Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Tag Archives: online

ინტერნეტ- შოპინგი

გამოწერა ინტერნეტ მაღაზიებიდანცხოვრებაში ბევრ რამისგან ვიღებთ სიამოვნმებას და ერთ-ერთი არის ახალი ნივთების შეძენა — ანუ შოპინგი.და როდესაც დიდი ხნის ნანატრ ან ლამაზ,თუმცა ნაკლებად საჭირო ნივთს ყიდულობ —ესეც კიდევ ერთი სიამოვნებაა ამ პროცედურისგან.ამბობენ,რომ შოპინგი ქალისთვის განტვირთვის ერთ-ერთი საშუალებაც არისო,რასაც სრულიად ვეთანხმები.მაღაზიებში სიარული შეიძლება ზოგიერთისთვის დამღლელი იყოს(აი ჩემთვის ნამდვილად არა),ამიტომ თანამედროვე ადამიანი ინტერნეტ-შოპინგს დიდ ყურადღებას უთმობს და ხეირიანად სარგებლობს ხოლმე კიდეც.ინტერნეტით გამოწერაზე რამდენიმე პოსტი მაქვს დაწერილი და აქ აღარ ჩავუღრმავდები ამ ტექნიკას,უბრალოდ ამ ბოლოს გამოწერილ ნივთებს ‘გამოვამზეურებ’  (ასე თუ ისე პირადი ბლოგია ) და ერთი კონკრეტული საიტის შესახებ რჩევებს მოგცემთ.

განაგრძე კითხვა

online shopping

უამრავ საინტერესო და კარგ საქონელს გვთავაზობს ინტერნეტ მაღაზიები,რომ ათვალიერებ პირდაპირ თვალები გიჭრელდება და სურვილი გიჩნდება უამრავი რამ შეიძინო.აქ მთავარია ზომა სწორად შეარჩიო,და ფასს დაუკვირდე,რომ რეალურად გიღირდეს რაღაცის გამოწერა.წინა ზამთარს გამოწერილი ტანსაცმლიდან და ფეხსაცმლიდან ყველა ზუსტი ზომა ჩამოვიდა ,ანუ ის ,რაც მქონდა მითითებული,და ხარისხიც ის იყო,როგორიც საიტზე ვნახე და კმაყოფილი დავრჩი.თუმცა შარშან მე თვითონ არ გამიშვია შეკვეთა,კალათის მონაცემები სხვას გადავუგზავნე და ასე გავუშვით.მარტო wolmart და macys-იდან გამოვწერეთ
მთელი წინა კვირა სულ საიტებს ვჩხრეკდი,ვირჩევდით,ვირჩევდი და აი რამოდენიმე საიტზე ამოვარჩიე რაღაცეები, და გუშინ შეკვეთა გავუშვი. 3 სხვადასხვა მაღაზიიდანაა ჩემი შეკვეთები.ამ ეტაპზე უკვე გამოგზავნილია ჩემი შეკვეთები და მგონი ხუთშაბათს და პარასკევს უკვე თბილისში იქნება.ერთი სული მაქვს ვნახო. თუ რა როგორი იქნება, ამას მერე დავწერ.


ხატიას უკვე მოთმინების ფიალა ევსებააააააა,უკვე ბუზღუნებს,სადააო ჩემი ტანსაცმელიოოოოოო

%d bloggers like this: