Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

დაუბანელი ევროპა….

Isabella_of_Portugal_by_Titianმე-19 საუკუნემდე ევროპაში საშინელი ველურობა მეფობდა.დაივიწყეთ იმის თაობაზე,თუ რას გვაჩვენებენ ფილმებში ან ვკითხულობთ რომანტიული ჟანრის რომანებში.სიმართლე —- ის ბევრად ნაკლებ სურნელოვანია…… ეს ეხება არა მარტო შუასაუკუნეებს,არამედ ნაქებ აღორძინების ხანასაც,რადგან პრინციპულად არაფერი შეცვლილა.

რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს,ევროპული ყოფის  თითქმის ყველა უარყოფით მხარეში დამნაშავე ქრისტინული რელიგიაა,პირველ რიგში—კათოლიკური.

ანტიკურ სამყაროს ჰიგიენური პროცედურები ითვლებიოდა  ერთ-ერთ მთავარ სიამოვნებად..საკმარისია გავიხსენოთ ცნობილი რომაული თერმები(აბანოები).ქრიეტიანობის გამარჯვებამდე მარტო რომში ფუნქციონირებდა ათასზე მეტი აბანო!ქრისტიანებმა  კი ,უპირველეს ყოვლისა,მმართველობაში მოსვლისას,დახურეს ყველა აბანო.

იმ დროინდელი მოსახლეობა ბანაობას საეჭვოდ მიიჩნევდა:თვლიდნენ,რომ ბანაობისას იხსნება ფორები და მათი მეშვეობით ორგანიზმში ავადმყოფობა ხვდებოდა,ამიტომ ბანაობა დაავადების რისკს ზრდიდა,ამის კი ეშინოდათ,თან ცივი წყლისგან გაციებას ერიდებოდნენ…მაშინ,როდესაც მდინარესი უამრავი სიბინძურე ისხმებოდა და ამავე მდინარიდან იღებდნენ სასმელ და დასაბან წყალს—არ არის გასაკვირი,რომ წყლის შიში ქონდათ.იყო მეორე მიზეზიც,თუ რატომ არ ბანაობდნენ:სიშიშვლე ცოდვად ითვლებოდა.თუმცა ასე უფრო მოგვიანებით მე-18,მე-19 საუკუნეებში ფიქრობდნენ და ამიტომ არ ბანაობდნენ. ცხელი აბაზანის მიღება არარეალური იყო! შეშა ძვირი ჯდებოდა.შეშის ძირითად მომხმარებელს—წმინდა ინკვიზიციას,თავად მძლივს ჰყოფნიდა შეშა, ამიტომ თავისი უსაყვარლესი კოცონზე დაწვა ჩაანაცვლეს სხვა სახის მოკვდინებით.

უამრავი ფაქტია ცნობილი დიდგვაროვნების შესახებ,რომლებიც დაუბანლობისგან გამოწვეული დაავადებებით კვდებოდნენ…..

ესპანეთის დედოფალი იზაბელა კასტილიელი (XV საუკუნის ბოლო) აღიარებდა,რომ მთელი მისი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ორჯერ იბანავა— დაბადებისას და ქორწილის დღეს.

ერთ-ერთი მეფის ქალწული დაიღუპა ტილებისგან.მაშინ ხშირი იყო მწერებისგან დაღუპვის ფაქტები..ჰერცოგ ნორფოლკი უარს ამბობდა ბანაობაზე რელიგიური თვალსაზრისით.მისი სხეული დაიფარა ჩირქოვანი გამონაყარით.მსახურებმა დრო იხელთეს,როდესაც მისი ბრწყინვალება ძალიან დათვრებოდა და მძლივას აბანავეს.

ჰიგიენა

რუსმა ელჩებმა,რომლებიც საფრანგეთის მეფის ,ლუდოვიკო XIV კარს ეწვივნენ,დაწერეს,რომ მისი აღმატებულება “ყარს,როგორც გარეული მხეციო”.

რუსებს მთელს ევროპაში გარყვნილებად და გადახრების მქონედ თვლიდნენ იმისათვის,რომ თვეში ერთხელ დადიოდნენ აბანოში ან უფრო მეტჯერ—ეს სიხშირე ამაზრზენი იყო….

თუკი მე -XV-XVI საუკუნეებში მდიდარი მოქალაქეები ნახევარ წელიწადში ერთხელ მაინც ბანაობდნენ,მე-XVII-XVIII სს-ში სულ შეწყვიტეს აბაზანის მიღება….თუმცა,ზოგჯერ უწევდათ მისი გამოყენება—მაგრამ მხოლოდ სამკურნალო მიზნით.პროცედურისთვის გულმოდგინედ ემზადებოდნენ და წინდაწინ ოყნას იკეთებდნენ.საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV-მ ცხოვრებაში სულ ორჯერ იბანავა — ისიც ექიმთა რჩევის გამო.ბანაობამ მონარქი იმდენად შეაძრწუნა,რომ დაიფიცა,რომ არასდროს ჩაიტარებდა წყლის პროცედურებს.

იმ ბნელ ქრისტიანულ დროს სხეულის მოვლა ცოდვად ითვლებოდა.

იყვნენ ისეთი  ქრისტიანი მქადაგებელნიც,რომლებიც მოუწოდებდნენ ხალხს ევლოთ ძონძებში და არასდროს დაებანათ,რადგან მხოლოდ ამგვარად შეიძლებოდა სულიერი სიწმინდის მიღწევა.სამწუხაროდ,მათ მიმდევრებიც ყავდათ.ასევე არ შეიძლებოდა ბანაობა,რადგან ამგვარად ჩამოიბანდნენ “წმინდა”წყალს,რომელსაც შეეხნენ ნათლობისას.

შედეგად,ხალხი წლობით არ ბანაობდა,ან საერთოდ არ იცოდნენ წყალი რა იყო.ჭუჭყი და ტილები სიწმინდის განსაკუთრებულ ნიშნებად ითვლებოდა.ზოგიერთი ორდენის ბერები და მონაზვნები ამგვარად ღმერთისადმი მსახურის მაგალითს უჩვენებდნენ დანარჩენ ქრისტიანებს.

სისუფთავეს ზიზღით უყურებდნენ.ტილებს “ღმერთის მარგალიტებს” უწოდებდნენ და სიწმინდის ნიშნად თვლიდნენ.ზოგიერთი ორდენის წმინდანები,როგორც მამრობითი,ისე მდედრობითი სქესის,ტრაბახობდნენ იმით,რომ რომ  წყალი მათ ფეხებს არასდროს შეხებია,გარდა იმ შემთხვევებისა,როდესაც მდინარეს გადადიოდნენ.

ხალხი იმდენად გადაეჩვია წყლის პროცედურებს,რომ ექიმ ფ.ე.ბილცს თავის XIX საუკუნის ბოლოს(!)გამოცემულ სამედიცინო სახელმძღვანელოში სთხოვდა ხალხს ებანავათ.”არიან ადამიანები,რომლებიც,სიმართლე უნდა ითქვას,ვერ ბედავენ მდინარესა თუ აბაზანაში ბანაობას,რადგან ბავშვობიდან მოყოლებული არასდროს შესულან წყალში.ეს შიში უსაფუძვლოა,—-წერდა ბილცი წიგნში “ახალი ხალხური მკურნალობა”,–მეხუთე ან მეექვსე აბაზანის შემდეგ ამას შეიძლება შეეჩვიოთ…” ექიმის ნაკლებად თუ სჯეროდათ….

სუნამო —- მნიშვნელოვანი ევროპული გამოგონება — დღის სინათლეს მოევლინა ზუსტად როგორც რეაქცია აბანოების არ არსებობაზე.ცნობილი ფრანგული პარფიუმერიის თავდაპირველი ამოცანა იყო ერთი–მძაფრი და მდგრადი სუნამოებით  გადაეფარათ ის საშინელი სიმყრალე,რაც წლობით დაუბანელ სხეულებს ასდიოდა.

ფრანგმა მეფე-მზემ ერთ დილას გაიღვიძა რა ცუდ განწყობაზე(არადა ეს მისი ჩვეული მდგომარეობა იყო დილაობით,რადგან როგორც ცნობილია,ლუდოვიკო XIV-ს სტანჯავდა უძილობა რწყილების გამო) ,უბრძანა ყველა მის კარზე მყოფთ ეპკურათ სუნამო.საუბარია ლუდოვიკო XIV-ის ედიქტზე,რომელშიც წერია,რომ კარის სტუმრობისას არ უნდა დაინანონ მძაფრი  სუნამო,იმდენად,რომ მისმა არომატმა გადაფაროს სხეულის და ტანისამოსის აქოთებული სუნი.

თავდაპირველად ეს “სურნელოვანი ნაერთები” იყო საკმაოდ ბუნებრივი.შუასაუკუნეების ევროპელმა ქალბატონებმა იცოდნენ რა სხეულის ბუნებრივი სურნელის აღმგზნებ მოქმედებაზე,იცხებდნენ მას,როგორც სუნამოს ყურს უკან ნაწილზე და ყელზე,რომ მიეზიდათ სასურველი ობიექტის ყურადღება.

ტუალეტის ფაქტორიც ძალიან საინტერესოა.

“წინწაწეული” ევროპული სასახლის ტუალეტი — ყველაფერი ისხმევა ფანჯრების ქვემოთ!

ქრისტიანობის მოსვლასთან ერთად მომდევნო თაობებს დაავიწყდათ ჩარეცხვადი ტუალეტების არსებობა ერთნახევარი ათასწლეულით,და კვლავ ღამის ქოთნებს მიუბრუნდნენ.დავიწყებული კანალიზაციის როლს ასრულებდა თხრილები ქუჩებში,სადაც მოედინებოდა ეს აყროლებული მასები.მართალია,ზოგგან ტუალეტები არსებობდა, მაგრამ ისინიც ქოთნის გამოყენებით,ამიტომ ამ ქოთნის შემადგენლობაც ქუჩაში ან მდინარეში იღვრებოდა.

ჰიგიენა

ხალხს დაავიწყდა რა ცივილიზაციის ანტიკური სიკეთეები,ისაქმებდნენ იქ,სადაც მოუნდბოდათ.მაგალითად სასახლის ან ციხე-სიმაგრის კიბეებზე.ფრანგული სამეფო კარი პერიოდულად გადადიოდა ერთი სასახლიდან მეორეში იმის გამო,რომ წინაში პრაქტიკულად სუნთქვა შეუძლებელი იყო.ღამის ქოთნები იდგა საწოლების ქვეშ რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში.

მას მერე,რაც ფრანგ მეფე ლუდოვიკო IX-ს  (XIII ს) ფანჯრიდან ფეკალიები გადაასხეს,პარიზის მკვიდრთ დართეს ნება გადაექციათ საყოფაცხოვრებო ნარჩენები ფანჯრიდან მხოლოდ  მას შემდეგ,რაც სამჯერ დაიძახებდნენ: “ფთხილად!”

ჰიგიენა

დაახლოებით მე-17 საუკუნეში თავის ფეკალიებისგან დასაცავად ფართოგარფლიანი შლაპაც კი მოიგონეს .სხვათა შორის რევერანსი თავდაპირველად მიზნად ისახავდა აყროლებული შლაპის ქალბატონის მგრძნობიარე ხვირისგან შორს მოშორებას .

ლუვრში,ფრანგი მეფეების სასახლეში, არ იყო არცერთი ტუალეტი.ისაქმებდნენ ეზოში,კიბეებზე,აივნებზე.”საჭიროებისას” სტუმრები,კარზე მყოფნი და მეფეები იკუზებოდნენ ან გაღებული ფანჯრის ფართო რაფაზე,ან მათთვის მოჰქონდათ “ღამის ქოთანი”,რომლის შემადგენლობასაც მერე სასახლის უკანა კართან ღვრიდნენ.

იგივე ხდბოდა ვერსალშიც,მაგალითად ლუდოვიკო XIV-ს დროს,რომლის ცხოვრების წესიც კარგად არის ნაცნობი ჰერცოგ სენ სიმონის მემუარების წყალობით.ვერსალის სასახლის კარის ქალბატონები,უშუალოდ საუბრის დროს(ზოგჯერ კაპელაში ან ტაძარში მესის დროსაც),დგებოდნენ და ვითომც აქ არაფერი რომელიმე კუთხეში ისაქმებდნენ.

ფრანგმა მეფე-მზემ,ისევე,როგორც სხვა მეფეებმა,ნება დართო კარზე მყოფთ ტუალეტად გამოეყენებინათ ვერსალისა და სხვა სასახლეების ნებისმიერი კუთხე-კუნჭული.სასხლეების კედლები აღჭურვილი იყო მძიმე პორტიერებით,კორიდორებში კი კეთდებოდა ყრუ ნიშები.მაგრამ უფრო მარტივი არ იქნებოდა,რომ გაეკეთებინათ ტუალეტები ან უბრალოდ პარკში ერბინათ?არა, ასეთი რამ თავში არც კი მოსვლიათ,რადგან ტრადიციების სადარაჯოზე იდგა ….დიარეა…..დაუნდობელი და უმოწყალო,რომელიც ნებისმიერს ნებისმიერ ადგილას შეიძლებოდა დამართნოდა.შუასაუკუნეების საკვების ხარისხის შესაბამისად კუჭის აშლილობა პერმანენტული მოვლენა იყო.

იგივე მიზეზი შეგვიძლია ვეძებოთ მამაკაცის შარვალ-პანტალონების იმ წლების მოდაშიც,რომლებიც მხოლოდ რამდენიმე ფენა ვერტიკალურად განლაგებული ლენტებისგან შედგებოდა.

ნიშანდობლივია ასევე ის ფაქტი, რომ სიტყვა “ტუალეტს” ერთდროულად ორი მნიშვნელობა გააჩნია: საპირფარეშო და ტანსამელი.ასევეა სიტყვა “გარდერობი”,ის ნიშნავს ტანსაცმელსაც და ტანსაცმლის შესანახ კარადასაც.საქმე იმაშია,რომ ზოგგან არსებობდა მცირე საპირფარეშოები,ეს იყო პატარა ადგილი ,კარადასავით,სადაც ტანსაცმელსაც ინახავდნენ.შესაბამისად,ტანსაცმელს საშინელი სუნი ასდიოდა,თუმცა მას იმიტომ იცვამდნენ,რომ ამგვარად მწერებისგან (მათ შორის ჩრჩილისგანაც)იცავდნენ თავს(ასე მიაჩნდათ).

ბევრისმეტყველია ვერსალის შესახებ დაწერილი ციტატა ა.ნ.ტოლსტოის წიგნიდან ” პეტრე პირველი”  :- Представь, душа моя, в сырой вечер не растворишь окна – такое зловоние вокруг дворца, – из кустов и даже балконов… Придворные ютятся в тесноте, спят кое-как, в неряшестве, обливаются духами, чтобы отбить запах нечистого белья…

დედოფალ ანტუანეტას სასახლეში საგანგებო მოსამსახურეები ყავდა,რომლებიც განავალს იღებდნენ ;)))

დიდი და ფართო ბოლოკაბების პარიზული მოდაც,როგორც ჩანს,გამოწვეულია იგივე მიზეზებით.თუმცა ბოლოკაბები სხვა მიზნითაც გამოიყენებოდა–რომ მათ ქვეშ პატარა ძაღლი დაემალათ,რომელიც მშვენიერ ქალბარტონს იცავდა რწყილებისგან.

რა თქმა უნდა მორწმუნე ადამიანები ისაქმებდნენ მხოლოდ უფლის დახმარებით— უნგრელ ისტორიკოსს იშტვან რატ-ვეგს “წიგნის კომედიებში”  მოჰყავს ლოცვები ლოცვების წიგნიდან სახელწოდებით :”ღვთისმოშიში და სინანულით აღსავსე სულის თამამი სურვილები ყოველი დღისთვის და სხვადასხვა შემთხვევებისთვის” ,რომლთა შორის არის “ლოცვა ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისას”.

ევროპის შუასაკუნოვან ციხე-სიმაგრეებს კი არ ქონდათ კანალიზაცია,თუმცა ქონდათ გალავანი და თავდაცვითი თხრილი,შევსებული წყლით.ზუსტად ის ასრულებდა “კანალიზაციის” როლს.ამ თხრილში კედლებიდან ისხმეოდა სიბინძურეები.

საფრანგეთში გალავნების მიღმა სიბინძურის გორაკები იმხელა ხდებოდა,რომ უწევდათ კედლის დაშენება.ასე მოხდა პარიზშიც — სიბინძურე იმდენი დაგროვდა,რომ ის კედლის ზემოდან გადმოედინებოდა,ეს საფრთხის შემცველადაც მიიჩნიეს–ამ ფეკალიებზე მტერს კედლამდე ამოღწევა შეეძლო.

ქალაქის ქუჩები იძირებოდა ჭუჭყსა და განავალში იმდენად,რომ უამინდობისას მათზე გავლა შეუძლებელი იყო.ზუსტად მაშინ,ჩვენამდე მოღწეული ქრონიკების მიხედვით,ბევრ ევროპის  ქალაქში გაჩნდა ოჩოფეხები,ასე ვთქვათ ქალაქური “საგაზაფხულო ფეხსაცმელი” ,რომელთა გარეშე ქუჩებში გადაადგილება უბრალოდ შეუძლებელი იყო.

მაშინდელი მოგზაურები წერდნენ, რომ პარიზის მყრალი სუნი ერთ კილომეტრშიც კი იგრძნობოდაო.

მოდით,ცოტა შუასაუკუნეების რაინდებზე ვილაპარაკოთ…

როგორც ევროპელი არქეოლოგების მონაცემები ცხადჰყოფს,შუასაუკუნეების “გულთამპყრობელი” რაინდის სიმაღლე იშვიათად იყო ერთ მეტრ სამოც სანტიმეტრზე მეტი.იმ დროს ევროპის მოსახლეობა საკმაოდ დაბალტანიანი იყო.

აი ასე გამოიყურებოდა ნამდვილი ფრანგი რაინდი XIV-XV სს მიჯნაზე.

ფრანგი რაინდი

რაინდის გაუპარსავი და დაუბანელი სახე დამახინჯებული იყო ყვავილით(მაშინ ევროპაში ამ ავადმყოფობით ყველა იყო დაავადებული ).რაინდის მუზარადის ქვეშ,არისტოკრატის აბურდულ ჭუჭყიან თმებში,ასევე მისი ტანისამოსის ნაკეცებში იბუდებდნე ტილები და რწყილები.

რაინდს პირიდან ისეთი ცუდი სუნი ამოსდიოდა,რომ თანამედროვე ქალბატონებისთვის მისთვის კოცნა კი არა,მის გვერდით დგომაც კი საშინელება იქნებოდა(სამწუხაროდ,მაშინ კბილებს არავინ იხეხავდა).თანაც რაინდები ყველაფერს მიირთმევდნენ განურჩევლად,აყოლებდნენ რა მჟავე ლუდსა და ნიორს–დეზინფექციისთვის.

ამის გარდა,რიგითი ლაშქრიობის დროს რაინდი რამდენიმე დღის მანძილზე იყო აბჯარასხმული,რომელსაც,ძალიანაც რომ სდომნოდა,სხვის დახმარების გარეშე ვერ გაიხდიდა.აბჯრის ჩაცმისა და გახდის პროცედურა საათამდე დროს მოითხოვდა,ზოგჯერ მეტ დროსაც.

რა თქმა უნდა,საგანგებო ვითარებაში მთელ თავის ბუნებრივ მოთხოვნილებებს რაინდი იკმაყოფილებდა პირდაპირ მუზარადში.თუმცა ძირითადად,ჯარის გადაადგილებისას,რაინდებს მხოლოდ ჯაჭვის პერანგი ემოსათ,აბჯარს კი ბრძოლის წინ იცმევდნენ,რადგან ძალიან მძიმე იყო.

ზოგიერთი ისტორიკოსი გაკვირვებული იყო თუ რატომ პოულობდნენ სალაჰ-ად-დინის ჯარისკაცები ასე მარტივად ქრისტიანთა ბანაკებს.პასუხი მალევე მიიღეს—სუნით…

თუ შუასაუკუნეების დასაწყისში ევროპაში ერთ ერთი კვების პროდუქტი იყო რკო,რომელსაც მიირთმევდნენ არამარტო უბრალო ადამიანები,არამედ დიდებულებიც,შემდგომში (იმ იშვიათ დროს,როდესაც შიმშილი არ მძვინვარებდა) მაგიდა იყო უფრო მრავალფეროვანი.მოდური და ძვირადღირებული სუნელები არამარტო სიმდიდრის დემონსტრირებისთვის გამოიყენებოდა,არამედ ისინი გადაფარავდნენ ხორცისა და სხვა პროდუქტების სუნს.

ესპანეთში,შუა საუკუნეებში,ქალბატონები ხშირად თმაში ნიორს იზელდნენ —რომ არ გასჩენოდათ ტილები.

იმისათვის,რომ ფერმქრტალი ყოფილიყვნენ,ქალბატონები სვამდნენ ძმარს.ძაღლები,იმის გარდა,რომ ცოცხალი ‘რწყილდამჭერები’ იყვნენ,სხვაგვარადაც ადგებოდნენ ქალბატონებს:შუა საუკუნეებში ძაღლის შარდით ქალბატონები თმას იღიავებდნენ.

ХVII -XVIIIსაუკუნეებში გამძვინვარებულმა სიფილისმა ახალი მოდა დაამკვიდრა… გეზერი წერდა,რომ სიფილის გამო გაუქრა თმები თავსა და სახეზე.

პარიკი

ამიტომ კავალრებმა,რათა ეჩვენებინათ ქალბატონებისთვის,რომ ისინი უსაფრთხოები იყვნენ და არაფერი ამდაგვარით ავად არ იყვნენ,მოიშვეს გრძელი თმა და ულვაში.მათ,ვისაც ეს რაღაც მიზეზების და გამო არ გამოსდიოდათ,მოიგონეს პარიკები,რომლებიც საზოგადოების მაღალ წრეებში სიფილისით დაავადებულთა დიდი რაოდენობის გამო მალევე შემოვიდა მოდაში ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაშიც.თუმცა იყვნენ ისეთებიც,ვინც იპარსავდა თმას,რათა არ გასჩენოდათ ტილები და რწყილები.

რწყილებთან ბრძოლა პასიურ ხასიათს ატარებდა.მაგალითად,იყენებდნენ საფხან ჩხირებს.დიდგვაროვნები მწერებს თავისებურად ებრძბიან—ვერსალსა და ლუვრში სადილობისას ლუდოვიკო XIV-ს თან ახლდა პაჟი,რომელიც მეფის რწყილების დაჭერით იყო დაკავებული.

შეძლებული ქალბატონები,რომ არ ეტარებინათ “ზოოპარკი”,იცმევენ აბრეშუმის ქვედა პერანგებს,თვლიდნენ რა,რომ რწყილი ვერ ეჭიდება აბრეშუმს და ცურდება.ასე გაჩნდა აბრეშუმის საცვლები…აბრეშუმს მართლაც არ ეკვრის ტილი და რწყილი.

შეყვარებული ყმაწვილები აგროვებდნენ თავიანთ რწყილებს და მიუსვამდნენ ხოლმე ქალბატონს,რომ “სისხლი  რწყილში არეულიყო”.

საწოლებზე გადაფარებული დიდი ბალდახინიანები საკმაოდ უტილიტარულ როლს ასრულებდნენ—იცავდნენ ჭერიდან ჩამოცვენილ მწერებისგან.ასევე ითვლება,რომ წითელი ხისგან დამზადებული ავეჯი იმიტომ გახდა ამგვარად პოპულარული,რომ მასზე არ ეტყობოდა გაჭყლეტილი რწყილების კვალი.

რწყილების და ტილების საკვებად ყოფნა ზოგიერთი ქრისტიანული მიმდინარეობისთვის  “ქრისტიანულ გმირობად” ითვლებოდა.წმინდა ფომას მიმდევრები მზად იყვნენ ედიდებინათ მისი ჭუჭყი და ტილები,რომლებიც სულ თან ახლდა.ერთმენეთზე ტილების პოვნა (როგორც ამას მაიმუნები აკეთებენ) — ნიშნავდა საკუთარი კეთილგანწყობის დემონსტრირებას.

ძნელი დასაჯერებელია,მაგრამ შუასაუკუნეებში ტილები პოლიტიკაშიც კი მონაწილეობდნენ!ქალაქ გურდენბურგში(შვედეთი) ჩვეულებრივი ტილი ქალაქის მერის არჩევნებში იღებდა აქტიურ მონაწილეობას.იმ დროს მაღალი თანამდებობის პრეტენდენტს აუცილებლად დიდი წვერი უნდა ქონოდა.არჩევნები შემდეგნაირად მიდიოდა :მერობის კანდიდატები სხდებოდნენ მაგიდის ირგვლივ და აწყობდნენ მასზე წვერებს.შემდეგ განგებ არჩეული ადამიანი მაგიდის შუაგულში ჩააგდებდა ტილს.არჩეულ მერად ითვლებოდა ის,ვის წვერსაც ‘აირჩევდა’ მწერი.

ჰიგიენის უგულვებელყოფა ძალიან ძვირი დაუჯდა ევროპას : XIV საუკუნეში “შავი ჭირისგან” საფრანგეთის მესამედი მოსახლეობა გარდაიცვალა,ინგლისისა და იტალიის მოსახლეობა კი განახევრდა.მიჩნეულია,რომ ჭირის გამავრცელებლები იყვნენ ვირთხები,რომლებიც ძალიან იყვნენ მომრავლებულები,რადგან ქრისტიანებმა ამოწყვიტეს კატები,მიიჩნიეს რა ისინი ეშმაკის მსახურებად.ამ პერიოდში სპონტანურად გაჩენილი საქმიანობა –ვირთხების მჭერიც,ასევე იდევნებოდა ეკლესიის მხრიდან და ამ საცოდავებს ინკვიზიცია ხშირად სჯიდა,რადგან მიიჩნევდნენ,რომ ამ ადამიანების ძალაუფლება ვირთხებზე ეშმაკისგან ბოძებული იყო.

შუასაუკუნეების ევროპის სიბინძურის შესახებ ცნობებს იმდროინდელი სპარსეთის ელჩის მოგონებებშიც ვხვდებით.ერთხელ ის საფრანგეთის მეფის სასახლეში იყო მიწვეული ორი დღით,თუმცა დელეგაცია ,ელჩმა მოიდო რა მიზეზად სასწრაფო საქმეები,იმ საღამოსვე გაეცალა სასახლეს.ეს მოხდა მას მერე, რაც ელჩმა საძინებლის მოფუისფუსე მწერებისგან ‘ამოძრავებული’ მატრასი იხილა.ამის გამო სპარსელებს მთელი ტანისამოსის დაწვა მოუხდათ,ამის გარდა თითქმის ყველას თავიც გადაპარსეს.

მგონი ძალიან შეგაძრწუნეთ ამ ფაქტებით შუასაუკუნეების ევროპის ისტორიიდან… თუმცა იყო ‘სუფთა’ პერიოდებიც,როდესაც არსებობდა საზოგადო აბანოები,რომლებშიც ხალხი სისტემატურად ბანაობდა,დიდ დროს ატარებდა ,ერთობოდა.თუმცა ზედმეტი გარყვნილობის გამო მოექცნენ ეკლესიის რისხვის ქვეშ და ნელ-ნელა ბანაობის კულტურაც შეიცვალა.

ბანო

ალბათ გაინტერესებთ რა სიტუაცია იყო ამ მხრივ საქართველოში? რა გითხრათ? გათხრების შედეგად ძალიან ბევრგან არის აბანოები აღმოჩენილი,მარტო თბილისში არსებული უძველესი აბანოები რად ღირს.ისინი ხელმისაწვდომი იყო ნებისმიერი ფენისათვის.თანაც ჩვენში ქრისტიანობას არასდროს გამოუვლებია ისეთი ფანატიზმი რა ევროპაში ყველა სიბოროტის სათავე იყო(დაწყებულილ ბანაობის აკრზალვით,დამთავრებული ინკვიზიციით)…

ისედაც დიდი პოსტი გამოვიდა და მეტად თავს აღარ შეგაწყენთ,თუმცა დაბლა ამ პოსტის წყაროდ მომყავს რამდენიმე საიტი,ასე რომ ტავად დარწმუნდებით ზევითნახსენები ფაქტების სარწმუნოებაში.

წყარო 1,წყარო 2,წყარო 3,წყარო 4,წყარო 5.

Advertisements

2 responses to “დაუბანელი ევროპა….

  1. elene მარტი 10, 2015, 1:21 AM

    ე. ი. ამ ცჰვენს ევროპელებს სიბინძურე გენეტიკით მოდევთ. არც ახლა არიან დიდათ სუფთა ხალხი. ჩემს ნათქვამს უფრო უცხოეთში მომუშავეები დაეთანხმება. რაც შეგვეხება ჩვენ ქართველებს ამაყად შემიძლია ვთქვა რომ ჩვენისანა სუფთა ხალხი არ მეგულება. (ეს სხვათაშორის აღნიშნა ჩვენმა ევროპელებმა)

    • ketusi.com მარტი 13, 2015, 12:35 PM

      გაიხარე, ელენე! მეც მაგ აზრის ვარ,თუმცა არ ვყოფილვარ ევროპაში.ზოგს ისე ჰგონია, რომ მატ აქვთ სისხლში სისუფთავე და ამიტომაა სუფტა ქუჩები,მე კი ვამბობ, რომ ეს დასუფტავების სამსახურები მუსაობს კარგად(ჩვენთანაც მასეა, პროინციპში, ცენტრალური ქუჩები დაწკრიალებულია), თორე საკმარისია ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოც~ხვდე, სიბინძურეა(ფილმებში კარგად ჩანს ხოლმე)….მიხარია, რომ ქართველებზე ასეთი წარმოდგენის ყოფილან უცხოელები, გაიხარეთ, თვქენი დამსახურებაა.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: