Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

თბილისის ქუჩებში

ყოველთვის, როდესაც ქუჩაში ფეხით დავდივარ,ხალხს ვაკვირდები.ვაკვირდები მათ ჩაცმულობას,თავის დაჭერას,გამომეტყველებას.რაღაცნაირად მიყვარს ეს საქმიანობა !თითქოს სკანირებას ვუკეთებ ყველა გამვლელს,არცერთი დეტალი არ გამომრჩება მხედველობიდან!

მეტროს ესკალატორზე რომ დგახარ და ადიხარ ან ჩამოდიხარ—გგონია, რომ საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ადამიანები შენ გიყურებენ!არადა ეს ასე არ არის!უბრალოდ მათკენ იყურები და თვალს ავლებ.მაგრამ არა ჩემ შემთხვევაში! მე მათ ვასკანირებ!

ან როგორ ვარ, იცით?—კონდუქტორივით!აი,პატარა ჯიხურში რომ ზის და ამვლელ-ჩამვლელ მგზავრებს რომ აქცევს ყურადღება 🙂 ცოტა სასაცილო შედარება გამომივიდა,თანაც მეტროთი იშვიათად ვსარგებლობ 🙂

ჰოდა, იმით დავიწყე,რომ მიყვარს ხალხის თვალიერება,განსაკუთრებით გოგონების.მიხვდით, ალბათ, რას ვაკვირდები! დიახ,მათ ჩაცმულობას ვაფასებ.გონებაში ვაფასებ რამდენად გემოვნებიანად აცვიათ,რამდენად უხდებათ და რამდენად შეეფერებათ ის ჩაცმულობა ასაკის და მიხედვით.ზოგჯერ ისეთ საინტერესო ფერთა ან სტილთა კომბინაციებს გადავაწყდები ხოლმე,რომ ვცდილობ დავიმახსოვრო და მომავალში მეც გამოვიყენო.დიახ,მეც ვსწავლობ სხვისგან!

ჩემი კრიტიკული გონებისთვის ერთი მომენტალური თვალის მოკვრაც კი საკმარისია ,რომ ადამიანი ‘გემოვნებიანი’ ,’უგემოვნო’,’ისე რა’ კატეგორიაში მოვაქციო.მაშინვე ვატყობ რა კატეგორიის ადამიანია,ზოგადად რას საქმიანობს და რა მიზნები აქვს.ამ ყველაფრის გაგება ადამიანის ჩაცმულობის მიხედვით შეიძლება.ისიც ეტყობა დამიანს,გაჭირვებულია და რაც აქვს ის აცვია და არ აქვს სხვა არჩევანი ,თუ გასაჭირი არ აქვს,მაგრამ გემოვნება არ აქვს,რომ ლამაზად ჩაიცვას.ზოგს კი საერთოდ არ აინტერესებს გემოვნებიანად ჩაცმა,მთავარია პრაქტიკულად ეცვათ—სხვათაშორის მათ შორის უფრო ნაკლებია უგემოვნოდ ჩაცმული 🙂

დღეს ძალიან ბევრი ვიარე ფეხით ორ სხვადასხვა ‘პრესტიჟულ’ უბანში და ისევ ის დასკვნა გავაკეთე,რომ მართალია,ბევრი კარგად და გემოვნებით ჩაცმული ქალბატონი დაიარება,თუმცა ექსტრავაგანტულობა აკლიათ.სამწუხაროდ,არიან ისეთებიც,ვინც აბსოლუტურად შეუფერებლად და უგემოვნოდ იცმევს!

შევეცდები რამოდენიმე ადამიანი მაინც გავიხსენო,ვინც დამამახსოვრდა.აქვე იმასაც აღვნიშნავ,რომ დიახაც,მე მაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ვთქვა,რომ ვარ გემოვნებიანი!არ ვცდოლობ არც სხვის დაცინვას,საუბარი მაქვს იმაზე, რომ როდესაც გაქვს კონკრეტული ტანსაცმელი,ან ყიდულობ ამ ტანსაცმელს,უნდა ეცადო, რომ გემმოვნებიანად შეუხამო ერთმანეთს.არ მაქვს საუბარი იმათზე, ვისაც არ აქვთ საშუალება,რომ კარგად ჩაიცვან და არც კარგად ჩაცმაზე მაქვს საუბარი.საუბარია გემოვნებიანად ჩაცმაზე, რასაც,დამიჯერეთ,ბევრი ფული არ სჭირდება.

  • ერთი გოგო მაშინვე მომხვდა თვალში, როდესაც ჩემი მხედველობის არეში  მოხვდა.ეცვა კვასკვასა წითელი პალტო.რომ მომიახლოვდა,შევნიშნე, რომ ლურჯ-კრემისფერი ოქსფორდის სტილის დაბალყელიანი ჩექმა (booties) ეცვა შავი შარვლის ქვეშ. საერთო ჯამში ძალიან რესპექტაბელურად გამოიყურებოდა.შეიძლება სხვა დროს მეფიქრა, რომ წითელ პალტოზე ლურჯიანი ფეხსაცმელი არ იქნებოდა კარგი, მაგრამ ამ შემთხვევაში— მომეწონა.
  • ორი ხანდაზმული ქალბატონი მოდიოდა,ერთის ჩაცმულობამ მომხიბლა.ეცვა უსახელო მანტო,ღია ხაკისფერი,იმავე ფერის ბეწვით გაწყობილი და ფართო იმავე ფერის,ოღონდ სხვა ფაქტურის შარვალი.მგონი თავზე ქუდიც ეხურა მსგავსი ფერის.იმდენად მესიმპათიურა ეს ქალბატონი,რომ ვინატრე,მეც ასეთი ‘სტილნი ბებო’ ვყოფილიყავი,როცა მაგ ასაკს მივაღწევ.
  • ძალიან მომეწონა ერთი გოგონა,შავ-თეთრში ქონდა შეხამებული ტანსაცმელი :თეთრი პერანგი ,შავი შარვალი,შავი პიჯაკი,შავ-თეთრი ფეხსაცმელი და შავი ჩანთა.ტანიც კარგი ქონდა და თავდაჯერებულად მოდიოდა—მომეწონა 🙂
  • ლურჯ პალტოიან გოგოს რომ ვარდისფერი ჩანთა ქონდა,ძალიან მომეწონა,ფეხსაცმელი კრემისფერი იყო,არ იქცევდა ფერის თვალსაზრისით ყურადღებას,რაც ძალიან მომეწონა.
  • რა თქმა უნდა კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია, თუმცა ისევ თქვენ დაგინდობთ,რომ ძალიან გრძელი პოსტი არ გამოვიდეს.

 

თუმცა,ორი სიტყვით მათზე,ვინც სასტიკად არ მომეწონა….

  • საშინელებაა,როდესაც თვალზე წითელ ან ვარდისფერ ჩრდილს ისმევენ!ერთი ქალი იყო მოწითალო-მოვარდისფრო მანტოში და თვალებზეც მსგავსი შეფერილობის პერლამუტრის ჩრდილი ესვა!!! კატასტროფაა!იგივე ვარიანტია, როდესაც რაიმე ლურჯი ან ცისსფერი აცვიათ და აუცილებლად თვალზე ცისფერ ჩრდილს ისმევენ — უგემოვნობაა!
  • სასწაულად არ მომწონს,როდესაც დაბალ და უშნო ტანის მქონე გოგონებს თეძოზე განიერი შარვალი აცვიათ! ვერ ხვდებიან,რომ გორსალებს გვანან? რატომ უსვამენ ხაზს სხეულის ნაკლს—ვერ ვხვდები!
  • რატომ უნდა მოგაფიქრდს სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილს  გრძელი ცისფერქვებიანი საყურის გაკეთება? რახან გაქვს,იმას არ ნიშნავს, რომ უნდა გაიკეთო,ვითომ ფერი უხდებაო,?მაგრამ სტილს რომ არ უხდება!?
  • ერთი გოგო იყო,შავ ფერებში იყო გამოწყობილი და ვარდისფერი რაღაც ეცვა და მთელ მის გარეგნობას სრუილად აფუჭებდა მახინჯური ვარდისფერი აბსოლუტურად უფორმო ჩანთა.დარწმუნებული ვარ,მას სხვა ჩანთაც ექნებოდა, თუმცა რატომღაც გადაწყვიტა უშუალოდ ის ფერის გამო  ‘შეეხმებინა’ .არადა სულ ‘გააფუჭა’ ყველაფერი.
  • ერთ ბიჭთან ერთად ერთი ძაააააალიან გამხდარი გოგონა მიდიოდა,პალტოს ქვევიდან ჩხირებივით შავ-თეთრ ეთნიკურ ნახატის ელასტიკებიანი ფეხები ჯოხებივით მოუჩანდა და რაც ყველაზე ცუდია—- ეცვა გრძელბეწვიანი ჩექმა,დამავიწყდა რა ქვია.ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ ფეხები კი არა—ცოცხები ქონდა.არადა ცალ-ცალკე ყველაფერი კარგი იყო, მაგრამ ასეთ გამხდარს არ უხდება ელასტიკი!თანაც ასეთი გაბარიტის ჩექმაზე!

ბევრს აღარ გავაგრძელებ,დაგღალეთ უკვე ალბათ,მაგრამ აქ მაინც გამოვხატავ ჩემ აღშფოთებას,თორე აბა ქუჩაში ხომ არ მივალ და ვეტყვი შენიშვნას:ეს რამ ჩაგაცმევინა-ო!

ყველას გისურვებთ,რომ ისწავლოთ იყოთ გემოვნებიანები,რადგან ამის სწავლა ,მონდომების შემთხვევაში,მაინც შეიძლება!

Advertisements

15 responses to “თბილისის ქუჩებში

  1. მარიონეტი მარტი 7, 2012, 12:51 PM

    wtf…

  2. Keti მარტი 7, 2012, 1:37 PM

    კარგი იქნება, ფოტოები დადო ხოლმე, თუ შესაძლებელია. აი ასეთი პოსტების სერია რომ გააკეთო… არ არის აუცილებელი სახე დაფიქსირდეს, ჩაცმულობაზე შეიძლება ხაზის გასმა 🙂

    • ketusi.com მარტი 7, 2012, 3:20 PM

      კი, მაქვს ასეთი პროექტი და ეს პირველი პოსტია,აქ დადებული სურათები ინტერნეტიდან ამოვიღე,თუმცა შემდგომში ვაპირებ, რომ უშუალოდ ამ თემისთვის ფოტოკოლაჟი გავაკეთო,ოღონდ ცემი მოწონებული ადამიანების.

  3. qetusia მარტი 7, 2012, 1:45 PM

    ოოო ეგ სერიოზულ თემას შეეხე ეხლა შენ ქეთუს:) გემოვნება ისეთი რამეა,რომ დახვეწა სჭირდება,დაბადებიდან გემოვნებიანი არავინაა)) მაგრამ მე ალბათ “ლურჯ პალტოიან გოგოს რომ ვარდისფერი ჩანთა” ჰქონოდა, არ მომეწონებოდა=)) “გემოვნებაზე არ დავობენ,მის გამო ერთმანეთს სცემენ, ლანძღავენ და ეომებიან” 🙂

    • ketusi.com მარტი 7, 2012, 3:25 PM

      გეთანხმები,ქეთუსია,და ზუსტად ამგვარი პოსტების მეშვეობით(მარტო ჩემი ბლოგის პოსტებს კი არ ვგულისხმობ,ზოგადად მოდას!) ხდება მინიშნება იმაზე, თუ როგორ ჩამოიყალიბო კარგი გემოვნება.დავა სეიძლება დეტალებზე,ტორე არის კანონზომიერება,რაც ურყევად არის კარგი(სეხამება,სტილი) და არის უგემოვნო.
      იმ ლუტჯ პალტოს და ვარდისფერ ჩანთას რაც სეეხბა,მეც მაგიტომ მომხვდა ტვალში, რომ გამიკვირდა,თუმცა მომეწონა,ეხლა ვერ გადმოგცემ ზუსტად, მაგრამ ნათელი ვარდისფრის ნაცვლად რომ ბაცი ვარდისფერი ჩანტა ყოფილიყო,ან იმ ლურჯის ფერის ნაცვლად ოფნავ სხვა ტონი ყოფილიყო—ნამდვილად არ მოუხდბოდა ერთმანეთს.ანუ ზუსტად იყო შერჩეული,ხოდა ამიტომ მომეწონა 🙂

  4. qetusia მარტი 7, 2012, 8:00 PM

    მართალი ხარ,ხანდახან ექსპერიმენტები ამართლებს=)))

    • ketusi.com მარტი 7, 2012, 8:15 PM

      ხო,იცი, აი ზოგჯერ არც მოგაფიქრდება, რომ შეახამო და მერე სხვაზე დაინახავ და მოგეწონება და უკვე იცი, რომ მომავალში შენც შეგიძლია სცადო.ყველა რაღაცას ვსწავლობთ ერთმანეთისგან 🙂

  5. qetusia მარტი 7, 2012, 8:51 PM

    მეც ჩავატარე გუშინ ექსპერიმენტი,ღია მწვანე ჯინსის მაღალწელიან შარვალს შავი როლინგი, მუქი მწვანე ტყავის კურტკა და შავი შუზები “მოვახდინე”, კარგი გამოვიდა:) გაზაფხული უფრო მეტ თავისუფლებას გვაძლევს ფერებშიც და სტილშიც=))

  6. პერწკლი მარტი 8, 2012, 1:02 AM

    მე კიდევ ლამაზთმიან გოგოებს დავდევ ხოლმე ქუჩაში, მზერით :დ

    • ketusi.com მარტი 8, 2012, 2:50 PM

      კი, მეც მიყვარს კარგი თმა და კარგი ვარცხნილობა 🙂
      ის მივეცვიე შეღებილ თმას, რომ ბუნებრივბვი თმა არავიზე მომწონს 🙂

  7. feradifiqrebi მარტი 8, 2012, 9:05 PM

    Reblogged this on ფერადი and commented:
    მომეწონა პოსტი

  8. tami მარტი 13, 2012, 10:16 PM

    მე ქუჩაში მარტო ლამაზად და გემოვნებიანად ჩაცმულებს ვუყურებ, უაზრო არსებებზე დროს არ ვკარგავ!

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: