Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

საახალწლო ტრადიციები და სიმბოლოები (ნაწილი 2)

საახალწლო ტრადიციები და სიმბოლოები (ნაწილი 1)

ვაგრძელებ საახალწლო პოსტების ციკლს

ამ პოსტშიც რამოდენიმე ქვეყნის საახალწლო ტრადიციას მივადევნოთ თვალი

ესპანური ახალი წელი

მადრიდში ახალ წელს გრანდიოზულად ხვდებიან!მას “Nochevieja”-ს უწოდებენ

ესპანელები ახალ წელს ხვდებიან ან სახლში,ან ქუჩაში,ან რესტორნებში და ბარებში,ანკლუბებში და სასტუმროებში.ახალ წელს ხვდებიან შამპანიურით ხელში,ეს ძირითადად  კავა –ესპანური შამპანიურია.

შემდეგ კი ჩამოჰკრავს თუ არა საათი თორმეტს,ესპანელები თითო საათის ჩამოკვრაზე თითო მარცვალს მიირთმევენ,იმისთვის, რომ მომდევნო 12 თვე იღბლიანი იყოს.ხშირად მარცვლებს ღვინოშიც ამოავლებენ ხოლმე.ამიტომაა,რომ მომზადებული აქვთ 12 ყურძნის მარცვალი.

ისე, ეს ტრადიცია არ არის ძირძველი ესპანური ტრადიცია.ის სათავეს იღებს მეოცე საუკუნის დასაწყისიდან.ერთ წელს,როდესაც უჩვეულო ამინდების გამო ყურძნის უზომოდ ხვავიანი მოსავალი აიღეს,აღარ იცოდნენ რა ეყოთ ამდენი ყურძნისთვის და აზრად მოუვიდათ საფუძველი ჩაეყარათ ამ ტრადიციისთვის.შემდგომში კი ამ ტრადიციამ ფესვები გაიდგა ესპანელების ადათ-წესებში.

დღეს კი ესპანური ახალი წელი წარმოუდგენელია ამ რიტუალის გარეშე!

გერმანული ახალი წელი

გერმენელები პირველ როგში წინა წელს გრანდიოზულად აცილებენ და კიდევ უფრო დიდებულად ხვდებიან ახალ წელს.

აქ ახალ წელს ’სილვესტერს’ (‘Sylvester’ ) უწოდებენ წმინდა სილვესტრის საპატივცემულოდ,რომელიც გერმანიაში მეოთხე საუკუნეში ცხოვრობდა.ის მიჩნეულია ადამიანად,რომელმაც მოარჩინა კეთრი.მან ასევე მონათლა რომის მმართველი–კონსტანტინე დიდი.ასევე წმინდა სილვესტრი ერთადერთი პაპია,რომელიც შეხვედრია იესოს ოჯახის წევრებს(მათ შთამომავლებს,რა თქმა უნდა)

მკითხაობის ტრადიცია გერმანიაშიც ფეხმოკიდებულია,ის არ არის დავიწყებული და დღესაც უწოდებენ  ‘Bleigiessen’-ს.ახალი წლის ღამეს წყალში ასხამენ გამდნარ კალას,რომ შექმნილი ფორმის მიხედვით გაიგონ,თუ რა ელით მომავალში.გულის ან წრის ფორმა ქორწინებას წინასწარმეტყვლებს,გემი–მოგზაურობას,ღორი–საკმარის საკვებს მომდევნო წელს.

ახალი წლის სუფრაზე თეფშებზე მომდევნო ღამემდე საჭმელს ტოვებენ,მიაჩნიათ,რომ ასე უზრუნველყოფენ სავსე საკუჭნაოს,რაც პრინციპში კეთილდღეობას ნიშნავს.

ასევე ტრადიციულად,ბოკალ შამპანიურთან ერთად ახალი წლის სადღეგრძელოდ სწევენ თევზის კერძს,რომელსაც სტაფილო და კომბოსტო აქვს შემოწყობილი –მიიჩნევა, რომ ეს მომდევნო წელს მოუტანთ ფინანსურ სტაბილურობას.სუფრასთან ასევე ერთმანეთს ხორცსა და ყველს აწვდიან.საახალწლო სურფას უნდა ამშვენებდეს ოსპის წვნიანი,რომელიც დღესასწაულამდე რამოდენიმე დღით ადრე მზადდება.

ოჯახში,ტრადიციულად ახალი წლის შეხვედრის წესი ბევრისთვის აქტუალური აღარაა, ამიტომ ბერლინში ათასობით ადამიანი ქუჩაში ხვდება ახალ წელს,ამ დროს გადავსებულია რესტორნები,პაბები,კლუბები და სასტუმროები.

ახალი წლის დადგომისას,ისინი ერთმანეთს კოცნიან,ულოცავენ,საჩუქრებს ჩუქნიან და ასევე მომავალი წლის გეგმებს აჟღერებენ.

იტალიური ახალი წელი

იტალიაშიც,ისევე როგორც გერმანიაში, ახალი წელი ემთხვევა წმინდა სილვესტრის დღესასწაულს,ამიტომ 31 დეკემბერს  ”La Festa di San Silvestro” ეწოდება.

ხოლო 1 იანვარი კი არის ”Capodanno”

იტალიელები დიდი რუდუნებით ეკიდებიან წინასაახალწლო მზადებას.ისინი რთავენ სახლს და სამუშაო ადგილს.უხვადაა განათება და სიმწვანე.ახალ წელს ახალი ტანსაცმლით ხვდებან და ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან.საჩუქრებს ძალიან ფრთხილად ირჩევენ და მასში კონკრეტულ იდეას დებენ.საჩუქარი ძირითადად არის :კანფეტები, ქილა თაფლი–რომელიც ტკბილ ცხოვრებას და სიმშვიდეს უქადნის;ოქრო,ვერცხლი, ფული,მონეტები –კეთილდღეობისთვის;ლამფები–რომ მომავალი წელი განათებილი იყოს!

ახალი წლის დადგომამდე ძველ ნივთებს ფანჯრებიდან ყრიან–ეს უძველესი ტრადიციაა,რომელიც ძირითადად სამხრეთ იტალიაშია გავრცელებული.

კიდევ ერთი საინტერესო ტრადიცია იტალიაში ის არის, რომ ახალ წელს წეთელი საცვლები აცვიათ :).

იტალიაში შობა არის ოჯახური ზეიმი,ხოლო ახალ წელს მეგობრებთან ერტად ხვდებიან!

სადღესასწაულო სუფრას დიდი ყურადღება ექცევა.სხვადასხვა რეგიონში განსხვავებული კერძები აქვთ,თუმცა არის ერთი რამ,რაც ყველასთვის არის დამახასიათებელი.ეს არის ტკბილი პური(ნაზუქი), რომელიც არის ოჯახის კეთილდღეობის სიმბოლო.იტალიაში ოსპი იღბლის მომტან მცენარედ ითვლება,ამიტომ საახალწლო სუფრაზე მის კერძსაც იხილავთ.ბარდასაც აქვს თავისი დატვირთვა–ის სიმდიდრეს იზიდავს.ღორის ხორცი და ქონიანი ძეხვის კერძი კი პორტმანს გასქელებას უქადის.

Porchetta

უფრო კონკრეტულად კი :

საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს Porchetta –ეს არის უძვლო ღორის ხორცი რომელიც აირღუმელში ბოსტნეულთან ერთად არის შემწვარი.

კიდევ ერთი ’აუცილებელი’ კერძია  cotechino –ეს არის

cotechino

ზუსტად ის ძეხვის კერძი!

ახალი წლის დადგომას იტალიელები ბოკალ შამპანიურით ხვდებან,ასევე მათ აქვთ ტრადიციად–ჭამონ ბროწეული.

ახალ წელს,სტუმრების გასამხიარულებლად იტალიელები თამაშობენ “Tombola”–ეს არის ერთგვარი ლოტოს თამაში.

ხშირად იმ ღამეს ქუჩაშიც გადიან, სადაც იმართება ფეირვერკები,ცეკვები.

ცრურწმენებს რაც შეეხება,ასეთი ცრურწმენისა სწამთ:1 იანვარს დილით ქუჩაში თუ საპირისპირო სქესის ასაკოვან ადამიანს შეხვდები–წარმატებული წელი გელის.თუ შენივე სქესის ადამიანს ან ბავშვს შეხვდები– ეს კარგი წელი არ იქნება!

Advertisements

2 responses to “საახალწლო ტრადიციები და სიმბოლოები (ნაწილი 2)

  1. Pingback: რა ჩავიცვათ და როგორ შევხვდეთ ახალ 2012 წელს « Ketusi's Blog

  2. Pingback: საახალწლო ტრადიციები და სიმბოლოები (ნაწილი 1) | Ketusi's Blog

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: