Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

2010 წლის დიზაინერთა დაჯილდოება

შედგა ამერიკის დიზაინერთა 2010 წლის დაჯილდოება ( CFDA-Council of Fashion Designers of America)და 12 ნომინაციაში დასახელდნენ 2010 წლის საუკეთესო დიზაინერები.თვითონ დაჯილდოვება საკმაოდ საინტერესო სანახაობაა, და მიპატიჟებული სტუმრების ჩაცმულობა იმსახურებს ცალკე განხილვასაც.
ამ პოსტში მოგიყვანთ 12-ივე ნომინანტ დიზაინერს,რომლებმაც ეს პრესტიჟული ჯილდო მოიპოვეს.
მაშ ასე:

ქალის ტანსაცმლის დიზაინერი–მარკ ჯეკობსი (Marc Jacobs)

შეგიძლიათ ნახოთ მისი 2010 წლის ჩვენებები




მამაკაცის ტანსაცმლის დიზაინერი–მარკუს ვეინრაითი (Marcus Wainwright ) და დევიდ ნევილი(David Neville ),ბრენდ Rag & Bone-ის დიზაინერები.

აქსესუარების დიზაინერი–ალექსის ბიტარი (Alexis Bittar)

სვაროვსკის ჯილდო ქალის ტანსაცმლის დიზაინერთა შორის –ჯეისონ ვუს გადაეცა(Jason Wu)

სვაროვსკის ჯილდო მამაკაცის ტანსაცმლის დიზაინერთა შორის –რიჩარდ ჩაის გადაეცა (Richard Chai)

სვაროვსკის ჯილდო აქსესუარების დიზაინერთაგან—ალექსანდერ ვონგს შეხვდა(Alexander Wang)

ეუგენია შეფარდის ჯილდო გადაეცა კიმ ჰასტრაიტერს (Kim Hastreiter) (ეუგენია შეფარდი (Eugenia Sheppard) იყო პუბლიცისტი, რომელიც მოდასთან დაკავშირებულ სტატიებს წერდა, და კარგ კრიტიკოსად ითვლებოდა, ამიტომაც მისი სახელის ჯილდოც კი დააწესეს)
ჯეფრი ბინმა (Geoffrey Beene) ამჯერად ფავორიტად აირჩია მაიკლ კორსი (Michael Kors
).(ჯეფრი ბინი დიზაინერია, რომელიც ქველმოქმედებას ეწევა და მოდის სფეროშ ტალანტების ’გაზრდას’ უწყობს ხელს და სოლიდურ ჯილდოებს აწესებს)
საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა კრისტოფერ ბეილიმ(Christopher Bailey),რომელიც ”ბარბერი”-ს წარმოადგენს(Burberry)
კომიტეტის წევრთა ფავორიტი გახდა ალექსანდერ მაქქვინი(Alexander McQueen)
ელეონორ ლამბერტის (Eleanor Lambert) სახელობის ჯილდო მიიღო ტონი გუდმანმა (Tonne Goodman)
და ახალ ნომინაცია Fashion Icon -ის ჯილდო მიიღო იმანმა ( Iman)

უამრავ დიზაინერთაგან ამ 12-მა მოიპოვა ეს ჯილდოები და ალბათ დამსახურებულად,რადგან საკმაოდ კომპეტენტური ხალხი აფასებდა,და იმედია,შემდგომი კოლექციებიც არანაკლებ საინტერესო ექნებათ.
ჩვენ კი აუცილებლად თვალს ვადევნებთ მათ შემოქმედებას.

Advertisements

4 responses to “2010 წლის დიზაინერთა დაჯილდოება

  1. ketusi იანვარი 7, 2011, 1:49 PM

    მე-9 და მე-10-ე კაბას სიამოვნებით ჩავიცმევდი,როგორი კარგებია
    🙂

  2. Lizikuna იანვარი 7, 2011, 2:21 PM

    dzaan magaria!!!!!!!!!! me yvelasac kargad movixdendi))))))))))))))))))) miyvars es ferebi

  3. ketusi იანვარი 7, 2011, 2:36 PM

    ხო, აქ მარტო ოთხი დავდე თითო დიზაინერისგან,ისიც მე რაც მომეწონა
    აქსესუარები მომეწონა ძალიან,მე-5 რა კარგიაააააა

  4. guro იანვარი 8, 2011, 10:02 PM

    Auu ME kide im Bichis Plashi momecona MAgrad :S:S

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: