Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

საახალწლო ტრადიციები და სიმბოლოები (ნაწილი 1)

ახალი წლის მოსვლას ყველგან ზეიმით ხვდებიან.ძნელად თუ ნახავთ ადამიანს,ვისაც ახალი წელი არ უხარია.ახალი წელი ხომ ზეიმთან,მხიარულებასთან,გემრიელ საჭმელთან და ფეირვერკთან ასოცირდება.

ალბათ გეცოდინებათ, რომ ახალი წელი პირველ იანვარს ყოველთვის არ იწყებოდა,აგერ,საქართველოშიც საუკუნეების წინათ ახალ წელს  სექტემბერში აღნიშნავდნენ,ასე იყო საბერძნეთშიც(ეხლაც აღნიშნავენ თავისებურად).ჩინეთშიც საკუთარი წელთაღრიცხვა აქვთ,თუმცა ჩინური კალენდრის ახალ წელთან დაკავშირებით პოსტს მალევე შემოგთავაზებთ.

ჩვენ კი მივეჩვიეთ, რომ ახალი წელი ჩვენთან 31 დეკემბრის ღამეს დგება,ისევე,როგორც უამრავ სხვა ქვეყანაში.

ახალი წლის დახვედრის ტრადიცია ყველა ერს ოდნავ განსხვავებული აქვს და მოდით,რამოდენიმე ქვეყნის დამახასიათებელ ნიშანს დავწერ,რადგან ჩვენი, ქართული,ყველამ ისედაც ვიცით :0

ზოგადად ევროპული ახალი წელი

ევროპის ქვეყვნებისთვისაც არის დამახასიათებელი ’მეკვლეს’ შემოსვლა ოჯახში,როგორც საქართველოში ვიცით.’მეკვლე’ უნდა იყოს მამრობითი სქესის ადამიანი,რომელიც 12 საათის შემდეგ შემოადგამს ფეხს ოჯახში.მას ოჯახისთვის იღბალი მოაქვს.მეკვლეს ოჯახში შემოაქვს ფული,პური,ან ქვანახშირი,რაც იმის სიმბოლოა,რომ მომდევნო წელს ოჯახს ამის გასაჭირი არ ექნება.

ასევე ევროპაში ახალ წელს ხმაურით ,ზარის წკარუნით,სასტვენში სტვენით და ასაფეთქებლების აფეთქებით ხვდებიან,რადგან სწამთ, რომ ასე ბოროტ ძალებს აფრთხობენ.ძველად ევროპული ახალი წლის ღამე  უფრო მეტად ცრურწმენების და მკითხაობის დღე იყო.

ქვემოთ რამოდენიმე ქვეყნის ტრადიციას შემოგთავაზებთ,ვნახოთ,კონკრეტულ ქვეყნებში როგორ ხვდებიან ახალ წელს!

ფრანგული ახალი წელი

ადრე ფრანგები ახალ წელს 25 მარტს ხვდებიდნენ,თუმცა კალენდარული რეფორმის შემდეგ,1582 წელს,ისინი პირველ იანვარს ხვდებიან ახალ წელს.

საფრანფეთში ახალი წელი–ოჯახური ზეიმია,იმართება ოჯახური სადილი,ოჯახის წევრები ჩუქნიან ერთმანეთს საჩუქრებსა და მისალოც ბარათებს.ადამიანი, ვინც 1 აპრილს მოტყუვდება,საახალწლოდ იღებს ’საპირველაპრილო თევზს’.საკონდიტროს ფანჯრებზეც კი შოკოლადის თევზებია გამოსახული და ადამიანებიც ერთმანეთს ანონიმურ ბარათს უგზავნიან,რომელშიც ხატია თევზი.

ფრანგულად ახალი წლის მილოცვა ჟერს ასე:”Jour des Étrennes ” ,რაც  ”ახალი წლის საჩუქრების დღეს” ნიშნავს.

ბრიტანული ახალი წელი

ლონდონელები ახალ წელს ტრაფალგარის მოედანზე ხვდებიან,სადაც სულმოუთმენლად ელოდებიან როდის ჩემოჰკრავს ლონდონის ’ბიგ ბენი’ 12 საათს და მღერიან  ძველ შოტლანდიურ სიმღერას(Auld Lang Syne).

ეს სიმღერა დაწერა რობერტ ბარნსმა (Robert Burns) და ის პირველად 1796 წელს ,მისი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა.ეს სიმღერა ტრადიციად იქცა 1929 წლიდან,როდესაც გაი ლომბარდომ  ( Guy Lombardo) დასის თანხლებით  შეასრულა ეს სიმღერა და ის ნიუ იორკის ვოლდორფ ასტორიიდან რადიოთი გადმოიცა.

ახალ წელს საჩუქრებს აღარ ჩუქნიან,ამ ტრადიციამ საშობაოდ გადმოინაცვლა!

1 იანვარს ინგლისელი ბავშვები გარეთ იკრიბებიან და მეზობლებს დაუვლიან სიმღერ-სიმღერით,რაშიც მათ ტკბილეულს,ფულს და ვაშლებს აძლევენ.ეს ყველაფერი შუადღემდე უნდა მოასწრონ!

ახალი წლი არ არის დამდგარი, რომ უკვე ფეივერკებია გაშვებული.ჩამოჰკრავს თუ არა საათი თორმეტს,აღებენ სახლის უკანა კარებს,რომ ძველი წელი ’გავიდეს’ .

საახალწლო სუფრას აუცილებლად ამშვენებს ინდაურის

მეკვლეს კულტი ინგლისშიც აქვთ,თან აქ მეკვლე ამ მახასიათებლებს უნდა აკმაყოფილებდეს:უნდა იყოს მამაკაცი,ახალგაზრდა,ჯანმრთელი და სიმპატიური,უნდა იყოს წაბლისფერთმიანი და თან უნდა ქონდეს :ქვანახშირის პატარა ნამტვრევი,ფული, პური და მარილი –ეს ყველაფერი სიმდიდრის სიმბოლოებია!შეიძლება მეკვლე ქალიც იყოს,მაგრამ ეს უნდა იყოს წერა ქალი დ არავიტარ შემთხვევაში წითური,რადგან სწამთ, რომ წითურ ქალს უბედურება მოაქვს.

ფერმერული მეცხრამეტე საუკუნისდროინდელი ტრადიცია არის ”The Burning Bush”.ფერმერი დგებოდა ახალი წლის გამთენიისას და ხორბლის ყანაში  მიჰქონდა კუნელის ტოტები და იქ წვავდა.ფერმერებისთვის ეს იღბლის მომტანად ითვლებოდა,ამიტომ ხშირად კუნელის ტოტი მთელი წელი, ვიდრე ახალი წელი დადგებოდა, ოჯახში, სამზარეულოში დაკიდებული ინახებოდა.

ინგლისელი გოგონები ახალ წელს ასე მკითხაობდნენ–წყალში კვერცხის ცილას აგდებდნენ,რომ დაენახათ საქმროს სახელის პირველი ასო.

ბერძნული ახალი წელი

საბერძნეთში 1 იანვარი მარტო ახალი წელი კი არ არის, ის აგრეთვე წმინდა ბასილის დღეცაა.წმინდა ბასილი ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის მამამთავარიცაა,ის ცნობილი იყო კაცთმოყვარეობით და შემწეობით ღარიბთა და გაჭირვებულთა მიმართ.მიჩნეულია,რომ ის ამ დღეს გარდაიცვალა,ამიტომ პატივს მიაგებენ ახალ წელს.

ბერძნები ახალ წელს უფრო ზეიმობენ,ვიდრე შობას.ახალ წელს ისინი ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან,ბავშვებს უყვებიან ამბავს წმინდა ბასილიზე,თუ როგორ მოდის ის ღამე და ბავშვებისთვის ფეხსაცმელში საჩუქრებს ტოვებს.

ახლი წლის სუფრას ბევრი გემრიელი კერძი ამშვენებს,თუმცა გამოირჩევა წმინდა ბასილის კექსი –’ვასილოპიტა’,რომლის გულშიც ოქროს მონეტა დევს.ნამცხვრის გაჭრა მელი რიტუალია.პირველი ნაჭერი წმინდა ბასილისაა, მეორე–კერის,მესამე ოჯახის უფროსი წევრისთვის,ასეთი იერარქიით ურიგდება ყველა წევრს,მათ შორის იმ წევრებსაც,ვინც იმ წუთას სუფრასთან არ იმყოფება.ასევე გათვალისწინებულია ერთი დიდი ნაჭერი ღარიბთათვის,ერთი ნაჭერი კი საქონლისთვისაც კი .იღბლიანი წელი ელოდება მას, ვისაც ოქროს მონეტა შეხვდება!

ამ წმინდა ბასილის ნამცხვრის გამოცხობას ლეგენდა-თქმულება ერთვის.წმინდა ბასილი ეხმარებოდა გაჭირვებულებს გადასახადების გადახდაში.ერთხელ მან თითო ადამიანს თითო სამკაული გამოართვა და მმართველს მისცა,მმართველს შეეცოდა ღარიბები და უკან დააბრუნა ეს სამკაულები,მაგრამ ბასილმა არ იცოდა ვისი რომელი იყო.სასწაული იმაში მდგომარეობს,რომ მან დააცხო პურები,რომლებშიც თითო სამკაული იდო,დაარიგა და ყველას თავისი კუთვნილი სამკაული შეხვდა თავის ნაჭერში!

ბერძნულ საახალწლო სუფრაზე აუცილებლად არის ტრადიციული Kourabiedes  და thiples,ასევე თაფლი,ზეთისხილი,კაკალი,ხილი და ყველაფერი ის,რაც კეთილდღეობის სიმბოლოა.

ფერმერებსაც აქვთ ტრადიცია: წელიწადი რომ კარგი იყოს,ახალ წელს ეკლესიაში ჯამით თესლი მიაქვთ,რომ მღვდელმა აკურთხოს.

ახალ წელს კიდევ ერთი საინტრესო ტრადიცია აქვთ:ოჯახის უფროსი კედელს ბროწეულს ესვრის!ნათქვამია, რომ რაც უფრო მეტი მარცვალი დასცვივა, მით უკეთესი წელი იქნებაო 🙂

გაგრძელება : საახალწლო ტრადიციები და სიმბოლოები (ნაწილი 2)

Advertisements

10 responses to “საახალწლო ტრადიციები და სიმბოლოები (ნაწილი 1)

  1. qetusia დეკემბერი 23, 2011, 2:08 PM

    ძალიან საინტერესო პოსტია ქეთუ :*:* ისე მე იმ ,,ძნელად მოსაძებნ” ადამიანთა სიაში ვარ,ვისაც ახალი წელი არ უხარია))

    • ketusi.com დეკემბერი 23, 2011, 2:55 PM

      მიხარია,თუ მოგეწონა :0 დრეს მეორე ნაწილსაც დავდებ ალბათ
      თოვლის ბაბუა რომ მოგიტანს საჩუქრებს, მერე შეგიყვარდება ახალი წელი 🙂

  2. tsotnee დეკემბერი 23, 2011, 9:11 PM

    კარგი პოსტია, მე ისე რა მიხარია რა! აზიურ ქვეყნებზეც ხო დაწერ? აი მაგათ ველოდები, ბევრი ვიცი, ბევრსაც გავიგებ! 🙂 🙂 🙂

  3. Pingback: საახალწლო ტრადიციები და სიმბოლოები (ნაწილი 2) « Ketusi's Blog

  4. Pingback: რა ჩავიცვათ და როგორ შევხვდეთ ახალ 2012 წელს « Ketusi's Blog

  5. qetusia დეკემბერი 26, 2011, 12:09 AM

    ki,mchuqnida xolme santa sachuqrebs da mashin miyvarda ))exla me var chemi tavis santa 🙂

  6. Latrina Mackey მარტი 21, 2012, 2:11 AM

    We’re a group of volunteers and opening a new scheme in our community. Your website offered us with valuable info to work on. You have done an impressive job and our whole community will be grateful to you.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: