ტანსაცმლის ფერები,ცნობილი დიზაინერების ფანტაზიები

ფერთა ჰარმონიული შეხამება მთელი ხელოვნებაა! ამის სწავლა შეიძლება ფიზიკის კანონებთან და ფერთა სპექრტთან გაცნობით,თუმცა ზედმეტი არ იქნება საკუთარი ფერთა მგრძნობელობის განვითარებაც ინტუიციის დონეზე,რაშიც დაგეხმარებათ დიზაინერების კოლქციები თვალიერება,რომლის შექმნის დროსაც ფერთა შეხამებაზე პროფესიონალები მუშაობენ.მოდით,ორივე საშუალება ვცადოთ და ჩვენი ფერთა შეხამების კანონები აღმოვაჩინოთ.

განაგრძე კითხვა

თბილისის ქუჩებში

ყოველთვის, როდესაც ქუჩაში ფეხით დავდივარ,ხალხს ვაკვირდები.ვაკვირდები მათ ჩაცმულობას,თავის დაჭერას,გამომეტყველებას.რაღაცნაირად მიყვარს ეს საქმიანობა !თითქოს სკანირებას ვუკეთებ ყველა გამვლელს,არცერთი დეტალი არ გამომრჩება მხედველობიდან!

მეტროს ესკალატორზე რომ დგახარ და ადიხარ ან ჩამოდიხარ—გგონია, რომ საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ადამიანები შენ გიყურებენ!არადა ეს ასე არ არის!უბრალოდ მათკენ იყურები და თვალს ავლებ.მაგრამ არა ჩემ შემთხვევაში! მე მათ ვასკანირებ!

განაგრძე კითხვა

დღევანდელი საგაზაფხულო შოპინგის შესახებ !

დღე მშვენივრად დაიწყო — მშრალი ამინდი,ზომიერი სიცივე,მზე!

თუმცა,სულ რომ ცა ჩამოქცეულიყო,მე და მია მაინც წავიდოდით საყიდლებზე, რადგან ამ თავისუფალ დღეს მთელი კვირა ველოდით,რომ ‘გემრიელი’ შოპინგი მოგვეწყო!

განაგრძე კითხვა

S H O P

მინდა შემოგთავაზოთ Facebook-ის გვერდი,სადაც დაგეხმარებიან უცხოეთიდან გამოწერაშიც და უკვე ჩამოტანილი ნივთებიც აქვთ.

გამოწერა უცხოური საიტებიდან (აშშ და ინგლისი)

აქ მოთავსებული ყველა ნივთი არის ჩამოტანილი უცხოეთიდან და იყიდება შედარებით ნაკლებ ფასში.

თუ რაიმე დაგაინტერესებთ სურათის კომენტარებში დაწერეთ და იქ გიპასუხებენ.

წაიკითხე მეტი

♥ ♥ ♥ ♥ გილოცავ ♥ ♥ ♥ ♥

happy birthdayმართალია, ამ პოსტს დაგვიანებით ვწერ,მაგრამ არ დაწერა არ შემიძლია.ეს პოსტი 10 ივნისს უნდა დამეწერა!ისეთი დაკავებულიმ ვიყავი,რომ აქამდე ვერაფრით დავწერე!

10 ივნისს ჩემი შვილი 15 წლის გახდა!

აბააა,რამხელა შვილიკო მყავს!

დეეე,გილოცავ დაბადების დღეს!

გისურვებ უამრავ სიხარულს და იღბალს ყველაფერში,ჯანმრთელობას და წარმატებას!

შენ ძალიან კარგად იცი,როგორ მიყვარხარ –უზომოდ!

განაგრძე კითხვა

რა იქნება მოდაში 2011 წელს

დიზაინერებს მეტ ნაკლებად იდეები ამოეწურათ,მთლად ახალს ვერაფერს ვეღარ ვგთავაზობენ,რაც კი რამე შეიძლება თითქოს უკვე მოგონილ-შეკერილ-ჩაცმულიაო!მაგრამ როგორც იტყვიან ”ახალი– კარგად დავიწყებული ძველია”-ო–და ხშირად ისევ წინა წლების ტრენდებს და სტილს იხსენებენ .ეხლაც, გადახედეს 70-ანი წლების მოდას და იქ იპოვეს შთაგონება!ამიტომაც 2011 წლის მოდა გვევლინება 70-იანების სტილის გამოძახილად.შეტანილია რღაც ცვლილებები ,მაგრამ სტილი შენარჩუნებულია.

აი ზოგადად ის შტრიხები,რაც უნდა შევიტანოთ ჩვენს გარდერობში:
Read more of this post

რა ფერებში ვიმოსებით 2011 წელს!

ფერი ყველა სეზონისთვის

It’s a color for every day – with nothing “everyday” about it.
Read more of this post

2010 წლის დიზაინერთა დაჯილდოება

შედგა ამერიკის დიზაინერთა 2010 წლის დაჯილდოება ( CFDA-Council of Fashion Designers of America)და 12 ნომინაციაში დასახელდნენ 2010 წლის საუკეთესო დიზაინერები.თვითონ დაჯილდოვება საკმაოდ საინტერესო სანახაობაა, და მიპატიჟებული სტუმრების ჩაცმულობა იმსახურებს ცალკე განხილვასაც.
ამ პოსტში მოგიყვანთ 12-ივე ნომინანტ დიზაინერს,რომლებმაც ეს პრესტიჟული ჯილდო მოიპოვეს.
მაშ ასე:

ქალის ტანსაცმლის დიზაინერი–მარკ ჯეკობსი (Marc Jacobs)

შეგიძლიათ ნახოთ მისი 2010 წლის ჩვენებები


განაგრძე კითხვა

ჩამოვიდააა

რახანია ჩამოგვივიდა ტანსაცმელი ამერიკიდან, ეხლაღა მოვიცალე რომ დავდო აქ
ესეიგიიიიი,ყველაფერი იდეალურად წავიდა ზომაში და ხარისხიც შესანიშნავი აქვს,აი ჩაცმული ასე გამოიყურება…

online shopping

უამრავ საინტერესო და კარგ საქონელს გვთავაზობს ინტერნეტ მაღაზიები,რომ ათვალიერებ პირდაპირ თვალები გიჭრელდება და სურვილი გიჩნდება უამრავი რამ შეიძინო.აქ მთავარია ზომა სწორად შეარჩიო,და ფასს დაუკვირდე,რომ რეალურად გიღირდეს რაღაცის გამოწერა.წინა ზამთარს გამოწერილი ტანსაცმლიდან და ფეხსაცმლიდან ყველა ზუსტი ზომა ჩამოვიდა ,ანუ ის ,რაც მქონდა მითითებული,და ხარისხიც ის იყო,როგორიც საიტზე ვნახე და კმაყოფილი დავრჩი.თუმცა შარშან მე თვითონ არ გამიშვია შეკვეთა,კალათის მონაცემები სხვას გადავუგზავნე და ასე გავუშვით.მარტო wolmart და macys-იდან გამოვწერეთ
მთელი წინა კვირა სულ საიტებს ვჩხრეკდი,ვირჩევდით,ვირჩევდი და აი რამოდენიმე საიტზე ამოვარჩიე რაღაცეები, და გუშინ შეკვეთა გავუშვი. 3 სხვადასხვა მაღაზიიდანაა ჩემი შეკვეთები.ამ ეტაპზე უკვე გამოგზავნილია ჩემი შეკვეთები და მგონი ხუთშაბათს და პარასკევს უკვე თბილისში იქნება.ერთი სული მაქვს ვნახო. თუ რა როგორი იქნება, ამას მერე დავწერ.


ხატიას უკვე მოთმინების ფიალა ევსებააააააა,უკვე ბუზღუნებს,სადააო ჩემი ტანსაცმელიოოოოოო